⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (27.05.2009)
გაუქმებულია:

„უცხოური ვალუტების მიმართ ლარის გაცვლითი კურსების დადგენის წესის“ დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.01.2001
ძალის დაკარგვა 27.05.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 220010050.08.009.004640
გამოქვეყნების წყარო სსმ, 16, 21/02/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,333 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.01.2001 მიღება
27.05.2009 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„უცხოური ვალუტების მიმართ ლარის გაცვლითი კურსების დადგენის წესის“ დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Arial;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:68.05pt 56.7pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.050.08.009.004.640 საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარის დადგენილება №4 2001 წლის 26 იანვარი ქ. თბილისი „უცხოური ვალუტების მიმართ ლარის გაცვლითი კურსების დადგენის წესის“ დამტკიცების შესახებ „საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანული კანონის“ მე-2, მე-8, 59-ე და 73-ე მუხლების და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს: 1. დამტკიცდეს უცხოური ვალუტების მიმართ ლარის გაცვლითი კურსების დადგენის თანდართული წესი. 2.  გაუქმდეს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 1999 წლის 15 იანვრის №1 დადგენილება „უცხოური ვალუტების მიმართ ლარის გაცვლითი კურსის დადგენის წესის“ დამტკიცების შესახებ“. 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე. ი. მანაგაძე უცხოური ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსების დადგენის წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს  წესი შემუშავებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანული კანონის“, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების, აგრეთვე საერთაშორისო სავალუტო ფონდის წესდებისა და შეთანხმების მუხლების საფუძველზე.** 2. უცხოური ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსებს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი. 3. უცხოური ვალუტების მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოიყენება სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორებისა და საბუღალტრო აღრიცხვის მიზნებისათვის. 4. უცხოური ვალუტების ჩამონათვალს, რომელთა მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკი ადგენს ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსებს,  განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი.     მუხლი 2🔗. უცხოური ვალუტების მიმართ ლარის გაცვლითი კურსების დადგენა 1. უცხოური ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსების დასადგენად გამოიყენება თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე საბირჟო ვაჭრობათა შედეგების მიხედვით დაფიქსირებული აშშ დოლარის მიმართ ლარის გაცვლითი კურსი. 2. ყოველ სამუშაო-საბანკო დღეს მუშაობის დაწყებიდან დღის 11 საათსა და 15 წუთამდე, საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო სამმართველო აგროვებს  ინფორმაციას შიდასავალუტო ბაზარზე აშშ დოლარის მიმართ მოქმედი ლარის გაცვლითი კურსის შესახებ. ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო სამმართველო ყოველი სამუშაო-საბანკო დღის არა უგვიანეს 11 საათისა  და 15 წუთისა, თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის ელექტრონული სისტემიდან იღებს წინასწარ განაცხადს, რომელშიც ნაჩვენებია თანაფარდობა საბირჟო ვაჭრობაში მონაწილეობის მიღების მსურველი კომერციული ბანკების უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის. 3. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ასევე ქვეყანაში ინფლაციის დონის, საგადამხდელო ბალანსის დინამიკის, საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების მდგომარეობის, მსოფლიო სავალუტო ბაზრებზე კონკრეტულ მომენტში არსებული კონიუნქტურისა და ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებით განსაზღვრული სხვა მაკროეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა იღებს გადაწყვეტილებას თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის ვაჭრობაზე განსახორციელებელ ინტერვენციათა**  მოცულობების შესახებ. 4. საბირჟო ვაჭრობები თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე იწყება ყოველ სამუშაო-საბანკო დღეს 11 საათსა და 30 წუთზე. 5. თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე უცხოური ვალუტების მიმართ ლარის გაცვლითი კურსის განსაზღვრა ხორციელდება ღია ფიქსინგის წესით ანუ საბირჟო ვაჭრობა წყდება და კურსი მოცემული უცხოური ვალუტის მიმართ  ფიქსირდება მაშინ, როდესაც მოთხოვნა ამავე ვალუტაზე გაუთანაბრდება მიწოდების დონეს. 6. თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე საბირჟო ვაჭრობა  წარმოებს თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის დამფუძნებელთა 1998 წლის   15 აპრილის კრების (ოქმი N 18) გადაწყვეტილებით დამტკიცებული თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ვალუტის ყიდვა-გაყიდვის წესების დაცვით.      7. ყოველი სამუშაო-საბანკო დღის 1-ლი საათისათვის  საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი (მისი არყოფნის შემთხვევაში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი        ვიცე-პრეზიდენტი) შესაბამისი ბრძანების საფუძველზე  ადგენს უცხოური ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსებს, რომელიც ქვეყნდება სპეციალური საკურსო ბიულეტენის სახით, კურსების დადგენიდან მომდევნო კალენდარულ დღეს. ამასთან, აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსად დგინდება იმავე დღეს თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის მიმართ დაფიქსირებული ლარის გაცვლითი კურსი. აშშ დოლარის გარდა სხვა უცხოური ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსების დადგენა ხდება თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე იმავე დღეს აშშ დოლარის მიმართ დაფიქსირებული ლარის გაცვლითი კურსისა და კონკრეტულ მომენტში საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე აშშ დოლარის მიმართ ამ უცხოური ვალუტების კურსების კროს-კურსული გადაანგარიშების საფუძველზე. 8. საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების წყაროდ გამოიყენება საინფორმაციო ელექტრონულ სისტემა  „როიტერში“ არსებული კოტირებები. 9. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი უცხოური ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსები ძალაში შედის დადგენის დღიდან მომდევნო კალენდარულ დღეს (ამასთან, ლარის გაცვლითი კურსების ძალაში შესვლა არ არის დაკავშირებული სპეციალური საკურსო ბიულეტენის გამოქვეყნებასთან). 10. საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი საბანკო დაწესებულებები ბალანსის სავალუტო მუხლების გადაფასებას ახდენენ ყოველდღიურად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი უცხოური ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსების მიხედვით.     მუხლი 3🔗. უცხოური ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება 1. უცხოური ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსების დადგენის შემდეგ იმავე სამუშაო დღის ბოლომდე საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო სამმართველო საინფორმაციო ელექტრონული სისტემის „როიტერის“ მეშვეობით  უზრუნველყოფს ინფორმაციის გაშვებას საფინანსო- საბანკო სისტემაში. 2. უცხოური ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსები კავშირგაბმულობის შესაბამისი არხებით გადაეცემა საქართველოს ეროვნული ბანკის  ფილიალებს. 3. ბრძანება უცხოური ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსების დადგენის შესახებ ხელმოწერისთანავე გადაეცემა საქართველოს ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს იმავე სამუშაო დღის ბოლომდე მათი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გასავრცელებლად.     მუხლი 4🔗. საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულებების, მისი ფილიალების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და ფიზიკური და არასაბანკო იურიდიული პირების ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ უცხოური ვალუტების მიმართ ლარის გაცვლითი კურსების განსაზღვრა და გამოცხადება 1. საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულებები, მათი ფილიალები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები და ფიზიკური და არასაბანკო იურიდიული პირების ვალუტის გადამცვლელი პუნქტები (შემდგომში – საბანკო დაწესებულებები) ლარით უცხოური ვალუტების შესყიდვისა და გაყიდვის კურსებს განსაზღვრავენ დამოუკიდებლად. ამასთან, საბანკო დაწესებულებათა ფილიალებისა და მათი ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის უცხოური ვალუტების ჩამონათვალსა და მათ მიმართ ლარის გაცვლითი კურსების განსაზღვრას ახორციელებენ  მათი სათავო საბანკო დაწესებულებები. 2. საბანკო დაწესებულებების მიერ უცხოური ვალუტების მიმართ განსაზღვრული ლარის გაცვლითი კურსები ორიენტირებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტების მიმართ დადგენილ ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსებზე. 3. საბანკო დაწესებულებებს იმ უცხოური ვალუტების მიმართ ლარის  გაცვლითი კურსის განსაზღვრა, რომლებზეც საქართველოს ეროვნული ბანკი არ ახდენს გაცვლითი კურსების დადგენას, შეუძლიათ განახორციელონ აშშ დოლარის მიმართ მათ მიერ გამოცხადებული ლარის გაცვლითი კურსისა და საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე აშშ დოლარის მიმართ ამ უცხოური ვალუტების კურსების კროს-კურსული გადაანგარიშების საფუძველზე. 4. საბანკო დაწესებულებები ვალდებული არიან საკურსო-საინფორმაციო სტენდზე მიუთითონ მხოლოდ ლარით უცხოური ვალუტების შესყიდვისა და გაყიდვის კურსები. 5. საბანკო დაწესებულებებს ეკრძალებათ ერთი სახეობის უცხოური ვალუტის კურსის გამოცხადება მეორე სახეობის უცხოური ვალუტის მიმართ. 6. ერთი სახეობის უცხოური ვალუტის გადაცვლა მეორე სახეობის უცხოურ  ვალუტაზე უნდა განხორციელდეს საკურსო-საინფორმაციო სტენდზე გამოცხადებული ლარით უცხოური ვალუტების შესყიდვისა და გაყიდვის  კურსებიდან გამომდინარე კროს-კურსული გადაანგარიშების საფუძველზე. 7. საბანკო დაწესებულებებს ეკრძალებათ საკურსო-საინფორმაციო სტენდზე მათ მიერ გამოცხადებული კურსებით გადაცვლის ოპერაციების განუხორციელებლობა. 8. საბანკო დაწესებულებებისა და მათი ფილიალებისათვის ნებადართულია საქართველოს რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული პირებისა და მეწარმე ფიზიკური პირების დავალებით ხელშეკრულების საფუძველზე განახორციელონ საკონვერსიო ოპერაციები მათ მიერ საკურსო-საინფორმაციო სტენდზე გამოცხადებული უცხოური ვალუტების მიმართ ლარის გაცვლითი კურსებისაგან  განსხვავებული კურსით (აღნიშნული არ ეხება ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს მიუხედავად ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა).     მუხლი 5🔗. სანქციები საბანკო დაწესებულებების მიერ ამ წესის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტისა და მე-4 მუხლის მოთხოვნების დარღვევის ან შეუსრულებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკი მათ მიმართ განახორციელებს სანქციებს „კომერციული ბანკების  საქმიანობის“ შესახებ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად. * საერთაშორისო სავალუტო ფონდი შექმნილია და მოქმედებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის წესდებისა და შეთანხმების მუხლების საფუძველზე. * ინტერვენცია - ბანთაშორის სავალუტი ბირჟებზე ცენტრალური ბანკების ჩარევის ფორმა ეროვნულ და უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნისა და მიწოდების რეგულირების მიზნით.