განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გაცემისა და საფასურის განსაზღვრის წესის შესახებ
მიღების თარიღი 04.05.2011
ძალის დაკარგვა 08.06.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №63/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.016100
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110504009, 04/05/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| N | მკაცრი აღრიცხვის ფორმის სახე |
დოკუმენტის ტექსტი
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გაცემისა და საფასურის განსაზღვრის წესის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";}
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";}
span.MsoCommentReference {font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; font-family:Consolas;}
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"Calibri","sans-serif"; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";}
span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text"; font-family:"Times New Roman","serif";}
span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:Consolas;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 28.4pt 63.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №63/ნ
2011 წლის 4 მაისი
ქ. თბილისი
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების
მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენების,
აღრიცხვა-ანგარიშგების, გაცემისა და საფასურის განსაზღვრის წესის
შესახებ
,,ზოგადი განათლების შესახებ„ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ჰ„ ქვეპუნქტის,
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ„ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების
მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა„ და ,,მ„
ქვეპუნქტების
, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი
და მე-3 ნაწილების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ„ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი
პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დანართი №
1-ის შესაბამისად დამტკიცდეს
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების
მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენების,
აღრიცხვა-ანგარიშგების, გაცემისა და საფასურის განსაზღვრის წესი
.
2. დანართი №
2-ის შესაბამისად დამტკიცდეს
მკაცრი აღრიცხვის ფორმის ჩამოწერის აქტის ფორმა.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 24 მაისის №474 ბრძანება ,,ს
აქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე„
.
4
. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
.
დ
. შაშკინი
დანართი №1
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების
მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენების,
აღრიცხვა-ანგარიშგების, გაცემისა და საფასურის განსაზღვრის
წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება
აღნიშნული წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ„ საქართველოს კანონის და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
მუხლი 2🔗. მკაცრი აღრიცხვის ფორმები
1. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას ახორციელებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტო (შემდეგში - სააგენტო);
2. სააგენტოს მიერ გასაცემი განათლების დამადასტურებელი
მკაცრი აღრიცხვის ფორმებს
განეკუთვნება შემდეგი დოკუმენტები:
ა)
ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები:
ა.ა
) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი;
ა.
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - სრული ზოგადი განათლების ატესტატი;
ა.გ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი;
ბ
) სახელობო განათლების სერტიფიკატი;
გ) საშუალო პროფესიული განათლების დიპლომის დუბლიკატი.
მუხლი 3🔗. მკაცრი აღრიცხვის ფორმებით მომარაგების უზრუნველყოფა
1. მკაცრი აღრიცხვის ფორმებით მომარაგებას სააგენტო
ახორციელებს დამოუკიდებლად.
2. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შეკვეთას სააგენტო
აწარმოებს, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ„ საქართველოს კანონის მე-5 და მე-7 მუხლებ
ის თანახმად, შესაბამის პოლიგრაფიულ საწარმოში ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე.
3. პოლიგრაფიული საწარმოდან მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სააგენტოს
მიერ გაცემული მინდობილობა.
4. პოლიგრაფიული საწარმოდან მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოტანის შემდეგ, სააგენტოს დირექტორის მიერ განსაზღვრული
მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვა–გაცემაზე შესაბამისი პასუხისმგებელი პირი, მიღება-
ჩაბარების აქტის საფუძველზე იბარებს მკაცრი აღრიცხვის ფორმებს და უზრუნველყოფს მათ შენახვას.
მუხლი 4🔗. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვა
მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვა ხორციელდება ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ„ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად.
მუხლი 5🔗. მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემა
1. საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლების მქონე
საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების
ხელმძღვანელი ზოგადი განათლების ან სახელობო განათლების დამადასტურებელი მკაცრი აღრიცხვის ფორმების მიღების მოთხოვნით საგანმანათლებლო რესურსცენტრში წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის მისაღებად:
ა.ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა საბაზო საფეხურის საბოლოო შეფასების უწყისს, რომლითაც დასტურდება შესაბამისი პირების მიერ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამების დაძლევის ფაქტი;
ა.ბ
) საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს;
ა.გ) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების უფლების მქონე პირების პ
ირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების
ასლებს
;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად:
ბ.ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა საშუალო საფეხურის
საბოლოო შეფასების უწყისს, რომლითაც დასტურდება შესაბამისი პირების მიერ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამების დაძლევის ფაქტი;
ბ.ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების უფლების მქონე პირების პ
ირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების
ასლებს;
ბ.გ
) საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს;
გ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატის მისაღებად:
გ.ა)
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა საშუალო საფეხურის
საბოლოო შეფასების უწყისს, რომლითაც დასტურდება შესაბამისი პირების მიერ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამების დაძლევა;
გ.ბ) საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს;
გ.გ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატის მიღების უფლების მქონე პირთა პ
ირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების
ასლებს;
დ
) სახელობო განათლების სერტიფიკატის მისაღებად:
დ
.ა) პროფესიულ სტუდენტთა
საბოლოო შეფასების უწყისს;
დ.ბ) სახელობო განათლების სერტიფიკატის მიღების უფლების მქონე პირების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის
ასლებს;
დ.გ) შესაბამისი პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაციას;
დ
.დ
) საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს.
2
. სააგენტოს მიერ ზოგადი და სახელობო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების
მკაცრი აღრიცხვის ფორმის ბლანკის შევსება და გაცემა ხორციელდება
შემდეგი წესით:
ა
) საბაზო ზოგადი
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის შევსებული
ფორმები გაიცემა,
თუ საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ წარმოდგენილი იქნება შემდეგი დოკუმენტები:
ა
.ა) განაცხადი;
ა
.ბ) საბოლოო შეფასების უწყისის მიხედვით შედგენილი მოსწავლეთა საბაზო საფეხურის სახელობითი ნუსხა;
ა.გ) მოსწავლეთა პ
ირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ას
ლები;
ა
.დ
) საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მინდობილობა;
ბ)
სრული ზოგადი
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის შევსებული
ფორმები გაიცემა,
თუ საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ წარმოდგენილი იქნება შემდეგი დოკუმენტები:
ბ.ა) განაცხადი;
ბ.ბ)
საბოლოო შეფასების უწყისის მიხედვით შედგენილი მოსწავლეთა საშუალო საფეხურის სახელობითი ნუსხა;
ბ.გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, რომლითაც დასტურდება პირის/პირების მიერ სკოლის გამოსაშვები გამოცდის/გამოცდების ჩაბარების ფაქტი (აღნიშნული დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება არ ვრცელდება ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 11პუნქტით გათვალისწინებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებზე);
ბ.დ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების უფლების მქონე პირთა პ
ირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების
ასლები;
ბ.ე)
საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მინდობილობა;
გ) იმ მოსწავლეებზე, რომლებიც სწავლობენ განვითარების შეფერხების (შემეცნებითი ფუნქციებისა და ადაპტური ქცევის დეფიციტის) და სენსორული (სმენისა და მხედველობის) დარღვევების მიხედვით სპეციალიზებულ სკოლებში სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცემა ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ.ა„, ,,ბ.ბ„ ,,ბ.დ„ და ,,ბ.ე„ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტებისა და იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომლითაც დასტურდება აღნიშნულ მოსწავლეთა, სპეციალიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად, სკოლის გამოსაშვები გამოცდის/გამოცდების ჩაბარებისა და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვების ფაქტი;
დ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატის შევსებული ფორმები გაიცემა, თუ საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ წარმოდგენილი იქნება შემდეგი დოკუმენტები
:
დ.ა) განაცხადი;
დ.ბ)
საბოლოო შეფასების უწყისის მიხედვით შედგენილი საშუალო
საფეხურის იმ მოსწავლეთა სახელობითი ნუსხა, რომელთაც მოიპოვეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატის მიღების უფლება;
დ.გ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატის მიღების უფლების მქონე პირთა პ
ირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების
ასლები;
დ.დ)
საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მინდობილობა;
ე
) სახელობო განათლების სერტიფიკატის შევ
სებული
ფორმები გაიცემა, თუ საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ წარმოდგენილი იქნება შემდეგი დოკუმენტები:
ე.ა) განაცხადი;
ე.ბ)
საბოლოო შეფასების უწყისის მიხედვით შედგენილი პროფესიულ სტუდენტთა სახელობითი ნუსხა;
ე.გ) შესაბამისი პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული კვალფიკაციის შესახებ ინფორმაცია;
ე.დ)
სახელობო განათლების სერტიფიკატის მიღების უფლების მქონე პირთა პ
ირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
ე.ე)
საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მინდობილობა;
3. ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების წარმატებით დასრულების შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გასაცემ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს დაესმება შტამპი აღნიშვნით ,,ოქრო’’ ან ,,ვერცხლი„;
4. სააგენტოს მიერ ზოგადი და სახელობო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების მკაცრი აღრიცხვის ფორმები გაიცემა საგანმანათლებლო რესუსრცენტრის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების წარდგენიდან 20 სამუშაო დღის ვადაში.
5
. შევსებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაცია
ხორციელდება სააგენტოში
სპეციალურ სარეგისტრაციო ჟურნალში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6🔗. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დუბლიკატების გაცემა
1. გაცემული მკაცრი აღრიცხვის ფორმის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში სააგენტოს
უფლება აქვს გასცეს მკაცრი აღრიცხვის ფორმის დუბლიკატი. დუბლიკატი გაიცემა ასევე
იმ პირებზე, რომელთაც არ მიუღიათ განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს. ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც პირმა განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მიღების შემდეგ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეიცვალა სახელი ან/და გვარი.
2
. ამ მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტე
ბით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, დაინტერესებულმა პირმა
ზოგადი განათლების ან სახელობო განათლების დამადასტურებელი მკაცრი აღრიცხვის ფორმების დუბლიკატის მიღების მოთხოვნით სააგენტოში უნდა
წარადგინოს
შემდეგი
დოკუმენტები
:
ა) განცხადება, რომელიც აკმაყოფილებს
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში
მითითებულ მოთხოვნებს;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის მოწმობის)
ასლი;
გ) პირის მიერ სახელის ან/და გვარის შეცვლის შემთხვევაში აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ამ წესის მე-10 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული საფასურის სააგენტოს ანგარიშსწორების ანგარიშზე გადახდის დამადასტურებელი ქვითარი
(აღნიშნული ქვითარის წარდგენის მოთხოვნა არ ვრცელდება სახელობო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატის მოთხოვნის შემთხვევაში).
3. გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტისა, 2009-2010 სასწავლო წლის ჩათვლით გაცემული ზოგადი ან
სახელობო განათლების დამადასტურებელი მკაცრი აღრიცხვის ფორმების დუბლიკატის მიღების მოთხოვნით დაინტერესებულმა პირმა სააგენტოში უნდა
წარადგინოს
შემდეგი
დოკუმენტები:
ა)
განცხადება, რომელიც აკმაყოფილებს
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებული მოთხოვნებს;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის მოწმობის)
ასლი;
გ) იმ
საგანმანათლებლო დაწესებულების შუამდგომლობა, სადაც დაასრულა პირმა შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა,
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული
საგანმანათლებლო დაწესებულება ლიკვიდირებულია და არ არსებობს მისი უფლებამონაცვლე;
დ) შესაბამისი
საგანმანათლებლო დაწესებულების ან არქივის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს, იმ პირის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების
დამადასტურებელი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის სათაური, ნომრები და გამოცემის თარიღი, რომელზეც უნდა გაიცეს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატი. თუ დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის წარმოდგენა შეუძლებელია არარსებობის გამო, მის ნაცვლად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დაწყებასა და დასრულებას;
ე) განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის ნომერი, რომლის დუბლიკატის გაცემასაც მოითხოვს განმცხადებელი;
ვ) გამოსაყენებლად უვარგისი ზოგადი ან სახელობო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირს განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი დაკარგული აქვს;
ზ) პირის მიერ სახელის ან/და გვარის შეცვლის შემთხვევაში აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) ამ წესის მე-10 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული საფასურის სააგენტოს ანგარიშსწორების ანგარიშზე გადახდის დამადასტურებელი ქვითარი
(აღნიშნული ქვითარის წარდგენის მოთხოვნა არ ვრცელდება სახელობო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატის მოთხოვნის შემთხვევაში).
4. 2006-2007, 2007-2008 და 2008-2009 სასწავლო წლებში საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატის მიღების მითხოვნით შესაბამისმა პირმა სააგენტოში უნდა
წარადგინოს
შემდეგი
დოკუმენტები:
ა)
განცხადება, რომელიც აკმაყოფილებს
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებული მოთხოვნებს;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის მოწმობის)
ასლი;
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის მიერ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვების ფაქტი.
დ) პირის მიერ სახელის ან/და გვარის გამოცვლის შემთხვევაში აღნიშნული ფქტის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ამ წესის მე-10 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული საფასურის სააგენტოს ანგარიშსწორების ანგარიშზე გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
5
. ოკუპირებულ ტერიტორიაზე
მიღებული საბაზო ან სრული ზოგადი განათლების აღიარების საფუძველზე გაცემული საბაზო ან სრული ზოგადი განათლების, სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნისა და სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატების დუბლიკატის მიღებისათვის, შესაბამისი პირი სააგენტოში
წარადგენს განცხადებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს,
შესაბამის სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს (დაზიანების შემთხვევაში), სახელის ან/და გვარის შეცვლის შემთხვევაში აღნიშნული ფაქტის დამადასურებელ დოკუმენტს და ამ წესის მე-10 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული საფასურის სააგენტოს ანგარიშსწორების ანგარიშზე გადახდის დამადასტურებელ ქვითარს.
6
. იმ პირებმა, რომელთაც არ მიუღიათ ზოგადი
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს, დუბლიკატის მისაღებად სააგენტოში
უნდა წარადგინონ ამ მუხლის მე–3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, გარდა „ე’’ და
„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, ხოლო პირებმა, რომელთაც არ მიუღიათ სახელობო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს,
დუბლიკატის მისაღებად სააგენტოში
უნდა წარადგინონ ამ მუხლის მე–3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, გარდა ,,ე„; ,,ვ„ და ,,თ„ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტებისა.
7. სააგენტო
უფლებამოსილია ზოგადი
განათლებისა და სახელობო განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატის გაცემისათვის
შესაბამისი დაწესებულებიდან და საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან გამოითხოვოს დაზიანებული ან დაკარგული განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის თაობაზე დაწესებულებაში/საგანმანათლებლო რესურსცენტრში არსებული ინფორმაცია.
8
. სააგენტოს
მიერ დუბლიკატის გაცემა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით
დამტკიცებული ფორმების შესაბამისად.
9. ზოგადი და სახელობო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მკაცრი აღრიცხვის ფორმების დუბლიკატს
დაესმება შტამპი აღნიშვნით „დუბლიკატი“. ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების წარმატებით დასრულების შემთხვევაში გასაცემ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტის დუბლიკატს დაესმება ასევე ,,ოქრო„-ს ან ,,ვერცხლი„-ს აღმნიშვნელი შტამპები, ხოლო საბაზო და საშუალო საგანმანათლებლო პროგრამების ექსტერნატის ფორმის დაძლევის საფუძველზე გაცემულ საბაზო ზოგადი და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტის დუბლიკატს დაესმება ასევე შტამპი აღნიშვნით ,,ექსტერნი„.
მუხლი 7🔗. საშუალო პროფესიული განათლების დიპლომის დუბლიკატის გაცემა
1.
2009–2010 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაცემული
საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი
დიპლომის დაზიანების ან
დაკარგ
ვის შემთხვევაში სააგენტოს
უფლება აქვს გასცეს აღნიშნული
მკაცრი აღრიცხვის ფორმის დუბლიკატი.
2. საშუალო პროფესიული განათლების დიპლომის დუბლიკატი გაიცემა
აგრეთვე იმ პირებზე, რომელთაც არ მიუღიათ საშუალო პროფესიული
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი
შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს. ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც პირმა განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მიღების შემდეგ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეიცვალა სახელი ან/და გვარი.
3.
საშუალო პროფესიული განათლების დიპლომის დუბლიკატის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა სააგენტოში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება, რომელიც აკმაყოფილებს
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ
მოთხოვნებს;
ბ) ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირის/პირების
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის მოწმობა)
, ასლი;
გ) საშუალო პროფესიული
განათლების დამადასტურებელი დიპლომის
გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულების შუამდგომლობა;
დ) საშუალო პროფესიული
განათლების დამადასტურებელი დიპლომის
გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულების ან არქივის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს, იმ პირის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და დამთავრების დამადასტურებელი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის სათაური, ნომრები და გამოცემის თარიღი, ადრე გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, რომელზეც უნდა გაიცეს საშუალო პროფესიული
განათლების დიპლომის
დუბლიკატი;
ე) გამოსაყენებლად უვარგისი საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირს განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი დაკარგული აქვს ან შესაბამისი პროგრამის დასრულების წელს არ აუღია განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ„ და ,,დ„ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, ლიკვიდირებული ან რეორგანიზებული
საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულთათვის ახორციელებს ის საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც წარმოადგენს
ლიკვიდირებული ან რეორგანიზებული
საგანმანათლებლო დაწესებულების უფლებამონაცვლეს.
ზ) პირის მიერ სახელის ან/და გვარის შეცვლის შემთხვევაში აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. სააგენტო
უფლებამოსილია საშუალო პროფესიული განათლების დიპლომის დუბლიკატის გაცემისათვის
შესაბამისი დაწესებულებიდან და საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან გამოითხოვოს დაზიანებული ან დაკარგული განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის თაობაზე დაწესებულებაში/საგანმანათლებლო რესურსცენტრში არსებული ინფორმაცია.
5. საშუალო პროფესიული განათლების დიპლომის დუბლიკატი სააგენტოს მიერ გაიცემა დაინტერესებული პირის მიმართვიდან 20 სამუშაო დღის ვადაში.
მუხლი 8🔗. მკაცრი აღრიცხვის ფორმებზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გენერირებული ხელმოწერისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერირებული ბეჭდის დასმაზე უფლებამოსილი პირები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ
-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრავს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტებზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გენერირებული ხელმოწერისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერირებული ბეჭდის დასმაზე პასუხისმგებელ პირს/პირებს.
მუხლი 9🔗. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერა
1. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების სააგენტოს
მიერ ჩამოწერა შესაძლებელია:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) ფიზიკური დაზიანების გამო;
გ)
მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის გაუქმების გამო.
2. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერა სააგენტოს
მიერ უნდა მოხდეს სააგენტოს დირექტორის
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის სათანადოდ შედგენილი ოქმისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმის
ჩამოწერის აქტის (დანართი №
2) საფუძველზე.
3
. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 10🔗. საფასურის განაკვეთები და მომსახურების ვადები
1. ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების მკაცრი აღრიცხვის ფორმების დუბლიკატების გაცემას სააგენტო ახორციელებს დაინტერესებული პირის მიმართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
2. ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების მკაცრი აღრიცხვის ფორმების ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში გაცემისათვის გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთი შეადგენს 25 ლარს.
3. შესაბამისი პირის მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია ზოგადი განათლების დამადასტურებელი, მკაცრი აღრიცხვის ფორმების დოკუმენტის გაცემა განხორციელდეს 2 სამუშაო დღის ვადაში.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გაწეული დაჩქარებული მომსახურებისათვის საფასურის განაკვეთი შეადგენს 50 ლარს.
5. საფასური გადაიხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, სააგენტოს
ანგარიშსწორების ანგარიშზე შეტანის გზით.
6. ამ წესის განსაზღვრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი მკაცრი აღრიცხვის ფორმების დუბლიკატის გაცემის მომსახურებისათვის გადახდილი საფასური უკან არ ბრუნდება.
მუხლი 11🔗. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დუბლიკატების რეგისტრაცია
1
. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დუბლიკატის რეგისტრაცია
ხორციელდება სააგენტოში
მკაცრი აღრიცხვის ფორმების სარეგისტრაციო ჟურნალში.
2
. სააგენტო
უზრუნველყოფს დაკარგული ან გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნომრების გამოქვეყნებას, იმ ბეჭდვით ორგანოში, რომელიც ვრცელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს მთელ სამოქმედო ტერიტორიაზე და გამოიცემა კვირაში ერთხელ მაინც, დუბლიკატის გაცემიდან ან მკაცრი აღრიცხვის ფორმის ჩამოწერის შესახებ აქტის მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.
მუხლი 12🔗. გარდამავალი დებულებანი
იმ პირებზე
, რომლებმაც
,,ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ„ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 5 მარტის №15/ნ ბრძანების შესაბამისად
სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის და ამ კლასში შემავალი ცალკეული საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების
ექსტერნატის ფორმით დაუძლევლობის გამო
ვერ მოიპოვეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და შესაბამისი საგანი/საგნები არ შედის სკოლის გამოსაშვები გამოცდების იმ საგანთა ჩამონათვალში, რომელთა დაძლევა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატის მიღების საფუძველს, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცემა ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ.ა„, ,,ბ.ბ„ ,,ბ.დ„ და ,,ბ.ე„ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების საფუძველზე.
დანართი №2
მკაცრი აღრიცხვის ფორმის ჩამოწერის
აქტი №
ქ. თბილისი
“___„ __________ 20 წელი
გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმის ჩამოწერის შესახებ
N
მკაცრი
აღრიცხვის ფორმის
სახე
რაო
დენობა
მკაცრი აღრი
ცხვის
ფორმის
სტამბური
ნომერი
მკაცრი
აღრიცხვის
ფორმის სარეგისტრაციო
ნომერი
1
2
3
კომისია ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმის ნიმუშების ჩამოწერის სისწორეს.
საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე:
წევრები:
მდივანი:
მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვა–გაცემაზე
პასუხისმგებელი პირი: