საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1973 წ., №6, მუხ.118) 2421 მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული:
ა) დანამატი ხელფასზე (2003 წლის 1 სექტემბრისათვის არსებულ ოდენობაზე) გაიცემა:
ა.ა) 2003 წლის 1 სექტემბრიდან – 25 პროცენტი;
ა.ბ) 2004 წლის 1 სექტემბრიდან – 35 პროცენტი;
ა.გ) 2005 წლის 1 სექტემბრიდან – 50 პროცენტი;
ბ) დანამატი პენსიაზე გაიცემა „საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.“;
ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:
„4. ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-3 ნაწილი ძალაში შევიდეს „საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2003 წლის 31 დეკემბერი.
№3207 – რს