პირველი აუქციონის განაცხადი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
პირველი აუქციონის განაცხადი
გადახდისუუნარობის შესახებ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შპს „სელმას (ს/კ - 202391072) გაკოტრების მმართველი, შპს „ბიზნეს ქეარ კორპორეიშენ“-ი აცხადებს აუქციონს შპს „სელმას (იურიდიული მისამართი: თბილისი, ბაქრაძის q. #4, b.26) სამეურვეო ქონების ერთიანი კომპლექსის სახით გაყიდვის მიზნით.
აუქციონი ჩატარდება შემდეგ მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №71, ბლოკი 4, სართული 2, ოფისი №11. 2011 წლის 7 ივნისს 15:00 სთ-ზე.
აუქციონზე იყიდება შპს „სელმას მოთხოვნები (დებიტორული დავალიანებები)შემდეგი ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ:
1. შპს „მამული“ – 5756;
2. ი.მ. „ქარქაშაძე დათო“ – 3100;
3. ი.მ „ბოლქვაძე მამუკა“ – 1790;
4. შპს „ჭაბუკა“ – 4360;
5. ი.მ. „ცქიფურიშვილი სერგო“ – 8255;
6. სს „შუამთა“ – 12400;
7. ი.მ. „შათირიშვილი ბესარიონი“ – 31000;
8. ი.მ. „გუგუშვილი თემური“ – 4200;
9. შპს „ გოლიათები მე-2 პურის ქარხანა“ – 9200;
10. შპს „ქართულ-ევროპული მაკარონის ინდუსტრია“ – 1890;
11. შპს „ორი გიო“ – 6200;
12. შპს „სარგო“ – 4843:
13. ი.მ. „ოსიფაშვილი იოსები“ – 1980;
14. „მაჭარაშვილი ივანე“ – 11671;
15. შპს „ხმიადი“ – 3840;
16. „მელიწკაური მერაბი“ – 1700.
აუქციონზე გასაყიდი სამეურვეო ქონების საწყისი ფასია 112205 (ასთორმეტი ათას ორასხუთი) ლარი.
აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველმა გაკოტრების მმართველს უნდა მიმართოს არა უგვიანეს 2011 წლის 6 ივნისს 18 საათისა განაცხადით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №71, მე-4 ბლოკი, მე-2 სართული (ტელ.: 99595 959997), აუქციონში მონაწილეობის თაობაზე და წარადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია:
ა) დოკუმენტი სამეურვეო ქონების საწყისი ფასის 10 პროცენტის ბეს სახით გაკოტრების მმართველის ანგარიშზე განთავსების თაობაზე ან წარმოადგინოს საბანკო გარანტია სამეურვეო ქონების საწყისი ფასის 10 პროცენტის ოდენობით, რომლითაც მოხდება აუქციონზე დაფიქსირებული შესყიდვის ფასის გადახდის უზრუნველყოფა. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 15 საბანკო დღისა.
ბ) იურიდიული პირის მიერ აუქციონში მონაწილეობის შემთხვევაში პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და კომპანიის გადაწყვეტილება ქონების აუქციონზე შესყიდვის თაობაზე;
გ) პირადობის მოწმობა.
გაკოტრების მმართველი ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტების სრულყოფილებას, რის შემდეგაც რეგისტრაციაში ატარებს განაცხადს და აფიქსირებს მიღების დროს. აუქციონის დანიშვნის შესახებ გაკოტრების მმართველის მიერ გამოქვეყნებულ განაცხადში მითითებული დროის შემდეგ მონაწილეთა განცხადებების მიღება წყდება. აუქციონზე გამარჯვების კრიტერიუმია მაქსიმალური ფასის შეთავაზება, მაგრამ არანაკლებ საწყისი ფასისა.
აუქციონზე ქონების რეალიზაციის შემთხვევაში ქონების შემძენს ევალება გაკოტრების მმართველის ანგარიშზე (მიმართეთ გაკოტრების მმართველს) შეიტანოს გადასახდელი თანხა სრულად 7 საბანკო დღის განმავლობაში, რომლის შემდეგაც შემძენს, დადგენილი წესით, წარმოეშობა საკუთრების უფლება.
თუ შემძენი აუქციონის პირობებით განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხდის ქონების ფასს, აუქციონის შედეგები ანულირდება, გადახდილი ბე არ დაუბრუნდება ან ამოქმედდება საბანკო გარანტია.
გაკოტრების მმართველის სახელით,
პ. კუნჭულია