"რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს #1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1/66
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110511034, 16/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №1/66          

2011 წლის 31 მარტი        

 ქ. თბილისი

„რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. პირველი მუხლი ამოღებულ იქნეს.

2. 28-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

3. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 37. სენაკის რაიონული სასამართლო

1. შეიქმნას სენაკის რაიონული სასამართლო.

2. სენაკის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს სენაკის, აბაშისა და მარტვილის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. სენაკის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 4მოსამართლით.

4. სენაკის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 2 მოსამართლით, რომელთაგან:

ა) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს აბაშის მუნიციპალიტეტში;

ბ) 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს მარტვილის მუნიციპალიტეტში.“.

4. 59-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნოს: ამბროლაურის, გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის,ვანის, ზესტაფონის, ზუგდიდის, ლენტეხის, მესტიის, ოზურგეთის, სამტრედიის, საჩხერის, სენაკის, ჩხოროწყუს, ცაგერის, წალენჯიხის, ხელვაჩაურის, ხობისა და ხონის რაიონული, ბათუმის, ფოთისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები.".

5. გადაწყვეტილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 626 მუხლი:

     „მუხლი 626. სენაკის, აბაშისა და მარტვილის რაიონული სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებები

1. 2011 წლის 6 მაისიდან ლიკვიდირებულ იქნეს სენაკის, აბაშისა და მარტვილის რაიონული სასამართლოები. აღნიშნული სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით 2011 წლის 6 მაისამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) უზრუნველყოფილ იქნეს ლიკვიდაციას დაქვემდებარებული სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეების, დოკუმენტაციის და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების აღწერა-ინვენტარიზაცია და მათი სენაკის რაიონული სასამართლოსათვის გადაცემის ორგანიზება;

ბ) განხორციელდეს სენაკის რაიონული სასამართლოს საკადრო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ორგანიზება;

გ) უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლოების ლიკვიდაციასა და სენაკის რაიონული სასამართლოს შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა.

2. აბაშისა და მარტვილის რაიონული სასამართლოების წარმოებაში არსებული მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საქმეების განხილვა 2011 წლის 6 მაისიდან წარიმართოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო სენაკის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეები, ასევე აბაშისა და მარტვილის რაიონული სასამართლოების წარმოებაში არსებული რაიონული სასამართლოს განსჯადი საქმეები 2011 წლის 6 მაისიდან გადაეცეს სენაკის რაიონულ სასამართლოს და მათი განხილვა გაგრძელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა უზრუნველყოს ამ მუხლში აღნიშნული სასამართლოების სალიკვიდაციო კომისიის შექმნა.".

    მუხლი 2

1. ეს გადაწყვეტილება, გარდა პირველი მუხლის პირველი–მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2011 წლის 5 აპრილიდან.

2. ამ გადაწყვეტილების პირველი მუხლის პირველი–მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2011 წლის 6 მაისიდან.

ვ. ცერცვაძე

საქართველოს იუსტიციის          

უმაღლესი საბჭოს მდივანი