„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 თებერვლის #8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№20
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.144.016046
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110510015, 13/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №20

2011 წლის 6 მაისი

ქ. ქარელი

,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის შესაბამისად,

1. ,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 თებერვლის №8 დადგენილებაში შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,მუხლი 4

სახნავი (კარგი და მწირი ხარისხის) და სხვა კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე (გარდა მე-5 მუხლით გათვალისწინებული მიწებისა) ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 79 ლარი”;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,ბ) საძოვრებზე (მათ შორის, გაკულტურებული საძოვრებისათვის) – 15 ლარი“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,მუხლი 9

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული და მრავალბინიან სახლებში მცხოვრები ფიზიკური პირების თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული მიწის ნაკვეთები, აგრეთვე ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე           პ. ღვინიაშვილი