"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილევბისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„საჯარო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 55) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ ა და დამატება:
1. 112-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 112. მოთხოვნის უფლება სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლების შემთხვევაში
სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა,განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეს მიეცემა არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.“.
2. 127-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ იწვევს მოხელის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, თუ,სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, დაწესებულება ვალდებულია ახალი ბრძანება, განკარგულება ან გადაწყვეტილება გამოსცეს სამსახურიდან განთავისუფლებასთან ან გადაყვანასთან დაკავშირებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებ ა მოხელე ს აღ ა დგე ნს სამსახურში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება.“.
მუხლი 2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილ განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ ყველა სამართალურთიერთობაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონიერ ძალაში შესული და აღსრულებული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მოხელე აღდგენილ იქნა სამსახურში და მას მიეცა განაცდური ხელფასი.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 5 მაისი.
№4650-Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილევბისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 05.05.2011.
- როდის იქნა მიღებული "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილევბისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილევბისა და დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 05.05.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4650-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 010320000.05.001.016297.
- რამდენი მუხლისგან შედგება "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილევბისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილევბისა და დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.05.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილევბისა და დამატების შეტანის თაობაზე, №4650-Iს, 05.05.2011, სარეგისტრაციო კოდი 010320000.05.001.016297 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.05.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1327129/