„საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კნონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3183
სარეგისტრაციო კოდი
230.140.010.05.001.001.422
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 33, 31/12/2003

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998,  გვ. 227) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:

1. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. დროებითი შემოტანა ან/და გატანის საბაჟო რეჟიმში საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი იბეგრება საბაჟო გადასახადით, იმ ოდენობით, რა ოდენობაც განსაზღვრულია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტირებული (თავისუფალი მიმოქცევის რეჟიმში გაშვებული) საქონლის მიმართ.“.

2. მე-20 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. 2001 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის 1 იანვრამდე თამბაქოს ნაწარმის (ნედლეულის გარდა) იმპორტი საბაჟო გადასახადით არ იბეგრება. თამბაქოს ნაწარმისათვის ნედლეული („ტრაპზონის“ ჯიშის თამბაქოს გარდა) 2004 წლის 31 დეკემბრამდე საბაჟო გადასახადით არ იბეგრება.“.

3. დანართი №1-ით გათვალისწინებული ცხრილის 1854-ე, 1858-ე და 1860-ე გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„

1854

100110000

- ხორბალი მაგარი

0

0

0

1858

100190910

- - - ხორბალი რბილი და მესლინი სათესლე

0

0

0

1860

100200000

ჭვავი

0

0

0

                                                                                                                                           “.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი  ნინო ბურჯანაძე

თბილისი,

2003 წლის 31 დეკემბერი.

№3183-რს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კნონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.12.2003.
როდის იქნა მიღებული „საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კნონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კნონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 31.12.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3183. სარეგისტრაციო კოდი — 230.140.010.05.001.001.422.
რამდენი მუხლისგან შედგება „საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კნონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კნონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.12.2003 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კნონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე, №3183, 31.12.2003, სარეგისტრაციო კოდი 230.140.010.05.001.001.422 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/13204/