„ბიოლოგიური აგროწარმოების განხორციელების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5245
სარეგისტრაციო კოდი
340.170.000.05.001.002.981
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 29, 27/07/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

  

საქართველოს კანონი

„ბიოლოგიური აგროწარმოების განხორციელების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ბიოლოგიური აგროწარმოების განხორციელების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №36, 04.08.2006, მუხ. 260) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მავნებლებისაგან, დაავადებებისა და სარეველებისაგან მცენარეთა დაცვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ აგროტექნიკური, მექანიკური, თერმული და ბიოლოგიური მეთოდებით და ბიოპროდუქციის წარმოებისას ნებადართული ნივთიერებების გამოყენებით;“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ბიოპროდუქციის წარმოებისას ნებადართული ნივთიერებების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებთან შეთანხმებით.“.

2. მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2007 წლის 1 დეკემბრამდე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს ბიოპროდუქციისადმი ძირითად მოთხოვნებზე და წარმოების პირობებზე შესაბამისი სტანდარტების შემუშავება და რეგისტრაციის პროცესის წარმართვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. 2007 წლის 1 დეკემბრამდე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებთან შეთანხმებით გამოსცეს ბრძანება ბიოპროდუქციის წარმოებისას ნებადართული ნივთიერებების ნუსხის დამტკიცების შესახებ.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 11 ივლისი.

№5245–რს 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ბიოლოგიური აგროწარმოების განხორციელების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 11.07.2007.
როდის იქნა მიღებული „ბიოლოგიური აგროწარმოების განხორციელების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„ბიოლოგიური აგროწარმოების განხორციელების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 11.07.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5245. სარეგისტრაციო კოდი — 340.170.000.05.001.002.981.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ბიოლოგიური აგროწარმოების განხორციელების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ბიოლოგიური აგროწარმოების განხორციელების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.07.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „ბიოლოგიური აგროწარმოების განხორციელების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №5245, 11.07.2007, სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.05.001.002.981 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.07.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1324/