მეორე აუქციონის განაცხადი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ინფორმაცია
შპს „ბათუმშენინვესტის“ სამეურვეო ქონებაზე მოერე აუქციონის ჩატარების შესახებ
(ქვეყნდება განმეორებით)
„გადახდისუუნარობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, შპს „ბათუმმშენინვესტის“ გაკოტრების მმართველი, ფიზიკური პირი, დიმიტრი ბლიაძე აცხადებს აუქციონს შპს „ბათუმმშენინვესტის“ (იურიდიული მისამართი: ბათუმი, პუშკინის ქუჩა №35 ; ს/კ 245538770) სამეურვეო ქონების ორ ლოტად რეალიზაციის შესახებ.
აუქციონი ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ბათუმი, ზღვისპირა პარკი, ბათუმის ჩოგბურთის კლუბის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულ ი – 2011 წლის 20 მაისს, 12:00 სთ-ზე.
აუქციონზე იყიდება შპს „ბათუმმშენინვესტის“ კუთვნილი/ბალანსზე არსებული შემდეგი ქონება.
ლოტი №1
მოძრავი ქონება და დებიტორული მოთხოვნები საზოგადოების სასარგებლოდ :
დებიტორული მოთხოვნები საზოგადოების სასარგებლოდ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 52 517,25 ლარი (ორმოცდათორმეტი ათას ხუთას ჩვიდმეტი ლარი და ოცდახუთი თეთრი) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| შენიშვნა: დებიტორული მოთხოვნები დაჯამებულია ბუღალტრული დოკუმენტაციის საფუძველზე. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ლოტი №1-ის საწყისი ფასია 157 619 (ას ორმოცდაჩვიდმეტი ათას ექვსას ცხრამეტი) ლარი.
ლოტი №2 მოძრავი ქონება
| კომპიუტერი ლჯ | 1 | ცალი | 650 |
|
| ტელევიზორი | 1 | ცალი | 250 |
|
| რკინის ბოძი | 1219 | ცალი | 24380 |
|
| ხელის რადიოსადგური მოტოროლა | 1 | კომპლექტი | 120 |
|
| მილი 75 მმ | 32 | მეტრი | 352 |
|
| მილი 50 მმ | 8 | მეტრი | 32 |
|
| მილი 40 მმ | 52 |
| 156 |
|
| მილი 32 მმ | 16 |
| 32 |
|
| მილი 25 მმ | 40 |
| 40 |
|
| ელექტროპეფარატორი ბოში | 1 | ცალი | 850 |
|
| კერამიკული ფილა 40*40 | 65,4 | კვ.მ | 850 |
|
| მუხლი უგოლნიკი 75 | 9 | ცალი | 45 |
|
| მუფთა 75 | 9 | ცალი | 27 |
|
| გადამყვანი „პერეხოდი“ | 2 | ცალი | 5 |
|
ლოტი №2-ის საწყისი ფასია 27 790 (ოცდაშვიდი ათას შვიდას ოთხმოცდაათი) ლარი.
აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველმა გაკოტრების მმართველს უნდა მიმართოს არა უგვიანეს 2011 წლის 19 მაისის 18 საათისა განაცხადით შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ზღვისპირა პარკი, ბათუმის ჩოგბურთის კლუბის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართული (ტელ.: 871 33 17 74), აუქციონში მონაწილეობის თაობაზე და წარადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია:
ა) დოკუმენტი, სამეურვეო ქონების საწყისი ფასის 10 პროცენტის ბეს სახით საზოგადოების ანგარიშზე განთავსების თაობაზე (თითოეულ ლოტზე) ან წარმოადგინოს საბანკო გარანტია სამეურვეო ქონების საწყისი ფასის 10 პროცენტის ოდენობით, რომლითაც მოხდება აუქციონზე დაფიქსირებული შესყიდვის ფასის გადახდის უზრუნველყოფა. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 15 საბანკო დღისა;
ბ) იურიდიული პირის მიერ აუქციონში მონაწილეობის შემთხვევაში პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და კომპანიის გადაწყვეტილება ქონების აუქციონზე შესყიდვის თაობაზე;
გ) პირადობის მოწმობა.
გაკოტრების მმართველი ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტების სრულყოფილებას, რის შემდეგაც რეგისტრაციაში ატარებს განაცხადს და აფიქსირებს მიღების დროს.
აუქციონის დანიშვნის შესახებ გაკოტრების მმართველის მიერ გამოქვეყნებულ განაცხადში მითითებული დროის შემდეგ მონაწილეთა განცხადებების მიღება წყდება.
აუქციონზე გამარჯვების კრიტერიუმია მაქსიმალური ფასის შეთავაზება, მაგრამ არანაკლებ საწყისი ფასისა.
აუქციონზე ქონების რეალიზაციის შემთხვევაში ქონების შემძენს ევალება საზოგადოების ანგარიშზე (მიმართეთ გაკოტრების მმართველს) შეიტანოს გადასახდელი თანხა სრულად, 20 საბანკო დღის განმავლობაში, რომლის შემდეგაც შემძენს, დადგენილი წესით, წარმოეშობა საკუთრების უფლება. თუ შემძენი აუქციონის პირობებით განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხდის ქონების ფასს, აუქციონის შედეგები ანულირდება, გადახდილი ბე არ დაუბრუნდება ან ამოქმედდება საბანკო გარანტია.
გაკოტრების მმართველი დ. ბლიაძე