"საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №132 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№214
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.016374
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110518010, 18/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №21 4

2011 წლის13 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №132 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს გარემოს დაცვის სა­მინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავ­რო­ბის 2011 წლის 16 მარტის №132 დადგენილებით (სსმ, 18.03.2011წ.) დამ­ტკი­ცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და და­მა­ტე­ბები:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ1“ ქვეპუნქტი:

„ჟ1) კომპეტენციის ფარგლებში გარემოს დაცვის სფეროში სახელ­მწი­ფო კონტროლის განხორციელება და კანონმდებლობით გათვალის­წი­ნე­ბულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედ­გენა;“.

2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები:

„ი) ამტკიცებს სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას ინს­პექ­ტირების აქტის ფორმას;

კ) ამტკიცებს ინსპექტირებასა და მასთან დაკავშირებული საქმის წარ­მოების ინსტრუქციას.“.

3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის:

ა)  „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შიდა აუდიტის სამსახური;“;

ბ) „გ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„გ) ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექტირების დეპარტა­მენ­ტი;“.

4. მე-7 მუხლის:

ა)  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„1. შიდა აუდიტის სამსახურის კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს სისტემაში შიდა აუდიტისა და მონიტორინგის გან­ხორ­ციელება;

ბ) სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირთა და მოხელეთა დის­ციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი;

გ) სამსახურებრივი პასუხისმგებლობისა და დისციპლინური გადა­ც­დო­მის ფაქტების გამოვლენა, თავიდან აცილება და შესაბამისი დას­კვნე­ბის მომზადება.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექტირების დეპარტამე­ნ­ტის კომპეტენციაა:

ა) ეკოლოგიური ექსპერტიზის განხორციელების ორგანიზება;

ბ) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გარე­მოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის ორგანიზაციული უზრუნ­ველ­ყოფა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში გარემოს დაცვის სფეროში სახელ­მწი­ფო კონტროლის განხორციელება იმ პირთა მიმართ, რომელთაც აქვთ გა­რე­მოზე ზემოქმედების ნებართვა ან რომელთა საქმიანობა ექვემ­დე­ბა­რე­ბა ეკო­ლოგიურ ექსპერტიზას;

დ) კომპეტენციის ფარგლებში „გარემოზე ზემოქმედების ნებარ­თვის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის რეგულირების სფე­რო­ში შემავალ საქმიანობებზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტ­რა­ციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა (გარდა სამინისტროს სის­ტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის  –  და­ცუ­ლი ტე­რიტორიების სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული ადმინის­ტ­რა­­ცი­ული სამართალდარღვევებისა);

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით  გა­რე­მო­სა­თვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გამოანგარიშება) და საქარ­თვე­­ლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი სარჩელის სა­სა­მარ­­თ­ლოში წარდგენა;

ზ)  კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენლობა სა­სა­­მარ­თლოში;

თ) კომპეტენციის ფარგლებში  სახელმწიფო კონტროლის განხორ­ცი­ელებისას ინსპექტირების აქტის შედგენა;

ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსი­ლებე­ბის განხორციელება.“;

გ)  მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:

„ო) კომპეტენციის ფარგლებში ეკოლოგიური ექსპერტიზის განხო­რ­ცი­ელებაში მონაწილეობის მიღება.“;

დ) მე-9 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ და „ლ“ ქვეპუნ­ქ­ტე­ბი:

„კ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფა­­უ­ნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) და­ნართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დე­რი­ვა­ტების ექს­პორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუ­ქ­ცი­ის ნე­ბარ­თვის გაცემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ლ) გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვაში მო­ნა­წილეობა.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 15 მაისიდან.

პრემიერ-მინისტრი      ნ .  გილაური