მესამე აუქციონის შედეგების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110517025, 18/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ინფორმაცია შპს „მაკროჯგუფის” (ს/კ 200277716) სამეურვეო ქონების ღია აუქციონის წესით გაყიდვისთვის გამართული მესამე აუქციონის შედეგების თაობაზე

 

    „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 121 პუნქტისა და გაკოტრების მმართველთან გაფორმებული ხელშეკრულების 2.7. მუხლის შესაბამისად, შპს „მაკროჯგუფის“ გაკოტრების მმართველმა ფიზიკურმა პირმა, პაატა კუნჭულიამ, გამოაცხადა მესამე აუქციონი შპს „მაკროჯგუფის” სამეურვეო ქონების ერთიანი კომპლექსის სახით გაყიდვის მიზნით.

შესაბამისად,გაკოტრების მმართველის მიერ გამოქვეყნდა განცხადებები მესამე აუქციონის ჩატარების შესახებ: ა) სიტყვა და საქმე 2011 წლის 6 აპრილს; ბ) გაზეთში „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” – 2011 წლის 12 აპრილს.

აუქციონი ჩატარდა შემდეგ მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №71, ბლოკი 4, სართული 2, ოფისი №11.2011წლის 27 აპრილს 11 საათზე გაიხსნა აუქციონი, რომელსაც ატარებდა გაკოტრების მმართველი ფიზიკური პირი პაატა კუნჭულია.

აუქციონზე იყიდებოდა შემდეგი სამეურვეო ქონება:

 

დასახელება

რაოდენობა

რაოდენობის
ერთეული

ღირებულება

ლარი

შხამ-ქიმიკატები

კარბამიდი

250

კგ

75

ამოფოსი

600

კგ

150

ვუქსალმაკრომიქსი

72

ლტ

306

გროდილმაქსი

12

ლტ

588

პუმა სუპერი

10

ლტ

107

კომბაინის სათად.ნაწილები

ღვედი

2

200

ღვედი

2

175

ღვედი

1

80

ღვედი

2

133

ღვედი

1

30

კბილანა

2

70

საკისარი

3

67

საკისარი207

2

17

საკისარი206

2

20

საკისარი306

2

22

საკისარი205

4

35

ღვედის დამჭიმი რგოლი

1

70

სულ

2145

 

მესამე აუქციონზე გასაყიდი ერთიანი სამეურვეო ქონების საწყის ფასად განისაზღვრა –2145 (ორი ათას ას ორმოცდახუთი) ლარი.

აუქციონში მონაწილეობის მსურველს გაკოტრების მმართველი ფიზიკური პირისთვის უნდა მიემართა არა უგვიანეს 2011 წლის 26 აპრილი 18 საათისა განაცხადით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №71, მე-4 ბლოკი, მე-2 სართული, აუქციონში მონაწილეობის თაობაზე და წარედგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია:

ა) დოკუმენტი სამეურვეო ქონების საწყისი ფასის 10 პროცენტის ბეს სახით გაკოტრების მმართველის ანგარიშზე განთავსების თაობაზე ან საბანკო გარანტია სამეურვეო ქონების საწყისი ფასის 10 პროცენტის ოდენობით, რომლითაც მოხდებოდა აუქციონზე დაფიქსირებული შესყიდვის ფასის გადახდის უზრუნველყოფა. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა უნდა ყოფილიყო არანაკლებ 15 საბანკო დღისა.

ბ) იურიდიული პირის მიერ აუქციონში მონაწილეობის შემთხვევაში პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და კომპანიის გადაწყვეტილება ქონების აუქციონზე შესყიდვის თაობაზე.

გ) პირადობის მოწმობა.

აუქციონის დანიშვნის შესახებ გაკოტრების მმართველის მიერ გამოქვეყნებულ განაცხადში მითითებული დროის შემდეგ მონაწილეთა განცხადებების მიღება არ დაიშვებოდა. აუქციონზე გამარჯვების კრიტერიუმი იყო მაქსიმალური ფასის შეთავაზება, მაგრამ არანაკლებ საწყისი ფასისა. კონკურენციის შემთხვევაში შეთავაზებული ბიჯის ოდენობა განისაზღვრა 500 ლარით.

აუქციონზე ქონების რეალიზაციის შემთხვევაში ქონების შემძენს ევალებოდა გაკოტრების მმართველის ანგარიშზე შეეტანა გადასახდელი თანხა სრულად 7 საბანკო დღის განმავლობაში, რომლის შემდეგაც შემძენს, დადგენილი წესით, წარმოეშობოდა საკუთრების უფლება. თუ შემძენი აუქციონის პირობებით განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხდიდა  ქონების ფასს, აუქციონის შედეგები ანულირდებოდა და გადახდილი ბე არ დაუბრუნდება ან ამოქმედდებოდა საბანკო გარანტია.

2011 წლის 26 სექტემბერს გაკოტრების მმართველს განაცხადით მომართა ფიზიკურმა პირმა ალექსანდრე თანანაშვილმა (პირადი №01024033475), რომელიც „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ითხოვდა აუქციონში მონაწილეობის თაობაზე საკუთარი წინადადების განხილვას.

ალექსანდრე თანანაშვილმა განცხადებასთან ერთად წარმოადგინა შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) გაკოტრების მმართველის ანგარიშზე ბეს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) პირადობისმოწმობა.

გაკოტრების მმართველმა იმსჯელა წარმოდგენილი განაცხადის მოთხოვნის კანონიერებაზე და რამდენადაც წარმოდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებდა დადგენილი აუქციონის პირობებს, მიზანშეწონილად მიიჩნია დაეკმაყოფილებინა ფიზიკური პირის, ალექსანდრე თანანაშვილის მოთხოვნა აუქციონში მონაწილეობის თაობაზე.

2011 წლის 27აპრილს გაკოტრების მმართველის მიერ ჩატარებულ მესამე აუქციონზე, რამდენადაც ალექსანდრე თანანაშვილის გარდა, სხვამ არავინ განაცხადა ქონების შეძენის თაობაზე, 2145 (ორი ათას ას ორმოცდახუთი)ლარად, რეალიზებულად გამოცხადდა შპს „მაკროჯგუფის“ წინამდებარე ოქმით მითითებული ერთიანი სამეურვეო ქონება. შესაბამისად, გაკოტრების მმართველის მიერ მიღებულ იქნა შემდეგი საოქმო გადაწყვეტილება:

შპს „მაკროჯგუფის“ (ს/კ 200277716, მის.: თბილისი, გლდანის მას., მე-6 მ/რ, კორპ. №6, ბ-113) სამეურვეო ქონების ერთიანი კომპლექსის სახით გაყიდვისთვის გამართულ მესამე აუქციონზე გამარჯვებულად გამოცხადდეს ფიზიკური პირი, ალექსანდრე თანანაშვილი(პირადი №01024033475).

ალექსანდრე თანანაშვილს ევალება გაკოტრების მმართველის ანგარიშზე (ფიზიკური პირი პაატა კუნჭულია, პირადი №-01009002482 ს/ს „ბანკი რესპუბლიკა”, ბანკის კოდი: 220101757; ანგარიშისნომერი: GE21 BR00 0001 0204 4342 82) შეიტანოს ნარჩენი ღირებულება, სრულად, 7 საბანკო დღის განმავლობაში, რომლის შემდეგაც შემძენს, კანონით დადგენილი წესით, წარმოეშობა შპს "მაკროჯგუფის" ერთიან სამეურვეო ქონებაზე საკუთრების უფლება. თუ შემძენი აუქციონის პირობებით განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხდის ქონების ფასს, აუქციონის შედეგები ანულირდება დაგადახდილი ბე არ დაუბრუნდება.

გაკოტრების მმართველის სახელით,

პ. კუნჭულია