„ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 17 ნოემბრის N2–157 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-75
სარეგისტრაციო კოდი
340090000.22.032.016029
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110517018, 19/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება№2-75

2011 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

„ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის           2008 წლის 17 ნოემბრის №2–157 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1.„ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის2008 წლის 17 ნოემბრის №2–157 ბრძანებაში (სსმ III, 25.11.2008, №167, მუხლი 1693) შეტანილ იქნეს ცვლილებები:

1. ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის სარეგისტრაციო მოწმობის ფორმა (დანართი №1) დამტკიცდეს თანდართული რედაქციით.

2. ბრძანების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობის აღრიცხა-ანგარიშგების (დანართი №3) წესი ს:

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგ ი სტრაციო მოწმობების (შემდგომში – მოწმობა) დამზადებას სააგენტო ახორციელებს დამოუკიდებლად ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.“;

ბ) პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:

„3. სააგენტოს მიერ მოწმობების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობების აღრიცხვის ჟურნალში“ (დანართი №2).

4. აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი განცხადების საფუძველზე გადასცემს მოწმობებს სააგენტოს იმ თანამშრომელს, რომელიც უფლებამოსილია გასცეს მოწმობები.“;

გ) მე-2 მუხლი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოწმობები ინახება მათ აღრიცხვა-ანგარიშგებაზე უფლებამოსილ პირებთან„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“;

დ)მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოწმობებს ავსებს სააგენტოს უფლებამოსილი პირი.“

ე) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მოწმობის ერთი ეგზემპლარი რჩება სააგენტო ში, ერთი ეგზემპლარი გადაეცემა განმცხადებელს.“

ვ) მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოწმობების შენახვაზე, აღრიცხვაზე და გაცემაზე კონტროლს ახორციელებს სააგენტო.

2. სააგენტო ყოველი კალენდარული წლის ბოლოს ახდენს მკაცრი მოწმობების ინვენტარიზაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით.“

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ. კვეზერელი

 

 

 

 

 

დანართი №1

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო

საჯარო სამართლის იურიდიული პირი

სურსათის ეროვნული სააგენტო

ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის

სარეგისტრაციო მოწმობა № 000000

ვეტე რინარული დანიშნულების პრეპარატის დასახელება

_________________________________________________________________________

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

_________________________________________________________________________

ფორმა, დოზა, კონცენტრაცია და შეფუთვაში არსებული რაოდენობა

_________________________________________________________________________

მწარმოებელი ქვეყანა

_________________________________________________________________________

განკუთვნილია (ცხოველის სახეობა)

_________________________________________________________________________

მფლობელი (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება და მისამართი)

 

რეგისტრაციის თარიღი: .................... მოქმედების ვადა: ........................

უფლებამოსილი პირი

ხელმოწერა                                                                                             ბ.ა.

სფს-ს №

დამკვეთი: სურსათის ეროვნული სააგენტო

დამამზადებელი:

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 17 ნოემბრის N2–157 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.05.2011.
როდის იქნა მიღებული „ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 17 ნოემბრის N2–157 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
„ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 17 ნოემბრის N2–157 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 16.05.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-75. სარეგისტრაციო კოდი — 340090000.22.032.016029.
რამდენი მუხლისგან შედგება „ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 17 ნოემბრის N2–157 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 17 ნოემბრის N2–157 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 17 ნოემბრის N2–157 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.05.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 17 ნოემბრის N2–157 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №2-75, 16.05.2011, სარეგისტრაციო კოდი 340090000.22.032.016029 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.05.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1329644/