„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№55
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.027.016124
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110512001, 13/05/2011

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება№ 55

2011 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის        30 იანვრის №213 ბრძანებაში დამატებ ებ ის შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებით (სსმ III, 31.01.2006 წ., №13, მუხ. 156) დამტკიცებულ დებულებ აში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

     „მუხლი 21. სამსახურის განსაკუთრებული უფლებამოსილება

1. დასვენების დღეებში – შაბათსა და კვირას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს დღეები ემთხვევა საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ უქმე დღეებს) ამ მუხლით გათვალისწინებული სამსახურები უფლებამოსილნი არიან:

ა) მიიღონ განცხადება პასპორტის განცხადების წარდგენის დღესვე გაცემის თაობაზე და გასცენ აღნიშნული პასპორტი ;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განახორციელონ პასპორტის პერსონალიზაცია.

 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას ახორციელებს სააგენტოს ძველი თბილისის სამსახური.

 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას ახორციელებს ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის თბილისის ცენტრი.

 4. სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს სამსახურის თანამშრომელი, რომელიც განახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.“.

2. მე -3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

 „41 . სამსახურის უფროსის მოადგილეები სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით კურირებენ სამსახურში მათთვის მიკუთვნებულ სფეროს. მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით .“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი             თ . ბურჯალიანი