„ძველი თბილისის რეაბილიტაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის - ”ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” - დამატებითი ეტაპის გამოცხადებისა და მისი განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 15 აპრილის №08.38.321 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მთავრობის
დადგენილება №11.26.446
2011 წლის 10 მაისი
ქ. თბილისი
„ძველი თბილისის რეაბილიტაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის – „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” - დამატებითი ეტაპის გამოცხადებისა და მისი განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 15აპრილის №08.38.321 დადგენილებაში ცვლილებ ის შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
1. „ძველი თბილისის რეაბილიტაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის – „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” – დამატებითი ეტაპის გამოცხადებისა და მისი განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 15აპრილის №08.38.321 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ „ძველი თბილისის რეაბილიტაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“დამატებითი ეტაპის განხორციელების წეს სა და პირობებ ში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე -2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მენაშენე – ნებისმიერი ფიზიკური, იურიდიული პირი ან ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა, რომელიც ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ უძრავ ქონებაზე ფლობს მოქმედ მშენებლობის ნებართვას.“
ბ) მე -3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს მენაშენეს, რომელიც ფლობს ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში III, IV ან V კლასის შენობა -ნაგებობის მშენებლობის ნებართვას, რომელიც მოიცავს ასევე მშენებლობის ნებართვას შენობა -ნაგებობის რეკონსტრუქციაზე.“
გ) მე -4 მუხლის პირველი და მე -2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პროგრამის ფარგლებში მონაწილეობის მისაღებად მენაშენემ განაცხადით უნდა მიმართოს სააგენტოს და წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია მისამართზე: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. 7:
ა) იურიდიულმა პირმა:
ა.ა) წესდების ნოტარიალურად დამოწმებული ასლი;
ა.ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირების რეესტრიდან ;
ა.გ) უფლებამოსილი ორგანოს ან პირის გადაწყვეტილება პროგრამაში მონაწილეობის თანხმობაზე;
ა .დ) ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იურიდიული პირის რეორგანიზაცია/ ლიკვიდაცია სთან დაკავშ ი რებით ;
ა .ე) ცნობა სასამართლოდან იურიდიული პირის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებ ის შესახებ ;
ა .ვ) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, იურიდიული პირის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) შესახებ.
ბ) ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობამ:
ბ .ა) ამხანაგობის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლი ნოტარიალურად დამოწმებული;
ბ .ბ)პროგრამაში მონაწილეობის მიღებაზე ამხანაგობის წევრთა გადაწყვეტილების ოქმი, ნოტარიალურად დამოწმებული;
ბ .გ) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) შესახებ;
ბ.დ) ცნობა სასამართლოდან ამხანაგობის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებ ის შესახებ.
გ) ფიზიკურმა პირმა:
გ.ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ.ბ) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ფიზიკური პირის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) შესახებ;
გ.გ) ამონაწერი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრიდან ფიზიკური პირის შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა პირებმა ასევე უნდა წარმოადგინონ:
ა) მოქმედი მშენებლობის ნებართვის ასლი და შესაბამისი სამშენებლო დოკუმენტაცია, იმ ასაშენებელი ცალკეული ბინების საცხოვრებელი ფართის მითითებით, რომლის შესყიდვის დაპირების მისაღებადაც ხდება განაცხადის წარდგენა;
ბ) მშენებლობის არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა (ბეჭდვითი და ელექტრონული ფორმით ჩაწერილი კომპაქტ დისკზე);
გ) განმცხადებელმა, ასევე უნდა წარმოადგინოს მშენებლობის დასასრულებლად აუცილებელი, დარჩენილი სამუშაოების ჩამონათვალი და ამ სამუშაოთა შესრულების კონკრეტული ვადები. სამუშაოების ჩამონათვალი უნდა გაიწეროს მშენებლობის ნებართვით განსაზღვრული ვადის გათვალისწინებით .“
დ) მე -6 მუხლის მე -3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დაპირებაში განისაზღვრება ასაშენებელი ბინების მაქსიმალური საცხოვრებელი ფართი, რომლის შესყიდვის დაპირებასაც გასცემს სააგენტო და იმ თანხის მაქსიმალური რაოდენობა, რა ფარგლებშიც უზრუნველყოფს სააგენტო ფართის შესყიდვას.“;
ე) მე -7 მუხლი ს:
ე.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. იმ შემთხვევაში, თუ შენობის ექსპლუატაციაში მიღებიდან და შემდგომ საჯარო რეესტრში რეგისტრაციიდან სამი თვის განმავლობაში არ მოხდება ბინების რეალიზაცია, მენაშენე/ ფინანსური ინსტიტუტი უფლებამოსილია მომდევნო 12 თვის ვადაში წერილობით მიმართოს სააგენტოს და დააყენოს მოთხოვნა , გაცემული დაპირების შესაბამისად , განსაზღვრული ბინების საცხოვრებელი ფართის სრულად ან ნაკლები რაოდენობით შესყიდვის თაობაზე.“;
ე.ბ) მე -4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სააგენტო შეისყიდის ბინებს მხოლოდ თეთრი კარკასის მდგომარეობაში , რაც მოიცავს კარ-ფანჯარას გარე პერიმეტრზე,რკინის კარს, გაყვანილ შიდა ელექტროქსელს, გალესილ კედლებს, ბინამდე მიყვანილ ვერტიკალურ კომუნიკაციებს (წყალი/კანალიზაცია, დენი, ბუნებრივი აირი) და მოჭიმულ იატაკს.“;
ე.გ) მე -6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) შეძენილ ქონებაზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდება სააგენტოს საკუთრების უფლება.“
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ქ. თბილისის მერი გ. უგულავა