„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 23 ოქტომბრის №1-1/2388 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/722
სარეგისტრაციო კოდი
010340000.22.024.016075
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110511024, 11/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ი ს

ბრძანება №1-1/722

2011 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ”საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 23 ოქტომბრის №1-1/2388ბრძანებაში ცვლილებ ების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ”  საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 23 ოქტომბრის №1-1/2388 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში  (სსმ III, 28.10.2009,  №132, მუხ.1525) შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილებები:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”ა) სამინისტროსა და მისი ტერიტორიული ორგანოების საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა”.

ბ)  მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სამინისტროსა და მისი ტერიტორიული ორგანოების საბიუჯეტო სახსრებისა და საშუალებების დაგეგმვის უზრუნველყოფა”.

გ)  მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებათა ფარგლებში სამინისტროს და მისი ტერიტორიული ორგანოების მიერ სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად დოკუმენტაციის მომზადება, შესყიდვის პროცედურის კოორდინაცია და კონტროლი”.

დ)  ამოღებულ იქნეს მე-2 მუხლის პირველი პუნქტიდან ,,ს”, ,,ტ”, ,,უ”, ,,ფ”, ,,ქ”, ,,ღ”, ,,ყ” ქვეპუნქტები;

 ე)  მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4

1. ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) საფინანსო,სახელმწიფო შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტი;

ბ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;

გ) საქმისწარმოების სამმართველო;

დ) საიდუმლოების დაცვის რეჟიმის სამმართველო;

ე) პროტოკოლის სამმართველო.

2. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელიც  წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის,  ადმინისტრაციის უფროსის და მინისტრის წინაშე.

3. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და ადმინისტრაციის უფროსის, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის და მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

 5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე უფლებამოსილია ხელი მოაწეროს დეპარტამენტში მომზადებულ, სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გასაგზავნ კორესპონდენციას.

6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ადმინისტრაციის უფროსის და მინისტრის წინაშე.

7. კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

8. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც  წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის და ადმინისტრაციის უფროსის  წინაშე.

9. სამმართველოს უფროს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, რომელიც მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.”.

ვ)ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლი;

ზ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6

1. საფინანსო, სახელმწიფო შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის ქვედანაყოფებია:

 ა) საფინანსო სამმართველო;  

 ბ)  ლოჯისტიკის სამმართველო;

 გ) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო.

  2. საფინანსო, სახელმწიფო შესყიდვების და ლოჯისტიკის დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:

ა) სამინისტროს საფინანსო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;

 ბ) სამინისტროს და ტერიტორიული ორგანოების ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შედგენა და მისი აღსრულების კოორდინაცია;

გ) წლიური საბიუჯეტო კანონით სამინისტროს ცენტრალური აპარატის,  სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ბიუჯეტის პროექტის შედგენა და მათი კოორდინაცია;

დ) სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანოებიდან ბიუჯეტის პროექტის შესადგენად ფაქტობრივი შესრულების ამსახველი მონაცემების მოთხოვნა და მიღება. საჭიროების შემთხვევაში ცალკეული საკითხების განსახილველად და დასამუშავებლად სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანოებიდან წარმომადგენლების, სპეციალისტების მოწვევა და საჭირო ინფორმაციის მოთხოვნა;

ე) წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად, სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების დამტკიცებულ გეგმებში საჭიროების მიხედვით ცვლილებების მომზადების უზრუნველყოფა;

ვ) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოებისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების დანიშნულებისამებრ და მიზნობრივად ხარჯვის უზრუნველყოფა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა;

თ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშებისა და გაცემის უზრუნველყოფა;

ი) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსთვის გამოყოფილი სახსრების დანიშნულებისამებრ და მიზნობრივად ხარჯვის უზრუნველყოფა;

კ) სამინისტროს საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობის აღრიცხვის სისწორის დაცვის, ოპერატიული ინფორმაციის, ბუღალტრული და საფინანსო ანგარიშების დროულად შედგენისა და შესაბამის უწყებებში წარდგენის უზრუნველყოფა;

ლ) საბუღალტრო საბუთების წარმოების, გაფორმების, შენახვისა და დადგენილი წესით მათი არქივში ჩაბარების უზრუნველყოფა;

მ) სამინისტროს მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით ბიუჯეტში თანხების ჩარიცხვის მიმდინარეობის კონტროლი;

ნ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის მომარაგება/განაწილება  საორგანიზაციო ტექნიკა-მოწყობილობებით, ტრანსპორტით, საკანცელარიო და სხვა აუცილებელი ინვენტარითა და ნივთებით;

ო) სამინისტროს სამეურნეო ინფრასტრუქტურის გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირება, მათ შორის, სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის გათბობისა და კონდიცირების საკითხების ორგანიზება, წყლით, ელექტროენერგიით უზრუნველყოფა;

პ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ბალანსზე რიცხული  მატერიალური ფასეულობების დაცვის უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ჟ) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

რ) სამინისტროს ადმინისტრაციული შენობისა და ეზოს მოვლა-პატრონობისა და მოწესრიგების უზრუნველყოფა;

ს) საჭიროებისამებრ სამინისტროს ადმინისტრაციული  შენობისათვის აუცილებელი კაპიტალური, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების მოცულობის განსაზღვრის, შესაბამისი პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვების განხილვისა და წინადადებების წარმოდგენის უზრუნველყოფა. სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების კოორდინაცია;

ტ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცენტრალიზებული აღრიცხვის, მათი ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;

უ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სამინისტროს საწვავით უზრუნველყოფა. სათადარიგო ნაწილების გაცემა და ჩამოწერა;

ფ) სასაწყობე მეურნეობის სწორად წარმართვის კოორდინაცია, კონტროლის განხორციელება საკანცელარიო საქონლის ხარჯვაზე;

ქ) სამინისტროს ძირითადი საშუალებების და სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის ჩატარებისა და ორგანიზების უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ღ) ზედამხედველობისა და კონტროლის გაწევა სამინისტროს ცენტრალური აპარატის დამხმარე მოსამსახურეებისათვის;

ყ) სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;

შ) სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფო შესყიდვებისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში შესყიდვების წლიური გეგმის შემუშავება და სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ დამტკიცებული გეგმის კანონმდებლობით დადგენილი წესით შესყიდვების სააგენტოში წარდგენა;

ჩ) დამტკიცებული გეგმის შესაბამისად შესყიდვის საშუალების განსაზღვრა და დოკუმენტაციის მომზადება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ც) სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფო შესყიდვებისათვის  გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში შესაბამისი შესყიდვების განხორციელება;

ძ) კვარტალური ანგარიშების შედგენა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

წ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონითა და  შესაბამისი ნორმატიული აქტების შესაბამისად, სამინისტროს მიერ შერჩეულ მიმწოდებელთან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მომზადება და დადება;

ჭ) კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე;

ხ) სამინისტროს დებულებითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ ფარგლებში, სამინისტროსა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა ცალკეული დავალებების შესრულება.

თ) ამოღებულ იქნეს 6მუხლი;

ი)ამოღებულ იქნეს მე-7 მუხლი;

კ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9

1. საქმისწარმოების სამმართველოს ქვედანაყოფია კანცელარიის არქივი.

2. საქმისწარმოების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საქმისწარმოების სამმართველო მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ახორციელებს მატერიალური და  ელექტრონული ფორმით;

ბ) სამინისტროში ყოველდღიურად შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის რეგისტრაცია, დამუშავება სათანადო კომპიუტერული პროგრამით და მოძრაობა კანონმდებლობით დადგენილი საქმისწარმოების ერთიანი წესის შესაბამისად;

გ) საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის, მთავრობის,   მინისტრის დავალებებისა და მითითებების შესრულების კონტროლის განხორციელებისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება ადმინისტრაციის უფროსისათვის;

დ) კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე მინისტრის ბრძანებების პროექტების, ინსტრუქციების, რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;

ე) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოსამსახურეთა და მოქალაქეთათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება;

ვ) გაანაწილოს და გადასცეს რეგისტრირებული კორესპონდენცია მინისტრს,  მინისტრის მოადგილეებს და შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს;

ზ) უზრუნველყოს მინისტრის ბრძანებების რეესტრის წარმოება და შენახვა;

თ) უზრუნველყოს სამინისტროდან გასაგზავნი კორესპონდენციის დამუშავება და დროული გაგზავნა ადრესატთან;

ი) სამინისტროს ხელმძღვანელთა დავალებების ოპერატიულად შესრულებისათვის დროულად გადასცეს შესაბამისი ინფორმაცია სამინისტროში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს;

კ) შეინახოს და გამოიყენოს არსებული წესის შესაბამისად კანცელარიის მუშაობისათვის განკუთვნილი ბეჭედი და სარეგისტრაციო შტამპები;

ლ) კომპეტენციის შესაბამისად მოამზადოს სათანადო მასალები სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის;

მ) უზრუნველყოს სამინისტროს საქმისწარმოების ინსტრუქციით გათვალისწინებული წესების დაცვა;

ნ) დაამოწმოს ხელმოწერითა და ბეჭდით დოკუმენტების ასლები;

ო) დაამოწმოს სამინისტროში მოვლინებული მოქალაქეების სამივლინებო ბარათები.

3. საქმისწარმოების სამმართველოს არქივი ახორციელებს საარქივო საქმის წარმოებას სახელმწიფო საარქივო ფონდში შესანახად განკუთვნილი დოკუმენტების დაცვას მატერიალური და ელექტრონული ფორმით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ქობალია