სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 24.10.2006
ძალის დაკარგვა 11.09.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/1244
სარეგისტრაციო კოდი 040110050.22.024.009500
გამოქვეყნების წყარო სსმ, 146, 25/10/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 07.09.2010
📋 აუქმებს — 1 აქტი
- სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცებს თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 31.03.1999
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.110.050.22.024.009.500
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/1244
2006 წლის 24 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის” შესახებ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ”.
2. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 31 მარტის №1-3/151 ბრძანება „სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცებს თაობაზე“.
3. ბრძანება ამოქმედეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. ჩოგოვაძე
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით
პრივატიზების შესახებ
მუხლი 1🔗.ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება შემუშავებულია „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესს.
2. „საქართველოს სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) ან მისი ტერიტორიული ორგანო (შემდგომში – გამყიდველი).
3. მხოლოდ საქართველოს მთავრობაა უფლებამოსილი – მიიღოს გადაწყვეტილება ინვესტორის მიერ მოთხოვნილი სახელმწიფო ქონების პრივატიზების მიზანშეუწონლობის შესახებ. სახელმწიფო ქონების პრივატიზების მიზანშეუწონლობის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ შეიძლება მიიღოს საკუთარი ინიციატივით ან სამინისტროს დასაბუთებული წარდგინების საფუძველზე, წარდგინებიდან 1 თვის ვადაში. ამ ვადაში გადაწყვეტილების მიუღებლობა ჩაითვლება საქართველოს მთავრობის თანხმობად. აღნიშნული სახელმწიფო ქონების პრივატიზების მიზანშეუწონლობის შესახებ გადაწყვეტილებაში მიეთითება გადაწყვეტილების მოქმედების ვადა.
4. აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების მიზანია საკუთრების უფლება გადაეცეს მყიდველს, რომელიც ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდა პირობებით – საკუთრების უფლება გადაეცეს იმ მყიდველს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
5. აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზებას ახორციელებს სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო. მათ შეუძლიათ შეასრულონ გამყიდველის ფუნქციები უშუალოდ, ან იმოქმედონ წარმომადგენლის ან შუამავლის მეშვეობით, რომელსაც გამყიდველის მიერ მინიჭებული აქვს სათანადო უფლებამოსილება.
6. აუქციონის ფორმით საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასი გამყიდველის მიერ დგინდება „საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №671 ბრძანებულების შესაბამისად.
7. აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების მყიდველი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.
8. სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო ინვესტორის მიერ სამინისტროში ან მის ტერიტორიულ ორგანოში სახელმწიფო ქონების შეძენის შესახებ განაცხადის წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში აცხადებს აუქციონს ან აუქციონს პირობებით, ინვესტორის მიერ შემოთავაზებული პირობების მიხედვით.
9. სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო ვალდებულია, „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად და კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაიწყოს სათანადო მოქმედებების განხორციელება სახელმწიფო ქონების პრივატიზების მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:
ა) ქონება პრივატიზებას არ ექვემდებარება საქართველოს კანონით ან ამ ქონებისათვის დადგენილია „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს კანონისაგან განსხვავებული პრივატიზების წესი;
ბ) ინვესტორს ქონება ესაჭიროება ისეთი მიზნებისათვის, რომელთა განხორციელება ეწინააღმდეგება განაშენიანების რეგულირების გეგმას ან უფლებრივ ზონირებას ან იწვევს ქონების ერთიანობის დარღვევას;
გ) საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება.
10. პირველი მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო ინვესტორის მიერ განცხადების მიღებიდან 15 დღის ვადაში აცნობებს ინვესტორს, რომ ქონების პრივატიზებისათვის დადგენილია განსხვავებული წესი, ან რომ იგი არ ექვემდებარება პრივატიზებას.
11. სამინისტრო, საქართველოს მთავრობისათვის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წარდგინების შემთხვევაში, 15 დღის ვადაში აცნობებს ინვესტორს წარდგინების შესახებ.
12. თუ შესაბამისი სახელმწიფო ქონება არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში ან მისი პრივატიზებისათვის აუცილებელია კანონით განსაზღვრული სხვა იურიდიული პროცედურების განხორციელება, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ვადა აითვლება ქონების რეგისტრაციის ან/და სხვა იურიდიული პროცედურების დასრულების თარიღიდან, რომლის ორგანიზების ვადა არ შეიძლება იყოს 2 თვეზე მეტი. განსაკუთრებულ შემთხვევაში ამ ვადის გაგრძელება დასაშვებია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. აღნიშნული გარემოებების შესახებ უნდა ეცნობოს ინვესტორს განაცხადის წარდგენიდან (აგრეთვე ვადის გაგრძელებიდან) არა უგვიანეს 14 დღისა.
13. თუ ინვესტორის მიერ მოთხოვნილი ქონება არის მთლიანი ქონების ნაწილი, რომლის პრივატიზება იწვევს ქონების ერთიანობის დარღვევას, სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო უფლებამოსილია განაცხადოს უარი პრივატიზების პროცესის დაწყებაზე მხოლოდ სათანადო დასაბუთებით. ქონების ერთიანობა შეიძლება დაირღვეს, თუ ინვესტორი ითხოვს ქონების იმ ნაწილს, რომელზედაც ცალკე უფლების არსებობა მნიშვნელოვნად ამცირებს მთლიანი ქონების ეკონომიკურ ღირებულებას ან/და ხელს უშლის ქონების დანარჩენი ნაწილის მიზნობრივ გამოყენებას. ასეთ შემთხვევაში სამინისტრო ვალდებულია შეატყობინოს ინვესტორს მთლიანი ქონების ან მისი იმ ნაწილის შესახებ, რომელიც შესაძლებელია დაექვემდებაროს პრივატიზებას.
14. აუქციონი შეიძლება გამოცხადდეს პირობებით.
15. აუქციონი ან აუქციონი პირობებით ცხადდება სამინისტროს (სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს) ან ინვესტორის ინიციატივით.
16 თუ სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო აუქციონს პირობებით აცხადებს თავისი ინიციატივით, ასეთ შემთხვევაში აუქციონის პირობებს ადგენს სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო.
17. იმ შემთხვევაში, თუ ინვესტორი ითხოვს ქონების პრივატიზებას გარკვეული პირობებით, აუქციონი პირობებით ცხადდება ინვესტორის მიერ შემოთავაზებულ არსებით პირობებზე. არ შეიძლება ისეთი პირობის დადგენა, რომელიც უკავშირდება კონკრეტულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, ანიჭებს მას წინასწარ განსაზღვრულ უპირატესობას ან სხვაგვარად შეუძლებელს ხდის სხვა ინვესტორების აუქციონში მონაწილეობას. პირობების რაოდენობა, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს ოთხს. დამატებითი პირობების დადგენა შესაძლებელია საქართველოს მთავრობის თანხმობით.
18. ინვესტორის განცხადებასთან დაკავშირებული ვადების გადაცილების ან ქონების შეძენაზე უარის დაუსაბუთებლობის შემთხვევაში ინვესტორს უფლება აქვს მიმართოს საქართველოს მთავრობას ქონების შეძენის მოთხოვნით. მოთხოვნიდან 1 თვის განმავლობაში საქართველოს მთავრობა იღებს „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით ან მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის გადაწყვეტილებას.
19. აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეთა შესახებ (მათ შორის, აუქციონში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენციალურია.
მუხლი 2🔗. აუქციონის ორგანიზება
1. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს გამყიდველი.
2. იმ შემთხვევაში, როცა გამყიდველი აუქციონის ორგანიზატორის ფუნქციებს გადასცემს წარმომადგენელს ან შუამავალს, მათ შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს:
ა) სახელმწიფო ქონების საწყისი ფასი;
ბ) აუქციონის ჩატარების ვადა;
გ) წარმომადგენელის ან შუამავლისათვის ავანსის ან/და საკომისიო ანაზღაურების ოდენობა და მისი გაცემის წესი;
დ) ურთიერთვალდებულებანი და მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების დარღვევისათვის;
ე) სხვა ინფორმაცია გამყიდველის შეხედულებისამებრ.
3. გამყიდველი, „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოფს ინფორმაციის გამოქვეყნებას სამინისტროს ოფიციალურ გამოცემაში, პრესის ისეთ სახეობაში, რომელიც ვრცელდება საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე ან ადგილობრივ პრესაში (თუ პრივატიზებას ახდენს სამინისტროს ტერიტორიული ორგანო) და მის განთავსებას სამინისტროს ინტერნეტგვერდზე. თუ პრივატიზებას ახორციელებს სამინისტრო, ინფორმაცია გადაიცემა საზოგადოებრივი ტელევიზიით. ამასთანავე, შეიძლება ინფორმაციის სხვა საშუალებების გამოყენება.
4. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) გამყიდველის დასახელებას;
ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს (აუქციონის პირობებით გამოცხადების შემთხვევაში);
გ) საპრივატიზებო ქონების დასახელებსა;
დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და აუქციონის ჩატარების ვადას;
ე) ბეს, სავაჭრო ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს გამყიდველი;
ვ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;
თ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც გამყიდველი ჩათვლის მიზანშეწონილად.
5. აქციების ან აქციათა პაკეტის (წილი) გაყიდვის შემთხვევაში ინფორმაცია დამატებით უნდა შეიცავდეს:
ი) სააქციო საზოგადოების (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების) დასახელებას და იურიდიულ მისამართს;
კ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას;
ლ) ერთი აქციის ნომინალური ღირებულებას;
მ) აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) საწყის ფასს და წილს საზოგადოების საწესდებო კაპიტალში.
6. მყიდველს უფლება აქვს მიიღოს გასაყიდი ქონების შესახებ გამყიდველის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია.
7. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს საპრივატიზებო სახელმწიფო ქონებას.
8. გამყიდველი პირობებით გამოცხადებული აუქციონის ორგანიზების მიზნით ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, რომელშიც შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის წევრები.
მუხლი 3🔗. აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება.
2. აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან ოცდამეათე კალენდარულ დღეს. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და გამყიდველის მიერ დადგენილ საათამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც ოცდამეათე კალენდარული დღე ემთხვევა დასვენების დღეს, მაშინ განაცხადების მიღება გრძელდება და შეწყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე.
3. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში _ მონაწილე) აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:
ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, სახელმწიფო ქონების დასახელებას, იმ სახელმწიფო ქონების საწყის ფასს, რომლის შეძენაც სურს მონაწილეს. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში განაცხადში უნდა აისახოს მონაწილის თანხმობა პირობების შესრულებაზე;
ბ) ბეს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს გამყიდველის მიერ მითითებულ ანგარიშზე);
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
დ) ნოტარიალურად დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;
ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).
4. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სახელმწიფო ქონების პრივატიზებისათვის მოწყობილ აუქციონში, ბე და მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს თითოეული სახელმწიფო ქონებისათვის ცალ-ცალკე.
5. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი მონაწილეზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში“, იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მონაწილეს გადასცემს აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით მონაწილე ღებულობს აუქციონში მონაწილის სტატუსს.
6. მონაწილეს უფლება აქვს ბე-ს დაუკავებლად უარი აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადოს მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში.
7. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა) განაცხადის წარმომდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს საპრივატიზებო ქონების მყიდველად;
ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტის მოთხოვნები.
მუხლი 4🔗. აუქციონის ჩატარების წესი
1. აუქციონში მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება აუქციონი, აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.
2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.
3. აუქციონს ატარებს აუქციონატორი.
4. თითოეულ ობიექტზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს სახელმწიფო ქონების დასახელებას, მის საწყის ფასს, ბიჯს (ბიჯის სიდიდეს ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს გამყიდველი).
5. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი, რომელიც ფიქსირდება დროის აღნიშვნით. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.
6. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის ნომერს (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას) ისე, რომ თვალსაჩინო იყოს აუქციონატორისათვის. თუ ფასის სამჯერ გამოცხადებამდე დასახელდება მომდევნო ფასი, აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ფასის სამჯერ გამოცხადების შემდეგ სახელმწიფო ქონება ითვლება გაყიდულად იმ აუქციონის მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.
7. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს სააუქციონო ვაჭრობის მსვლელობა და შედეგები. ოქმი ინომრება ქრონოლოგიურად. ოქმს ხელს აწერს მყიდველი, აუქციონატორი, სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და სააუქციონო კომისიის მდივანი.
8. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება.
9. თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეებს შეტანილი ბე არ დაუბრუნდებათ.
10. აუქციონის შედეგების ოქმი და სრული დოკუმენტაცია გადაეცემა გამყიდველს, რომელიც მას ამტკიცებს აუქციონის დასრულებიდან 10 დღის ვადაში.
მუხლი 5🔗. გარიგებათა გაფორმების წესი
1. ხელმოწერილი აუქციონის შედეგების ოქმის გამყიდველის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცების მომენტიდან მყიდველმა „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კერძოდ, არა უმეტეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადებული იყო პირობებით, აუქციონის პირობებით დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს, ოქმში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს.
2. აუქციონში გამარჯვებულს შეტანილი ბე ეთვლება ანგარიშსწორების დროს.
3. აუქციონში დამარცხებულ აუქციონის მონაწილეს აუქციონის შედეგების (ოქმის) დამტკიცებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, მოთხოვნის საფუძველზე, ბე უბრუნდება "ბეს" შეტანის ქვითრის წარდგენის შემდეგ.
4. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონის ჩატარებიდან არა უმეტეს 3 თვის ვადაში, გამყიდველთან დადოს ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში _ ხელშეკრულება), რომელიც უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.
5. გამყიდველსა და აუქციონში გამარჯვებულს შორის დასადებ ხელშეკრულებაში შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა) ცნობები გამყიდველისა და მყიდველის შესახებ;
ბ) შეძენილი ქონების დასახელება და მისამართი;
გ) სახელმწიფო ქონების ნასყიდობის ფასი;
დ) პირობებიდან გამომდინარე, მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ (პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში);
ე) სხვა მონაცემები გამოცხადებული აუქციონის და ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით.
6. თუ აუქციონი გამოცხადებული იყო პირობების გარეშე, ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს ამ დებულების მე-6 მუხლის მოთხოვნებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
7. თუ გამოცხადებული იყო აუქციონი პირობებით, ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს გამყიდველის მიერ დადგენილ საპრივატიზებო პირობებს, თანხის გადახდის ვადებს და ამ დებულების მე-7 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, მათ შორის, პირგასამტეხლოს.
8. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სახელმწიფო ქონების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასის სრულად დაფარვამდე მყიდველს ქონება გადაეცემა მფლობელობაში და სარგებლობაში, ხოლო აქციები ან წილი – მართვის უფლებით, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
9. სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლება გამყიდველის მიერ მყიდველს გადაეცემა სახელმწიფო ქონების საბოლოო ნასყიდობის ფასის სრულად დაფარვის შემდეგ, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან; ხოლო პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში, საკუთრების მოწმობა გაიცემა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით
10. ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისათვის, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და აღნიშნულისათვის აუცილებელი საბუთების წარდგენის ხარჯები იფარება მყიდველის მიერ.
მუხლი 6🔗. მყიდველის პასუხისმგებლობა პირობების გარეშე გამოცხადებული
აუქციონის შემთხვევაში
თუ მყიდველი პირობების გარეშე გამოცხადებულ აუქციონში, დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების გამოსასყიდ თანხას, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება
მუხლი 7🔗. მყიდველის პასუხისმგებლობა პირობებით გამოცხადებული
აუქციონის შემთხვევაში
1. თუ მყიდველი პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში, დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების გამოსასყიდ თანხას, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება.
2. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია, შეძენილი სახელმწიფო ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე გამყიდველის მოთხოვნისთანავე და 6 თვეში ერთხელ წარუდგინოს ინფორმაცია გამყიდველს. შესაძლებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა.
3. მყიდველს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, გამყიდველთან შეთანხმების გარეშე, არა აქვს უფლება გაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
4. გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო სამინისტროსა და მყიდველს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს სამინისტროს.
5. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება სამინისტროს მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
6. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
7. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა სამინისტროს მიერ განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად.
მუხლი 8🔗. გარიგებათა ბათილად ცნობა
აუქციონის შედეგებთან დაკავშირებულ სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს განიხილავს სასამართლო.