„საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების და წარდგინების განხილვის წესის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის №34 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№248
სარეგისტრაციო კოდი
010110000.08.002.016225
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110510009, 10/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №248

2011 წლის 10 მაისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების და წარდგინების განხილვის წესის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის №34 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების და წარდგინების განხილვის წესის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის №34 ბრძანებულებით (სსმ III, 2009 წ., №11, მუხ. 121) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) 21  მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების გზით. სააგენტოში განცხადების წარდგენისას დაინტერესებული პირი უფლებამოსილია ასევე მიუთითოს სააგენტოსთან კომუნიკაციის დამატებითი ფორმა – ელექტრონული ფოსტა. ელექტრონული ფოსტის მითითების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება მხოლოდ სააგენტოს ინტერნეტგვერდისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.“;

ბ) მე -3 მუხლის:

ბ.ა) მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება დოკუმენტაციის წარდგენიდან 3 დღის ვადაში აღნიშნულ დოკუმენტაციას უგზავნის სააგენტოს პირდაპირ ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით.“;

ბ.ბ) მე-3, მე -4 და მე -5 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) მე -4 მუხლის მე -2 და მე -3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში შეტანილი განცხადებები მიღებულად ითვლება განმცხადებლის მიერ საჭირო დოკუმენტაციის წარდგენისა და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში რეგისტრაციის დღიდან.

3. განცხადებები და თანდართული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე. სხვა ენაზე შედგენილი დოკუმენტები მიიღება სათანადო წესით დამოწმებული ფორმით, სანოტარო წესით დამოწმებული ან საკონსულო თანამდებობის პირის მიერ შესრულებულ და დადასტურებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად.“;

დ) მე -4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე -5 პუნქტი:  

„5. წარდგინების საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საკითხის განხილვის შემთხვევაში, შესაძლებელია სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული დოკუმენტები სააგენტოს მიერ განსახილველად მიღებულ იქნეს ქართულენოვანი თარგმანის, ასევე ლეგალიზებისა და აპოსტილით დამოწმების გარეშე.“;

ე)  მე -5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. სააგენტოში ან საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში განცხადების წარდგენის დროს განმცხადებელს გადაეცემა საინფორმაციო ბარათი, სადაც სხვა  შესაბამის ინფორმაციასთან ერთად მითითებული უნდა იყოს დაინტერესებულ პირთან კომუნიკაციის ფორმის თაობაზე. საინფორმაციო ბარათის ფორმა მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით.“;

ვ) მე-5 მუხლის მე -2 და მე -3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. არასრულწლოვანთა და ქმედუუნარო პირთა მოქალაქეობის საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის მიერ განცხადების წარდგენის საფუძველზე.  14 -დან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის საკითხზე კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს 14-დან 18 წლამდე პირის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა ან განცხადების მიმღები ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის წინაშე გამოხატული წერილობითი თანხმობა.

3. 18 წლამდე ასაკის პირთა მოქალაქეობის საკითხზე ერთ-ერთი მშობლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს მეორე მშობლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა ან წერილობითი თანხმობა გამოხატული უნდა იქნეს განცხადების მიმღები ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის თანდასწრებით.“;

ზ) მე -5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. თუ არასრულწლოვან პირს არ აქვს ფოტოსურათიანი დოკუმენტი, განცხადებაზე თანდართულ ფოტოსურათზე გამოსახული პირის იდენტურობა ამავე განცხადებაში მითითებული არასრულწლოვანი პირის მონაცემებთან, ხოლო 14-დან 18 წლამდე პირის წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში, ასევე, ამ თანხმობის გამცემი არასრულწლოვანი პირის მონაცემებთან, წერილობით შეიძლება დაადასტუროს საქართველოს მოქალაქეობის მქონე ნებისმიერმა სრულწლოვანმა პირმა.“;

თ) მე -6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაინტერესებული პირი ვალდებულია განცხადებასთან ერთად წარადგინოს მოქალაქეობის საკითხის განსახილველად საჭირო ყველა საბუთი. დოკუმენტაციის არასრულად წარდგენის შემთხვევაში, სააგენტო, მის მიერ განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. სააგენტოს მიერ განსაზღვრული ვადის გასვლამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.“;

ი) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. სააგენტო უფლებამოსილია განმცხადებელს საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტი/ინფორმაცია მოსთხოვოს ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ სტადიაზე, თუ დოკუმენტის/ინფორმაციის გამოთხოვის საჭიროება გამოვლინდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ. სააგენტოს მიერ განსაზღვრული ვადის გასვლამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.“;

კ) 61   მუხლის:

კ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას.“;

კ.ბ) მე -8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების განცხადების რეგისტრაციიდან 20 დღის ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს განესაზღვრება ვადა დოკუმენტების წარსადგენად. დოკუმენტების წარდგენამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.“;

კ.გ) მე -11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების წარდგენაზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მესამე პირისათვის მინიჭება შეიძლება განხორციელდეს ელექტრონულად, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით, თუ მესამე პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.“;

ლ) მე -7 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვა (ციფრი): ,,2 დღეში“ შეიცვალოს სიტყვით (ციფრით): ,,3 დღეში“;

მ) მე -13 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11 . პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მოქალაქეობის საკითხის განხილვა დასრულდება სააგენტოში და სააგენტოს მოტივირებული დასკვნა განმცხადებელს ეცნობება 3 დღეში 21 მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული წესით.“;

ნ) 25 -ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 25.

პირი, რომელიც იღებს საქართველოს მოქალაქეობას, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისას ხელს აწერს საქართველოსადმი ერთგულების ფიცის ტექსტს (დანართი №6). ხელმოწერილი ფიცის ტექსტი ეგზავნება სააგენტოს, რომელიც უზრუნველყოფს მის დართვას შესაბამისი პირის საქართველოს მოქალაქეობის მიღების შესახებ საქმის მასალებზე.“;

ო) 33 -ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 33.

მოქალაქეობის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები დაუყოვნებლივ ეგზავნება სააგენტოს აღსასრულებლად.“;

პ) 34 -ე მუხლი ამოღებულ იქნეს;

ჟ) 37 -ე  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 37.

მოქალაქეობის საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დაინტერესებულ პირებს ეცნობებათ 21 მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული წესით.“; 

რ) ბრძანებულების №1 დანართის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. მისამართი, ტელეფონი (სამსახურის, სახლის) და ელექტრონული ფოსტის მისამართი.“;

ს) ბრძანებულების №2 დანართის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. მისამართი, ტელეფონი (სამსახურის, სახლის) და ელექტრონული ფოსტის მისამართი.“;

ტ) ბრძანებულების №2 დანართიდან ამოღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქის ფიცის ტექსტი;

უ) ბრძანებულების №3 დანართის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. მისამართი, ტელეფონი (სამსახურის, სახლის) და ელექტრონული ფოსტის მისამართი.“;

ფ) ბრძანებულების №4 დანართის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. მისამართი, ტელეფონი (სამსახურის, სახლის) და ელექტრონული ფოსტის მისამართი.“.

ქ) ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი რედაქციის №6 დანართი:

 

 ,,დანართი №6

საქართველოს მოქალაქის ფიცი

 

მე, --------------------------, ვხდები რა საქართველოს მოქალაქე, ვფიცავ

         (გვარი, სახელი)

 

ერთგულად ვემსახურო საქართველოს, დავიცვა მისი კონსტიტუცია და ყველა კანონი, საქართველოს დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა. საქართველოს სახელმწიფო ენად ვაღიარებ ქართულ ენას. ვალდებულებას ვიღებ პატივი ვცე საქართველოს კულტურასა და ეროვნულ ტრადიციებს.

 

__________________________

          (პირადი ხელმოწერა)

 

                                                                                 ,,----------“  ,,----------------------“ 20 ------ წ.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2011 წლის 23 მაისიდან.

მ . სააკაშვილი