"თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების, რაიონული (საქალაქო) სასამართლოების აპარატების სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2010 წლის 29 ნოემბრის #1/232 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №1/77
2011 წლის 26 აპრილი
ქ. თბილისი
„თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების, რაიონული (საქალაქო) სასამართლოების აპარატების სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2010 წლის 29 ნოემბრის №1/232 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების, რაიონული (საქალაქო) სასამართლოების აპარატების სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2010 წლის 29 ნოემბრის №1/232 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ სტრუქტურასა და საშტატო ნუსხაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. III ნაწილის („რაიონული (საქალაქო) სასამართლოების აპარატების სტრუქტურა და საშტატო ნუსხა“):
ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს აპარატის
სტრუქტურა და საშტატო ნუსხა
| აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა საშტატო ერთეულის (თანამდებობის) დასახელება | საშტატო ერთეულის რაოდენობა |
| 1. მოსამართლის თანაშემწე 2. სხდომის მდივანი 3. კანცელარიის გამგე(მთავარი სპეციალისტი) 4. წამყვანი სპეციალისტი 5. სპეციალისტი 6. თარჯიმანი 7. ქსელის ადმინისტრატორი 8. მანდატურის სამსახურის უფროსი 9. მანდატური 10. კურიერი 11. დამხმარე მოსამსახურე (დამლაგებელი) | 5 3 1 1 1 1 1 1 4 2 2 |
სულ 22.“;
გ) მე-19 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) 27-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„27. სენაკის რაიონული სასამართლოს აპარატის
სტრუქტურა და საშტატო ნუსხა
| სტრუქტურული ქვედანაყოფების, აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა საშტატო ერთეულების (თანამდებობების) დასახელება | საშტატო ერთეულის რაოდენობა | |
| 1. სასამართლოს მენეჯერი- საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი | 1 | |
| საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილება | ||
| 1. სხდომის მდივანი 2. მანდატური 3. სპეციალისტი (სამეურნეო საკითხებში) 4. დამხმარე მოსამსახურე (დამლაგებელი) | 2 2 1 1 | |
| კანცელარია და მოქალაქეთა მისაღები (განყოფილება) | ||
| 1. განყოფილების უფროსი 2. წამყვანი სპეციალისტი 3. სპეციალისტი | 1 1 1 | |
| მაგისტრატი მოსამართლის აპარატი | ||
| 1. სხდომის მდივანი 2. მანდატური 3. დამხმარე მოსამსახურე (დამლაგებელი) | 2 2 2 | |
სულ 16.“.
2. IV ნაწილი („საშტატო ერთეულების საერთო რაოდენობა“) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„IV. საშტატო ერთეულების საერთო რაოდენობა
თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების, რაიონული (საქალაქო) სასამართლოების აპარატების საშტატო ნუსხა განისაზღვროს 1048 საშტატო ერთეულით.“.
მუხლი 2
ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2011 წლის 6 მაისიდან.
საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მდივანი ვ. ცერცვაძე