განჩინება - შპს"ლიკანი 95"-ის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/10180-10
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110516008, 17/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

2011 წ ლი ს 21 აპრილი

ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგი ის

მოსამართლე: თამარ ჭუნიაშვილი

სხდომის მდივანი: ეკა იასაღაშვილი

 

განმცხადებელი: შპს ,,ლიკანი-95‘‘, დირექტორი იასონ სტეფნაძე

წარმომადგენელი: დავით აბრამიშვილი

შპს ,,ლიკანი-95‘‘-ის კრედიტორი ოლეგ პრედტეჩენსკი

 

წარმომადგენლები:

1. ნინო ბოლქვაძე;

2. ქეთევან ქვარცხავა;

3. ირაკლი ჟორჟოლიანი

 

კრედიტორი: შპს ,,აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი‘

წარმომადგენელი: გ. ჯოხარიძე

მეურვე: დავით ხუნწარია

მომრიგებელი საბჭოს წევრი: ვ. ანთიძე

 

დავის საგანი: გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ

 

აღწერილობითი ნაწილი

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგი ი ს 2010 წლის                       6 ოქტომბრის განჩინებით, მოვალე ,,შპს ,,ლიკანი-95‘‘-ის განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში და 2010 წლის 30 ნოემბერს შედგა კრედიტორთა პირველი კრება. კრედიტორთა კრებაზე კანონით დადგენილი წესით განხილულ იქნა კრედიტორთა მოთხოვნები, მოსმენილი იქნა მეურვის ანგარიში და არჩეულ იქნა მომრიგებელთა საბჭო სამი წევრის შემადგენლობით, რომელთაგან ერთი აირჩია მოვალემ, მეორე _ კრედიტორებმა, ხოლო მესამე წევრი, საბჭოს წევრთა შეუთანხმელობის გამო, დანიშნა სასამართლომ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს ,,ლიკანი-95‘‘-ის მომრიგებელი საბჭოს წევრმა ვალიკო ანთიძემ, სადაც აღნიშნავს, რომ საბჭოს მიერ 2011 წლის 7 თებერვალს მიღებული იქნა გადაწყვეტილება მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, რომელიც გამოქვეყნდა ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში‘‘ ითხოვს სასამართლომ მიიღოს განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, სამართლებრივად შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ განცხადება საფუძვლიანია, დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის განხილვისას გამოიყენება ამავე კანონით დადგენილი სპეციალური საპროცესო ნორმები.

კანონის თანახმად, არჩეულ იქნა მეურვე და მომრიგებელთა საბჭოს სამი წევრი. 32-ე მუხლის მიხედვით, მოვალე ,,ლიკანი-95‘‘-ის კრედიტორთა პირველ კრებაზე შეიქმნა მომრიგებელთა საბჭო. მათ მიერ 30 დღის განმავლობაში შესწავლილ იქნა მოვალის საფინანსო მდგომარეობა, განმეორებით ჩატარდა ექსპერტიზა, რომლის საფუძველზეც მომრიგებელთა საბჭომ 33-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ‘‘ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება ,,ლიკანი-95‘‘-ის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მიხედვით, მომრიგებელი საბჭო გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს, თუ არ არსებობს გადახდისუუნარობის საფუძველი ან ეს საფუძველი აღმოიფხვრა განცხადების შეტანის შემდეგ, ან მოვალეს შეუძლია ვადაგადაცილებული ვალი დაფაროს სხვა კრედიტორებისათვის ზიანის მიუყენებლად. მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

 ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების დამტკიცებისთანავე მომრიგებელთა საბჭო უფლებამოსილებას უწყვეტს მეურვეს, რომელიც გასამრჯელოს იღებს ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კანონის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შემტანი პირი სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანს 5000 ლარს, საქმის შეწყვეტის შემთხვევაში ამ თანხიდან ანაზღაურდება საპროცესო ხარჯები და მეურვის გასამრჯელო. ყველა დანარჩენ შემთხვევაში აღნიშნული თანხა დაუბრუნდება განმცხადებელს.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-5, მე-6, მე-7, მე-8, 25-ე, 26-ე, 32-ე, 33-ე, 34-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოებამოვალე შპს ,,ლიკანი-95‘‘-ის მიმართ მომრიგებელთა საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

2. მეურვეს, დავით ხუნწარიას განესაზღვროს გასამრჯელო 4917.50 ლარი, რომელიც გადახდილი იქნეს ,,ლიკანი-95‘‘-ის მიერ 2010 წლის 1 ივნისს გადახდილი 5 000 ლარიდან შემდეგ რეკვიზიტებზე: სს ,,თიბისი ბანკის’’ სამცხე-ჯავახეთის რეგ. ფილიალი ბანკის კოდი 220101762, ანგარიშის (კრედიტი) 33050001, მიმღები ბანკი ქ. თბილისი, ბანკი ,,რესპუბლიკა’’ ცენტრალური ფილიალი 220101757; კლიენტის დასახელება დავით ხუნწარია, პირადი ნომერი 62001009573, ანგარიშის ნომერი, ვალუტა 360101011304977 GEL, ბანკის დასახელება-პროკრედიტ ბანკი _ ცენტრალური ფილიალი, ბანკის კოდი MIBGGE22, დანარჩენი თანხა 82.50 ლარი დაუბრუნდეს ,,ლიკანი-95‘‘-ს.

3. განემარტოს განმცხადებელს, რომ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვის განმავლობაში გადახდისუუნარობის საქმის აღძვრა, იმავე სუბიექტის მიმართ იმავე საფუძვლით, დაუშვებელია, გარდა ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევებისა.

4. განჩინება საქმის შეწყვეტის შესახებ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დადგენილი წესით ჩაბარდეთ მეურვესა და კრედიტორს. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და სასამართლოს დაფაზე.

5. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა მხარისათვის განჩინების გადაცემიდან 5 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე             თ. ჭუნიაშვილი