"საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №133 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№213
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.016373
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110518009, 18/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №213

2011 წლის13 მაისი

ქ. თბილისი

 „საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №133 დადგენილებაში ცვლილებების ა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №133 დადგენილებით (სსმ, 18.03.2011წ.) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. პირველი მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გულუას ქ. №6.“.

2. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) მინისტრის აპარატი;

ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

დ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;

ე) საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტი;

ვ) ენერგეტიკული დეპარტამენტი;

ზ) ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი;

თ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტი (სამსახური);

ი) იურიდიული დეპარტამენტი;

კ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი.“;

ბ)  მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. ენერგეტიკული  დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ენერგეტიკის სფეროში არსებული მდგომარეობის ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება;

ბ) მინისტრის დავალების შესაბამისად საპროექტო, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოთა შესახებ ტექნიკური დავალებების მომზადება, განხორციელება, შესრულებულ სამუშაოთა ანალიზი და დასკვნების მომზადება;

გ) ენერგეტიკული ბალანსების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

დ) ენერგეტიკის სფეროში მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

ე) ენერგეტიკაში ენერგოობიექტებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის, მოწყობისა და სარგებლობის წესების შემუშავება;

ვ) ენერგოშემცველების ექსპორტ-იმპორტის მოცულობათა მონიტორინგი;

ზ) ენერგოსექტორის ეფექტიანი ფუნქციონირების შესახებ რეკომენდაციების მომზადება;

თ) ენერგეტიკის სფეროში სამეცნიერო, კვლევით და საპროექტო მიმართულებათა განვითარების ხელშეწყობა და კოორდინაცია, პროგრამების შედგენისას ეკოლოგიური მოთხოვნებისა და ენერგოდამზოგვ ელი პოლ იტიკის ოპტიმალურად გათვალისწინება;

ი) საქართველოს ენერგოსექტორის სუბიექტებსა და სხვა ქვეყნების ენერგეტიკულ საწარმოებს შორის კავშირურთიერთობის დამყარების ხელშეწყობა;

კ) ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობისათვის ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა;

ლ) მეზობელ ქვეყნებთან ენერგეტიკული ურთიერთობის გაძლიერების მიზნით შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების ოპტიმალურ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი რეალიზაციის კოორდინაცია;

მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებში მონაწილეობა;

ნ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო საწარმოების რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის პროცესის ოპტიმალურად წარმართვის ხელშეწყობა;

ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

პ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.“.

3. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„91. ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ბუნებრივი რესურსების სფეროში არსებული მდგომარეობის ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაც ი ების დაფინანსებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებში მონაწილეობა;

გ) ბუნებრივი რესურსების მართვისა და სარგებლობის სფეროში პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

დ) ბუნებრივი რესურსების სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და წინადადებების მომზადება;

ე) ბუნებრივი რესურსების რაციონალური მართვისთვის შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გეოლოგიურ გარემოში სასარგებლო წიაღისეულის მართვის ძირითადი მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ზ) მეზობელ ქვეყნებთან ტრანსსასაზღვრო ბუნებრივი რესურსების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებათა მომზადება და საერთაშორისო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებით შესაბამისი ნორმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბუნებრივი რესურსების სარგებლობის მიზნით გასაცემი ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

კ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.“.

მუხლი 2.   დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი        ნ . გილაური