„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური წოდებების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2003 წლის 11 ივნისის N19 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№415
სარეგისტრაციო კოდი
140080000.42.047.016011
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110503007, 04/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის

ბრძანება №415

2011 წლის 26 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური წოდებების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2003 წლის 11 ივნისის №19 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1.  „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური წოდებების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2003 წლის 11 ივნისის №19 ბრძანებაში (სსმ III, 2003წ. №59, მუხ. 517) და ამ ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური წოდებების მინიჭების წესის შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა)ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სპეციალური წოდების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”;

ბ)ბრძანების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.დამტკიცდეს „სპეციალური წოდების მინიჭების წესის შესახებ“ დებულება (შემდგომში– დებულება).

2.კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილემ – სამსახურის ადმინისტრაციის უფროსმა.“;

გ)დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.ამ დებულებით განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში (შემდგომში– სამსახური) შესაბამისი სახელმწიფო სპეციალური წოდების (შემდგომში – სპეციალური წოდება) მინიჭების წესი და პირობები.”;

დ)დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. 

სპეციალური წოდების მინიჭების საერთო მოთხოვნები

1.სამსახურში სპეციალური წოდება პირს ენიჭება თანამდებობრივი მდგომარეობის, კვალიფიკაციის და სპეციალური მომზადების, ნამსახურობის წლებისა და პროფესიული დამსახურების შესაბამისად.

2.სამსახურში ხორციელდება მხოლოდ „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებელი „სახელმწიფო დაცვის” სპეციალური წოდებების მინიჭება.

3.პირებს, რომლებსაც სამსახურში ჩარიცხვამდე ჰქონდათ „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო სპეციალური წოდება, სამსახურში მიენიჭებათ შესაბამისი რანგის „სახელმწიფო დაცვის” სპეციალური წოდება წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით.

4.სამხედრო წოდების მქონე პირებს სამსახურში ჩარიცხვისას მიენიჭებათ:

ა)რიგითს, I კლასის რიგითს, კაპრალს, კაპრალ-სპეციალისტს, საზღვაო რიგითს, I კლასის საზღვაო რიგითს, საზღვაო კაპრალს, საზღვაო კაპრალ-სპეციალისტს – „სახელმწიფო დაცვის რიგითის” სპეციალური წოდება;

ბ)უმცროს სერჟანტს, უმცროს მიჩმანს – „სახელმწიფო დაცვის უმცროსი სერჟანტის” სპეციალური წოდება;

გ)სერჟანტს, მიჩმანს – „სახელმწიფო დაცვის სერჟანტის” სპეციალური წოდება;

დ)უფროს სერჟანტს, მასტერ სერჟანტს, უფროს მიჩმანს, მასტერ მიჩმანს – „სახელმწიფო დაცვის უფროსი სერჟანტის” სპეციალური წოდება;

ე)მთავარ სერჟანტს, მთავარ მიჩმანს – „სახელმწიფო დაცვის ზემდეგის” სპეციალური წოდება;

ვ) ლეიტენანტს – „სახელმწიფო დაცვის ლეიტენანტის” სპეციალური წოდება;

ზ)უფროს ლეიტენანტს – „სახელმწიფო დაცვის უფროსი ლეიტენანტის” სპეციალური წოდება;

თ)კაპიტანს, კაპიტან-ლეიტენანტს – „სახელმწიფო დაცვის კაპიტნის” სპეციალური წოდება;

ი)მაიორს, III რანგის კაპიტანს – „სახელმწიფო დაცვის მაიორის” სპეციალური წოდება;

კ)ვიცე-პოლკოვნიკს, II რანგის კაპიტანს – „სახელმწიფო დაცვის ვიცე-პოლკოვნიკის” სპეციალური წოდება;

ლ)პოლკოვნიკს, I რანგის კაპიტანს – „სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკის” სპეციალური წოდება;

მ)ბრიგადის გენერალს, გენერალ-მაიორს, კონტრადმირალს – „სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორის” სპეციალური წოდება;

ნ)გენერალ-ლეიტენანტს, ვიცე-ადმირალს – „სახელმწიფო დაცვის გენერალ-ლეიტენანტის” სპეციალური წოდება;

ო) არმიის გენერალს, ადმირალს – „სახელმწიფო დაცვის გენერალ-პოლკოვნიკის” სპეციალური წოდება.

5.ყოფილი მოსამსახურე, სამსახურში ხელახლა ჩარიცხვის შემთხვევაში (თუ იგი სამსახურიდან დათხოვნის დროის განმავლობაში არ მსახურობდა შესაბამის უწყებებში სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით), სამსახურს აგრძელებს სამსახურიდან გათავისუფლებამდე მინიჭებული სპეციალური წოდებით.

6.სამსახურის თანამშრომლებს უმცროს, საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს სამსახურის უფროსი, ხოლო უმაღლეს სპეციალურ წოდებებს – საქართველოს პრეზიდენტი.

7.მოსამსახურისთვის მომდევნო უმცროსი სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ პატაკს სამსახურის უფროსს წარუდგენს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის უფროსი“;

ე)დებულების მე-6 მუხლის მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6.სასწავლო კურსი ინიშნება წელიწადში ერთხელ მაინც სამსახურის უფროსის მოადგილის (კადრების მთავარი სამმართველოს კურატორი) წარდგინებით, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომლითაც განისაზღვრება კურსის ხანგრძლივობა და პროგრამა, აგრეთვე დროებითი საგამოცდო კომისიის შემადგენლობა და მუშაობის რეჟიმი. დროებითი საგამოცდო კომისიის თავმჯდომარედ ითვლება სამსახურის უფროსის მოადგილე (კადრების მთავარი სამმართველოს კურატორი). პროგრამას შეიმუშავებს და კურსებს ატარებს სამსახურის ადმინისტრაციის სასწავლო ცენტრი.

7.სასწავლო კურსების ჩატარების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს სამსახურის კადრების მთავარი სამმართველო, რომელიც სასწავლო კურსის დაწყებამდე არა უგვიანეს ორი კვირისა სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებს უგზავნის წერილობით მიმართვებს განსაზღვრული რაოდენობის ფარგლებში სასწავლო კურსზე დასაშვებ თანამშრომელთა სიების გადაცემის თაობაზე.

8.სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები ნამსახურობის ვადის, სპეციალური მომზადების, დამსახურებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით მათდამი დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში შეარჩევენ უმაღლესი განათლების მქონე მოსამსახურეებს და სასწავლო კურსის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი კვირისა სიებს გადასცემენ კადრების მთავარ სამმართველოს. სასწავლო კურსზე წარდგენილი უნდა იქნეს თანამშრომელთა ოპტიმალური რაოდენობა სამსახურის სტრუქტურულ დანაყოფებში შესაბამისი თანამდებობების არსებული ან/და მოსალოდნელი ვაკანსიების გონივრული გაანგარიშებით.

9.სამსახურის კადრების მთავარი სამმართველო ამოწმებს სასწავლო კურსზე წარდგენილი პირების პირად საქმეში არსებულ დოკუმენტაციას ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის დადგენის მიზნით.

10.სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული წესით გადიან გამოსაცდელ ტესტირებას, აბარებენ შესაბამის ჩათვლებსა და ნორმატივებს.

11.დროებითი საგამოცდო კომისია კურსდამთავრებულის თეორიულ-პრაქტიკული ცოდნის და მომზადების დონეს აფასებს ტესტირების, ჩათვლებისა და ნორმატივების ჩაბარების შედეგების საფუძველზე. დადებითი შეფასების შემთხვევაში გაიცემა კურსის გავლის დამადასტურებელი მოწმობა, რომლის ფორმა მტკიცდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მოწმობა დაერთვის შესაბამისი პირის პირად საქმეს. სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებმა, სასწავლო კურსის დასრულებიდან შესაძლო მოკლე ვადაში უნდა უზრუნველყონ დადებითი შედეგით კურსდამთავრებულთა გადანაწილება კადრის მოსამსახურის შესაბამის თანამდებობებზე.

12.არადამაკმაყოფილებელი შეფასების შემთხვევაში ჩათვლებისა და ნორმატივების ჩასაბარებლად განმეორებით გასვლა დასაშვებია მხოლოდ ერთხელ“;

ვ)დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ზ)დებულების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. სპეციალურ წოდების მინიჭებაზე კონტროლი

სპეციალური წოდების მინიჭების ორგანიზაციულ უზურნველყოფას, სპეციალური წოდებების თანმიმდევრულ და დროულ მინიჭებაზე, აგრეთვე შესაბამისი სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მოსამსახურისთვის პირველადი საშუალო სპეციალური წოდების მინიჭებისათვის აუცილებელ თანამდებობრივ გადაადგილებაზე კონტროლს და სამსახურის უფროსის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას და დასამტკიცებლად წარდგენას ახორციელებს სამსახურის კადრების მთავარი სამმართველო.

2.ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის უფროსი           თ. ჯანაშია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური წოდებების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2003 წლის 11 ივნისის N19 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.04.2011.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური წოდებების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2003 წლის 11 ივნისის N19 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური წოდებების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2003 წლის 11 ივნისის N19 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 26.04.2011. მიმღები ორგანო — სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი. დოკუმენტის ნომერი — №415. სარეგისტრაციო კოდი — 140080000.42.047.016011.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური წოდებების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2003 წლის 11 ივნისის N19 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური წოდებების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2003 წლის 11 ივნისის N19 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.04.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური წოდებების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2003 წლის 11 ივნისის N19 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №415, 26.04.2011, სარეგისტრაციო კოდი 140080000.42.047.016011 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.04.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1318384/