⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (08.04.2009)
გაუქმებულია:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 12.02.2001
ძალის დაკარგვა 08.04.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №66
სარეგისტრაციო კოდი 010320030.11.106.004639
გამოქვეყნების წყარო სსმ, 12, 13/02/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,066 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.02.2001 მიღება
08.04.2009 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.030.11.106.004.639 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №66 2001 წლის 12 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად: 1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ თანდართული დებულება. 2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. მ. სააკაშვილი დებულება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები ეს დებულება შემუშავებულია „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა (შემდგომში – იუსტიციის სამინისტრო) და მისი სისტემის მოსამსახურეთათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესსა და პირობებს.     მუხლი 2🔗. სპეციალური წოდებების კატეგორიები იუსტიციის სამინისტროსა და მის სისტემაში სპეციალური წოდებები იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ა) უმცროსი სპეციალური წოდება; ბ) საშუალო სპეციალური წოდება; გ) უფროსი სპეციალური წოდება; დ) უმაღლესი სპეციალური წოდება.     მუხლი 3🔗. სპეციალური წოდებები 1. იუსტიციის სამინისტროსა და მის სისტემაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები: ა) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი იურისტი, III კლასის იურისტი, II კლასის იურისტი, I კლასის იურისტი; ბ) უფროსი სპეციალური წოდება – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი, იუსტიციის მრჩეველი, იუსტიციის უფროსი მრჩეველი; გ) უმაღლესი სპეციალური წოდება – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი, იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი. 2. იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები: ა) უმცროსი სპეციალური წოდება – იუსტიციის რიგითი, იუსტიციის უმცროსი სერჟანტი, იუსტიციის სერჟანტი, იუსტიციის უფროსი სერჟანტი, იუსტიციის ზემდეგი; ბ) საშუალო სპეციალური წოდება – იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი, იუსტიციის ლეიტენანტი, იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი; გ) უფროსი სპეციალური წოდება – იუსტიციის მაიორი, იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი, იუსტიციის პოლკოვნიკი; დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – იუსტიციის გენერალ-მაიორი. 3. იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის სააღსრულებო პოლიციის სამმართველოში წესდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური წოდებები.     მუხლი 4🔗. სპეციალური წოდების მინიჭება 1. სპეციალური წოდება ენიჭება მოსამსახურეს, მისი თანამდებობრივი მდგომარეობის, ნამსახურობის წლების, კვალიფიკაციისა და სპეციალური მომზადების, აგრეთვე დამსახურების შესაბამისად. 2. აკრძალულია “სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს კანონით გაუთვალისწინებელი სპეციალური წოდებების მინიჭება. 3. მოსამსახურეს სპეციალური წოდება მისი არქონის შემთხვევაში მიენიჭება თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად. 4. ყოფილი მოსამსახურე, სამსახურში ხელახალი მიღების შემთხვევაში, აგრძელებს მუშაობას გათავისუფლებამდე მინიჭებული წოდებით. 5. იუსტიციის სამინისტროსა და მისი სისტემის მოსამსახურეებს უმცროს, საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი შემთხვევებისა, ხოლო უმაღლეს სპეციალურ წოდებებს – საქართველოს პრეზიდენტი. 6. სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეებს უმცროს სპეციალურ წოდებებს ანიჭების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე. 7. მოსამსახურეთათვის პირველადი სპეციალური წოდებების მინიჭების მიზნით იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტთან იქმნება სპეციალიზებული კომისია. კომისიის მუშაობის წესი და პირობები, აგრეთვე მისი შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.     მუხლი 5🔗. სპეციალური წოდებების მინიჭების თანმიმდევრობა 1. სპეციალური წოდებების მინიჭება წარმოებს თანმიმდევრობით. 2. მორიგი სპეციალური წოდების მინიჭება წარმოებს შესაბამისი წინა სპეციალური წოდების გათვალიწინებით, წოდებით სამსახურის ვადის გასვლისა და დაკავებული თანამდებობის ზღვრული წოდების მისანიჭებელ წოდებასთან შესაბამისობის შემთხვევაში. 3. მინიჭებული სპეციალური წოდებები მუდმივია, სამსახურის შეწყვეტის შემდეგ სპეციალურ წოდებას ემატება სიტყვა „გადამდგარი”. 4. იუსტიციის სამინისტროსა და მისი სისტემის მოსამსახურეთათვის თანამდებობათა შესაბამისი ზღვრული სპეციალური წოდებები მტკიცდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ.     მუხლი 6🔗. სპეციალური წოდების მისანიჭებლად დადგენილი ვადები 1. მორიგი სპეციალური წოდებების მისაღებად, გარდა შესაბამისი თანამდებობებისა, დადგენილია შემდეგი ვადები: ა) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, უმცროსი იურისტი – 1 წელი; – ლეიტენანტი, III კლასის იურისტი – 2 წელი; – უფროსი ლეიტენანტი, II კლასის იურისტი – 3 წელი; – კაპიტანი, I კლასის იურისტი – 3 წელი. ბ) უფროსი სპეციალური წოდება – – მაიორი, იუსტიციის უმცროსი მრჩეველი – 4 წელი; – ვიცე-პოლკოვნიკი, იუსტიციის მრჩეველი – 5 წელი; – პოლკოვნიკი, იუსტიციის უფროსი მრჩეველი – 5 წელი. 2. უმაღლეს სპეციალურ წოდებათა მისაღებად სამსახურის გავლის ვადა არ განისაზღვრება. 3. სპეციალური წოდებით სამსახურის ვადა აღირიცხება ამ წოდების მინიჭების შესახებ ბრძანების ხელმოწერის დღიდან.     მუხლი 7🔗. სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება 1. მოსამსახურეს ვადამდე სპეციალური წოდება ენიჭება: ა) ატესტაციის შედეგების მიხედვით; ბ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის. 2. განსაკუთრებული დამსახურებისათვის მოსამსახურეს შეიძლება მიენიჭოს დაკავებული თანამდებობის შესაბამის ზღვრულ სპეციალურ წოდებაზე ერთი საფეხურით მაღალი სპეციალური წოდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.     მუხლი 8🔗. სხვა სახელმწიფო სამსახურიდან გადმოსულ მოსამსახურეთათვის წოდების მინიჭება სხვა სახელმწიფო სამსახურიდან გადმოსული მოსამსახურე ან მასთან უფლებებით გათანაბრებული პირი, რომელსაც განსხვავებული სპეციალური წოდება აქვს, გადის ატესტაციას იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სპეციალური წოდების მისანიჭებლად.     მუხლი 9🔗. სპეციალური წოდების ჩამორთმევის წესი 1. სპეციალური წოდების ჩამორთმევა, როგორც დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების უფლება გააჩნიათ ამ დებულების მე-4 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ პირებს. 2. სპეციალურ წოდებაში ერთი საფეხურით ჩამოქვეითება და ჩამოქვეითებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ წოდების აღდგენა, მოსამსახურის უშუალო ხელმძღვანელის შუამდგომლობის საფუძველზე, დაქვეითებული პირის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად შეუძლია საქართველოს იუსტიციის მინისტრს. 3. ჩამოქვეითებული წოდებით სამსახურის ვადა აღდგენილი წოდებით სამსახურის გასვლის ვადაში არ შედის. 4. სპეციალური წოდების ჩამორთმევის თაობაზე დავა განიხილება სასამართლო წესით.     მუხლი 10🔗. სპეციალური წოდების მინიჭებაზე კონტროლი სპეციალური წოდების მინიჭების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას, სპეციალური წოდებების თანამიმდევრულ და დროულ მინიჭებაზე კონტროლს ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტი.     მუხლი 11🔗. სოციალური გარანტიები სპეციალური წოდებისათვის გათვლისწინებული ხელფასის დანამატი, სამსახურებრივი და სოციალური უზრუნველყოფის სხვა გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.     მუხლი 12🔗. დასკვნითი დებულებანი ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება იუსტიციის მინიტრის ბრძანებით.