სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 31.03.1999
ძალის დაკარგვა 26.10.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი
ნომერი №1-3/150
სარეგისტრაციო კოდი 020012003.50(8).05.000499
გამოქვეყნების წყარო სსმ, 16(23), 09/04/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt .75in 53.95pt .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 020.012.003.508
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო
ბრძანება №1-3/150
1999 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, "სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" კანონის შესაბამისად და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ თანდართული დებულება.
2. დაევალოს სამინისტროს:
ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტს უზრუნველყოს სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ თანდართული დებულების საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაცია დადგენილი წესის შესაბამისად;
ბ) ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტს უზრუნველყოს სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის შემდეგ გაზეთ "მესაკუთრეში" გამოქვეყნება.
3. სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
4. სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისიტროს:
ა) 1997 წლის 8 სექტემბრის № 1 - 3/548 ბრძანება "სახელმწიფო ქონების კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვის, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების კონკურსის ფორმით გადაცემის შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე".
ბ) 1998 წლის 15 სექტემბრის № 1-3/611 ბრძანება "სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997 წლის 8 სექტემბრის № 1- 3/548 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ";
გ) 1998 წლის 13 ოქტომბრის № 1-3/647 ბრძანება "სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997 წლის 8 სექტემბრის №1-3/548 და 1998 წლის 15 სექტემბრის № 1-3/611 ბრძანებებში შესწორებების შეტანის თაობაზე".
5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ქალბატონ ი. ქავთარაძეს და მინისტრის მოადგილეს ბატონ მ. გაბუნიას.
მ. უკლება
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი ნაწილი
1. ეს დებულება შემუშავებულია "საქართველოს სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების წესს.
2. "საქართველოს სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონის შესაბამისად სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერტორიული ორგანო (შემდგომში "გამყიდველი").
3. სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით გაყიდვის მიზანია ქონებაზე საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს (შემდგომში "მყიდველი"), რომელიც "გამყიდველს" ყველაზე უკეთეს პირობებს შესთავაზებს.
4. კონკურსის ფორმით სახელმწიფო ქონების მყიდველი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.
5. კონკურსის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზებას ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო (შემდგომში "გამყიდველი").
6. კონკურსის ფორმით საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასი და საკონკურსო პირობები საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №671 და 1998 წლის 22 ნოემბრის № 654 ბრძანებულებების შესაბამისად დგინდება "გამყიდველის" მიერ.
7. გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმის მიხედვით კონკურსი შეიძლება იყოს კომერციული ან საინვესტიციო.
8. კომერციულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია საკონკურსო პირობების სრულად დაკმაყოფილება და ობიექტის შესაძენად მაქსიმალური ფასის გადახდა.
9. საინვესტიციო კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია საკონკურსო პირობების სრულად დაკმაყოფილება და "გამყიდველის" მიერ დადგენილი საინვესტიციო პროგრამის შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში საპრივატიზებო სახელმწიფო ქონებაში ინვესტიციების მაქსიმალური დაბანდება.
მუხლი 2🔗. კონკურსის ორგანიზება
1. სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების მიზნით, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო 1 წლის ვადით ქმნის საკონკურსო კომისიას (შემდგომში – საკონკურსო კომისია).
2. საკონკურსო კომისია შეიმუშავებს და ამტკიცებს თავისი მუშაობის რეგლამენტს.
3. საკონკურსო კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომები უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა რაოდენობის ნახევარზე მეტი.
4. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით, დამსწრე წევრთა საერთო რიცხვიდან. ხმების თანაბარი განაწილების შემთხვევაში, თავმჯდომარის (ან მისი მოვალეობის შემსრულებლის) ხმა ითვლება გადამწყვეტად თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს მოადგილე.
5. საკონკურსო კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე ყველა წევრი. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული გადაწყვეტილება დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება აღნიშვნა.
6. კონკურსის ჩასატარებლად "გამყიდველი" გადასცემს საკონკურსო კომისიას:
ა) "გამყიდველის" მიერ დადგენილ საკონკურსო პირობებს;
ბ) ლიკვიდირებული ობიექტის გაყიდვის შემთხვევაში სალიკვიდაციო კომისიის მიერ შედგენილ მასალებს.
7. "გამყიდველი" კონკურსის ფორმით საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების შესახებ, კონკურსის ჩატარების თარიღამდე სულ ცოტა 1 თვით ადრე უზრუნველყოფს ინფორმაციის გამოქვეყნებას მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ხოლო ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ობიექტების პრივატიზებისას, კონკურსის ჩატარების თარიღამდე არანაკლებ 4 თვით ადრე "სახელმწიფო ქონების პირვატიზების შესახებ" კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ინფორმაციის გამოქვეყნებას ცენტრალურ ან ადგილობრივ პრესაში, მათ შორის გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკაში";
ბ) ინფორმაციის გავრცელებას ინტერნეტის ქსელით;
გ) ინფორმაციის დაგზავნას საქართველოს საელჩოებზე უცხოეთში და საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებზე საქართველოში.
8. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) "გამყიდველის" დასახელებას;
ბ) კონკურსის პირობებს და კონკურსის სახეს (საინვესტიციო ან კომერციული);
გ) საპირვატიზებო ქონების საწყის ფასს და გადახდის გრაფიკს;
დ) საპრივატიზებო ქონების დასახელებას და მისამართს;
ე) განცხადების მიღების დაწყების, დამთავრების და კონკურსის ჩატარების ვადას;
ვ) "ბეს" სიდიდეს (რომლის ოდენობას განსაზღვრავს "გამყიდველი");
ზ) საკონკურსო კომისიის მისამართს, საკონტაქტო ტელეფონს;
თ) კონკურსში მონაწილეთა წინადადების შემცველი კონვერტის გახსნის თარიღს, დროსა და ადგილს;
ი) საპრივატიზებო საწარმოს მიერ დაკავებული მიწის ფართობის სიდიდეს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობათა დახასიათებას;
კ) საპრივატიზებო ობიექტის კრედიტორულ და დებიტორულ დავალიანებებს;
აქციათა პაკეტის (წილის) გაყიდვის შემთხვევაში ინფორმაცია დამატებით უნდა შეიცავდეს:
ლ) სააქციო საზოგადოებების (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების) დასახელებას და იურიდიულ მისამართს;
მ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას;
ნ) აქციათა პაკეტის (ან წილის) საწყის ფასს და წილს საზოგადოების მთლიან საწესდებო კაპიტალში.
9. ლიკვიდირებული სახელმწიფო საწარმოს ქონების აქტივების გაყიდვის შემთხვევაში საინფორმაციო ცნობაში მოცემული უნდა იყოს მათი დახასიათება.
10. დამატებითი ინფორმაციის მიწოდების საკითხს განსაზღვრავს "გამყიდველი".
11. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს საპრივატიზებო სახელმწიფო ქონებას.
12. საკონკურსო კომისია იღებს და ატარებს რეგისტრაციაში კონკურსში მონაწილეთა მიერ წარმოდგენილ განაცხადებს.
13. მონაცემები იმ პირთა შესახებ, რომლებმაც წარმოადგინეს განაცხადები კონკურსში მონაწილეობაზე, არ ექვემდებარება გამოქვეყნებას კონკურსის დაწყების მომენტამდე.
14. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ საკონკურსო კომისია გადასცემს შეჯამებულ ოქმს "გამყიდველს", რომელიც 10 დღის ვადაში ამტკიცებს შედეგებს.
მუხლი 3🔗. კონკურსში მონაწილეობის პირობები
1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საკონკურსო კომისიას უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) დამტკიცებული ფორმის მიხედვით შევსებული განაცხადი, რომელშიც სავალდებულოა აისახოს "მყიდველის" თანხმობა გამოცხადებული საკონკურსო პირობების შესრულებაზე;
ბ) "მყიდველის" მიერ წარმოდგენილი წინადადებები, მოთავსებული ცალკე კონვერტში, რომელიც ილუქება მის მიერ;
გ) "გამყიდველის" საანგარიშსწორებო ანგარიშზე "ბეს" შეტანის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი;
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მონაცემები;
ე) ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობა, თუ იგი მოქმედებს სხვა პირის სახელით;
ვ) იურიდიული პირები დამატებით წარადგენენ სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლს.
2. კონკურსში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება. განაცხადის შემოსვლის თარიღი განისაზღვრება რეგისტრაციის თარიღით.
3. კონკურსში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს კონკურსის ჩატარების თარიღამდე ბოლო 30 კალენდარული დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, როდესაც 30-ე კალენდარული დღე ემთხვევა დასვენების დღეს, მაშინ განაცხადების მიღება გრძელდება და შეწყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე.
4. საკონკურსო კომისიის ზონარგაყრილ დავთარში განაცხადი შეტანილი უნდა იქნეს კონკურსში მონაწილის მიერ სრული დოკუმენტების წარდგენისთანავე, რის შემდეგაც განმცხადებელი იძენს კონკურსში მონაწილის სტატუსს.
5. კონკურსში "მონაწილეს" უფლება აქვს "ბეს" დაუკავებლად, მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში, უარი განაცხადოს წერილობით კონკურსში მონაწილეობაზე. საკონკურსო კომისია ახდენს განაცხადის გამოთხოვნის რეგისტორაციას.
6. განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას კონკურსში მონაწილეობაზე, თუ:
ა) განაცხადის წარმომდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ შეიძლება ცნობილ იქნეს საპრივატიზებო ქონების მყიდველად;
ბ) თუ დარღვეულია ამ მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტის მოთხოვნები.
მუხლი 4🔗. კონკურსის ჩატარების წესი
1. საკონკურსო კომისია კონკურსში მონაწილეთა წინადადებებს განიხილავს გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმიდან გამომდინარე.
2. კომერციულ კონკურსში გამარჯვებულად ცხადდება მონაწილე, რომლის წინადადებები აკმაყოფილებს კონკურსის პირობებს და გადაიხდის მაქსიმალურ ფასს, კონკრეტული თანხის ჩაწერით. ხოლო საინვესტიციო კონკურსის გამარჯვებულად _ მონაწილე, რომლის წინადადებები აკმაყოფილებს კონკურსის პირობებს და რომელმაც "გამყიდველს" შესთავაზა განსაზღვრული დროისათვის ინვესტიციების მაქსიმალური ოდენობა, კონკრეტული თანხის ჩაწერით.
3. დადგენილ დღეს და საათზე, საკონკურსო კომისიის სხდომაზე იხსნება კონვერტები შემოსული წინადადებებით. დგინდება ყველა საჭირო დოკუმენტის არსებობა და კონკურსის პირობებთან შესაბამისობა. თუ მონაწილის წინადადებები არ პასუხობს კონკურსის პირობებს, იგი არ დაიშვება კონკურსში და აღნიშნული ფაქტი ფიქსირდება ოქმში.
4. მონაწილეს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს უფლება აქვს დაესწროს მხოლოდ კონვერტის გახსნას.
5. საკონკურსო კომისია იხილავს მონაწილეთა წინადადებებს, მათი დასწრების გარეშე, რის შედეგადაც საკონკურსო კომისიის წევრები კენჭისყრით ადასტურებენ საკუთარ არჩევანს.
6. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულის შესახებ აცხადებს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე. გადაწყვეტილება, როგორც წესი ცხადდება კონვერტის გახსნის დღეს. საკონკურსო კომისიას უფლება აქვს გამარჯვებული გამოაცხადოს კონვერტის გახსნიდან არა უმეტეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
7. კონკურსი ითვლება არშემდგარად, თუ:
ა) განცხადების გამოქვეყნებიდან დადგენილ ვადაში არ იქნა შეტანილი არც ერთი განაცხადი;
ბ) წარდგენილი განაცხადებიდან არც ერთი არ შეესაბამება კონკურსის მოთხოვნებს;
ამ შემთხვევაში საკონკურსო კომისია ადგენს ოქმს კონკურსის არჩატარების შესახებ. ოქმი მტკიცდება "გამყიდველის" მიერ.
8. იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი "მონაწილის" წინადადებები აკმაყოფილებენ კონკურსის პირობებს: მათ მიერ შემოთავაზებულია (კომერციული კონკურსის შემთხვევაში) ერთნაირი რაოდენობის მაქსიმალური თანხა და ერთნაირი რაოდენობის ინვესტიციები დროის განსაზღვრულ მონაკვეთში (საინვესტიციო კონკურსის შემთხვევაში), კონკურსში გამარჯვებულის გამოსავლენად იმართება ფარული კენჭისყრა.
9. "გამარჯვებულის" გამოვლენის შემდეგ დგება შემაჯამებელი ოქმი, რომელიც შეიცავს საკონკურსო კომისიის დასკვნას შემდეგი ფორმით:
ა) საპრივატიზებო ობიექტის დასახელება;
ბ) საკონკურსო კომისიის შემადგენლობა;
გ) მონაცემები კონკურსის მონაწილეთა შესახებ;
დ) კონკურსში მონაწილეთა წინადადებები დანართების სახით;
ე) კონკურსში გამარჯვებულის დასახელება;
ვ) კონკურსის შედეგად დადგენილი სახელმწიფო ქონების შესყიდვის ფასი;
ზ) კონკურსის შედეგად დადგენილი ინვესტიციების მოცულობა და მისი განხორციელების ვადები (საინვესტიციო კონკურსის შემთხვევაში).
10. ოქმს უნდა ერთოდეს "გამარჯვებულისათვის" განკუთვნილი "გამყიდველის" მიერ მომზადებული წერილის პროექტი, რომელიც შეიცავს შეტყობინებას მისი წინადადებების მიღების შესახებ. აღნიშნული ოქმი და საბუთები დასამტკიცებლად წარედგინება "გამყიდველს".
11. "გამყიდველის" მიერ საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცების შემდეგ, ოქმის ასლი ეგზავნება ყველა "მონაწილეს". კონკურსში "გამარჯვებულს" კი ეგზავნება შეტყობინება ხელშეკრულების გასაფორმებლად.
მუხლი 5🔗. გარიგებათა გაფორმების წესი
1. კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ "გამყიდველის" გადაწყვეტილების მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში "გამარჯვებული" მონაწილე ვალდებულია "გამყიდველთან" გააფორმოს ხელშეკრულება (რომელიც უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით), ქონების მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, რომელიც წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
2. "გამყიდველსა" და კონკურსში "გამარჯვებულს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა) ცნობები გამყიდველისა და მყიდველის შესახებ;
ბ) გამყიდველისა და მყიდველის მისამართები;
გ) შეძენილი ქონების დასახელება და მისამართი;
დ) სახელმწიფო ქონების შემადგენლობა და შეძენის ფასი;
ე) დაკავებული მიწის ფართობის სიდიდე;
ვ) საკონკურსო პირობებიდან გამომდინარე მხარეთა ურთიერთვალდებულებების ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ;
ზ) სხვა მონაცემები გამოცხადებული კონკურსის და გასაფორმებელი ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით.
3. ხელშეკრულება აუცილებლად უნდა შეიცავდეს კონკურსით გაცემული ქონების გამოსყიდვის პირობებს, ვადებს და ამ დებულების მე-6 მუხლის მოთხოვნებით გათვალისწინებულ საჯარიმო სანქციებს.
4. "გამარჯვებული" მონაწილე ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, დადგენილი გრაფიკის მიხედვით დაფაროს საბოლოო ფასი, "სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წინააღმდეგ შემთხვევაში კონკურსის შედეგები უქმდება და შეტანილი "ბე" არ ბრუნდება.
5. აქციათა პაკეტის (წილი) გაყიდვის შემთხვევაში, "გამარჯვებული" მონაწილის მიერ ნაყიდი აქციების საფასურის სრულად გადახდის შემდეგ (გადაწყვეტილების მიღებიდან დადგენილი გრაფიკის მიხედვით, "სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად), "გამყიდველი" შესაბამისი სააქციო საზოგადოებებს აძლევს დავალებას აქციონერთა რეესტრში შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე.
6. სახელმწიფო ქონების შეძენისას შეტანილი "ბე" "მყიდველს" ეთვლება ანგარიშსწორების დროს. ყველა დანარჩენ მონაწილეს კი კენჭისყრის შედეგების გამოცხადებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, მონაწილის მოთხოვნით, "ბე" უბრუნდება "ბეს" შეტანის ქვითრის წარდგენის შემდეგ.
7. საბანკო დაწესებულება, მონაწილეთა მიერ შეტანილ "ბეს" აბრუნებს "გამყიდველის" დავალების საფუძველზე.
8. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სახელმწიფო ქონების (აქციების, წილის) ღირებულების სრულად დაფარვამდე "მყიდველს" ქონება (აქციები, წილი) გადაეცემა მფლობელობასა და სარგებლობაში.
9. სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლება "გამყიდველიდან" "მყიდველს" გადაეცემა სახელმწიფო ქონების ღირებულების სრულად დაფარვის შემდეგ, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან. უძრავი ქონების პრივატიზებისას საკუთრების უფლება გადადის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. ამასთან, ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისათვის, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და ამისათვის აუცილებელი საბუთების წარდგენის ხარჯები იფარება "მყიდველის" მიერ.
მუხლი 6🔗. მყიდველის პასუხისმგებლობა
1. "მყიდველი ვალდებულია კონკურსით შეძენილი სახელმწიფო ქონების პრივატიზების შემდეგ გამოყენებისას დაიცვას კონკურსის პირობებით ნაკისრი ვალდებულებები და შესრულებაზე ყოველ 6 თვეში ინფორმაცია წარუდგინოს "გამყიდველს".
2. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში "მყიდველს" "გამყიდველთან" შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გაყიდოს, გაცვალოს, გააქირაოს, იჯარით გასცეს, გირაოში ჩადოს კონკურსის ფორმით გაცემული ქონება. ამასთან იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობაზე და დაცვაზე.
3. საკონკურსო პირობათა შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში "მყიდველი" ღებულობს გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიეთითება დარღვევის გამოსწორების აუცილებელი ვადა და ჯარიმდება დარჩენილი გადაუხდელი თანხის და/ან დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციების (სიმბოლური საწყისი ფასით პრივატიზებისა და საინვესტიციო კონკურსის დროს) 10%-ით.
4. საკონკურსო პირობათა დაუცველობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობა განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის ინიციატივად "გამყიდველის" მიერ, "მყიდველს" არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება მის მიერ გაწეული დანახარჯები.
მუხლი 7🔗. გარიგებათა ბათილად ცნობა
1. კონკურსის შედეგებთან დაკავშირებულ სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს (მათ შორის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობისათვის) განიხილავს სასამართლო.