„ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.30.99 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მთავრობის
დადგენილება №11.25.445
2011 წლის 10 მაისი
ქ. თბილისი
„ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.30.99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
1. „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.30.99 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 71, 72 და 73 პუნქტები:
„71. სააგენტო, ქ. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილების გარეშე, გამოსცემს აქტს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების, ფართობის ცვლილების (შემცირების) ან ფართობის უცვლელად საზღვრების შეცვლის შესახებ, თუ დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების შესახებ წარმოდგენილი იქნება:
ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობის მონაცემებით;
ბ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის ნაკვეთის დაუზუსტებელი ფართობის მონაცემებით;
გ) საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა.
72. წინამდებარე დადგენილების 71 პუნქტის შესაბამისად, გამოცემული აქტის საფუძველზე, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება, ფართობის ცვლილება ან საზღვრების შეცვლა შესაძლებელია განხორციელდეს არა უმეტეს 1500 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე და თუ ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, შესაბამისი აქტის გამოცემის დროისთვის, არ არის განკარგული.
73. სააგენტო, ქ. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილების გარეშე, იღებს გადაწყვეტილებას ქ. თბილისის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ, ქალაქგეგმარებითი პირობების გათვალისწინებით და ქ. თბილისის მთავრობის მიერ დადგენილი ფორმულით მიღებული საწყისი ფასით, ექვსთვიანი განვადების ვადით. სხვა ფასითა და პირობებით, მათ შორის, ინვესტიციის განხორციელების პირობით, აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქ. თბილისის მთავრობა.
ბ) დადგენილების მე-9 პუნქტით დამტკიცებული დანართის „საიჯარო პირობების” 10.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10.1. მეიჯარე თანახმაა, მოიჯარემ იჯარით გადაცემული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის: გააქირაოს, ქვეიჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს) მესამე პირს მეიჯარესთან შემდგომი შეთანხმების გარეშე. ამასთან, მოიჯარე პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.“
გ) დადგენილების მე-9 პუნქტით დამტკიცებული დანართის ”საიჯარო პირობების” მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. მოიჯარე ვალდებულია:
11.1. აცნობოს დაუყოვნებლივ მეიჯარეს, თუ ქონებას აღმოაჩნდება ნაკლი;
11.2. მოთხოვნისთანავე მეიჯარეს წარუდგინოს წერილობითი ინფორმაცია საიჯარო პირობებით და საქართველოს კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად;
11.3. ხელი შეუწყოს მეიჯარეს, საიჯარო პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე დოკუმენტური და ვიზუალური მონიტორინგის განხორციელებაში;
11.4. ხელი შეუწყოს მეიჯარეს, კანონმდებლობით და საიჯარო პირობებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში;
11.5. საიჯარო პირობების დარღვევის შემთხვევაში, მოიჯარეს ეკისრება 12.1-12.3 პუნქტებით განსაზღვრული პირგასამტეხლო.“.
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ქ. თბილისის მერი გ. უგულავა