ტყიბულის მუნიციპალიტეტში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ, თვითმმართველობის უფლებამოსილებას განკუთვნილ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ.
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 11.05.2011
ძალის დაკარგვა 01.06.2023
გამომცემი ორგანო ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.125.016029
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110513002, 17/05/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ტყიბულის მუნიციპალიტეტში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ, თვითმმართველობის უფლებამოსილებას განკუთვნილ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ.
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №8
2011 წლის 11 მაისი
ქ. ტყიბული
ტყიბულის მუნიციპალიტეტში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ, თვითმმართველობის უფლებამოსილებას განკუთვნილ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტში თვითმმართველობას განკუთვნილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის წარმოების, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი, დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტში თვითმმართველობას განკუთვნილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ტიპური ფორმა, დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკის საკითხთა კომისიას (ზ. ობოლაძე).
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. ქათამაძე
დანართი 1
ტყიბულის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის წარმოების, მისი გამოყენების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების საფუძველზე.
2. ეს წესი განსაზღვრავს ტყიბულის მუნიციპალიტეტში თვითმმართველობას განკუთვნილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის (შემდგომში _ ოქმი) წარმოების, გამოყენების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს.
3. ტყიბულის მუნიციპალიტეტში ოქმის წარმოება, გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და ამ წესის საფუძველზე.
4. ამ წესში მოცემული ცნებები გამოიყენება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობით.
მუხლი 2🔗. ოქმის ფორმის დამზადება
1. ოქმის ფორმა მზადდება ტყიბულის მუნიციპალიტეტის შეკვეთის საფუძველზე, „მკაცრი აღრიცხვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.
2. ოქმის ფორმის პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანის უფლება აქვს სათანადო მინდობილობით უფლებამოსილ პირს.
მუხლი 3🔗. ოქმის ფორმის შენახვა
1. ოქმის ფორმის შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის, მე-5 ,მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად.
2. სათავსი, სადაც ინახება ოქმის ფორმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
3. ოქმის ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან.
მუხლი 4🔗. ოქმის შინაარსი და დამცავი ნიშნები
1. ოქმში შესატანი მონაცემების რეკვიზიტები განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად.
2. ოქმის ფორმა შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს:
ა) რელიეფურ დამცავ ბადეს;
ბ) ექსკლუზიურ წყლის ნიშნებს, ხილული და უხილავი ფიბრებით;
გ) ჭვირნიშანს, სტამბური წესით დამზადებულ პენეტრირებული წყლის ნიშანს. ოქმის ბოლო გვერდის უკანა მარჯვენა კუთხეში დაიტანება ოქმის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმო, დამკვეთის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელწოდება ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი და ოქმის ფორმის ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ ექვსი ციფრისა).
მუხლი 5🔗. ოქმის შევსება
1. ოქმი ივსება თვითმმართველობას განკუთვნილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას, სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ.
2. ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია ოქმში გადახაზვა, გადაშლა, გადაფხეკა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი. დაზიანებული ან არასწორად შევსებული ოქმი ჩამოიწერება დადგენილი წესით.
3. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი, მოწმეებისა და დაზარალებულების არსებობის შემთხვევაში, ასევე აღნიშნული პირები. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
4. ოქმი დგება სამ ეგზემპლარად (ერთი ორიგინალი და ორი სათანადოდ დამოწმებული ასლი). ოქმის ერთი ეგზემპლარი (ორიგინალი) დანართებით იგზავნება სასამართლოში (სასამართლოს განსჯადობის შემთხვევაში), ოქმის მეორე ეგზემპლარი (სათანადოდ დამოწმებული ასლი) გადაეცემა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩამდენ პირს, რაზედაც ოქმში კეთდება ჩანაწერი, ხოლო ოქმის მესამე ეგზემპლარი (სათანადოდ დამოწმებული ასლი) ინახება ოქმის შემდგენ თანამდებობის პირთან.
5. შესადგენი ოქმის შესახებ ინფორმაცია დადგენილი წესის შესაბამისად შეიტანება სპეციალურ ზონარგაყრილ და დანომრილ წიგნში, რომელშიც ასევე მიეთითება ოქმის ფორმის ნომერი.
6. შედგენილი ოქმი განსახილველად დაუყონებლივ იგზავნება უფლებამოსილ ორგანოში (სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შემთხვევაში).
მუხლი 6🔗. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმის ჩამოწერა
1. ოქმის ფორმები გამოსაყენებლად უვარგისად მიიჩნევა:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო.
2. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმები ჩამოიწერება ჩამოწერის აქტის შესაბამისად. ჩამოწერის აქტში უნდა მიეთითოს გამოსაყენებლად უვარგისი ფორმის ნომერი.
3. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი 2
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №
ოქმის შედგენის თარიღი „-------“ „---------------“ 20 წ. ოქმის შედგენის ადგილი:----------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
ტყიბულის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილმა პირმა: -----------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
(თანამდებობა, სახელი, გვარი)
შევადგინე ეს ოქმი მასზე, რომ ------- წლის „---------“ „----------------------------“
გამოვლენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი -----------------------------
(ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ადგილი)
-------------------------------------------------------------------------------------------------------
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილია: -------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ფიზიკური ან იურიდიული პირის სრული დასახელება, მისი წარმომადგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი, პირადი ნომერი,საცხოვრებლის მისამართი,
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დასახელება, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, გამცემი ორგანოს დასახელება და გაცემის თარიღი)
------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსი: -------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, რომელზეც შედგენილია ეს
ოქმი, განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ----------
მუხლით და 240-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად. სამართალდარღვევის ჩამდენს განემარტა
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით
განსაზღვრული მისი უფლებები და მოვალეობები.
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის მოწმეები არიან (თუ მოწმეები
არ არიან, კეთდება შესაბამისი აღნიშვნა)
1. ----------------------------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი, საცხოვრებლის მისამართი, პირადი ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და დასახელება, გამცემი ორგანოს
დასახელება და გაცემის თარიღი)
2. ----------------------------------------------------------------------------------------------------------
ოქმს სამართალდარღვევის ჩამდენის ახსნა-განმარტება ---------------
( ერთვის არ ერთვის)
------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
ხელმოწერები:
ოქმი შევადგინე: ---------------------------------------------------------------------------------------
სამართალდამრღვევი: ---------------------------------------------------------------------------------
მოწმეები: 1. ---------------------------------------------------------------------------------------------
2 .-------------------------------------------------------------------------------------------
ოქმს გავეცანი, ასლი ჩავიბარე: -----------------------------------------------------------------------
შენიშვნა:------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------