# უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ

- ტიპი: საქართველოს მინისტრის ბრძანება
- მიმღები ორგანო: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
- დოკუმენტის ნომერი: №65/ნ
- მიღების თარიღი: 04.05.2011
- კონსოლიდირებული რედაქცია: 28.11.2025
- სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.016102
- სტატუსი: ძალაშია
- ოფიციალური წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/1320588
- წყარო: https://legali.ge/law/1320588/

> ეს არის 28.11.2025 მდგომარეობით მოქმედი კონსოლიდირებული ტექსტი.
> ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

---

## მუხლი 2. აკრედიტაციის მიზანი და შინაარსი

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

1. აკრედიტაციის
მიზანია საგანმანათლებლო დაწესებულების
საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის განსაზღვრის გზით, განათლების ხარისხის ასამაღლებლად საგანმანათლებლო დაწესებულების სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა.
2
. აკრედიტაციის
სტანდარტებია
:
ა) საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი, სწავლის შედეგები და მათთან პროგრამის შესაბამისობა;
ბ) სწავლების მეთოდოლოგია და ორგანიზება, პროგრამის ათვისების შეფასების ადეკვატურობა;
გ) მოსწავლეების/პროფესიული სტუდენტების/
სტუდენტების მიღწევები, მათთან ინდივიდუალური მუშაობა;
დ) სწავლების რესურსებით უზრუნველყოფა;
ე) სწავლების ხარისხის განვითარების შესაძლებლობები.
3
. აკრედიტაცია
არის საგანმანათლებლო პროგრამების
სტანდარტებთან შესაბამისობის გარე შეფასების მექანიზმი, რომლითაც დასტურდება
შიდა შეფასება
(თვითშეფასება). თვითშეფასებას ახორციელებს დაწესებულება საკუთარი საქმიანობის შეფასების წესის შესაბამისად და ადგენს აკრედიტაციის
თვითშეფასების ანგარიშს, ხოლო გარე შეფასებას – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში - ცენტრი).
თავი II
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის
სტანდარტებ

[https://legali.ge/law/1320588/muxli-2/](https://legali.ge/law/1320588/muxli-2/)

---

## მუხლი 3. საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი, სწავლის შედეგები და მათთან პროგრამის შესაბამისობა

_თავი II — ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის_

სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:
ა) საგანმანათლებლო პროგრამა დაწესებულების მისიაში ასახული საერთო პრინციპებისა და პრიორიტეტების, ასევე ზოგადი განათლების ეროვნულ
ი მიზნებიდან გამომდინარე მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე, ითვალისწინებს ამ მიზნის მიღწევის გზებს;

ბ) საგანმანათლებლო პროგრამა სწავლების შესაბამისი საფეხურისათვის უზრუნველყოფს სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევას;

გ) საგანმანათლებლო პროგრამა ხელს უწყობს თითოეული მოსწავლისათვის კვლევისა და პრობლემების გადაჭრის უნარ
-ჩვევების გამომუშავებას, აძლევს მათ ცოდნისა და უნარების გამოყენების შესაძლებლობას;

დ) უზრუნველყოფილია სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებისა და შეფასების პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობა

[https://legali.ge/law/1320588/muxli-3/](https://legali.ge/law/1320588/muxli-3/)

---

## მუხლი 4. სწავლების მეთოდოლოგია და ორგანიზება, პროგრამის ათვისების შეფასების ადეკვატურობა

_თავი II — ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის_

სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:
ა) დაგეგმილი სასწავლო პროცესი ორგანიზებულად ხორციელდება და არსებობს დაწესებულების რესურსების ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობა;

ბ) საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისას გამოყენებული სწავლების მეთოდები უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული შედეგების მიღწევას, მორგებულია ცალკეული მოსწავლის, მოსწავლეების ჯგუფების და მთელი კლასის საჭიროებებზე;

გ) მოსწავლის
შეფასების მეთოდები საგანმანათლებლო პროგრამის
თითოეულ კომპონენტში
უზრუნველყოფს ამავე კომპონენტით განსაზღვრული
სწავლის შედეგების მიღწევას, რაც დასტურდება შეფასების შედეგებით;

დ) მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები უზრუნველყოფს მოსწავლის ინფორმირებულობას მიღწეული შედეგების, ნაკლოვანებებისა და გაუმჯობესების გზების შესახე

[https://legali.ge/law/1320588/muxli-4/](https://legali.ge/law/1320588/muxli-4/)

---

## მუხლი 5. მოსწავლეების მიღწევები, მათთან ინდივიდუალური მუშაობა

_თავი II — ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის_

სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:
ა) გათვალისწინებულია თითოეული მოსწავლის განვითარების საჭიროებები, მოსწავლეს შეუძლია მიიღოს მისი მიღწევების გაუმჯობესებისათვის საჭირო კონსულტაცია და დახმარება;

ბ) სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეების მიერ მათი ცოდნისა და უნარებიდან გამომდინარე წარმატებების მიღწევას;

გ) მოსწავლეებს აქვთ თვითრეალიზაციის საშუალება, დაწესებულება ხელს უწყობს საგანმანათლებლო პროგრამისაგან დამოუკიდებელი ინიციატივების განხორციელებასა და მოსწავლეთა მიღწევების წახალისება

[https://legali.ge/law/1320588/muxli-5/](https://legali.ge/law/1320588/muxli-5/)

---

## მუხლი 6. სწავლების რესურსებით უზრუნველყოფა

_თავი II — ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის_

სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:
ა) საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალი მონაწილეობს მათი საჭიროებების შესაბამისი პროფესიული განვითარების ღონისძიებებში;

ბ) სკოლაში არსებული ტექნიკური აღჭურვილობის, სახელმძღვანელოებისა და სხვა სასწავლო მასალის რაოდენობა და ხარისხი შეესაბამება მოსწავლეთა საჭიროებებს სხვადასხვა საგნობრივი პროგრამების ასათვისებლად, ხელმისაწვდომია მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის, გამოიყენება მოსწავლეების ასაკობრივი ჯგუფის და მათი განვითარების დონის შესაბამისად;

გ) სკოლას შემუშავებული აქვს მოკლევადიან და გრძელვადიან გეგმაში განსაზღვრული პრიორიტეტების განხორციელების მექანიზმებ

[https://legali.ge/law/1320588/muxli-6/](https://legali.ge/law/1320588/muxli-6/)

---

## მუხლი 7. სწავლების ხარისხის განვითარების შესაძლებლობები

_თავი II — ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის_

სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:
ა)
მოქმედებს და საჯაროდ ხელმისაწვდომია
ხარისხის ამაღლების სისტემა, რომელიც ითვალისწინებს “დაგეგმე - განახორციელე
- შეამოწმე - განავითარე
„ ციკლს;

ბ)
შიდა და
გარე შეფასება
გამოყენებულია სასკოლო გარემოსა და
საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების მიღწევის გასაუმჯობესებლად.

თავი III
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის
სტანდარტე

[https://legali.ge/law/1320588/muxli-7/](https://legali.ge/law/1320588/muxli-7/)

---

## მუხლი 8. საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი, სწავლის შედეგები და მათთან პროგრამის შესაბამისობა

_თავი III — პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის_

სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:
ა)
პროგრამის მიზნები შეესაბამება დაწესებულების მისიას, ნათლად არის ჩამოყალიბებული, ორიენტირებულია დასაქმების ბაზარზე
და მიღწევადია;

ბ) პროგრამის კომპონენტების (სასწავლო კურსი, მოდული და სხვა) შინაარსი, სწავლების შინაარსისა და კრედიტების მოცულობის გათვალისწინებით, უზრუნველყოფს ამ კომპონენტით
დასახული მიზნებისა და სწავლის შედეგების
მიღწევა
ს;

გ) პროგრამის კომპონენტების ერთობლიობა უზრუნველყოფს პროგრამით დასახული მიზნებისა და სწავლის შედეგების მიღწევას პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს შესაბამისი საფეხურის აღმწერის სათანადო დონით;

დ)
პროგრამის სწავლის შედეგები უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობას საგანმანათლებლო (განათლების შემდგომ საფეხურზე)
და დასაქმების
ბაზარზე;

ე)
პროგრამის სწავლის შედეგების განსაზღვრასა და პროგრამის განვითარების პროცესში
დაინტერსებული მხარეების (დამსაქმებლები, პროფესიული განათლების მასწავლებლები, პროფესიული სტუდენტები, კურსდამთავრებულები) მონაწილეობის მექანიზმი შემუშავებულია და ხორციელდება

[https://legali.ge/law/1320588/muxli-8/](https://legali.ge/law/1320588/muxli-8/)

---

## მუხლი 9. სწავლების მეთოდოლოგია და ორგანიზება, პროგრამის ათვისების შეფასების ადეკვატურობა

_თავი III — პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის_

სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:
ა)
პროგრამაზე მიღების
წინაპირობები გამჭვირვალეა და უზრუნველყოფს
შესაბამისი ცოდნის,
უნარებისა და ღირებულებების
მქონე პირთა
პროგრამაში ჩართვას, რაც ემსახურება პროფესიული სტუდენტის მიერ სწავლის შედეგების მიღწევას;

ბ) პროგრამის სხვადასხვა კომპონენტში გამოყენებული
სწავლების მეთოდების ერთობლიობა
უზრუნველყოფს პროგრამით გათვალისწინებული შედეგების მიღწევას;

გ) პროგრამაში შემავალი კომპონენტების თანმიმდევრობა და შემდგომ კომპონენტზე დაშვების წინაპირობები ლოგიკურია;

დ) პროფესიული
სტუდენტის შეფასების მეთოდები საგანმანათლებლო პროგრამის
თითოეულ კომპონენტში
უზრუნველყოფს ამავე კომპონენტით განსაზღვრული
სწავლის შედეგების მიღწევას, რაც დასტურდება შეფასების შედეგებით;

ე) პროფესიული სტუდენტის შეფასებისას გამოიყენება გამჭვირვალე კრიტერიუმები, რაც უზრუნველყოფს პროფესიული სტუდენტის ინფორმირებულობას მიღწეული შედეგების, ნაკლოვანებებისა და გაუმჯობესების გზების შესახე

[https://legali.ge/law/1320588/muxli-9/](https://legali.ge/law/1320588/muxli-9/)

---

## მუხლი 10. პროფესიული სტუდენტების მიღწევები, მათთან ინდივიდუალური მუშაობა

_თავი III — პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის_

სტანდარტი დაკმაყოფილებულია თუ:
ა) პროფესიული სტუდენტი იღებს თავისი პროფილის განსაზღვრის, სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და მიღწევების გასაუმჯობესებლად აუცილებელ ინფორმაციას, კონსულტაციასა და დახმარებას;

ბ) დაწესებულება უზრუნველყოფს პროფესიული სტუდენტის ჩართვას პრაქტიკული უნარების განმავითარებელ კომპონენტებში და ხელს უწყობს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისაგან დამოუკიდებელი ინიციატივების განხორციელებას;

გ) დაწესებულება
ორიენტირებულია სწავლებისა
და კურსდამთავრებულთა დასაქმებულობის ინტერნაციონალიზაციაზ

[https://legali.ge/law/1320588/muxli-10/](https://legali.ge/law/1320588/muxli-10/)

---

## მუხლი 11. სწავლების რესურსებით უზრუნველყოფა

_თავი III — პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის_

სტანდარტი დაკმაყოფილებულია თუ:
ა) დაწესებულების ინფრასტრუქტურა და ტექნიკური აღჭურვილობა უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას;

ბ) კომპონენტის განმახორციელებელი პირი თავად ფლობს შეთავაზებული კომპონენტის სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელ კომპეტენციებს;

გ)
პროგრამის განხორციელება ხელშეწყობილია
სათანადო კომპეტენციის მქონე ადმინისტრაციული და დამხმარე
პერსონალით;

დ)
სასწავლო მასალა დაფუძნებულია მიმართულების/დარგის აქტუალურ მიღწევებზე
და უზრუნველყოფს
პროგრამის სწავლის შედეგების მიღწევას;

ე)
არსებობს პროგრამის ფინანსური
უზრუნველყოფა

[https://legali.ge/law/1320588/muxli-11/](https://legali.ge/law/1320588/muxli-11/)

---

## მუხლი 12. სწავლების ხარისხის განვითარების შესაძლებლობები

_თავი III — პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის_

სტანდარტი დაკმაყოფილებულია თუ:
ა)
მოქმედებს და საჯაროდ ხელმისაწვდომია
ხარისხის ამაღლების სისტემა, რომელიც ითვალისწინებს “დაგეგმე - განახორციელე
- შეამოწმე - განავითარე
„ ციკლს;

ბ)
შიდა და
გარე შეფასება
გამოყენებულია საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების მიღწევის გასაუმჯობესებლად.

თავი IV
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის
სტანდარტებ

[https://legali.ge/law/1320588/muxli-12/](https://legali.ge/law/1320588/muxli-12/)

---

## მუხლი 13. საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი, სწავლის შედეგები და მათთან პროგრამის შესაბამისობა

_თავი IV — უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის_

სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:
ა)
პროგრამის მიზნები შეესაბამება დაწესებულების მისიას, ნათლად არის ჩამოყალიბებული, ორიენტირებულია დასაქმების ბაზარზე
და მიღწევადია;

ბ)
პროგრამის კომპონენტის (სასწავლო კურსი, მოდული და სხვა) შინაარსი, სწავლების მეთოდებისა და კრედიტების მოცულობის გათვალისწინებით, უზრუნველყოფს ამ კომპონენტით
დასახული მიზნებისა
და სწავლის შედეგების მიღწევას;

გ)
პროგრამის კომპონენტების ერთობლიობა უზრუნველყოფს პროგრამით
დასახული მიზნებისა
და სწავლის შედეგების მიღწევას
უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს შესაბამისი საფეხურის აღმწერის სათანადო დონით;

დ)
პროგრამის სწავლის შედეგები უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობას საგანმანათლებლო (განათლების
შემდგომ საფეხურზე)
და დასაქმების
ბაზარზე;

ე)
პროგრამის სწავლის შედეგების განსაზღვრ
ისა და პროგრამის განვითარების პროცესში
დაინტერსებული მხარეების (დამსაქმებლები, აკადემიური პერსონალი, სტუდენტები, კურსდამთავრებულები) მონაწილეობის მექანიზმი შემუშავებულია და ხორციელდება

[https://legali.ge/law/1320588/muxli-13/](https://legali.ge/law/1320588/muxli-13/)

---

## მუხლი 14. სწავლების მეთოდოლოგია და ორგანიზება, პროგრამის ათვისების შეფასების ადეკვატურობა

_თავი IV — უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის_

სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:
ა)
პროგრამაზე მიღების
წინაპირობები გამჭვირვალეა და უზრუნველყოფს
შესაბამისი ცოდნის,
უნარებისა და ღირებულებების
მქონე პირთა
პროგრამაში ჩართვას, რაც ემსახურება სტუდენტის მიერ სწავლის შედეგების მიღწევას;

ბ) პროგრამის სხვადასხვა კომპონენტში გამოყენებული სწავლების
მეთოდების ერთობლიობა
უზრუნველყოფს პროგრამით გათვალისწინებული შედეგების მიღწევას;

გ)
პროგრამაში შემავალი კომპონენტების
თანმიმდევრობა და შემდგომ კომპონენტზე დაშვების წინაპირობები
ლოგიკურია;

დ)
სტუდენტის შეფასების მეთოდები საგანმანათლებლო პროგრამის
თითოეულ კომპონენტში
უზრუნველყოფს ამავე კომპონენტით განსაზღვრული
სწავლის შედეგების მიღწევას, რაც დასტურდება შეფასების შედეგებით;

ე) სტუდენტის ცოდნის შეფასებისას გამოიყენება გამჭვირვალე კრიტერიუმები, რაც უზრუნველყოფს სტუდენტის ინფორმირებულობას მიღწეული შედეგების, ნაკლოვანებებისა და გაუმჯობესების გზების შესახებ

[https://legali.ge/law/1320588/muxli-14/](https://legali.ge/law/1320588/muxli-14/)

---

## მუხლი 15. სტუდენტთა მიღწევები, მათთან ინდივიდუალური მუშაობა

_თავი IV — უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის_

სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:
ა)
სტუდენტი იღებს თავ
ისი პროფილის განსაზღვრის, სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და
მიღწევების გასაუმჯობესებლად აუცილებელ
ინფორმაციას, კონსულტაციასა და დახმარებას;

ბ) დაწესებულების აკადემიური პერსონალის დატვირთვის სქემაში გათვალისწინებულია სტუდენტთან ინდივიდუალური მუშაობა;

გ) დაწესებულება ხელს უწყობს სტუდენტის ჩართვას კვლევითი პროექტების განხორციელებაში, პრაქტიკული უნარების განმავითარებელ კომპონენტებსა და კურიკულუმისაგან დამოუკიდებელი ინიციატივების განხორციელებაში;

დ) დაწესებულება ორიენტირებულია სწავლების, სამეცნიერო მუშაობისა და კურსდამთავრებულთა დასაქმებულობის ინტერნაციონალიზაციაზე

[https://legali.ge/law/1320588/muxli-15/](https://legali.ge/law/1320588/muxli-15/)

---

## მუხლი 16. სწავლების რესურსებით უზრუნველყოფა

_თავი IV — უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის_

სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:
ა) დაწესებულების ინფრასტრუქტურა და ტექნიკური აღჭურვილობა
უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას;

ბ) კომპონენტის განმახორციელებელი პირი თავად ფლობს შეთავაზებული კომპონენტის სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელ კომპეტენციებს, რაც დგინდება: აკადემიური პერსონალის შემთხვევაში - ბოლო 10 წლის განმავლობაში შესრულებული სამეცნიერო ნაშრომით (სახელოვნებო მიმართულებებში - შემოქმედებითი პროექტით), რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას; ხოლო მოწვეული პერსონალის ან მასწავლების შემთხვევაში - შეიძლება დადასტურდეს პრაქტიკული გამოცდილებით;

გ)
პროგრამის განხორციელება ხელშეწყობილია
სათანადო კომპეტენციის
მქონე ადმინისტრაციული და დამხმარე
პერსონალით;

დ)
სასწავლო მასალა დაფუძნებულია მიმართულების/დარგის აქტუალურ მიღწევებზე
და უზრუნველყოფს
პროგრამის სწავლის შედეგების მიღწევას;

ე)
არსებობს პროგრამის
ფინანსური უზრუნველყოფა

[https://legali.ge/law/1320588/muxli-16/](https://legali.ge/law/1320588/muxli-16/)

---

## მუხლი 17. სწავლების ხარისხის განვითარების შესაძლებლობები

_თავი IV — უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის_

სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:
ა)
მოქმედებს და საჯაროდ ხელმისაწვდომია
ხარისხის უზრუნველყოფის
სისტემა, რომელიც ითვალისწინებს “დაგეგმე - განახორციელე
- შეამოწმე - განავითარე
„ ციკლს.
ბ)
შიდა და
გარე შეფასება
გამოყენებულია საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების მიღწევის
გასა
უმჯობესებლად

[https://legali.ge/law/1320588/muxli-17/](https://legali.ge/law/1320588/muxli-17/)

---

## მუხლი 18. რეგულირებადი და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თავისებურებები

_თავი IV — უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის_

1. რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება დარგობრივი მახასიათებლით დადგენილი სპეციალური მოთხოვნები.

2. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა დაწესებულების არჩევანის შესაბამისად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ინდივიდუალური საგანმანთლებლო პროგრამების ერთობლიობის სახით მიმართულების ან დარგის/სპეციალობის მიხედვით. ამ შემთხვევაში ინდივიდუალური საგანმანთლებლო პროგრამების ერთობლიობა განიხილება ერთ საგანმანათლებლო პროგრამად.

თავი V
აკრედიტაციის
ჩატარების წე

[https://legali.ge/law/1320588/muxli-18/](https://legali.ge/law/1320588/muxli-18/)

---

## მუხლი 19. აკრედიტაციის პროცესი

_თავი V — აკრედიტაციის_

1. აკრედიტაციის
პროცესი მოიცავს შემდეგ საფეხურებს:

ა) აკრედიტაციის მაძიებლის თვითშეფასება და სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენა;

ბ
) აკრედიტაციის
ექსპერტთა ჯგუფის შექმნა;
გ
) სააკრედიტაციო
ვიზიტის განხორციელება;
დ
) აკრედიტაციის
ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის შედგენა და დაინტერესებულ პირთათვის გაცნობა;
ე) აკრედიტაციის
საკითხზე ზეპირი მოსმენის გამართვა;
ვ
) გადაწყვეტილების მიღება და გამოქვეყნება.
2. აკრედიტაციისა
და აკრედიტაციაზე
უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში

[https://legali.ge/law/1320588/muxli-19/](https://legali.ge/law/1320588/muxli-19/)

---

## მუხლი 21. სააკრედიტაციო განაცხადი

_თავი V — აკრედიტაციის_

1.
საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის
მიზნით ცენტრში წარდგენილ განაცხადს უნდა დაერთოს:
ა) აკრედიტაციის
თვითშეფასების ანგარიშ
ი თითოეული საგანმანათლებლო პროგრამისათვის
;
ბ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები ელექტრონული ფორმით;

გ) სააკრედიტაციო
განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. აკრედიტაციის მაძიებელი აკრედიტაციის საფასურს იხდის წარდგენილი საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობის შესაბამისად, ცენტრის წერილის საფუძველზე

[https://legali.ge/law/1320588/muxli-21/](https://legali.ge/law/1320588/muxli-21/)

---

## მუხლი 22. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა

_თავი V — აკრედიტაციის_

1. აკრედიტაციის საფასურის გადახდის
შემდეგ ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს აკრედიტაციის
ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და აკრედიტაციის
მაძიებელ დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ.
2. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრი
ვალდებულია,
განაცხადოს თვითაცილება, თუ მას აქვს ინტერესთა კონფლიქტი აკრედიტაციის
მაძიებელ იმ დაწესებულებასთან, რომელშიც უნდა განახორციელოს ვიზიტი.
3. აკრედიტაციის
მაძიებელი დაწესებულება უფლებამოსილია, ცენტრში წარადგინოს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის
აცილება ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 2 დღის ვადაში.
4. დაწესებულება ვალდებულია,
დაასაბუთოს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრის
აცილება. აცილების საფუძველი შეიძლება გახდეს აკრედიტაციის
ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის ან/და წევრის ინტერესთა კონფლიქტი.
5. ამ დებულების მიზნებისა
თვის ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი გარემოებების არსებობა.
6. ცენტრი აცილების განცხადებას განიხილავს 3 დღის ვადაში. აცილების განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის
ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობის ცვლილების შესახებ.
7. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრის
აცილების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, აკრედიტაციის
ექსპერტთა ჯგუფი ახორციელებს ვიზიტს.

8. ვიზიტის ხანგრძლივობა და აკრედიტაციის
ექსპერტთა ჯგუფის წევრთა რაოდენობა დაწესებულების პროგრამების რაოდენობისა და რესურსების მოცულობის შესაბამისად განისაზღვრება ცენტრის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი

[https://legali.ge/law/1320588/muxli-22/](https://legali.ge/law/1320588/muxli-22/)

---

## მუხლი 23. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობა

_თავი V — აკრედიტაციის_

1.აკრედიტაციის
ექსპერტთა შერჩევის წესი მტკიცდება ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2
. აკრედიტაციის
ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს სტუდენტი და
ცენტრის თანამშრომელი, რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში - ასევე შესაბამისი პროფესიული ასოციაციის წარმომადგენელი

[https://legali.ge/law/1320588/muxli-23/](https://legali.ge/law/1320588/muxli-23/)

---

## მუხლი 24. სააკრედიტაციო ვიზიტი

_თავი V — აკრედიტაციის_

1. აკრედიტაციის
ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს აკრედიტაციის
ექსპერტთა ჯგუფს და უზრუნველყოფს აკრედიტაციის
ექსპერტთა ჯგუფის წევრებს შორის მოვალეობების განაწილებას.
2. აკრედიტაციის
ექსპერტთა ჯგუფის წევრი მონაწილეობს ჯგუფის მუშაობაში, უზრუნველყოფს თავმჯდომარის მიერ მისთვის განსაზღვრული მოვალეობების ფარგლებში დასკვნის მომზადებას.
3. აკრედიტაციის
ექსპერტი ვალდებულია:
ა) სააკრედიტაციო
ვიზიტის განხორციელებამდე შეისწავლოს აკრედიტაციის
მაძიებელი დაწესებულების აკრედიტაციის
თვითშეფასების ანგარიშ
ი და საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტაციის
სტანდარტებთან შესაბამისობის თვალსაზრისით
;
ბ) სააკრედიტაციო
ვიზიტის ფარგლებში შეისწავლოს
ყველა საკითხი დასკვნის შესადგენად, გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია, საჭიროების შემთხვევაში ჩაატაროს პერსონალისა და სტუდენტების ინტერვიუირება.
4. ცენტრი უფლებამოსილია,
განახორციელოს აკრედიტაციის
ექსპერტთა ჯგუფის მონიტორინგი.
5. დაწესებულება ვალდებულია,
ხელი შეუწყოს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს სააკრედიტაციო
ვიზიტის განხორციელებასა და შესაბამისი დასკვნის მომზადებაში, წარუდგინოს მათ აკრედიტაციის
მიზნებისათვის საჭირო დოკუმენტაცია.
6. აკრედიტაციის
ექსპერტთა ჯგუფისათვის დაწესებულების მიერ მათი საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის შემთხვევაში ცენტრი უფლებამოსილია,
შეწყვიტოს წარმოებ

[https://legali.ge/law/1320588/muxli-24/](https://legali.ge/law/1320588/muxli-24/)

---

## მუხლი 25. დასკვნა

_თავი V — აკრედიტაციის_

1. სააკრედიტაციო
ვიზიტის შედეგად დგება დასკვნა საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ
.
2. დასკვნა აღწერს თვითშეფასების ანგარიშის
მონაცემების ნამდვილობას და საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის
სტანდარტთან შესაბამისობას.
3. დასკვნის ფორმა მტკიცდება ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით

[https://legali.ge/law/1320588/muxli-25/](https://legali.ge/law/1320588/muxli-25/)

---

## მუხლი 26. ზეპირი მოსმენა

_თავი V — აკრედიტაციის_

1. საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის
საბჭო (შემდგომში - საბჭო) აკრედიტაციის
თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სააკრედიტაციო
დოკუმენტაციის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის
დასკვნის შესწავლისა და ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე.
2. საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე ან ცენტრის დირექტორი.

3. ზეპირი მოსმენის შესახებ დაინტერესებულ მხარეს ეცნობება ზეპირი მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 7 დღით ადრე. დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს ზეპირ მოსმენაში.
4
. სხდომას უძღვება საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში - მოადგილე. საბჭოს მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს საბჭოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
5
. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით.

6
. საბჭოს სხდომა საჯაროა. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია, სხდომა დახურულად გამოაცხადოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
7
. ცენტრისა და აკრედიტაციის
მაძიებლის წარმომადგენლები, ასევე აკრედიტაციის
ექსპერტთა ჯგუფის წევრები
უფლებამოსილი არიან, მონაწილეობა მიიღონ ზეპირ მოსმენაში.
8
. საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია ზეპირ მოსმენაში სხვა პირის მოწვევა.
9
. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია,
უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა ზეპირ მოსმენაზე.
10
. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს,
განაცხადოს შუამდგომლობა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევასთან დაკავშირებით, მისცეს საბჭოს ზეპირი ან წერილობითი ახსნა-განმარტებები, წარმოადგინოს დამატებითი მტკიცებულებები, დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა ან უარყოს დასკვნაში მოყვანილი მონაცემები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
11
. ზეპირ მოსმენაზე გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება აკრედიტაციის
მაძიებლის ის დოკუმენტი, რომელიც შემუშავდა ვიზიტის შემდეგ.
12
. საბჭოს სხდომის ოქმი და გადაწყვეტილება
ფორმდება საბჭოს სხდომის ჩატარებიდან 10 სამუშაო
დღის ვადაში საბჭოს თავმჯდომარისა და საბჭოს მდივნის ხელმოწერებით

[https://legali.ge/law/1320588/muxli-26/](https://legali.ge/law/1320588/muxli-26/)

---

## მუხლი 27. აკრედიტაციის საბჭოს შემადგენლობა

_თავი V — აკრედიტაციის_

1. საბჭო შედგება 9
წევრისაგან, რომელთა უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 2 წლით. საბჭოს წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს
და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. საბჭოს წევრს შეიძლება უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს წარდგინებით
:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;
გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობის შემთხვევაში;
დ) ექვსი თვის განმავლობაში სხდომებზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში;
ე) ისეთი მოქმედების შემთხვევაში, რომელიც შეუთავსებელია აკრედიტაციის
საბჭოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან;
ვ) საგანმანათლებლო დაწესებულების იმ სტრუქტურულ ერთეულში საქმიანობის შემთხვევაში, რომელიც სისტემატიურად ახორციელებს ხარისხის მართვის უზრუნველყოფას.

3. უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს წარდგინებით ერთ თვეში ნიშნავს ახალ წევრს უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით

[https://legali.ge/law/1320588/muxli-27/](https://legali.ge/law/1320588/muxli-27/)

---

## მუხლი 28. აკრედიტაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები

_თავი V — აკრედიტაციის_

1. საბჭო ზეპირი მოსმენისა და აკრედიტაციის
ექსპერტთა ჯგუფის დასკვნების საფუძველზე იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის
შესახებ;
ბ) საგანმანათლებლო პროგრამის
აკრედიტაციაზ
ე უარის თქმის შესახებ;
გ) საგანმანათლებლო პროგრამის
აკრედიტა
ციის გაუქმების შესახებ.
2.
საბჭო იღებს გადაწყვეტილებას საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის
შესახებ, თუ მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საგანმანათლებლო პროგრამა
აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს.
3. საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე
უარის თქმის ან გაუქმების
შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამა
ვერ აკმაყოფილებს აკრედიტაციის
ერთ-ერთ სტანდარტს.
4
. საბჭოს წევრი არ არის უფლებამოსილი, თავი შეიკავოს ხმის მიცემისგან.
5
. საბჭო ვალდებულია,
დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
6
. გადაწყვეტილება მიღებიდან 10 სამუშაო
დღის ვადაში ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე.
7. საბჭო უფლებამოსილია, განსაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების ძალაში შესვლის თარიღი.

8. აკრედიტაციის ვადა 5 წელია.

თავი VI
აკრედიტაციის პირობების შესრულების მონიტორინგ

[https://legali.ge/law/1320588/muxli-28/](https://legali.ge/law/1320588/muxli-28/)

---

## მუხლი 29. აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის წარდგენა

_თავი VI — აკრედიტაციის პირობების შესრულების მონიტორინგი_

1. აკრედიტაციის
სტანდარტების შესრულების მონიტორინგს ახორციელებს ცენტრი.
2. საგანმანათლებლო
დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აკრედიტებულ პროგრამას/პროგრამებს,
ვალდებულია, ცენტრს ყოველწლიურად, პირველი მაისიდან 31 მაისის ჩათვლით
წარუდგინოს აკრედიტაციის
თვითშეფასების ანგარიში.
3. აკრედიტაციის
თვითშეფასების ანგარიშის ფორმას ამტკიცებს ცენტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. საგანმანათლებლო პროგრამის
სტანდარტებთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში ცენტრი უფლებამოსილია,
განსაზღვროს გონივრული (არანაკლებ 15 დღის) ვადა შესაბამისი პირობების გამოსასწორებლად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში დაწესებულების მიერ შესაბამისი პირობების გამოუსწორებლობის შემთხვევაში ან თუ აშკარაა, რომ ხარვეზის გამოსასწორებლად გონივრული ვადის დაწესებას შედეგი არ მოჰყვება
, საბჭო უფლებამოსილია,
მიიღოს გადაწყვეტილება აკრედიტაციის
გაუქმების შესახე

[https://legali.ge/law/1320588/muxli-29/](https://legali.ge/law/1320588/muxli-29/)

---

## მუხლი 30. შემოწმება

_თავი VI — აკრედიტაციის პირობების შესრულების მონიტორინგი_

1. ცენტრი უფლებამოსილია შეამოწმოს აკრედიტებული პროგრამის
შესაბამისობა სტანდარტებთან იმ შემთხვევაში, თუ:
ა) დაწესებულება დადგენილ ვადაში არ წარადგენს აკრედიტაციის
თვითშეფასების ანგარიშს;
ბ) არსებობს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აკრედიტებული საგანმანათ
ლებლო პროგრამა აღარ შეესაბამება
ერთ ან რამდენიმე სტანდარტს.
2. შემოწმება ხორციელდება ამ დებულების V თავით განსაზღვრული წესით

[https://legali.ge/law/1320588/muxli-30/](https://legali.ge/law/1320588/muxli-30/)

---

## მუხლი 31. აკრედიტაციის გაუქმება

_თავი VI — აკრედიტაციის პირობების შესრულების მონიტორინგი_

1. ავტორიზაციის ვადის გასვლის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში აკრედიტაცია უქმდება.

2.
დაწესებულების შემოწმების შედეგად, აკრედიტაციის
ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, საბჭო უფლებამოსილია,
მიიღოს გადაწყვეტილება აკრედიტაციის
გაუქმების შესახებ, თუ აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა
აღა
რ შეესაბამება ერთ-ერთ სტანდარტს.

დანართი №2

საგანმანათლებლო დაწესებულებების
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის
საფასურ

[https://legali.ge/law/1320588/muxli-31/](https://legali.ge/law/1320588/muxli-31/)

---

## მუხლი 1. აკრედიტაციის საფასურის ოდენობა

_თავი VI — აკრედიტაციის პირობების შესრულების მონიტორინგი_

1. აკრედიტაციის
განაცხადის განხილვის საფასური შეადგენს 500 ლარს.
2. პროგრამის აკრედიტაციის საფასურის ოდენობა შეადგენს 1000 ლარს, ხოლო რეგულირებადი და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამისათვის - 3000 ლარს.

3
. საფასური გადაიხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ცენტრის ანგარიშსწორების ანგარიშზე შეტანის გზით. აკრედიტაციის განაცხადის განხლვისა და საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის
საფასურებ
ი განმცხადებელს არ უბრუნდება

[https://legali.ge/law/1320588/muxli-1-2/](https://legali.ge/law/1320588/muxli-1-2/)
