აქციონერთა კრების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№ს/დ 22
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110505024, 06/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სააქციო საზოგადოება „საქცივპროდუქტის“ დირექციის განცხადება

 

სს „საქცივპროდუქტი” იწვევს საზოგადოების აქციონერთა კრებას, რომელიც გაიმართება 2011 წლის 30 მაისს დღის 3 საათზე, თბილისში, თევდორე მღვდლის ქ. №27-ში. სააქციო საზოგადოების მიერ სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2011 წლის 15 აპრილი.

 

დღის წესრიგი:

1. მეთვალყურეთა საბჭოს 2010 წლის ანგარიში და მისი დამტკიცება.

2. სააქციო საზოგადოების 2010 წლის ფინანსური ანგარიში და მისი დამტკიცება.

3. საზოგადოების მეთვალყურეთა საბჭოს წევრთა ანაზღაურების შესახებ.

4. სხვადასხვა.

 

დღის წესრიგთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაცია მიიღება საზოგადოების დირექციაში ზემოთ აღნიშნულ მისამართზე. ტელ.: 34 26 32.              

განმარტებების მისაღებად მოგვმართეთ წერილობით დირექციაში კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე. კრების მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ აქციონერები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სააქციო საზოგადოების რეესტრში 2011 წლის 15 აპრილის მდგომარეობით და წარმოადგენენ რეგისტრატორის მიერ დამოწმებულ ამონაწერს, ასევე პირადობის მოწმობას.    

აქციონერთა კრებაში მონაწილეობის უფლებას შეამოწმებს საზოგადოების რეგისტრატორი შპს „თბილისის რეესტრი”, მის.: ვ/ფშაველას 71. ტელ.: 18 18 61.

გენერალური დირექტორი                   ს. რუხაძე