სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცებს თაობაზე
მიღების თარიღი 31.03.1999
ძალის დაკარგვა 25.10.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი
ნომერი №1-3/151
სარეგისტრაციო კოდი 020012003.50(9).05.000499
გამოქვეყნების წყარო სსმ, 16(23), 09/04/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 24.10.2006
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცებს თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt 1.0in 44.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 020.012.003.509
სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის
ბრძანება №1-3/151
1999 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცებს თაობაზე
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, "სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე" კანონის შესაბამისად და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმის მოთხოვნათა გათვალისწინებით ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ თანდართული დებულება.
2. დაევალოს სამინისტროს:
ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტს უზრუნველყოს სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ თანდართული დებულების საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაცია დადგენილი წესის შესაბამისად.
ბ) ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტს უზრუნველყოს სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის შემდეგ გაზეთ "მესაკუთრეში" გამოქვეყნება.
3. სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
4. სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისიტროს:
ა) 1997 წლის 8 სექტემბრის №1 - 3/548 ბრძანება "სახელმწიფო ქონების კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვის, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების კონკურსის ფორმით გადაცემის შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე";
ბ) 1997 წლის 30 დეკემბრის №1-3/867 ბრძანება "ფულის სპეციალიზებული აუქციონის დებულების დამტკიცების შესახებ";
გ) 1998 წლის 15 იანვრის №1-3/25 ბრძანება "სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997 წლის 30 დეკემბრის №1-3/867 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ";
დ) 1998 წლის 15 სექტემბრის №1-3/611 ბრძანება "სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997 წლის 8 სექტემბრის №1- 3/548 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ".
ე) 1998 წლის 23 დეკემბრის №1-3/778 ბრძანება "სააქციო საზოგადოებების აქციების სპეციალიზებულ აუქციონზე ნულოვანი საწყისი ფასით გაყიდვის წესის დამტკიცების შესახებ".
5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ქალბატონ ი. ქავთარაძეს და მინისტრის მოადგილეს ბატონ მ. გაბუნიას.
მ. უკლება
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი ნაწილი
1. ეს დებულება შემუშავებულია "საქართველოს სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესს.
2. "საქართველოს სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონის შესაბამისად სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო (შემდგომში "გამყიდველი").
3. აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების გაყიდვის მიზანია საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ "მყიდველს" (შემდგომში "მყიდველი"), რომელიც ვაჭრობის პროცესში "გამყიდველს" ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
4. აუქციონის ფორმით საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასი საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №671 და 1998 წლის 22 ნოემბრის №654 ბრძანებულებების შესაბამისად დგინდება "გამყიდველის" მიერ.
5. აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების მყიდველი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.
6. აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზებას ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო (შემდგომში "გამყიდველი"). მათ შეუძლიათ შეასრულონ "გამყიდველის" ფუნქციები უშუალოდ, ან შუამავლის მეშვეობით, რომელსაც "გამყიდველის" მიერ მინიჭებული აქვს სათანადო უფლებამოსილება.
7. აუქციონი შეიძლება იყოს ღია ან სპეციალიზებული აუქციონი, მათ შორის, სპეციალიზებული აუქციონი ნულოვანი საწყისი ფასით.
8. მონაცემები იმ პირთა შესახებ, რომლებმაც წარმოადგინეს განაცხადები აუქციონში მონაწილეობაზე, არ ექვემდებარება გამოქვეყნებას აუქციონის დაწყების მომენტამდე.
მუხლი 2🔗. აუქციონის ორგანიზება
1. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს "გამყიდველი".
2. იმ შემთხვევაში, როცა "გამყიდველი" აუქციონის ორგანიზატორის ფუნქციებს გადასცემს შუამავალს, მათ შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს:
ა) სახელმწიფო ქონების საწყისი ფასი;
ბ) აუქციონის ჩატარების ვადა;
გ) შუამავლისათვის ავანსისა და საკომისიო ანაზღაურების ოდენობა და მისი გაცემის წესი;
დ) ურთიერთვალდებულებანი და მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის;
ე) სხვა ინფორმაცია "გამყიდველის" შეხედულებისამებრ.
3. "გამყიდველი" აუქციონის ფორმით საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების შესახებ, აუქციონის ჩატარების თარიღამდე სულ ცოტა 1 თვით ადრე უზრუნველყოფს ინფორმაციის გამოქვეყნებას მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ხოლო ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ობიექტების პრივატიზებისას აუქციონის ჩატარების თარიღამდე არანაკლებ 4 თვით ადრე "სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ინფორმაციის გამოქვეყნებას ცენტრალურ ან ადგილობრივ პრესაში, მათ შორის გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკაში";
ბ) ინფორმაციის გავრცელებას ინტერნეტის ქსელით;
გ) ინფორმაციის დაგზავნას საქართველოს საელჩოებზე უცხოეთში და საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებზე საქართველოში.
4. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) "გამყიდველის" დასახელება;
ბ) "გამყიდველის" საკონტაქტო ტელეფონის ნომერს და მისამართს;
გ) აუქციონის ჩატარების თარიღს;
დ) საპრივატიზებო ქონების დასახელებას, მისამართს და საწყისს ფასს;
ე) აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღების დაწყების, დამთავრების და ჩატარების ვადას;
ვ) "ბეს" სიდიდეს (რომლის ოდენობას განსაზღვრავს "გამყიდველი");
ზ) საპრივატიზებო საწარმოს მიერ დაკავებული მიწის ფართობის სიდიდეს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობათა დახასიათებას;
თ) საპრივატიზებო ობიექტის კრედიტორულ და დებიტორულ დავალიანებებს;
აქციების ან აქციათა პაკეტის (წილი) გაყიდვის შემთხვევაში ინფორმაცია დამატებით უნდა შეიცავდეს:
ი) სააქციო საზოგადოების (ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება) დასახელება და იურიდიული მისამართი;
კ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობა;
ლ) ერთი აქციის ნომინალური ღირებულება;
მ) აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) საწყის ფასს და წილს საზოგადოების საწესდებო კაპიტალში;
5. ლიკვიდირებული სახელმწიფო საწარმოს ქონების აქტივების გაყიდვის შემთხვევაში საინფორმაციო ცნობაში მოცემული უნდა იყოს მათი დახასიათება.
6. დამატებითი ინფორმაციის მიწოდების საკითხს განსაზღვრავს "გამყიდველი".
7. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს საპრივატიზებო სახელმწიფო ქონებას.
8. "გამყიდველი" ყოველი კონკრეტული აუქციონის ორგანიზაციებისათვის ქმნის სააუქციონო კომისიას (რომელშიც შედიან: კომისიის თავმჯდომარე, მეაუქციონე, რეგისტრატორი და წევრი).
მუხლი 3🔗. აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება.
2. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების თარიღამდე ბოლო 30 კალენდარული დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, როდესაც 30-ე კალენდარული დღე ემთხვევა დასვენების დღეს, მაშინ განაცხადების მიღება გრძელდება და შეწყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე.
3. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში "მონაწილე") აუქციონის "რეგისტრატორს" წარუდგენს:
ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, სახელმწიფო ქონების დასახელებას, საწყის ფასს, რომლის შეძენაც სურს მას. მასში სავალდებულოა აისახოს საჯარიმო სანქციები;
ბ) "ბეს" შეტანის ქვითარი;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მონაცემები;
დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული მინდობილობა, თუ იგი მოქმედებს იურიდიული ან ფიზიკური პირის სახელით;
4. "მონაწილე", რომელსაც სურს მიიღოს მონაწილეობა რამდენიმე სახელმწიფო ქონების ცალკეული სახეობის ვაჭრობაში, უნდა გადაიხადოს "ბე", ცალ-ცალკე ყველა სახელმწიფო ქონებისათვის. "ბეს" გადახდის დამადასტურებლად მას მიეცემა საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ქვითარი.
5. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტები აკმაყოფილებს მოთხოვნებს, "მონაწილე" იღებს "მონაწილის ბილეთს" (რომლის ფასს ადგენს გამყიდველი), რის შედეგადაც იგი ღებულობს "მონაწილის" სტატუსს.
6. "გამყიდველი" "აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში" აკეთებს შესაბამის ჩანაწერს "მონაწილეზე", იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტებს და გაფორმებულ ბილეთს გადასცემს "მონაწილეს".
7. "მონაწილეს" უფლება აქვს "ბეს" დაუკავებულად, მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში, უარი განაცხადოს წერილობით აუქციონში მონაწილეობაზე.
8. "მონაწილეს" შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა) განაცხადის წარმომდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილი იქნეს საპრივატიზებო ქონების მყიდველად;
ბ) თუ დარღვეულია ამ მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტის მოთხოვნები.
მუხლი 4🔗. აუქციონის ჩატარების წესი
1. "მონაწილე", აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, წარუდგენს "მონაწილის ბილეთს" აუქციონის "რეგისტრატორს" და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.
2. გამყიდველი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას, შემოსული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს, რამდენი მონაწილე ესწრება თითოეულ ვაჭრობას.
3. აუქციონს ატარებს "მეაუქციონე".
4. თვითეულ ობიექტზე, ვაჭრობის დაწყებისას, "მეაუქციონე" აცხადებს სახელმწიფო ქონების დასახელებას, შემდგომ საწყის ფასს, ბიჯს (რომლის სიდიდეს ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს "გამყიდველი") აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი, რომელიც ფიქსირდება დროის აღნიშვნით. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია აუქციონში მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.
5. "მონაწილე", რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის ნომერს (რაც ნიშნავს ბიჯის მინიმალურ ოდენობას) ისე, რომ თვალსაჩინო იყოს "მეაუქციონისათვის". თუკი ფასის სამჯერ გამოცხადებამდე დასახელდება მომდევნო ფასი, "მეაუქციონე" აფიქსირებს მას და სთხოვს მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე "მონაწილე" არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ამის შემდეგ სახელმწიფო ქონება ითვლება გაყიდულად იმ "მონაწილეზე", ვინც შესთავაზა "გამყიდველს" ყველაზე მაღალი ფასი.
6. სააუქციონო ვაჭრობის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელშიც ასახული უნდა იყოს ვაჭრობის მსვლელობა და შედეგები. ოქმი ინომრება ქრონოლოგიური მიმდევრობით, ხელს აწერს "მყიდველი", "მეაუქციონე", მდივანი და სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე.
7. აუქციონში გამარჯვებულმა, საჯარო ვაჭრობის დამთავრების შემდეგ, უნდა წარუდგინოს აუქციონის მდივანს "მონაწილის ბილეთი" და ხელი მოაწეროს აუქციონის შედეგების ოქმს.
8. აუქციონის შედეგების ოქმზე ხელმოწერის უარის მთქმელ პირს ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი "ბე" არ უბრუნდება.
9. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონის "მონაწილეები", ესწრებოდნენ აუქციონს და არ მიიღეს საჯარო ვაჭრობაში მონაწილეობა, მაშინ დგება არშემდგარი აუქციონის ოქმი და "მონაწილეებს" შეტანილი "ბე" არ უბრუნდებათ.
10. აუქციონის შედეგების ოქმი და სრული დოკუმენტაცია გადაეცემა "გამყიდველს" დასამტკიცებლად, რაც მტკიცდება 10 დღის ვადაში.
მუხლი 5🔗. სპეციალიზებული აუქციონის ჩატარების წესი
1. სახელმწიფო საწარმოების გარდაქმნის გზით შექმნილ სააქციო საზოგადოებათა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების გაყიდვა შეიძლება განხორციელდეს სპეციალიზებულ აუქციონებზე.
2. სპეციალიზებულ აუქციონში მონაწილეობის მიღების მიზნით შეტანილი თანხის მინიმალური ოდენობა განისაზღვრება 14 აშშ დოლარის ექვივალენტით ეროვნულ ვალუტაში – ლარებში, თანხის შეტანის მომენტისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით.
3. ყოველი 14 აშშ დოლარის ეკვივალენტურ ლარზე გასაცემი აქციების მაქსიმალური რაოდენობა 1,46 აშშ დოლარის ნომინალური ღირებულების აქციებისათვის განისაზღვრება 9.576 აქციით. 1 აშშ დოლარის ნომინალური ღირებულების აქციებისათვის – 14 აქციით. 1 ლარის ნომინალური ღირებულების აქციებისათვის – 18,2 აქციით.
4. გამყიდველი ყოველი 14 აშშ დოლარის ეკვივალენტურ ლარზე გასაცემი აქციების რაოდენობას (შემდგომში აუქციონის კურსი) განსაზღვრავს შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:
ა) თითოეული სააქციო საზოგადოების მიხედვით, დაკმაყოფილებული განაცხადის ყოველ 14 აშშ დოლარის ეკვივალენტურ ლარზე უნდა გაიცეს აქციების ერთი და იგივე რაოდენობა;
ბ) უნდა დაკმაყოფილდეს ყველა განაცხადი, რომელთაც აუქციონის კურსით ერგოთ ერთი ან მეტი აქცია.
5. სპეციალიზებულ აუქციონში მონაწილეებზე გასაცემი აქციების რაოდენობა დგინდება შემდეგი ფორმულით: Ai =Ki *Ka*Kg/14
სადაც:
Ai – არის მონაწილეზე გასაცემი აქციების რაოდენობა, რომელიც ტოლია მიღებული რიცხვის მთელი ნაწილის.
Ki – არის კოეფიციენტი (განაცხადში მითითებული გადახდილი თანხა, დაფიქსირებული აშშ დოლარებში).
Ka – არის სპეციალიზებულ აუქციონის კურსი (აქციების ის რაოდენობა, რომელიც უნდა გაიცეს ყოველ 14 აშშ დოლარის ეკვივალენტურ ლარზე), იანგარიშება გასაყიდად გამოტანილი აქციების რაოდენობის 14-ზე გამრავლებით და შემოსული თანხების საერთო ჯამზე გაყოფით;
Kg – არის კოეფიციენტი, რომელიც გამოიყენება აქციების საწყისი ფასის ცვლილების შემთხვევაში "სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად.
6. გამყიდველი ადგენს ოქმს აუქციონის შედეგების შესახებ (3 პირად), რომელშიც მითითებული უნდა იყოს:
ა) ოქმის ნომერი და შედგენის თარიღი;
ბ) გამყიდველის დასახელება;
გ) სააქციო საზოგადოების სრული დასახელება და იურიდიული მისამართი;
დ) გაყიდული აქციის ფასი;
ე) სია თითოეულისათვის მიყიდული აქციების რაოდენობის მითითებით;
ვ) სპეციალიზებულ აუქციონზე გაყიდული აქციების საერთო რაოდენობა.
7. ცნობა სპეციალიზებული აუქციონის შედეგების შესახებ ქვეყნდება იმავე ბეჭდვით ორგანოში, სადაც გამოქვეყნდება საინფორმაციო ცნობა სპეციალიზებული აუქციონის ჩატარების შესახებ.
მუხლი 6🔗. ნულოვანი საწყისი ფასით სპეციალიზებული აუქციონის ჩატარების წესი
1. სახელმწიფო საწარმოების გარდაქმნის გზით შექმნილ სააქციო საზოგადოებათა სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი აქციების გაყიდვა შეიძლება განხორციელდეს ნულოვანი საწყისი ფასით სპეციალიზებულ აუქციონებზე.
2. ნულოვანი საწყისი ფასით სპეციალიზებულ აუქციონებზე, თითოეული სააქციო საზოგადოების მიხედვით, გასაყიდად გამოტანილი აქციების რაოდენობა ნაწილდება ამ აქციების შეძენის მიზნით ყოველი ცალკეულად გადახდილი თანხის პროპორციულად, იმის გათვალისწინებით, რომ ნაშთად დარჩენილი აქციები დაემატება იმ მონაწილეს, რომელმაც ყველაზე დიდი თანხა შეიტანა ამ აქციების შესაძენად.
3. ნულოვანი საწყისი ფასით სპეციალიზებულ აუქციონებზე ცალკეული გადახდილი თანხის სანაცვლოდ გასაცემი აქციების რაოდენობა იანგარიშება ფორმულით:
Nც = N მთლ *Vც / Vმთლ
სადაც:
Nც – არის ცალკეული გადახდილი თანხის სანაცვლოდ გასაცემი აქციების რაოდენობა;
Nმთლ – არის გასაყიდად გამოტანილი კონკრეტული სააქციო საზოგადოების აქციების მთლიანი რაოდენობა;
Vც – არის ამ აქციების შესასყიდად ცალკეული გადახდილი თანხა;
Vმთლ – არის ამ აქციების შესასყიდად გადახდილი მთლიანი თანხა;
თუ N ც მეტია ერთზე და არ წარმოადგენს მთელ რიცხვს, მას ჩამოსცილდება წილადი ნაწილი და ცალკეული გადახდილი თანხის სანაცვლოდ გასაცემი აქციების რაოდენობა შეადგენს ამ რიცხვის მთელ ნაწილს. თუ Nც ნაკლებია ერთზე, გაიცემა ერთი აქცია ნაშთად დარჩენილი აქციების ფარგლებში.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული აქციების განაწილების გაანგარიშების შედეგად ნაშთად დარჩენილი აქციები საკუთრებაში გადაეცემა აუქციონის იმ მონაწილეს, რომელმაც ყველაზე მეტი თანხა შეიტანა ამ სააქციო საზოგადოების აქციების შესაძენად, ხოლო თანაბარი თანხების შემთხვევაში აქციები განაწილდება თანაბარი რაოდენობით.
5. ნულოვანი საწყისი ფასით სპეციალიზებულ აუქციონებზე გასაყიდი აქციების განლაგების და სააქციო საზოგადოებების ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მყიდველებმა შეუძლიათ მიიღონ უშუალოდ სააქციო საზოგადოებაში, ნუსხაში მითითებულ მისამართზე.
6. სააქციო საზოგადოების გენერალური დირექტორი ვალდებულია შეუფერხებლად უზრუნველყოს მყიდველებისთვის აუცილებელი დამატებითი ინფორმაციის გაცნობა და მას ეკისრება პასუხისმგებლობა ამ ინფორმაციის სისწორეზე.
7. ნულოვანი საწყისი ფასით სპეციალიზებულ აუქციონებში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ უფლებამოსილ საბანკო დაწესებულებებში, ან საქართველოს ეროვნული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშებზე საზღვარგარეთის ქვეყნების ბანკებში, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით შეიტანოს თანხა, რომლის გადახდის დამადასტურებელი, თანხის მიმღები საბანკო დაწესებულებების ბეჭდით დამოწმებული საბუთი (ქვითარი) წარმოადგენს განაცხადს აუქციონებში მონაწილეობის შესახებ და თანხმობას გადახდილი თანხის სანაცვლოდ აქციების მიღებაზე აუქციონების შედეგების შესაბამისად.
8. თანხის ჩარიცხვა უნდა მოხდეს საქართველოს ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველოში პრივატიზაციის სატრანზიტო ანგარიშზე, ხოლო უცხოური ვალუტისა – სპეცანგარიშზე. თანხის გადახდის ქვითარში აღნიშნული უნდა იყოს:
ა) მონაწილე ფიზიკური პირისთვის – სახელი, გვარი, პასპორტის სერია და ნომერი ან პირადობის მოწმობის ნომერი, მისამართი, ხოლო იურიდიული პირისათვის ძირითადი რეკვიზიტები;
ბ) სააქციო საზოგადოების დასახელება და თანდართულ სიაში მითითებული სააქციო საზოგადოების ნომერი, რომლის აქციების შეძენაზეც ფორმდება ქვითარი;
გ) შეტანილი თანხის ოდენობა.
9. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შესაბამისი სააუქციონო კომისია ეროვნული ბანკიდან ინფორმაციის მიღებიდან 10 დღის ვადაში უზრუნველყოფს ნულოვანი საწყისი ფასით სპეციალიზებული აუქციონების შედეგების შეჯამებას თანხების გადახდის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი რეესტრის საფუძველზე, დადგენილი წესით.
10. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები ნულოვანი საწყისი ფასით სპეციალიზებულ აუქციონებზე თანხების მიღების დამთავრებიდან 3 დღის ვადაში წარმოადგენენ სამინისტროში ინფორმაციას საბანკო დაწესებულებებში შეტანილი თანხების შესახებ, რომელიც უნდა შეიცავდეს თითოეული სააქციო საზოგადოების მიხედვით შეტანილი თანხების ოდენობას, შემტანთა რეკვიზიტებს, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს საბანკო დაწესებულებების და ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელთა ხელმოწერებითა და მრგვალი ბეჭდებით.
11. ნულოვანი საწყისი ფასით სპეციალიზებული აუქციონების შედეგების შესაბამისად თითოეული სააქციო საზოგადოების მიხედვით აუქციონების კურსის შესახებ ინფორმაციები ქვეყნდება პრესაში.
12. ნულოვანი საწყისი ფასით სპეციალიზებული აუქციონების კურსი განისაზღვრება თითოეული სააქციო საზოგადოების მიხედვით ერთ ლარზე მოსული აქციების რაოდენობით და იანგარიშება აუქციონზე გამოტანილი აქციების რაოდენობის შეტანილ თანხაზე გაყოფით.
მუხლი 7🔗. გარიგებათა გაფორმების წესი
1. დამტკიცებული აუქციონის შედეგების ოქმის მიღების მომენტიდან "მყიდველმა", "სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ოქმში მითითებულ საბანკო დაწესებულებაში უნდა შეიტანოს ნაღდად ან გადარიცხვით ფულადი თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს.
2. თუ "მყიდველი" აღნიშნულ ვადაში არ გადაიხდის ქონების გამოსასყიდ თანხას, მას არ მიეცემა საკუთრების უფლება ობიექტზე და შეტანილი "ბე" არ უბრუნდება.
3. აუქციონში გამარჯვებულს შეტანილი "ბე" ეთვლება ანგარიშსწორების დროს.
4. აუქციონში დამარცხებულ "მონაწილეს" (გარდა ამ დებულების მე-4 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა), აუქციონის შედეგის გამოცხადებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, "მონაწილის" მოთხოვნით, "ბე" უბრუნდება "ბეს" შეტანის ქვითრის წარდგენის შემდეგ.
5. საბანკო დაწესებულება, აუქციონში მონაწილეთა მიერ შეტანილ "ბეს" აბრუნებს "გამყიდველის" დავალების საფუძველზე.
6. აუქციონის შედეგების დამტკიცების შესახებ "გამყიდველის" გადაწყვეტილების მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში "გამარჯვებული" ვალდებულია "გამყიდველთან" გააფორმოს ხელშეკრულება (რომელიც უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით), ქონების მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, რომელიც წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
7. "გამყიდველსა" და აუქციონში "გამარჯვებულს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში (გარდა აქციების, წილის შესყიდვისა) შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა) ცნობები გამყიდველისა და მყიდველის შესახებ;
ბ) გამყიდველისა და მყიდველის მისამართები;
გ) შეძენილი ქონების დასახელება და მისამართი;
დ) სახელმწიფო ქონების შემადგენლობა და შეძენის ფასი;
ე) დაკავებული მიწის ფართობის სიდიდე;
ვ) მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ, გასაფორმებელი ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით.
8. აქციების ან აქციათა პაკეტის (წილი) გაყიდვის შემთხვევაში, გამარჯვებული მონაწილის მიერ ნაყიდი აქციების საფასურის სრულად გადახდის შემდეგ (აუქციონის შედეგების ოქმის მიღების მომენტიდან "სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად), "გამყიდველი" შესაბამის სააქციო საზოგადოებებს აძლევს დავალებას აქციონერთა რეესტრში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
9. სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლება "გამყიდველიდან" "მყიდველს" გადაეცემა სახელმწიფო ქონების ღირებულების სრულად დაფარვის შემდეგ, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან. უძრავი ქონების პრივატიზებისას საკუთრების უფლება გადადის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. ამასთან, ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისათვის, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და ამისათვის აუცილებელი საბუთების წარდგენის ხარჯები იფარება "მყიდველის" მიერ.
მუხლი 8🔗. გარიგებათა ბათილად ცნობა
1. აუქციონის შედეგებთან დაკავშირებულ სადაო და ბათილად ცნობის საკითხებს განიხილავს სასამართლო.