⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (11.08.2014)
გაუქმებულია:

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 02.05.2011
ძალის დაკარგვა 11.08.2014
გამომცემი ორგანო ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.128.016053
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110510024, 13/05/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,279 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.05.2011 მიღება
11.08.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } h1 { margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; color:#365F91; font-weight:bold;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.abzacixmlChar { } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } span.FooterChar { } p.a, li.a, div.a { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } span.Heading1Char { color:#365F91; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:0in 22.65pt 0in 37.35pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 2011 წლის 2 მაისი დაბა ხარაგაული  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლისა და  საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ" 25-ე მუხლის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:     მუხლი 1🔗. დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება №1 დანართის შესაბამისად.     მუხლი 2🔗.  ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 2 ნოემბრის №2 დადგენილება.     მუხლი 3🔗. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კ. გოგსაძე დანართი №1 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება ეს დებულება , „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად , განსაზღვრავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლებამოსილებას, სტრუქტურას და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს.     მუხლი 1🔗. საკრებულოს აპარატის სტატუსი 1. საკრებულოს აპარატი იქმნება საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით. 2. აპარატი უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების და საკრებულოს თანამდებობის პირების ეფექტური საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნას . 3. დახმარებას უწევს საკრებულოს წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში, მოსახლეობას აწვდის ინფორმაციას საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ, ორგანიზაციულად უზრუნველყოფს მოქალაქეთა ურთიერთობას საკრებულოსთან და საკრებულოს თანამდებობის პირებთან. 4. აპარატი არის საკრებულოს მუდმივმოქმედი, მუდმივი და ანაზღაურებადი შტატების საფუძველზე შექმნილი ორგანო.     მუხლი 2🔗. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები  1. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, საკრებულოს დებულება (რეგლამენტი) და ეს დებულება. 2. აპარატის საქმისწარმოების, საბუთების აღრიცხვისა და მსვლელობის, მათი შესრულების კონტროლის მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით), საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული აპარატის შინაგანაწესით, საქმისწარმოების წესით და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით.     მუხლი 3🔗. აპარატის ძირითადი ფუნქციები აპარატი: 1. ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომების, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარებას .  2. უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადებას და გამოქვეყნებას. 3. ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების, აგრეთვე საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან. 4. ორგანიზაციულ მომსახურებას უწევს საკრებულოს წევრებს უფლებამოსილებების განხორციელებისას . 5. უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას, სხდომის ოქმების წარმოებას, სხდომაზე დამსწრე პირთა რეგისტრაციას . 6. ორგანიზებას უწევს საკრებულოს და საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების რეგისტრაციას, მათ აღრიცხვას, სისტემატიზაციას და დადგენილი წესით გამოქვეყნებას. 7. ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობას, უზრუნველყოფს საკრებულოს თანამდებობის პირებთან და საკრებულოს წევრებთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზებას, შესაბამისი მასალების მომზადებას, დავალებათა აღრიცხვას და კონტროლს მათ შესრულებაზე.     მუხლი 4🔗. აპარატის სტრუქტურა 1. მთავარი სპეციალისტი საქმისწარმოების საკითხებში . 2. მთავარი სპეციალისტი საორგანიზაციო საკითხებში . 3. მთავარი სპესიალისტი იურიდიულ საკითხებში . 4. მთავარი სპეციალისტი ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში.  5. სპეციალისტი.     მუხლი 5🔗. თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობები 1. მთავარი სპეციალისტი საქმისწარმოების საკითხებში ა) უზრუნველყოფს საკრებულოში შემოსული წერილების, განცხადებების და სხვა დოკუმენტაციის აღრიცხვას, მის ანოტირებას, სარეკვიზიტო და დოკუმენტურ გაფორმებას, ადრესატისადმი გადაცემას, კორესპო ნდენციის გადაგზავნას; ბ) აფორმებს და აღრიცხავს მიღებულ დოკუმენტებზე საკრებულოს თანამდებობის პირების დავალებებს და გადასცემს შემსრულებლებს , აკონტროლებს კორესპო ნდენციის მოძრაობას და საკითხის განხილვაზე კანონით დადგენილი ვადების დაცვას;  გ) უზრუნველყოფს აპარატში ერთიან საქმის წარმოებას, აყალიბებს საქმეთა ნომენკლატურას, შეიმუშავებს კლასიფიკატორებს, ინდექსებს, შიფრებსა და კოდებს; დ) საარქივო დოკუმენტაციის წარმოებას, დაცვას და მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად. 2. მთავარი სპეციალისტი საორგანიზაციო საკითხებში ა) ახორციელებს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების, საკრებულოს და საკრებულოს კომისიების სხდომების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას; ბ) ორგანიზებას უწევს სხდომებზე მოწვეულ პირთა გაფრთხილებას და მოწვევას, აწარმოებს მათ რეგისტრაციას; გ) ორგანიზებას უწევს სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას; დ) ორგანიზაციულ დახმარებას უწევს საკრებულოს წევრებს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებაში; ე) აწარმოებს ინიციირების წესით შემოსულ საკითხთა რეგისტრაციას; ვ) უზრუნველყოფს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებასა და აღსრულებასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულებას; ზ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების, თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების შეხვედრებს მოსახლეობასთან; თ)ახორციელებს საკრებულოს სამუშაო თათბირების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას; ი) საკრებულოს მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას,კონტროლს საკადრო საკითხებთან დაკავშირებით და პირადი საქმეების წარმოებას. 3. მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში ა) ახორციელებს საკრებულოს ადმინისტრაციული აქტების, საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას, ამზადებს შესაბამის დასკვნებს; ბ) აკონტროლებს საკრებულოს ადმინისტრაციული აქტების შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან, საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს მიღებული ადმინისტრაციული აქტის გაუქმების ან მასში ცვლილებების შეტანის თაობაზე; გ) უზრუნველყოფს საკრებულოს კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში; დ) საკრებულოს კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; ე) მოქმედი კანონმდებლობით და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.  4 . მთავარი სპეციალისტი ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში ა)უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს თანამდებობის პირთა მატერიალურ -ტექნიკურ უზრუნველყოფას კომპეტენციის ფარგლებში; ბ) ახორციელებს ღონისძიებებს საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობისათვის საჭირო საოფისე მომსახურების უზრუნველსაყოფად; გ) ახორციელებს ღონისძიებებს საკრებულოს ინვენტარის და მატერიალურ ფასეულობათა  აღრიცხვის, შენახვის, რაციონალურად გამოყენებისა და დაცვისათვის; დ) ორგანიზებას უწევს საინჟინრო კომუნიკაციების, მოწყობილებების, ენერგო მომარაგების და სატელეფონო ქსელის გამართულ მუშაობას;  ე) ასრულებს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს აპარატის უფროსის  დავალებებს. 5. სპეციალისტი ა) აერთიანებს მოსამსახურეებს, რომლებიც უზრუნველყოფენ საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის საკრებულოს თანამდებობის პირების მომსახურებას : ა.ა) მოქალაქეთა მიღების, საკრებულოს თავმჯდომარესთან დაგეგმილი თათბირების, მოწვეულ პირთა გაფრთხილების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას; ა.ბ) სატრანსპორტო მომსახურებას; ა.გ) სისუფთავის დაცვას.  მუხლი 6🔗. აპარატის ხელმძღვანელობა  აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობას, ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს აპარატის  უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე. 1. აპარატის უფროსი ა)უძღვება აპარატის საქმიანობას; ბ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს აპარატის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას; გ) საკრებულოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე დასანიშნად და თანამდებობიდან გასათავისუფლებლად წარუდგენს აპარატის შესაბამის საჯარო მოსამსახურეთა კანდიდატურებს; დ) საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს აპარატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ე) საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს აპარატის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს; ვ) ადგენს შრომის შინაგანაწესს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ზ) ახორციელებს ამ დებულებით, საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. აპარატის უფროსი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე. 3. აპარატის უფროსის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე. 4. აპარატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში აპარატის უფროსის მოვალეობებს ასრულებს აპარატის ერთ-ერთი თანამდებობის პირი საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით.     მუხლი 7🔗. აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის წესი აპარატის უფროსს და აპარატის მოსამსახურეებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.     მუხლი 8🔗. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოსა და შტატების დამტკიცების  წესი  1. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს და თანამდებობათა  დასახელებებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით  ამტკიცებს საკრებულო.  2. აპარატის საშტატო ნუსხას და თანამდებობრივ ინსტრუქციებს აპარატის უფროსის წარდგინებით  ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.