ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 10.05.2011
ძალის დაკარგვა 01.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.025.016016
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110511008, 11/05/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 53.95pt 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი
რესურსების
მინისტრის
ბრძანება №30
2011 წლის
10 მაისი
ქ. თბილისი
ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე
„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და
69-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ჰ
” ქვეპუნქტის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2011 წლის 11 მარტის №4385 კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის
საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღები დანართის შესაბამისად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,
ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე
“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010
წლის 1
7 აგვისტოს
№34
ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის პირველი მოადგილე
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მ. ვალიშვილი
ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღები
მუხლი 1🔗
ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ფრინველებზე შემდეგ ვადებში:
ა) მწყერზე, გარეულ მტრედზე, ჩიბუხაზე, ჩვეულებრივ გვრიტზე, ქედანზე, გვიძინზე (გულიოზე) – აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე;
ბ) ტყის ქათამზე – 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე;
გ) წყალმცურავ ფრინველებზე (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე.
მუხლი 2🔗
ლიცენზირებული თევზჭერა ნებადართულია შემდეგ მდინარეებზე და მათ შენაკადებში:
ა) მტკვარი – თურქეთის საზღვრიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე – 1 სექტემბრიდან 30 აპრილის ჩათვლით;
ბ) ალაზანი და იორი – 1 სექტემბრიდან 15 ნოემბრამდე;
(ქვემო ქედიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე)
გ) მდინარეების – ფსოუს, ბზიფის და კოდორის შესართავებში – ერთი კილომეტრის დაცილებით მარჯვნივ და მარცხნივ, ორი კილომეტრის მანძილზე ზღვის სიღრმეში – 1 ნოემბრიდან 19 მარტამდე.
მუხლი 3🔗
ლიცენზირებული თევზჭერა ნებადართულია შემდეგ ტბებში:
ა) თავფარავანი (ფარავანი) – 1 თებერვლიდან 15 მარტამდე და 1 აგვისტოდან 15 ნოემბრამდე;
ბ) ტაბიწყური (ტაბაწყური) – 1 თებერვლიდან 15 ნოემბრამდე.
მუხლი 4🔗
ლიცენზირებული თევზჭერა ნებადართულია შემდეგ წყალსატევებში:
ა) ხრამის (წალკის) წყალსაცავი – 15 აგვისტოდან 15 აპრილამდე;
ბ) თბილისის წყალსაცავი – 1 სექტემბრიდან 15 აპრილამდე.
მუხლი 5🔗
შავ ზღვაში კანონმდებლობით დადგენილი წესით თევზჭერა დაშვებულია შემდეგ ვადებში:
ა) კეფალი-პელენგასი – მთელი წლის განმავლობაში;
ბ) აზოვისა და შავი ზღვის ქაფშია – 1 ოქტომბრიდან 30 აპრილის ჩათვლით;
გ) კამბალა-კალკანი – 1 ივლისიდან 15 თებერვლამდე;
დ) თევზჭერისათვის დაშვებული სხვა სახეობების ჭერა – 1 ივლისიდან 30 აპრილის ჩათვლით;
ე) მოლუსკები – მთელი წლის განმავლობაში.
მუხლი 6🔗
პალიასტომის ტბაში თევზჭერა დაშვებულია შემდეგ ვადებში:
ა) კეფალი (ლობანი) – 1 ივლისიდან
1 მაისამდე
;
ბ) კეფალი (პილენგასი) – 1 ივლისიდან
1 მაისამდე
;
გ) ოქროსფერი კეფალი – 1 ივლისიდან
1 მაისამდე
;
დ) ქარიყლაპია – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;
ე) შავი ზღვის ქაშაყი – 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე და 1 იანვრიდან 1 აპრილამდე;
ვ) შამაია – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;
ზ) მცირე ვიმბა – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;
თ) კარჩხანა – 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე;
ი) კობრი – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;
კ) ლოქო – 1 იანვრიდან 1 აპრილამდე და 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე;
ლ) ღორჯო (მდევარი) – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;
მ) მრგვალი ღორჯო – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;
ნ) შავი ღორჯო – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე.