აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110505005, 06/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შეტყობინება

სს „თბილისის უნივერსალური სავაჭრო ბაზის” კრების მოწვევის თაობაზე

 

2011 წ. 30 მაისს დღის 12 საათზე, თბილისში, იუმაშევის ქ №4-ში, საზოგადოების ადმინისტრაციულ კორპუსში, მოწვეულია სს “თბილისის უნივერსალური სავაჭრო ბაზის” აქციონერთა მორიგი საერთო კრება. კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2011 წ. 30 აპრილი.

 

დღის წესრიგი:

1. 2010 წლის წლიური ანგარიში;

2. დირექტორის ანგარიშის დამტკიცება;

3. სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშის დამტკიცება;

4. 2010 წელს მიღებული წმინდა მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

5. აქციონერთა ერთი ნაწილის განცხადების განხილვა.

 

დღის წესრიგის გამო დაწვრილებით ინფორმაციის მიღება აქციონერს შეუძლიათ სს-ის დირექტორატში, განმარტებების მისაღებად მოთხოვნა დირექტორატის წინაშე დაყენებული უნდა იქნეს წერილობით კრებამდე 10 დღით ადრე, ანუ 2011 წლის 21 მაისამდე.

კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები (ან მათი წარმომადგენლები), თუ ისინი რეგისტრირებულნი არიან საზოგადოების აქციათა რეესტრში 2011 წლის 30 აპრილის 18 საათის მდგომარეობით.

აქციონერებს კრებაზე მონაწილეობის მიღების უფლებას შეამოწმებენ რეგისტრატორთან, სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან” შემდეგ მისამართზე: თბილისი, ჭავჭავაძის 74ა, ტელ; 225-351, 913-142.

დირექცია