⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (03.02.2015)
გაუქმებულია:

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.04.2011
ძალის დაკარგვა 03.02.2015
გამომცემი ორგანო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.112.016037
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110506009, 13/05/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,346 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.04.2011 მიღება
03.02.2015 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Cambria; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {mso-style-link:"Heading 1 Char"; margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Cambria","serif"; color:#365F91;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} span.Heading1Char {mso-style-name:"Heading 1 Char"; mso-style-link:"Heading 1"; font-family:"Cambria","serif"; color:#365F91; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:35.95pt 56.7pt 44.95pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 2011 წლის 29 აპრილი  ქ. ლანჩხუთი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 1. დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესი (თან ერთვის). 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.     საკრებულოს თავმჯდომარე                                     რ. ჩიტიძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესი დებულება განსაზღვრავს და აწესრიგებს ლანჩხუთის მუნიცი­პა­ლი­­ტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში მოსამსახურეების მიერ სამსახურის გავლის წესს, მათ უფლებებს და მოვალეობებს. თავი I ზოგადი დებულება     მუხლი 1🔗. სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლები სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანუ­ლი კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, საქართველოს კანონები „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილება „საგანგებო სიტუ­ა­ციების რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“ და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.     მუხლი 2🔗. სახანძრო-სამაშველო სამსახური  სახანძრო-სამაშველო სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის საზღვ­რებ­ში სახანძრო უსაფრთხოების, ხანძრების, ავარი­ების, სტიქიური უბედურების და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვი­დაციას, ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებას.     მუხლი 3🔗. მოსამსახურეების უფლებები და მოვალეობები 1. სამსახურში მოსამსახურეები სარგებლობენ საქართველოს კანონ­მდე­ბლობით, შრომითი ხელშეკრულებით, ამ დებულებით განსაზღვრული უფლებებითა და მოვალეობებით. 2. სამსახურში მოსამსახურეებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრუ­ლე­ბი­სას იცავს კანონი. მოსამსახურე ემორჩილება თავის უშუალო და ზემდგომ უფროსს. 3. უკანონო ბრძანების ან მითითების შესრულება მოსამსახურეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან. აკრძალულია სამსახურის კანონიერ საქმიანობაში ჩარევა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 4. სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მოსამსახურე სარგებლობს დადგენილი ფორმის ტანსაცმლით, რომელიც ეძლევა უფასოდ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ნორმის ფარგლებში. 5. მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის პასუხს აგებს კანონის შესაბამისად. 6. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ექვემდებარება სავალდებულო დაზღვევას ადგილობრი­ვი თვითმმართველობის ორგანოს საფინანსო სახსრებიდან. 7. სახანძრო-სამაშველო სამსახური თავისი საქმიანობის პროცესში ხელმძღვანელობს „საგანგებო სიტუაციების რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილებითა და ამავე დადგენილების 23-ე მუხლის საფუძველზე შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული საგანგებო სიტუაციების რეაგირების მარეგულირებელი ინსტრუქციებით. 8. სამსახურის საშტატო რიცხოვნება განისაზღვრება საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.     მუხლი 4🔗. სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობები დებულების შესაბამისად დგინდება შემდეგი თანამდებობები: ა) სამსახურის უფროსი; ბ) სამაშველო პროფილაქტიკური განყოფილება; გ) სახანძრო-სამაშველო განყოფილება;  დ) მთავარი სპეციალისტი – მორიგე ცვლის უფროსი, მეხანძრე-მაშველი, მძღოლი;  ე) სპეციალისტი – რადიომეელსმენე.     მუხლი 5🔗. მოსამსახურეთა პროფესიული მომზადება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სახანძრო-სამაშველო ძალების სწავლებას, მომზადებას და გადამზადებას. თავი II სამსახურში მოსამსახურეთა მიღება და მათი გადაადგილება     მუხლი 6🔗. სახანძრო-სამაშველო სამსახურში მოსამსახურეთა მიღების წესი 1. სახანძრო-სამაშველო სამსახურში სამუშაოდ მიიღებიან 18-დან 35-წლამდე ასაკის, არანაკლებ საბაზო ზოგადი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეები. განსაკუთრებულ შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრუ­ლების საფუძველზე, მეხანძრე-მაშველის თანამდებობაზე შეიძლება მიღებულ იქნეს მოქალაქე, რომლის ასაკი აღემატება 35 წელს. 2. სამსახურში მე-4 მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობებზე მოქალაქეთა მიღების დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება კანონმდებლობის შესაბამისად. 3. სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი თანამდებობაზე ინიშნება დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით. სამსახურის პირადი შემადგენლობის დაკომპლექტება ხორციელდება უშუალოდ ხელმძღვანელის მიერ, მოქმედი კანონმდე­ბლო­ბის შესაბამისად. თავი III სამსახურებრივი დისციპლინა     მუხლი 7🔗. სამსახურებრივი დისციპლინა სამსახურებრივი დისციპლინა ნიშნავს მოსამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობის, სამსახურის პირობების, აგრეთვე უფლებამოსილი თანამდებობის პირების ბრძანებების, უშუალო და ზემდგომი უფროსის მითითებების, მასზე დაკისრებული მოვალეობებისა და უფლებამოსილების შესრულებას.     მუხლი 8🔗. სამსახურის უფროსის მოვალეობა სამსახურებრივი დისციპლინის განმტკიცების საქმეში სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია მისი ხელქვეითი მოსამსახურეების სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობაზე, იგი ვალდებულია: ა) შექმნას შრომის, დასვენებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო პირობები; ბ) უზრუნველყოს საჯაროობა და ობიექტურობა სამსახურებრივი საქმიანობის შეფასებაში; გ) პატივი სცეს სამსახურს და მოსამსახურის პირად ღირსებას.     მუხლი 9🔗. წახალისება 1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებისათვის სამსახურის მოხელეებისათვის გათვალისწინებულია შემდეგი სახის წახალისება: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) ერთდროული ფულადი ჯილდო; გ) ფასიანი საჩუქარი; დ) თანამდებობრივი სარგოს თანრიგის ამაღლება. 2. დასაშვებია ერთდროულად გმოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა. 3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოჩენილი ვაჟკაცობისა და გამბედაობისათვის მოსამსახურე შეიძლება წარდგენილ იქნეს სახელმწიფო ჯილდოზე.     მუხლი 10🔗. დისციპლინური პასუხისმგებლობა 1. თანამდებობის პირს, რომელსაც აქვს მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, უფლებამოსილია დისციპლინური გადაცდომისათვის მოსამსახურის მიმართ გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით არა უმეტეს ათი სამუშაო დღისა; ე) უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა არა უმეტეს ერთი წლისა; ვ) სამსახურიდან განთავისუფლება. 2. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა.     მუხლი 11🔗. წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების წესი 1. წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების თაობაზე სამსახურის უფროსი მიმართავს შუამდგომლობით მუნიციპალიტეტის გამგებელს. 2. წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა, როგორც წესი, ცხადდება შესაბამისი ბრძანებით. 3. დისციპლინური პასუხისმგებლობა და წახალისება მოსამსახურეს ეცნობება პირადად. მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებამდე მას უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება დისციპლინური გადაცდომის თაობაზე. 4. დისციპლინური პასუხისმგებლობის და წახალისების ფორმის გამოყენება აღინიშნება მოსამსახურის პირად საქმეში. 5. დისციპლინური პასუხისმგებლობა ითვლება მოხსნილად, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებიდან ერთი წლის განმავლობაში მას არ დაეკისრა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობა. 6. გადაწყვეტილებას მოსამსახურის წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ იღებს საკრებულოს თავმჯდომარე გამგებლის წარდგინებით. თავი IV სამსახურის გავლის პირობები     მუხლი 12🔗. სამუშაო დროის ხანგრძლივობა 1. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეებისათვის დადგენილია 40-საათიანი სამუშაო კვირა. კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში მოსამსახურე ვალდებულია შეასრულოს ზეგანაკვეთური სამუშაო. 2. ცვლებში მომუშავე მოხელეებისათვის დგინდება ერთიანი ხანგრძლივობის სამუშაო დრო (მუშაობის დაწყებისა და დამთავრების დრო) ცვლების განრიგის მიხედვით.     მუხლი 13🔗. მოსამსახურეთა შვებულება მოსამსახურეთა შვებულებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი რეგულირდება საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მოთხოვნათა შესაბამისად. თავი V სამსახურიდან განთავისუფლება და საპენსიო უზრუნველყოფა     მუხლი 14🔗. სამსახურიდან განთავისუფლების საფუძვლები მოსამსახურის სამსახურიდან განთავისუფლება ხორციელდება საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მოთხოვნათა შესაბამისად.     მუხლი 15🔗. სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეთა ზღვრული ასაკი განისაზღვრება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თავი VI მოსამსახურეთა ფულადი ანაზღაურება, შეღავათები და გარანტიები     მუხლი 16🔗. მოსამსახურეთა ფულადი ანაზღაურება 1. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეთა ფულადი ანაზღაურება მოიცავს: ა) ხელფასს, თანამდებობრივი რანგისთვის გათვალისწინებული განაკვეთის შესაბამისად; ბ) დანამატს, სამსახურის რთული, დაძაბული და სპეციალური რეჟიმის პირობებისათვის; გ) ანაზღაურებას ზეგანაკვეთური მუშაობისათვის; დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა კომპენსაციებს. 2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოსამსახურეთათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სრული მოცულობით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან. 3. ნებისმიერი ფულადი ანაზღაურება მოსამსახურეთათვის ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 17🔗. შეღავათები და გარანტიები 1. საჯარო მოსამსახურის დაღუპვის ან დასახიჩრების შემთხვევაში საკომპენსაციო თანხით ანაზღაურება ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. მოსამსახურე, რომელიც სამსახურეობრივ საქმიანობაში იყენებს პირად სატრანსპორტო საშუალებას, მისი შენახვის და საწვავი-საპოხი მასალების ხარჯების დადგენა და ანაზღაურება წარმოებს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.