საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 10.05.2011
ძალის დაკარგვა 13.05.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 360110010.22.023.016057
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110511012, 16/05/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 29.05.2009
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:LitMtavrPS; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Times New Roman","serif";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:50.45pt 50.45pt 50.45pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის
ბრძანება №16
2011 წლის 10 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №132 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ
:
1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულება”.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 29 მაისის №19 ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე”.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ ხაჩიძე
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც მოქმედი კანონმდებლობისა და მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს ატმოსფერული ჰაერისა და ზედაპირული წყლის რესურსების (მათ შორის, შავი ზღვის) დაცვის, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის და ჰიდრომეტეოროლოგიური და კლიმატის ცვლილების რეგულირების ღონისძიებებს.
მუხლი 2🔗
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, სამინისტროს დებულებით, საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) ბრძანებებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 3🔗
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
თავი II
დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და უფლებამოსილებები
მუხლი 4🔗
1. თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ატმოსფერული ჰაერის და ზედაპირული წყლის (მათ შორის, შავი ზღვის) დაბინძურებისგან დაცვის ღონისძიებებში მონაწილეობა, ატმოსფერული ჰაერის, წყლის, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების და ჰიდრომეტეოროლოგიისა და კლიმატის ცვლილების რეგულირების ღონისძიებებში მონაწილეობა.
2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებამოსილებებს წარმოადგენს:
ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის და ზედაპირული წყლის (მათ შორის, შავი ზღვის) დაცვის, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის, ჰიდრომეტეოროლოგიისა და კლიმატის ცვლილების რეგულირების სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის უზრუნველყოფა;
ბ) ჰაერდაცვითი, წყალდაცვითი, ნარჩენებისა და ქიმიურ ნივთიერებათა რეგულირების და ჰიდრომეტეოროლოგიისა და კლიმატის ცვლილების რეგულირების ღონისძიებების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი განხორციელებისათვის გამიზნულ სამუშაოთა შესრულების კოორდინაცია;
გ) წყლის დაშრეტისაგან დაცვის ღონისძიებების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი განხორციელებისათვის გამიზნულ სამუშაოთა შესრულების კოორდინაცია;
დ) ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონცეფციების, სამოქმედო გეგმების, პროექტებისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში და განხორციელებაში მონაწილეობა;
ე) ატმოსფერული ჰაერის და წყლის რესურსების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზებაში მონაწილეობა;
ვ) ატმოსფერული ჰაერისა და წყლის რესურსების ხარისხობრივი მდგომარეობისა და მავნე ნივთიერებათა ჰაერში გაფრქვევებისა და წყლის გამოყენებისა და წყალში ჩაშვების რაოდენობრივი მნიშვნელობების სახელმწიფო აღრიცხვის, ანგარიშგებისა და შეფასების მაჩვენებელთა (ინდიკატორთა) შემუშავებაში მონაწილეობა;
ზ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების და წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის ანგარიშგების ფორმების წარმოების წესის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
თ) კლიმატის ცვლილების პრობლემებზე წარმოებულ სამუშაოთა სახელმწიფო რეგულირების, სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ი) საქართველოს ტერიტორიაზე ოზონდამშლელ ნივთიერებათა რეგულირების წესების განსაზღვრა;
კ) გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმებისა და გარემოზე დატვირთვის ნორმების შემუშავებაში მონაწილეობა;
ლ) წყლის სახელმწიფო კადასტრის, წყალსამეურნეო ბალანსების, მდინარეთა აუზების მართვის გეგმების შესადგენ სამუშაოთა ორგანიზება;
მ) ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტების განხილვა და შეთანხმება;
ნ) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები (ან დროებით შეთანხმებული) გაფრქვევის ნორმების პროექტების განხილვა და შეთანხმება;
ო) იმ საწარმოების მიერ მომზადებული ზედაპირული წყლის ობიექტებში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმების პროექტების განხილვა და შეთანხმება, რომელთა საქმიანობა ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას;
პ) გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების განხილვა;
ჟ) ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების გამოყენების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, ტრანსპორტირების, გადამუშავების, გაუვნებლობისა და განთავსების მართვის განხორციელების უზრუნველყოფა;
რ) დეპარტამენტის კომპეტენციით განსაზღვრულ საკითხებზე სახელმწიფო დაწესებულებებისა და სხვა პირებისაგან (სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სათანადო ინფორმაციის, სტატისტიკური ანგარიშების და სხვა მასალების კანონმდებლობით დადგენილი წესით მოთხოვნა;
ს) ატმოსფერულ ჰაერში და ზედაპირული წყლის ობიექტებში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების/ჩაშვების შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა;
ტ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის მომზადებაში მონაწილეობა;
უ) საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ფ) საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულების ხელშეწყობა;
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა
მუხლი 5🔗
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) აწარმოებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობის საერთო ხელმძღვანელობას და ახორციელებს კონტროლს მათ საქმიანობაზე;
ბ) ადგენს დეპარტამენტის სამუშაო გეგმას და პასუხისმგებელია მის შესრულებაზე;
გ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
დ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ე) ითანხმებს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის პროექტებს და ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები (ან დროებით შეთანხმებული) გაფრქვევის ნორმების პროექტებს;
ვ) განიხილავს და ითანხმებს იმ საწარმოების ზედაპირული წყლის ობიექტებში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმების პროექტებს, რომელთა საქმიანობა ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას.
ზ) ითანხმებს ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტის პროექტებს;
თ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშს დადგენილ ვადებში;
ი) პასუხისმგებელია სამუშაო გეგმების, მინისტრის ბრძანებების და დავალებების შესრულებაზე;
კ) კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ორგანიზების მიმდინარეობას.
3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს წყლის რესურსების მართვის სამმართველოს უფროსი.
მუხლი 6🔗
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველო;
ბ) წყლის რესურსების მართვის სამმართველო;
გ) ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამმართველო;
დ) ჰიდრომეტეოროლოგიური და კლიმატის ცვლილების სამმართველო.
მუხლი 7🔗
თავისი კომპეტენციის ფარგლებში ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი განხორციელებისათვის გამიზნულ სამუშაოთა შესრულების კოორდინაცია;
ბ) ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონცეფციების, სამოქმედო გეგმების, პროექტებისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;
გ) ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზებაში მონაწილეობა;
დ) ატმოსფერული ჰაერის ხარისხობრივი მდგომარეობისა და მავნე ნივთიერებათა ჰაერში გაფრქვევების რაოდენობრივი მნიშვნელობების სახელმწიფო აღრიცხვის, ანგარიშგებისა და შეფასების მაჩვენებელთა (ინდიკატორთა) შემუშავებაში მონაწილეობა;
ე) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ ჰაერში გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის და მათი ნორმირების, სახელმწიფო აღრიცხვის ანგარიშგებისა და შეფასების მეთოდოლოგიური საფუძვლების შემუშავებაში მონაწილეობა;
ვ) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის და ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული ნორმების პროექტების განხილვა და შეთანხმების უზრუნველყოფა;
ზ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის მონაცემთა დამუშავება და ანალიზი;
თ) გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების განხილვა;
ი) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის მომზადებაში მონაწილეობა;
კ) საქართველოს ტერიტორიაზე ოზონდამშლელ ნივთიერებათა რეგულირების წესების განსაზღვრა;
ლ) ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
მ) საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულების ხელშეწყობა.
მუხლი 8🔗
თავისი კომპეტენციის ფარგლებში წყლის რესურსების მართვის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) წყალდაცვითი ღონისძიებების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი განხორციელებისათვის გამიზნულ სამუშაოთა შესრულების კოორდინაცია;
ბ) წყლის დაშრეტისაგან დაცვის ღონისძიებების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი განხორციელებისათვის გამიზნულ სამუშაოთა შესრულების კოორდინაცია;
გ) წყლის სახელმწიფო კადასტრის, წყალსამეურნეო ბალანსების, მდინარეთა აუზების მართვის გეგმების შესადგენ სამუშაოთა ორგანიზება;
დ) იმ საწარმოების ზედაპირული წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზდჩ) ნორმების განხილვისა და შეთანხმების უზრუნველყოფა, რომელთა საქმიანობა ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას;
ე) ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტების განხილვისა და შეთანხმების უზრუნველყოფა;
ვ) წყალსარგებლობის ანგარიშგების მონაცემების ანალიზი და პროგრამული დამუშავების ორგანიზება;
ზ) ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონცეფციების, სამოქმედო გეგმების, პროექტებისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;
თ) წყლის რესურსების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზებაში მონაწილეობა;
ი) წყალსარგებლობის სახელმწიფო აღრიცხვის ანგარიშგებისა და შეფასების მეთოდოლოგიური საფუძვლების შემუშავებაში მონაწილეობა;
კ) გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების განხილვა;
ლ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის მომზადებაში მონაწილეობა;
მ) ზედაპირული წყლის (მათ შორის, შავი ზღვის) დაცვის სფეროში საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ნ) საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულების ხელშეწყობა.
მუხლი 9🔗
თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნარჩენების და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი განხორციელებისათვის გამიზნულ სამუშაოთა შესრულების კოორდინაცია;
ბ) ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონცეფციების, სამოქმედო გეგმების, პროექტებისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში და განხორციელებაში მონაწილეობა;
გ) საშიში ქიმიური ნივთიერებების რეგისტრაციასა და ერთიან სახელმწიფო რეესტრის წარმოებაში მონაწილეობის მიღება;
დ) ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების და მათგან დაბინძურებული ტერიტორიების აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება;
ე) ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების გამოყენების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, ტრანსპორტირების, გადამუშავების, გაუვნებლობისა და განთავსების რეგულირების მართვის განხორციელების უზრუნველყოფა.
ვ) ვადაგასული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნარჩენების რეგულირების კოორდინაცია;
ზ) გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების განხილვა;
თ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის მომზადებაში მონაწილეობა;
ი) ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
კ) საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულების ხელშეწყობა.
მუხლი 10🔗
თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჰიდრომეტეოროლოგიური და კლიმატის ცვლილების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) კლიმატის ცვლილების პრობლემებზე წარმოებულ სამუშაოთა სახელმწიფო რეგულირების, სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა. საქართველოში კლიმატის ცვლილების შესახებ დაინტერესებული მხარეების ფაქტობრივი და პროგნოზული ინფორმაციით უზრუნველყოფა;
ბ) კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლა, კლიმატის ცვლილების შემარბილებელი ზომების განმახორციელებელი პროექტების შესახებ ინფორმაციის მოძიება. კლიმატის ცვლილების შესუსტების ღონისძიებებთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება;
გ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის „კიოტოს ოქმით” განსაზღვრული სუფთა განვითარების მექანიზმის (სგმ) კონვენციისადმი საქართველოს ეროვნული შეტყობინებების მომზადების კოორდინაცია, ქვეყნის შესაბამის სამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით;
დ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის „კიოტოს ოქმით” განსაზღვრული სუფთა განვითარების მექანიზმის (სგმ) კონვენციით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების ხელშეწყობა;
ე) საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის „კიოტოს ოქმით” განსაზღვრული სუფთა განვითარების მექანიზმის (სგმ) განსაზღვრული პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება;
ვ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის „კიოტოს ოქმით” განსაზღვრული სუფთა განვითარების მექანიზმის (სგმ) კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად სათბურის გაზების ემისიის შემცირებისაკენ და შთანთქმის გაძლიერებისაკენ მიმართული პროექტების მომზადების ხელშეწყობა;
ზ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის „კიოტოს ოქმით” განსაზღვრული სუფთა განვითარების მექანიზმის (სგმ) ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა;
თ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის მომზადებაში მონაწილეობა.
მუხლი 11🔗
1. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
2. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;
გ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია სამმართველოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
დ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
ე) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის დავალებებს.
3. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
მუხლი 12🔗
დეპარტამენტის თანამშრომლებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.