📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის 2011-2013 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.05.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №250
სარეგისტრაციო კოდი 480240000.08.002.016227
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110511010, 11/05/2011
matsne.gov.ge 2,268 სიტყვა · ~11 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (15)
მიზანი საქმიანობა
1. არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის შემდგომი წარმართვა. 1.1. არსებული საკანონმდებლო ბაზის შესწავლა და ხარვეზების გამოვლენა.
1.5. არასათანადო მოპყრობის დაზარალებულთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ინფორმაციული ხელშეწყობა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
1.6. ფსიქიატრიული დაწესებულებების თანამშრომელთათვის ეთიკის კოდექსის შემუშავება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
2.3. შიგა მონიტორინგის საფუძველზე ანგარიშის მომზადება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
2.4. თბილისის აეროპორტის სასაზღვრო ზონაში დაკავების პროცედურების გაუმჯობესება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
2.7. გარე მონიტორინგის შედეგების განხილვა. საკოორდინაციო საბჭო.
3. თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებში ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. 3.1. თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.[1]
3.2. თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებში კვების ხარისხზე ზედამხედველობა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო.
3.3. თავისუფლებაშეზღუდულ პირთა ჰიგიენური საშუალებებით მომარაგება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
3.4. თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებების სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
4. შესაბამისი უწყებების თანამშრომელთა შესაძლებლობების განვითარება. 4.1. სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა პროფესიული გადამზადება სტამბულის პროტოკოლის შესაბამისად.
4.2. მოსამართლეებისა და მათი თანაშემწეების კვალიფიკაციის ამაღლების გაგრძელება ტრენინგების გზით. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იუსტიციის უმაღლესი სკოლა, სასამართლო ხელისუფლების ორგანოები.
4.3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურიკულუმის შემდგომი დახვეწა. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იუსტიციის უმაღლესი სკოლა, სასამართლო ხელისუფლების ორგანოები.
4.12. დაცვის ადვოკატთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა არასათანადო მოპყრობის შესახებ. საკოორდინაციო საბჭო.
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის 2011-2013 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №250 2011 წლის 10 მაისი ქ. თბილისი არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის 2011-2013 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ 1. დამტკიცდეს თანდართული არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია (დანართი №1) და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის 2011-2013 წლების სამოქმედო გეგმა (დანართი №2). 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოში წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის 2008-2009 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 12 ივნისის №301 ბრძანებულება. 3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მ. სააკაშვილი დანართი №1 არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია საქართველოს მთავრობა გამოთქვამს მზადყოფნას განაგრძოს ნულოვანი ტოლერანტობა არასათანადო მოპყრობის მიმართ და შეინარჩუნოს და განავითაროს მიღწეული წარმატებები ამ სფეროში. საქართველოს მთავრობისათვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა. საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო კონვენციებისა და ხელშეკრულებების შესაბამისად, საქართველოს მთავრობა კვლავაც ადასტურებს თავის საერთაშორისო ვალდებულებას თავიდან აიცილოს, აღკვეთოს და ეფექტიანად გამოიძიოს არასათანადო მოპყრობის ყველა ფაქტი. ამ დოკუმენტის მიზნებისათვის არასათანადო მოპყრობად აგრეთვე ჩაითვლება წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის პირველი მუხლით გათვალისწინებული ქმედებები. შესაბამისად, ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს (შემდეგში – საკოორდინაციო საბჭო) მიერ შემუშავებულ იქნა არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია, რომელიც ეფუძნება შემდეგ ძირითად მიმართულებებს: არასათანადო მოპყრობის ყველა ფორმის აკრძალვა არასათანადო მოპყრობის ნებისმიერი ფორმისაგან სრული სამართლებრივი დაცვის მიზნით უნდა მოხდეს მოქმედი საკანონმდებლო ბაზის შესწავლა, რათა განისაზღვროს ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები, მომზადდეს და ინიცირებულ იქნეს შესაბამისი ცვლილებები. აგრეთვე, კანონმდებლობის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს შესაბამის პროცედურულ გარანტიებს. საჩივრის ეფექტიანი პროცედურა და არასათანადო მოპყრობის ყველა ბრალდების დროული, მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება არასათანადო მოპყრობის სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე შემოსული შეტყობინებები და საჩივრები უნდა გადაეგზავნოს შესაბამის ეროვნულ ორგანოებს შემდგომი რეაგირებისათვის. არასათანადო მოპყრობის საჩივრის/შეტყობინების მიღებისთანავე, გამოძიება უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ, რათა პასუხისმგებელი პირები წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე. არასათანადო მოპყრობის გამოძიება უნდა ჩატარდეს დროულად, ეფექტიანად და მიუკერძოებლად. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები უნდა იყვნენ აღჭურვილი სათანადო უნარებით, რათა ეფექტიანად ჩაატარონ საგამოძიებო პროცედურები. არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა დაცვა, კომპენსაცია და რეაბილიტაცია არასათანადო მოპყრობის მსხვერპლები, აგრეთვე მათი ოჯახის წევრები, უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ დამატებითი გარანტიებით და დაცვით ნებისმიერი ძალადობის, ძალადობის მუქარის ან რაიმე სხვა ფორმის დაშინებისაგან, რომელიც შეიძლება წარმოიშვას გამოძიების დაწყებისთანავე სასამართლო პროცესის დასრულებამდე. არასათანადო მოპყრობის მსხვერპლებს აქვთ არასათანადო მოპყრობის გამო მიყენებული ზიანის შედეგად კომპენსაციის მიღების სამართლებრივი უფლება. ამასთან, არასათანადო მოპყრობის მსხვერპლები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ სარეაბილიტაციო პროგრამებით. არასათანადო მოპყრობის გამოვლენა და პრევენცია შიდაუწყებრივი და გარე მონიტორინგის მეშვეობით არასათანადო მოპყრობის გამოვლენის, პრევენციისა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებში პირობების გაუმჯობესების მიზნით შიდაუწყებრივი და გარე მონიტორინგი პერიოდულად უნდა ტარდებოდეს თავისუფლების შეზღუდვის ყველა დაწესებულებაში. ხელისუფლება ხელს შეუწყობს მონიტორინგის ყველა შესაბამის ორგანოს დამოუკიდებლად განახორციელონ თავიანთი საქმიანობა ყოველგვარი ჩარევისა და დაბრკოლების გარეშე და, ამასთან, გააძლიერებს შიდაუწყებრივი მონიტორინგის ორგანოების საქმიანობას მოხელეთა ანგარიშვალდებულებისა და სათანადო ქცევის უზრუნველყოფის მიზნით. საქართველომ უნდა განაგრძოს თავისი მჭიდრო თანამშრომლობის წარმატებული პრაქტიკა მონიტორინგის ეროვნულ და საერთაშორისო ორგანოებთან. მონიტორინგის ყველა შესაბამისმა ორგანომ ხელი უნდა შეუწყოს ერთმანეთთან და საკოორდინაციო საბჭოსთან თანამშრომლობას არასათანადო მოპყრობის ყველა ფორმის გამოვლენისა და პრევენციის მიზნით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს სახალხო დამცველის, როგორც ეროვნული პრევენციის მექანიზმის, საქმიანობის მუდმივი ხელშეწყობა. შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და სხვა ინსტიტუტების ინსტიტუციონალური გაძლიერება და თანამშრომელთა შესაძლებლობების განვითარება სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები, სამხედრო და სამედიცინო პერსონალი, სახელმწიფო თანამდებობის პირები და შესაბამისი უწყებების თანამშრომლები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ სასწავლო კურსებით და სახელმძღვანელოებით. ადამიანის უფლებების სფეროში პრაქტიკული უნარებისა და თეორიული ცოდნის მუდმივი ზრდის და არასათანადო მოპყრობის დოკუმენტირების გაუმჯობესების მიზნით აღნიშნული პირებისათვის უნდა ჩატარდეს სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებები. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სასამართლოს ინსტიტუციონალურ გაძლიერებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებას. სტრატეგიის ეფექტიანი განხორციელების მიზნით პერიოდულად შემუშავდება სამოქმედო გეგმები.           დანართი №2 არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის 2011-2013 წლების სამოქმედო გეგმა მიზანი საქმიანობა შემსრულებელი ვადა გადამოწმების წყარო 1. არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის შემდგომი წარმართვა. 1.1. არსებული საკანონმდებლო ბაზის შესწავლა და ხარვეზების გამოვლენა. ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო (შემდეგში – საკოორდინაციო საბჭო), საქართველოს პარლამენტი. 2011 იმ ნორმატიული აქტების ჩამონათვალი, რომელიც საჭიროებს ცვლილებებს, კვლევა. 1.2. საკანონმდებლო ინიციატივების მომზადება და საქართველოს პარლამენტისათვის განსახილველად წარდგენა. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. 2011 -2013 საკანონმდებლო ინიციატივები წარდგენილია. წარდგენილი ინიციატივების რაოდენობა. 1.3. არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე დროული რეაგირება, სამედიცინო ექსპერტიზის დროული დანიშვნა და ყველა შესაძლო მოწმის დროული და დეტალური დაკითხვა. საქართველოს მთავარი პროკურატურა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო. 2011 – 2013 გარე მონიტორინგის ანგარიშები. 1.4. საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ იმ ინფორმაციის აღრიცხვა, რომელიც შეეხება საჯარო მოხელეთა მიერ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. საქართველოს მთავარი პროკურატურა. 2011 – 2013 საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ წარმოებული სტატისტიკა. 1.5. არასათანადო მოპყრობის დაზარალებულთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ინფორმაციული ხელშეწყობა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 2013 საინფორმაციო ბანკის/ცხელი ხაზის არსებობა. 1.6. ფსიქიატრიული დაწესებულებების თანამშრომელთათვის ეთიკის კოდექსის შემუშავება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 2012 შემუშავებულია ეთიკის კოდექსი. 1.7. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების (შემდეგში – პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები) დებულებების შემდგომი დახვეწა. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. 2011 – 2013 დებულებებში ცვლილებები. 2. არასათანადო მოპყრობის გამოვლენა და პრევენცია შიდა და გარე მონიტორინგის მეშვეობით. 2.1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და პროგრამების სამმართველოსათვის ამავე სამინისტროს თავისუფლების შეზღუდვის ადგილების მონიტორინგის ფუნქციის მინიჭება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 2011 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულებაში და ამავე სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და პროგრამების სამმართველოს სამუშაოთა აღწერილობაში განხორციელებული ცვლილებები. 2.2. შიდა მონიტორინგის (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის შესაბამისი სამმართველოები) გამართული მუშაობა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 2011 – 2013 ინფორმაცია მონიტორინგის რაოდენობის შესახებ. 2.3. შიგა მონიტორინგის საფუძველზე ანგარიშის მომზადება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 2011 – 2013 მონიტორინგის ორგანოების ყოველწლიური ანგარიშები. 2.4. თბილისის აეროპორტის სასაზღვრო ზონაში დაკავების პროცედურების გაუმჯობესება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 2011 თბილისის აეროპორტის სასაზღვრო ზონაში დაკავების ჩანაწერები. 2.5. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში პირთა მოთავსების, რეგისტრაციის და აღრიცხვის შემდგომი დახვეწა. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო. 2011 – 2013 შიგა და გარე მონიტორინგის ანგარიში. 2.6. გარე მონიტორინგის (საქართველოს სახალხო დამცველი, სპეციალური პრევენციული ჯგუფი, წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტი (CPT), წამების საწინააღმდეგო კომიტეტი (SPT), შეუფერხებელი მუშაობის ხელშეწყობა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული  დახმარების საკითხთა სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 2011 – 2013 გარე მონიტორინგის ანგარიშები. 2.7. გარე მონიტორინგის შედეგების განხილვა. საკოორდინაციო საბჭო. 2011 – 2013 საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ოქმი. 2.8. საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს მიერ არასათანადო მოპყრობის შესახებ განცხადებებზე რეაგირება. საქართველოს მთავარი პროკურატურა. 2011 – 2013 საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს სტატისტიკა. 2.9. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებით მოთავსების იზოლატორში მოთავსებული პირების გარეგნული დათვალიერება და შესაბამისი ოქმების შევსება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 2011 – 2013 შიგა და გარე მონიტორინგის ანგარიშები. 2.10. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების პატიმართათვის საჩივრის კონვერტების დამზადება და გავრცელება. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო. 2011 – 2013 შიგა და გარე მონიტორინგის ანგარიშები. 3. თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებში ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. 3.1. თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.[1] საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 2011 – 2013 ახალაშენებული და გარემონტებული ობიექტების სია. 3.2. თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებში კვების ხარისხზე ზედამხედველობა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო. 2011 – 2013 შიგა და გარე მონიტორინგის ანგარიშები. 3.3. თავისუფლებაშეზღუდულ პირთა ჰიგიენური საშუალებებით მომარაგება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 2011 შიგა და გარე მონიტორინგის ანგარიშები. 3.4. თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებების სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 2011 – 2013 შიგა და გარე მონიტორინგის ანგარიშები. 3.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი დაკავების იზოლატორში მყოფი პირებისათვის გაზეთებისა და წიგნების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 2011 – 2013 შიგა და გარე მონიტორინგის ანგარიშები. 3.6. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს ინსტიტუციური გაძლიერება. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო. 2011 შიგა მონიტორინგის ანგარიში. 3.7. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემაში არსებული სტაციონარული დაწესებულებების (პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება -2011 წ., ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება – 2012 წ.) ლიცენზირება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო. 2011-2012 სტაციონარული დაწესებულებების ნებართვები და სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიები კანონმდებლობის შესაბამისად. 4. შესაბამისი უწყებების თანამშრომელთა შესაძლებლობების განვითარება. 4.1. სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა პროფესიული გადამზადება სტამბულის პროტოკოლის შესაბამისად. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. 2011 – 2013 ჩატარებული ტრენინგების რაოდენობა, ბენეფიციართა რაოდენობა, ტრენინგების მოდულები. 4.2. მოსამართლეებისა და მათი თანაშემწეების კვალიფიკაციის ამაღლების გაგრძელება ტრენინგების გზით. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იუსტიციის უმაღლესი სკოლა, სასამართლო ხელისუფლების ორგანოები. 2011 – 2013 ჩატარებული ტრენინგების რაოდენობა, ბენეფიციართა რაოდენობა, ტრენინგების მოდულები. 4.3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურიკულუმის შემდგომი დახვეწა. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იუსტიციის უმაღლესი სკოლა, სასამართლო ხელისუფლების ორგანოები. 2011 – 2013 განახლებული კურიკულუმი. 4.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების გაგრძელება ტრენინგების გზით. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 2011 – 2013 ჩატარებული ტრენინგების რაოდენობა, ბენეფიციართა რაოდენობა, ტრენინგების მოდულები. 4.5. პოლიციის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების გაგრძელება ტრენინგების გზით ძალის გამოყენების სტანდარტებთან დაკავშირებით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 2011 – 2013 ჩატარებული ტრენინგების რაოდენობა, ბენეფიციართა რაოდენობა, ტრენინგების მოდულები. 4.6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება დაკავებისას პირის გარეგნული დათვალიერების თაობაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 2011 – 2013 ჩატარებული ტრენინგების რაოდენობა, ბენეფიციართა რაოდენობა, ტრენინგების მოდულები. 4.7. მოსამართლეთა კვალიფიკაციის ამაღლების გაგრძელება ტრენინგების გზით პატიმრობის ალტერნატიული ღონისძიებებით ჩანაცვლების თაობაზე. სასამართლო ხელისუფლების ორგანოები. 2011 – 2013 ჩატარებული ტრენინგების რაოდენობა, ბენეფიციართა რაოდენობა, ტრენინგების მოდულები. 4.8. პროკურორების კვალიფიკაციის ამაღლების გაგრძელება ტრენინგების გზით პატიმრობის ალტერნატიული ღონისძიებებით ჩანაცვლების თაობაზე. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. 2011 – 2013 ჩატარებული ტრენინგების რაოდენობა, ბენეფიციართა რაოდენობა, ტრენინგების მოდულები. 4.9. პროკურორების კვალიფიკაციის ამაღლების გაგრძელება ტრენინგების გზით არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე რეაგირებისა და ეფექტიანი გამოძიების თაობაზე. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. 2011 – 2013 ჩატარებული ტრენინგების რაოდენობა, ბენეფიციართა რაოდენობა, ტრენინგების მოდულები. 4.10. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო. 2011 – 2013 ჩატარებული ტრენინგების რაოდენობა, ბენეფიციართა რაოდენობა, ტრენინგების მოდულები. 4.11. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო. 2011 – 2013 ჩატარებული ტრენინგების რაოდენობა, ბენეფიციართა რაოდენობა, ტრენინგების მოდულები. 4.12. დაცვის ადვოკატთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა არასათანადო მოპყრობის შესახებ. საკოორდინაციო საბჭო. 2011 – 2013 საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ოქმი. 4.13. ფსიქიატრიული დაწესებულებების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება პაციენტის იზოლირების მეთოდების გამოყენების თაობაზე. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ჩატარებული ტრენინგების რაოდენობა, ბენეფიციართა რაოდენობა, ტრენინგების მოდულები. 5. თავისუფლების შეზღუდვის დაწესებუ-ლებებში სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება. 5.1. სისხლის სამართლის რეფორმის ფარგლებში პენიტენციარული სისტემის ჯანდაცვის სტრატეგიისა და 2011 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავება და მიღება. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, საკოორდინაციო საბჭო. 2011 ჯანდაცვის დამტკიცებული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. 5.2. პენიტენციარული სისტემის ჯანდაცვის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ყოველწლიური მოხსენების წარდგენა საკოორდინაციო საბჭოს წინაშე. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო. 2011 – 2013 საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ოქმი. 5.3. ფსიქიატრიული დაწესებულებების მედიკამენტოზური მომარაგების გაუმჯობესება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 2011 – 2013 გარე მონიტორინგის ანგარიში. 5.4. ფსიქიატრიული დაწესებულებების პაციენტთათვის სამედიცინო, მათ შორის, სტომატოლოგიური მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 2011 – 2013 შიგა და გარე მონიტორინგის ანგარიშები. 5.5. ფსიქიატრიულ დაწესებულებებში სარეაბილიტაციო პროგრამების ზოგადი მიმართულებების შემუშავება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 2011 – 2013 შემუშავებული და მოქმედი სარეაბილიტაციო პროგრამები. 5.6. გასაჩივრებისა და დისციპლინური ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო. 2011 – 2013 შიგა და გარე მონიტორინგის ანგარიშები. 5.7. ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტის იზოლირების შემთხვევათა აღრიცხვა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 2011 – 2013 შიგა და გარე მონიტორინგის ანგარიშები. 6. საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. 6.1. შიგა მონიტორინგის შედეგების საზოგადოებისათვის გაცნობა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 2011 – 2013 ვებგვერდზე განთავსებული შიგა მონიტორინგის მიერ შემუშავებული ანგარიშები. 6.2. გარე მონიტორინგის ორგანოთა მიერ შემუშავებული ანგარიშების გასაჯაროება. საქართველოს მთავრობა, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტი (CPT), წამების საწინააღმდეგო კომიტეტი (SPT). 2011 – 2013 გამოქვეყნებული ანგარიშები. 6.3. პატიმართა წერილობითი ინფორმირება მათი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო. 2011 – 2013 პატიმართა უფლებების შესახებ დაბეჭდილი და გავრცელებული საინფორმაციო ბროშურები. 6.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებულ პირთა წერილობითი ინფორმირება მათი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 2011 – 2013 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებულ პირთა უფლებების შესახებ დაბეჭდილი და გავრცელებული საინფორმაციო ბროშურები. 6.5. არასრულწლოვან პატიმართა წერილობითი ინფორმირება მათი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ მათთვის გასაგები ფორმით. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო. 2011 – 2013 არასრულწლოვან პატიმართათვის მათთვის გასაგები ფორმით დაბეჭდილი და გავრცელებული საინფორმაციო ბროშურები. 6.6. ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა და მათი ოჯახის წევრთა ინფორმირება პაციენტთა უფლებების შესახებ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 2012 – 2013 პაციენტთა უფლებების შესახებ დაბეჭდილი და გავრცელებული საინფორმაციო ბროშურები. 6.7. იმ მრავალპროფილიან დაწესებულებებში, სადაც ინტეგრირებული იქნება ფსიქიატრიის განყოფილებები, სამედიცინო პერსონალის ცოდნის ამაღლება ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა სტიგმატიზაციის შესახებ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 2011 – 2012 მრგვალი მაგიდის შეხვედრების ოქმები. [1] ყოველწლიურად საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება დაგეგმილი სარემონტო ობიექტების სია შესაბამისი უწყებების მიერ.