„სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4565-Iს
სარეგისტრაციო კოდი
170020030.05.001.016292
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110505018, 05/05/2011

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998, გვ. 5) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1.მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმ გარიგების დამოწმებისას, რომელშიც ცვლილების შეტანას მოჰყვება მისი საგნის (ნივთის ან უფლების) ღირებულების ზრდა/შემცირება, გარიგების ღირებულებაა ის თანხა, რ ომლ ითაც გაიზარდა/შემცირდა გარიგების საგნის (ნივთის ან უფლების) ღირებულება.“.

2. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოთხოვნათა დათმობის ან ვალის გადაკისრების გარიგებ ის დამოწმებისას, ან თავდაპირველ გარიგებაში თანხის გაზრდისას/ შემცირებისას გარიგებ ის ღირებულებაა განუხორციელებელი უფლების და შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულება, ან ის თანხა, რ ომლ ითაც გაიზარდა/შემცირდა თავდაპირველი გარიგება.“.

3. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. სამკვიდროს მმართველის დანიშვნის მოწმობის გაცემისათვის, სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის თაობაზე მოწმობის გაცემისათვის, სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების/სამკვიდრო მოწმობის გაუქმებისათვის საზღაური განისაზღვრება 10 ლარის ოდენობით.“.

4.26-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

 „3. თუ ამ კანონის 291 მუხლის თანახმად დადასტურებული განცხადების ან მინდობილობის/რწმუნებულების გაუქმების (მოშლის) დამოწმება ან ცვლილების დადასტურება არ მოხდა პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით, შესრულებული სანოტარო მოქმედებისათვის საზღაურის ოდენობაა ამ კანონის 291 მუხლით გათვალისწინებული საზღაურის ნახევარი.“.

5. 27-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ფულის დეპოზიტზე მიღების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ქვეპუნქტით დადგენილი საზღაურის გარდა, ნოტარიუსის საზღაურია ასევე დეპოზიტზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის მთლიანი ოდენობა.“.

6. 291 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 291. პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის  საშუალებებით მიღებული განცხადების დადასტურებისათვის საზღაურის  ოდენობა

პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით მიღებული განცხადების, მინდობილობის/რწმუნებულების დადასტურებისათვის (ცვლილება/გაუქმება (მოშლა)) საზღაურის ოდენობა 50 ლარია.“.

 მუხლი  2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                             მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 19 აპრილი.

№4565-Iს

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 19.04.2011.
როდის იქნა მიღებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
„სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 19.04.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4565-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 170020030.05.001.016292.
რამდენი მუხლისგან შედგება „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.04.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, №4565-Iს, 19.04.2011, სარეგისტრაციო კოდი 170020030.05.001.016292 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.04.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1321742/