აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს სათათბირო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნისა და თანდართული დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.04.2011
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
ნომერი №01/57
სარეგისტრაციო კოდი 010320000.33.062.016007
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110506029, 10/05/2011
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.04.2011 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს სათათბირო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნისა და თანდართული დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Calibri","sans-serif";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Calibri","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in 1.0in 63.0pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის
ბრძანება №01/57
2011 წლის 29 აპრილი
ქ.თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს სათათბირო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნისა და თანდართული დებულების დამტკიცების შესახებ
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-18 მუხლის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 07 ივლისის №17 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს“ დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს, ბიზნეს-სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა 2011 წლის 11 მარტის კრების გადაწყვეტილების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ჩამოყალიბდეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს სათათბირო-საკონსულტაციო საბჭო.“
2. დამტკიცდეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს სათათბირო-საკონსულტაციო საბჭოს“ თანდართული დებულება.
3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იურიდიულ და საკადრო საკითხთა დეპარტამენტმა (ჯოტო პატარაია) უზრუნველყოს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოსა და აფხაზეთის კანონებით გათვალისწინებული პროცედურის განხორციელება.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. ჩხარტიშვილი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს სათათბირო-საკონსულტაციო საბჭოს დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს სათათბირო-საკონსულტაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), ბიზნეს-სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთაგან შემდგარი ჯგუფი, რომლის მიზანია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმების ხელშეწყობა, დევნილობაში მყოფ ბიზნესმენთა თანადგომა და, ზოგადად, მცირე და საშუალო ბიზნესში მონაწილეთა დახმარება.
2. საბჭო მოქმედებს საზოგადოებრივ საწყისებზე.
3. საბჭო, თავის საქმიანობისას, ხელმძღვანელობს საქართველოსა და აფხაზეთის კონსტიტუციებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოსა და აფხაზეთის კანონმდებლობით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს დებულებითა და წინამდებარე დებულებით.
4. საბჭოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. №42.
მუხლი 2🔗. საბჭოს მიზნები და ამოცანები
1. საბჭოს შექმნის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმების ხელშეწყობის თვალსაზრისით საბჭოს წევრების მიერ შემუშავებული ან საბჭოსთვის წარდგენილი ბიზნეს-გეგმებისა და პროექტების განხილვა-შეფასება და მათგან პოტენციურად წარმატებულთა დაფინანსებაზე რეკომენდაციების გაწევა ან/და შესაძლებლობის ფარგლებში მათ დაფინანსებაზე ზრუნვა. ასევე, სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო პროექტების მოძიება (მათ შორის საგანმანათლებლო თემატიკაზე) და აფხაზეთიდან დევნილების ინფორმირება შემდგომში მათი აღნიშნულ პროექტებში აქტიური ჩართვის მიზნით.
2. პირველ პუნქტში აღნიშნული მიზნების მისაღწევად საბჭო, შესაძლებლობისამებრ, უზრუნველყოფს:
ა) აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულთა ბიზნეს-გეგმებისა და პროექტების მიღება-შეფასებას, ხოლო მათგან შერჩეული საუკეთესოების დაფინასებაზე - რეკომენდაციების გაწევას ან/და, შესაძლებლობების ფარგლებში, მათ დაფინანსებაზე ზრუნვას;
ბ) ინიცირებული პოტენციურად წარმატებული იდეის განხორციელების მიზნით ინტელექტუალური დახმარების გაწევას, კერძოდ, ამ იდეის გარშემო ბიზნეს–გეგმების შედგენაში დახმარებას;
გ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო სექტორთან და ბიზნეს ჯგუფებთან თანამშრომლობას და მათი ურთიერთთანამშრომლობის კოორდინაციას კომპეტენციის ფარგლებში;
დ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო და ბიზნეს-სექტორთან თანამშრომლობას აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების პროგრამების მომზადებისა და დაფინანსების მიზნით;
ე) აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულთათვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით, თანამშრომლობას, როგორც ცენტრალური და რეგიონალური ხელისუფლების შესაბამის ქვედანაყოფებთან, ასევე, კერძო სექტორთან და საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან;
ვ) აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულთა მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას;
ზ) სხვადასხვა რეკომენდაციების მომზადებას აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულთა დასაქმების პრობლემის გადაწყვეტის მიზნით.
მუხლი 3🔗. საბჭოს შემადგენლობა
1. საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ სამთავრობო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები.
2. საბჭოს წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას ამტკიცებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.
3. საბჭო თავისი შემადგენლობიდან ერთი წლის ვადით, საბჭოს წევრთა გადაწვეტილებით ღია ან/და ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით ირჩევს საბჭოს 3 (სამი) თანათავმჯდომარეს. არჩეულ კანდიდატურებს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით ამტკიცებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი.
4. საბჭოს თანათავმჯდომარეები ირჩევიან პარიტეტული პრინციპით, კერძოდ, ერთი კანდიდატი წარმოადგენს სამინისტროს, ერთი – არასამთავრობო სექტორს, ერთი – ბიზნეს-სექტორს.
5. თანათავმჯდომარეს სამინისტროს მხრიდან შეიძლება წარმოადგენდეს მინისტრი (თუ ის საბჭოს წევრია) ან/და მის მიერ წარმოდგენილი კანდიდატი, ხოლო საბჭოს გადაწყვეტილებით საბჭოს დანარჩენ 2 (ორ) თანათავმჯდომარეებად შეიძლება არჩეულ იქნეს არასამთავრობო და ბიზნეს-სექტორიდან საბჭოს ნებისმიერი წევრი.
6. საბჭოს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საბჭოს თანათავმჯდომარეებთან შეთანხმებით, მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით სამინისტროს საჯარო მოხელეებისგან იქმნება საბჭოს აპარატი. აპარატის წევრთაგან ერთ-ერთი შეასრულებს საბჭოს მდივნის მოვალეობას.
7. საბჭოს გადაწყვეტილებით, განსახილველი საკითხის მიხედვით, სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნეს კონკრეტული სფეროს ექსპერტი;
8. საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება მოწვეულ იქნენ ასოცირებული და საპატიო წევრები, რომლებსაც არ ექნებათ ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობის უფლება.
მუხლი 4🔗. საბჭოს საქმიანობის წესი
1. საბჭო უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
2. საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს საბჭოს სხდომაზე ღია ან/და ფარული კენჭისყრით (ფარული კენჭისყრით საკითხის გადაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საბჭო ხმათა უმრავლესობით), სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით, ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თანათავმჯდომარეების ხმა.
3. საბჭოს თანათავმჯდომარეებს უფლება არა აქვთ თავი შეიკავონ გადაწყვეტილების მიღებისას.
4. თუ საბჭოს წევრი არ ესწრება საბჭოს სხდომას, მაშინ მას შეუძლია წერილობითი ფორმით წარმოადგინოს საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება.
5. თუ საბჭოს სხდომაზე საკითხი ინიცირებულია ხმის უფლების მქონე პირისაგან, მაშინ იგი კარგავს ამ საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას.
6. საბჭო იკრიბება თვეში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში, მინისტრის, საბჭოს თანათავმჯდომარის ან/და წევრთა 1/3-ის მიერ შეიძლება მოწვეული იქნეს საბჭოს რიგგარეშე სხდომა.
7. საბჭოს დღის წესრიგს ამტკიცებენ საბჭოს თანათავმჯდომარეები ხმათა უმრავლესობით. თუ საბჭოს სხდომას არ ესწრება ერთ-ერთი თანათავმჯდომარე, მაშინ ის ვალდებულია წინასწარ წერილობით დააფიქსიროს თავისი მოსაზრება.
8. საბჭოს აპარატში საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხის წარდგენის უფლება გააჩნია:
ა) საბჭოს წევრებს;
ბ) არასამთავრობო ორგანიზაციებს;
გ) საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არ მქონე პირებს;
დ) საქართველოსა და უცხო ქვეყნის იურიდიულ პირებს;
ე) ბიზნეს ჯგუფებს, დონორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ფონდებს.
9. საბჭოს დღის წესრიგი თანდართულ მასალებთან ერთად, საბჭოს სხდომამდე არანაკლებ 5 დღით, ადრე საბჭოს აპარატის მეშვეობით, გადაეცემა საბჭოს წევრებს, რომელშიც მითითებულ უნდა იყოს საბჭოს სხდომის ჩატარების თარიღი და დრო.
10. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს:
ა) საბჭოს თანათავმჯდომარეებს;
ბ) მინისტრს ან/და სამინისტროს სხვა საჯარო მოხელეებს;
გ) საბჭოს წევრებს.
11. საბჭოს სხდომის შედეგები ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ადგენს საბჭოს მდივანი.
12. იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს რომელიმე წევრი არ ეთანხმება სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს თავისი პოზიცია წარმოადგინოს წერილობითი ფორმით, რომელიც დაერთვის სხდომის ოქმს.
13. საბჭოს სხდომის ოქმი წარმოადგენს საჯარო დოკუმენტს. სხდომის გადაწყვეტილებები ქვეყნდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5🔗. საბჭოს წევრის ან/და საბჭოს უფლებამოსილების შეწყვეტა
1. საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება:
ა) თუ იგი სისტემატურად, 3 (სამი) თვის განმავლობაში, არასაპატიო მიზეზით არ ესწრება საბჭოს სხდომებს;
ბ) პირადი განცხადების საფუძველზე;
გ) საბჭოს წევრისთვის შეუფერელი საქციელის ჩადენის შემთხვევაში;
დ) თუ სასამართლომ ცნო შეზღუდულ ქმედუნარიანად ან ქმედუუნაროდ;
ე) თუ მის წინააღმდეგ კანონიერ ძალაში შევიდა გამამტყუნებელი განაჩენი;
ვ) არაკეთილსინდისიერად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას;
ზ) გარდაცვალებისას.
2. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს წყვეტს საბჭო ხმათა უმრავლესობით, რომელიც ფორმდება მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.
3. საბჭოს უფლებამოსილება უწყდება:
ა) თუ საბჭო ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ უფლებამოსილებას;
ბ) შეიცვალა ვითარება, რომელმაც განაპირობა წინამდებარე საბჭოს შექმნის აუცილებლობა;
დ) საბჭოს წევრთა გადაწყვეტილებით.
მუხლი 6🔗. ანგარიშგება
1. საბჭო ყოველკვარტალურად და ყოველწლიურად ადგენს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს და წარუდგენს სამინისტროს.
მუხლი 7🔗. დასკვნითი დებულებანი
საბჭოს საქმიანობის შეწყვეტის, წინამდებარე დებულებაში ცვილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი, საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით.