საგადახდო ბარათების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 16.05.2011
ძალის დაკარგვა 03.09.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №38/04
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016030
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110516011, 18/05/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საბარათე ინსტრუმენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 02.09.2020
დოკუმენტის ტექსტი
საგადახდო ბარათების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
h1 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:none; font-size:16.0pt; }
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
span.MsoCommentReference {}
p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-autospace:none; font-size:16.0pt; font-weight:bold;}
p.MsoSubtitle, li.MsoSubtitle, div.MsoSubtitle { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; }
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:8.0pt; }
p.MsoRMPane, li.MsoRMPane, div.MsoRMPane {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
span.Heading1Char { font-weight:bold;}
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
span.BalloonTextChar { }
span.CommentTextChar { }
span.CommentSubjectChar { font-weight:bold;}
span.TitleChar { font-weight:bold;}
span.SubtitleChar { }
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in .5in 1.0in 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №38/04
2011 წლის 16 მაისი
ქ. თბილისი
საგადახდო ბარათების შესახებ
დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე
-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და 6
3-ე მუხლის საფუძველზე
, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს
საგადახდო ბარათების შესახებ თანდართული დებულება
.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს
„საბანკო პლასტიკური ბარათების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 15 მარტის
№70 ბრძანება
.
3. ეს ბრძანება
, გარდა ბრძანებით წარმოდგენილი დებულების მე
-6 მუხლის მე
-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
4. ბრძანებით წარმოდგენილი დებულების მე
-6 მუხლის მე
-3 პუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.
გ.ქადაგიძე
საგადახდო ბარათების შესახებ
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოში კომერციული ბანკების (შემდგომში – ბანკი) მიერ უნაღდო გადახდების ინსტრუმენტის – საგადახდო ბარათების (საკრედიტო, სადებეტო, წინასწარი გადახდის და სხვ.) გამოშვებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ემიტენტსა და ბარათის მფლობელს შორის
გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითად პირობებს, ასევე მოთხოვნებს, რის საფუძველზეც მოხდება მხარეთა ინტერესების დაცვა.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები
ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
ა) საგადახდო ბარათი (შემდგომში – ბარათი) – ბანკის მიერ გამოშვებული საგადახდო ინსტრუმენტი (მათ შორის საბანკო პლასტიკური ბარათი), რომლის საშუალებით ხდება საქონლის/მომსახურების საფასურის გადახდა, ნაღდი ფულის მიღება, ვალუტის გადაცვლა, ფულადი გზავნილის განხორციელება და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ოპერაციების შესრულება;
ბ) პერსონიფიცირებული ბარათი – ბარათი, რომელზეც ასახულია მფლობელის სახელი (შესაძლოა მხოლოდ ინიციალი) და გვარი. ასევე, ბარათის მფლობელის სახელი და გვარი ჩაწერილია ბარათის მაგნიტურ ზოლზე ან/და მიკროჩიპში;
გ) არაპერსონიფიცირებული ბარათი – ბარათი, რომელზეც არ არის ასახული ბარათის მფლობელის სახელი ან/და გვარი. ასევე, აღნიშნული ინფორმაცია არ არის ჩაწერილი მაგნიტურ ზოლზე ან/და მიკროჩიპში;
დ) სადებეტო ბარათი – ბარათი, რომელიც მფლობელს საშუალებას აძლევს ემიტენტსა და ბარათის მფლობელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე განკარგოს მის საბარათე ანგარიშზე არსებული თანხები, ასევე ისარგებლოს ოვერდრაფტით;
ე) საკრედიტო ბარათი – ბარათი, რომელიც ემიტენტთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ბარათის მფლობელს საშუალებას აძლევს ოპერაციები მოახდინოს ემიტენტის მიერ მინიჭებული საკრედიტო ხაზის ფარგლებში;
ვ) წინასწარი გადახდის ბარათი – ბარათი, რომელიც არ საჭიროებს ბარათის მფლობელის ან ბარათის შემძენის სახელზე საბარათე ანგარიშის გახსნას. აღნიშნული ბარათით ოპერაციები სრულდება მხოლოდ წინასწარ ჩარიცხული თანხის ფარგლებში (საკრედიტო ლიმიტი არ დაიშვება);
ზ) ვირტუალური ბარათი – მატერიალური ფორმის არმქონე ბარათი, რომელიც გულისხმობს ხელშეკრულების საფუძველზე ემიტენტის მიერ უსაფრთხოების ზომების დაცვით ბარათის მფლობელისათვის მიწოდებული რეკვიზიტების (ბარათის ნომერი, მოქმედების ვადა და უსაფრთხოების კოდი) ერთობლიობას, რომლის საშუალებით ბარათის მფლობელს შეუძლია განახორციელოს გადახდები მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით;
თ) კომერციული ბარათი – სადებეტო ან საკრედიტო ბარათი, რომელიც მის მფლობელს საშუალებას აძლევს განკარგოს იურიდიული პირის ან მეწარმე ფიზიკური პირის ანგარიში და შეასრულოს ოპერაციები;
ი) მეწარმე ფიზიკური პირი – ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს საქმიანობას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 36
-ე მუხლის შესაბამისად;
კ) ბარათის მფლობელი – ბარათით მოსარგებლე იდენტიფიცირებული პირი;
ლ) ბარათის შემძენი:
ლ.ა) ფიზიკური პირი, რომელიც შეიძენს არაპერსონიფიცირებულ წინასწარი გადახდის ბარათს პირადი სარგებლობისთვის ან სხვა ფიზიკურ პირზე სარგებლობაში გადასაცემად;
ლ.ბ) იურიდიული პირი, რომელიც შეიძენს არაპერსონიფიცირებულ წინასწარი გადახდის ბარათს (ბარათებს) ფიზიკურ პირზე (ფიზიკურ პირებზე) სარგებლობაში გადასაცემად.
მ) ემიტენტი –ბანკი, რომელიც ახდენს ბარათების გამოშვებას;
ნ) საბარათე ანგარიში – ემიტენტ ბანკში გახსნილი ბარათის მფლობელის მიმდინარე ანგარიში, რომელზეც აისახება სადებეტო ბარათებით შესრულებული ოპერაციები;
ო) ხარჯვის ლიმიტი – ემიტენტის მიერ დადგენილი, ბარათის მეშვეობით განსაზღვრულ ვადაში ფულადი სახსრების განკარგვის ზღვრული სიდიდე;
პ) ავტორიზაცია - ემიტენტის და/ან საბარათე საგადახდო სისტემის მიერ გაცემული ნებართვა ბარათით ან მისი რეკვიზიტებით ოპერაციის განხორციელებაზე;
ჟ) პინ
-კოდი – ბარათის თანმხლები პერსონალური, კონფიდენციალური კოდი, რომელიც ბარათთან ერთად წარმოადგენს ბარათის მფლობელის ელექტრონულ იდენტიფიკატორს;
რ) ბანკომატი – თვითმომსახურების ელექტრონული პროგრამულ–ტექნიკური
მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც ბარათის მფლობელს შეუძლია ნაღდი ფულის გამოტანა/შეტანა და სხვა ისეთი ოპერაციების წარმოება, როგორიცაა ანგარიშზე არსებული ნაშთის შესახებ ინფორმაციის მიღება, გადახდების განხორციელება და სხვა;
ს) პოს
-ტერმინალი – ელექტრონული პროგრამულ–ტექნიკური
მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ბანკში ან სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ბარათით გადახდის განსახორციელებლად ან თანხის გასატანად;
ტ) ანგარიშ
-ქვითარი (შემდგომში – საბარათე ქვითარი) – ბანკომატის ან პოს-ტერმინალის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საქონლის/მომსახურების საფასურის გადახდას, ბარათის საშუალებით ნაღდი ფულის მიღებას ან სხვა ოპერაციის განხორციელებას;
უ) იმპრინტერი – ბარათის ემბოსირებული რეკვიზიტების სპეციალურ ქვითარზე გადამტანი მექანიკური მოწყობილობა;
ფ) ემბოსირება – ბარათის საიდენტიფიკაციო მონაცემების (როგორიცაა ბარათის ნომრის, მოქმედების ვადის, მფლობელის სახელისა და გვარის ან/და სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემების) რელიეფური ფორმით ბარათზე დაბეჭდვა;
ქ) პროცესინგი – საქმიანობა, რომელიც მოიცავს ბარათებით წარმოებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის მიღებას (შეგროვებას), შენახვას, დამუშავებას და დამუშავებული ინფორმაციის გადაცემას ანგარიშსწორების განსახორციელებლად;
ღ) ექვაირინგი – პირის საქმიანობა, რომელიც უზრუნველყოფს:
ღ.ა) სავაჭრო (მომსახურების) ობიექტებთან ან სხვა პირებთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე პოს–ტერმინალის საშუალებით ბარათით გადახდის, ასევე ბარათის რეკვიზიტებით ინტერნეტ-გადახდის შესრულებას და შესაბამისი ანგარიშსწორების განხორციელებას სავაჭრო/მომსახურების ობიექტებთან;
ღ.ბ) ბარათით განხორციელებული ოპერაციის შედეგად ნაღდი ფულის გაცემას;
ყ) ექვაირერი – ექვაირინგის განმახორციელებელი პირი;
შ) სტოპ–სია – იმ ბარათების საერთაშორისო ან ლოკალური სია, რომლებზედაც ტრანზაქციები დაუშვებელია და ვრცელდება მომსახურების განსაკუთრებული რეჟიმი.
მუხლი 3🔗. ბარათის მომსახურების ხელშეკრულება და პირობები
1. ემიტენტი ვალდებულია გააფორმოს ბარათის მომსახურების შესახებ ხელშეკრულება ბარათის მფლობელთან, რომელშიც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეკვიზიტებთან ერთად გათვალისწინებული უნდა იყოს:
ა) ბარათის დასახელება და ტიპი;
ბ) ბარათის გამოყენების წესი, შეზღუდვები, ყველა შესაძლო საკომისიო და საპროცენტო განაკვეთი;
გ) ბარათის სტოპ
-სიაში შეყვანის, გაუქმების და ამოღების წესები;
დ) მხარეთა უფლება
-მოვალეობები;
ე) ბარათის დაკარგვის შემთხვევაში განსახორციელებელი პროცედურები;
ვ) ბარათით წარმოებული ოპერაციების და სხვა უზუსტობების გასაჩივრების ვადები;
ზ) დავის გადაწყვეტის პროცედურა და ვადები;
თ) საჯარიმო სანქციების ამოქმედების წესი;
ი) შესრულებულ ოპერაციებზე ინფორმაციისა და/ან ანგარიშიდან ამონაწერის მიწოდების პირობები.
2. ბარათის მფლობელს/ბარათის შემძენს ბარათის (ვირტუალური ბარათის შემთხვევაში - ბარათის რეკვიზიტებს), პინკოდს (ასეთის არსებობისას) და მოხმარების წესს გადასცემს ემიტენტი.
3. ემიტენტი ვალდებულია სადებეტო/საკრედიტო ბარათების ( ვირტუალური ბარათის შეთხვევაში – ბარათის რეკვიზიტების) გადაცემამდე მოახდინოს ბარათის მფლობელის იდენტიფიცირება. აღნიშნული ბარათების გააქტიურებამდე (მისი საშუალებით ოპერაციების განხორციელების დაშვებამდე) სავალდებულოა ბარათის მფლობელის სახელზე მიმდინარე ანგარიშის გახსნა;
4. არაპესონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათის შემთხვევაში ბარათის შემძენთან შესაძლებელია არ გაფორმდეს ხელშეკრულება და მას გადაეცეს მხოლოდ ბარათით სარგებლობის პირობები და წესები. აღნიშნული ტიპის ბარათი მისი შემძენის მიერ შესაძლოა გადაცემულ იქნას სხვა ფიზიკური პირისათვის სარგებლობაში.
5. ბანკი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ბარათის გაცემაზე ან განახლებაზე მიზეზის მითითების გარეშე.
მუხლი 4🔗. ბარათის დაცვის მექანიზმები
1. ბარათის არასანქცირებული მოხმარებისაგან დასაცავად გამოყენებული უნდა იყოს სულ მცირე ქვემოთ მოცემული მექანიზმებიდან ერთ
-ერთი:
ა) საბარათე ქვითარზე ხელმოწერის შედარება ბარათზე დატანილ ხელმოწერასთან;
ბ) პინ
-კოდი;
გ) ელექტრონული (ინტერნეტ) გადახდის დროს ბარათის უკანა მხარეს არსებული „ბარათის საიდენტიფიკაციო კოდი“ (CVC2 ან CVV2), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არარეზიდენტი პირი მომსახურების/საქონლის მიწოდებისას არ ითხოვს ასეთ ინფორმაციას.
2. დამატებითი იდენტიფიცირების მიზნით დასაშვებია მფლობელის სურათის დაბეჭდვა ბარათზე.
3. სტოპ–სიაში მოხვედრილი ბარათის გამოყენების მცდელობის შემთხვევაში სასურველია მომსახურე ობიექტმა ბარათით მოსარგებლე პირს ჩამოართვას ბარათი ან აღნიშნული ბარათი დაკავებულ უნდა იქნას ბანკომატის მიერ.
4. ექვაირერსა და სავაჭრო/მომსახურების ობიექტს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს სავაჭრო/მომსახურების ობიექტის ვალდებულებას ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით დადგენილი დებულების შესრულების შესახებ.
5. სავაჭრო/მომსახურების ობიექტი უფლებამოსილია ცხელი ხაზის საშუალებით გადაამოწმოს არაპერსონიფიცირებული ბარათის (გარდა არაპერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათის) გამოყენებისას ბარათის მფლობელი მისი პირადი ნომრითა და ბარათის ნომრით.
6. ბარათებზე (გარდა ვირტუალური ბარათებისა) მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:
ა) ბარათის მოქმედების ვადა;
ბ) საბარათე საგადახდო სისტემის და ემიტენტის დასახელება ან/და მათი ლოგოტიპები;
გ) ბარათის ნომერი;
დ) ბარათის მფლობელის ხელმოწერის ადგილი;
ე) ემიტენტის ცხელი ხაზის ნომერი;
ვ) ემიტენტის მისამართი.
7. თუ წინასწარი გადახდის ბარათის გამოყენება ხდება მხოლოდ ერთ ობიექტში (ან ერთ იურიდიულ პირთან) გადახდის განხორციელების მიზნით, მაშინ ასეთ ბარათზე:
ა) მაქსიმალური დასაშვები ნაშთი (ნებისმიერ მომენტში ოპერაციების განსახორციელებლად გამოსაყენებელი მაქსიმალური ჯამური თანხა) განისაზღვრება 3000 (სამი ათასი) ლარამდე;
ბ) არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი და მე-6 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები.
8. თუ წინასწარი გადახდის ბარათის გამოყენება შესაძლებელია რამდენიმე პირთან ან რამდენიმე ობიექტში გადახდის განსახორციელებლად, მაშინ ასეთ ბარათზე მაქსიმალური ნაშთი (ნებისმიერ მომენტში ოპერაციების განსახორციელებლად გამოსაყენებელი მაქსიმალური ჯამური თანხა) არ უნდა აღემატებოდეს 1000 (ერთი ათასი) ლარს.
მუხლი 5🔗. ოპერაციები ბარათების საშუალებით
1. ბარათზე ფულადი სახსრები შეიძლება შეტანილ იქნას როგორც ნაღდი, ისე უნაღდო სახით.
2. სახსრების განკარგვა ერთსა და იმავე საბარათე ანგარიშიდან შეიძლება რამდენიმე სხვადასხვა ბარათით (დამატებითი ბარათით).
3. ბარათის მფლობელთან შეთანხმებით საკრედიტო ან სადებეტო ბარათის საშუალებით ოპერაციების შესასრულებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ბარათის მფლობელის სხვა მიმდინარე ან/და მოთხოვნამდე დეპოზიტის ანგარიშებზე არსებული თანხა. ანგარიშებზე არსებული თანხების გამოყენების თანმიმდევრობას განსაზღვრავს ბარათის მფლობელი.
4. ბარათის გადაცემის შემდეგ ბანკი:
ა) ვალდებულია ბარათზე ჩარიცხული ფულადი სახსრები ხელმისაწვდომი გახადოს ბარათის მფლობელისთვის/ბარათის შემძენისათვის;
ბ) ბარათის მფლობელის/არაპერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათის წარმომდგენის მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს წარმოებული ოპერაციების შესახებ და ნაშთის შესახებ ინფორმაციის დროულად გადაცემა;
გ) უფლებამოსილია განახორციელოს სხვა ოპერაციები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
5. ბანკს ეკრძალება არაპერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათით დაუშვას შემდეგი სახის ოპერაციები (გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა):
ა) ნაღდი ფულის გაცემა;
ბ) ინტერნეტში გადახდების განხორციელება;
გ) თანხის ჩარიცხვა (თავდაპირველი ჩარიცხვის შემდეგ);
დ) თანხის გადარიცხვა, თუ ეს არ არის დაკავშირებული საქონლის/ მომსახურების ბარათით შეძენის ოპერაციასთან სავაჭრო/მომსახურების ობიექტში;
ე) დაბრუნებული ბარათის ხელახალი გამოყენება სხვა ან იმავე ბარათის მფლობელისთვის/არაპერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათის წარმომდგენისთვის;
ვ) ბარათის გამოყენება საქართველოს ფარგლებს გარეთ.
6. ბანკს უფლება აქვს გამოსცეს არაპერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათები, რომლებზეც არ იქნება მოთხოვნილი ავტორიზაცია ხელმოწერის და/ან პინ–კოდის მეშვეობით, დაუშვას ნაღდი თანხის გაცემა, თუ აღნიშნული ბარათის გამოყენება ხდება მხოლოდ ერთ ობიექტში (ან ერთ იურიდიულ პირთან).
7. ბანკს უფლება აქვს დაუშვას არაპერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათის საშუალებით ნაღდი ფულის გაცემა, მისი ინტერნეტში და საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოყენება, თანხის ჩარიცხვა (თავდაპირველი ჩარიცხვის შემდეგ), თუ ბარათის მფლობელი (ამ შემთხვევაში პირი, რომელიც მიიღებს ბარათს ბარათის შემძენისაგან ან თავად ბარათის შემძენი, თუ თვითონ აპირებს ამ ბარათის გამოყენებას) მოახდენს ბანკში ბარათის მფლობელად იდენტიფიცირებას და ბარათის მომსახურების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას.
8. ბარათით ჩატარებული ოპერაციის ფაქტობრივი თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს საბარათე ანგარიშებზე მისი ასახვის თარიღისაგან. ეს განსხვავება რეგულირდება საბარათე სისტემის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით.
9. ბარათის მფლობელის მიერ პერსონიფიცირებული ან არაპერსონიფიცირებული საკრედიტო ბარათით განხორციელებული ოპერაციების შედეგად ბანკის მიმართ წარმოშობილი დავალიანების დაფარვა უნდა განხორციელდეს ბარათის მფლობელის საბარათე ანგარიშის საშუალებით.
10. ბარათით განხორციელებულ ოპერაციებზე პასუხისმგებელია ბარათის მფლობელად ემიტენტ ბანკში იდენტიფიცირებული პირი.
11. კომერციული ბარათით წარმოებული ოპერაციებისათვის პასუხისგებლობა ეკისრება ამ ბარათის მფლობელ იურიდიულ პირს
12. ბანკი ვალდებულია დაიცვას ბარათის მფლობელის პერსონალური მონაცემების და საბარათე ანგარიშის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა (ჩატარებული ოპერაციები, ნაშთები და სხვ.). გამონაკლისს წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევები ან/და ის ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია საერთაშორისო საბარათე სისტემაში მონაწილეობასთან.
13. ბარათის მფლობელის იდენტიფიცირების პროცედურები, ასევე ბარათით განხორციელებული ტრანზაქციების მონიტორინგი უნდა განხორციელდეს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესაბამისად.
14. ბანკი ვალდებულია აღრიცხოს და შეინახოს ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი ვადით მის მიერ გაცემული ყველა სახეობის ბარათების მფლობელებისა და მათი საშუალებით განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ.
15. დროის ნებისმიერ მომენტში შესაძლებელი უნდა იყოს ბარათების მფლობელების საიდენტიფიკაციო მონაცემების, ასევე შესაბამის ბარათზე არსებული ნაშთების ან კონკრეტული ბარათის მფლობელის მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის მიღება.
მუხლი 6🔗. ბარათით განხორციელებული ოპერაციების დასტური
1. პოს-ტერმინალში ბარათით განხორციელებული ოპერაციის დამადასტურებელი საბარათე ქვითარი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:
ა)
ნაღდი ფულის გამცემი მომსახურე ცენტრის ან სავაჭრო/მომსახურე ობიექტის დასახელებას და მისამართს (სასურველია ტელეფონის ნომრის მითითება);
ბ) ოპერაციის შესრულების თარიღს და დროს;
გ) ტერმინალის იდენტიფიკატორს (
ID);
დ) შესრულებული ოპერაციის თანხას და ვალუტას;
ე) ავტორიზაციის კოდს;
ვ) ბარათის რეკვიზიტებს (საბარათე საგადახდო სისტემის დასახელება, ბარათის არასრული ნომერი, რომელიც უნდა მოიცავდეს მინიმუმ ამ ნომრის ბოლო ოთხ ციფრს
, პერსონიფიცირებული ბარათის მფლობელის სახელი და გვარი);
ზ) ბარათის მფლობელის ხელმოწერას (ბარათის მფლობელის ხელმოწერა არ არის სავალდებულო, თუ გადახდის ოპერაცია სრულდება პინ-კოდის საშუალებით).
2. ოპერაციის განხორციელების შედეგად ბანკომატის მიერ გაცემული საბარათე ქვითარი უნდა შეიცავდეს ისეთ რეკვიზიტებს, როგორიცაა:
ა) ბანკომატის მფლობელი ბანკის დასახელება;
ბ) ოპერაციის შესრულების თარიღი და დრო;
გ) ბანკომატის იდენტიფიკატორი
(ID) და მისამართი;
დ) შესრულებული ოპერაციის თანხა, ვალუტა;
ე) ავტორიზაციის კოდი;
ვ) ბარათის რეკვიზიტები (საბარათე საგადახდო სისტემის დასახელება , ბარათის არასრული ნომერი, რომელიც უნდა მოიცავდეს მინიმუმ ამ ნომრის ბოლო ოთხ ციფრს, პერსონიფიცირებული ბარათის მფლობელის გვარი)
3. ინტერნეტით განხორციელებული ოპერაციის შედეგად გაცემული ელექტრონული ქვითარი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:
ა) სავაჭრო/მომსახურე ობიექტის დასახელება და მისამართი;
ბ) ოპერაციის განხორციელების თარიღი;
გ) ობიექტის ონ-ლაინ საიტის მისამართი;
დ) ტრანზაქციის თანხა და ვალუტა;
ე) ავტორიზაციის კოდი;
ვ) ბარათის რეკვიზიტები (საბარათე საგადახდო სისტემის დასახელება, ბარათის არასრული ნომერი, რომელიც უნდა მოიცავდეს მინიმუმ ამ ნომრის ბოლო ოთხ ციფრს);
4. იმპრინტერის საშუალებით ბარათით განხორციელებული ოპერაციის დამადასტურებელი ქვითარი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:
ა) ბარათის რეკვიზიტები (არასრული ნომერი, მოქმედების ვადა, მფლობელის სახელი და გვარი);
ბ) ოპერაციის ჩატარების თარიღი;
გ) სავაჭრო/მომსახურე ობიექტის დასახელება და იდენტიფიკატორი;
დ) შესრულებული ოპერაციის თანხა და ვალუტა;
ე) ავტორიზაციის კოდი;
ვ) ბარათის მფლობელისა და მოლარის ხელმოწერა.
5. ბარათით შესრულებული ოპერაციების შესახებ საბანკო ამონაწერი უნდა შეიცავდეს შემდეგ ძირითად ინფორმაციას:
ა) ბარათის მფლობელის საბარათე ანგარიშის ნომერს და/ან ბარათის ნომერს;
ბ) ვალუტას;
გ) საწყის ნაშთს;
დ) ოპერაციის დანიშნულებას;
ე) შესრულებული ოპერაციის (სადებეტო/საკრედიტო) თანხას;
ვ) ოპერაციის შესრულების თარიღს, დროს, ადგილს (სავაჭრო/მომსახურების ობიექტის ან ბანკომატის მისამართის და ტელეფონის ნომრის მითითებით თუ ასეთი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ექვაირერისგან);
ზ) საბოლოო ნაშთს;
თ) სხვა დამატებით ინფორმაციას.
მუხლი 7🔗. მოქმედებები ბარათის დაკარგვის შემთხვევაში
1. ემიტენტი ვალდებულია უზრუნველყოს ბარათის მფლობელი 24–საათიანი ცხელი ხაზის მომსახურებით. ცხელი ხაზის ტელეფონის ნომერი მითითებული უნდა იყოს ბანკსა და ბარათის მფლობელს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ან/და ბარათის მოხმარების წესში. აღნიშნული ინფორმაცია განთავსებული უნდა იყოს ემიტენტის ვებ-გვერდზე, ასევე ბანკომატების ადგილმდებარეობის მიხედვით. ცხელ ხაზთან დაკავშირება შესაძლებელი უნდა იყოს არსებული სატელეკომუნიკაციო კავშირებით, მათ შორის
, მობილური ოპერატორის მეშვეობით.
2. ბარათის დაკარგვის/მოპარვის შემთხვევაში ბარათის მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ცხელი ხაზის საშუალებით ემიტენტს აღნიშნულის თაობაზე, ხოლო ემიტენტი ვალდებულია დაბლოკოს აღნიშნული ბარათი.
3. ბარათის დასაბლოკად, ემიტენტმა ბარათის მფლობელთან წინასწარ შეთანხმებული მეთოდით უნდა მოახდინოს ბარათის მფლობელის იდენტიფიცირება და არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, დაბლოკოს ბარათი. არაპერსონიფიცირებული წინასწარი გადახდის ბარათი დაიბლოკება იმ შემთხვევაში, თუ ბარათით მოსარგებლე პირი უკვე წინასწარ არის ბანკში ბარათის მფლობელად იდენტიფიცირებული.
4. ბანკი უფლებამოსილია დროებით დაბლოკოს (შეაჩეროს) ბარათი იმ შემთხვევაშიც, თუ ბანკს აქვს იმის დასაბუთებული ეჭვი, რომ ბარათზე ხორციელდება არასანქცირებული ოპერაციები.
5. იმ შემთხვევაში, თუ ბარათის დაკარგვის თაობაზე მფლობელმა განუცხადა ემიტენტს (დადგენილი წესების შესაბამისად) და ამის შემდეგ მოხდა საბარათე ანგარიშზე არასანქცირებული წვდომა, ბარათის მფლობელისათვის მიყენებული მთლიანი ზარალის ანაზღაურება ეკისრება ემიტენტს.
6. ემიტენტი პასუხს არ აგებს არასანქცირებულ ოპერაციებზე, რომლებიც შესრულებულია მესამე პირის მიერ ბარათის დაკარგვის გაცხადებამდე, თუ შესაბამისი საბარათე სისტემის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.