„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 25 სექტემბრის №404 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №255
2011 წლის 16 მაისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 25 სექტემბრის №404 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 25 სექტემბრის №404 ბრძანებულებაში (სსმIII,2004წ.,№106, მუხ.911) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.“;
ბ) ბრძანებულების მე-3 პუნქტის პირველი აბზაცი და „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) ბრძანებულების მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) ბრძანებულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ:
ა) დაამტკიცოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დებულება;
ბ) დანიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის ხელმძღვანელი.”.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ ბრძანებულების ამოქმედებიდან ერთ თვეში უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დებულების დამტკიცება.
3. ეს ბრძანებულება, გარდა პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
4. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი ამოქმედდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ამ ბრძანებულების საფუძველზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემისთანავე(ამოქმედებისთანავე).
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 25 სექტემბრის №404 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.05.2011.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 25 სექტემბრის №404 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 25 სექტემბრის №404 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.05.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №255. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.08.002.016228.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 25 სექტემბრის №404 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 25 სექტემბრის №404 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.05.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 25 სექტემბრის №404 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №255, 16.05.2011, სარეგისტრაციო კოდი 040030000.08.002.016228 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.05.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1328560/