„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურის და ვადების განსაზღვრის შესახებ” ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის №17.19.830 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№19.10.915
სარეგისტრაციო კოდი
010260030.37.101.000083
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 84, 12/07/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.37.101.000.083

ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება № 19.09.915

2010 წლის 2 ივ ლ ისი

ქ. თბილისი

“ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურის და ვადების განსაზღვრის შესახებ” ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის №17.19.830 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 321 მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის საფუძველზე,  ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

1. “ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურის და ვადების განსაზღვრის შესახებ” ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის №17.19.830 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის და ვადების განსაზღვრულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე–5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. სამუშაოების წარმოებაზე აქტის გამოცემა

1. ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოებასა და ხაზობრივი ნაგებობების მონტაჟის, ასევე, საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოებაზე აქტის გამოცემა:

ა) განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში – 100 ლარი;

ბ) განცხადების მიღებიდან 10 დღისვადაში – 200 ლარი;

გ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში – 300 ლარი;

დ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში ვადაში – 400 ლარი.

2. თუ სამუშაოებისთვის გამოსაყენებელი ტერიტორია ან/და საზოგადოებრივი სივრცე აღემატება 200 კვადრატულ მეტრს, ხოლო ხაზოვანი ნაგებობების შემთხვევაში 200 გრძივ მეტრს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საფასურს ემატება 100 ლარი ყოველ 200 კვადრატულ ან გრძივ მეტრზე.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოების ტერიტორიის ან/და საზოგადოებრივი სივრცის ერთეული არის 200 კვადრატული ან 200 გრძივი მეტრი ხაზოვანი ნაგებობებისთვის, სადაც ყოველ 200 კვადრატულ ან გრძივ მეტრზე მეტი ტერიტორია ან/და საზოგადოებრივი სივრცე განისაზღვრება დამატებით 200 კვადრატულ ან გრძივ მეტრად.

4. თუ სამუშაოების წარმოებისთვის აუცილებელია 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადა, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საფასურს ემატება 100 ლარი ყოველი დამატებითი 30 კალენდარული დღისათვის.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოების ვადის ერთეული არის 30 კალენდარული დღე, სადაც ყოველ 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადა განისაზღვრება დამატებით 30 კალენდარულ დღედ.

6. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის დაკვეთით მიმდინარე სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემა ხორციელდება უსასყიდლოდ (ფასიანი მომსახურების გარეშე).“

ბ) მე–7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით::

    მუხლი 7. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა

1. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა განცხადების მიღებიდან:

ა) 10 დღის ვადაში – 50 ლარი;

ბ) 5 დღის ვადაში – 100 ლარი;

გ) 3 დღის ვადაში –200 ლარი;

დ) 1 დღის ვადაში – 300 ლარი.

2. თუ პირობითი აუქციონის გზით შეძენილი ლოტის სრული/საბოლოო ღირებულების გადასახდელად მყიდველს დასჭირდა 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადა, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საფასურს ემატება ლოტის საწყისი ღირებულების 0,5%, მაგრამ არანაკლებ 200 ლარისა, ყოველი დამატებითი 30 კალენდარული დღისთვის.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ლოტის სრული/საბოლოო ღირებულების გადახდის ვადის ერთეული არის 30 კალენდარული დღე, სადაც ყოველ 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადა განისაზღვრება დამატებით 30 კალენდარულ დღედ.

4. დადგენილების ძალაში შესვლამდე ჩატარებულ აუქციონებში გამარჯვებულ პირთათვის ამ მუხლის მე–2 პუნქტით განსაზღვრული მომსახურება ხორციელდება უსასყიდლოდ.

გ) წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

     „მუხლი 71. ვალდებულების შესრულების დადასტურება

1. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სააგენტოსთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში დაინტერესებული პირისთვის (მოვალისათვის) ვალდებულების მთლიანი ან ნაწილობრივი შესრულების დადასტურება, განცხადების მიღებიდან:

ა) ერთი თვის ვადაში – 50 ლარი;

ბ) 10 დღის ვადაში – 100 ლარი;

გ) 5 დღის ვადაში – 200 ლარი.

2. იმ შემთხვევაში თუ მოქმედი კანონმდებლობის ვალდებულების შესრულების დადასტურებისთვის აუცილებელია ქ. თბილისის მთავრობის აქტის გამოცემა, ვადის ათვლა დაიწყება ქ. თბილისის მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან.

3. ვალდებულების მთლიანი ან ნაწილობრივი შესრულების დადასტურება ქ.თბილისის მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან:

ა) ერთი თვის ვადაში – 50 ლარი;

ბ) 10 დღის ვადაში – 100 ლარი;

გ) 5 დღის ვადაში – 200 ლარი.

დ) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ამ მუხლით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულებას სააუქციონო ლოტის მესაკუთრე იხდის მხოლოდ ლოტის რეალიზაციის შემთხვევაში.“

ე) მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს მიერ ამ წესით დადგენილი მომსახურების/დაჩქარებული მომსახურების შესასრულებლად განსაზღვრულ ვადებში არ იანგარიშება კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები.“

ვ) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„2. საფასური გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევამდე, უნაღდო ანგარიშსწორებით, გარდა მე–9 მუხლით გათვალისწინებული მომსახურებისა.“

2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის მერი გ. უგულავა