⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (26.07.2006)
გაუქმებულია:

იმ ობიექტების მშენებლობის პროექტების ექსპერტიზის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ, რომლებიც არ ექვემდებარება სახელმწიფო კომპლექსურ ექსპერტიზას

მიღების თარიღი 13.02.2001
ძალის დაკარგვა 26.07.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 330010000.11.116.004651
გამოქვეყნების წყარო სსმ, 17, 23/02/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,403 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.02.2001 მიღება
26.07.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

იმ ობიექტების მშენებლობის პროექტების ექსპერტიზის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ, რომლებიც არ ექვემდებარება სახელმწიფო კომპლექსურ ექსპერტიზას /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 330.010.000.11.116.004.651 საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის ბრძანება №5 2001 წლის 13 თებერვალი ქ. თბილისი იმ ობიექტების მშენებლობის პროექტების ექსპერტიზის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ, რომლებიც არ ექვემდებარება სახელმწიფო კომპლექსურ ექსპერტიზას „მშენებლობის პროექტების სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზისა და დამტკიცების შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის „ბ. ბ.” ქვეპუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „წესი, იმ ობიექტების მშენებლობის პროექტების ექსპერტიზის ჩატარებისა, რომლებიც არ ექვემდებარება სახელმწიფო კომპლექსურ ექსპერტიზას”. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მ. ჩხენკელი წესი იმ ობიექტების მშენებლობის პროექტების ექსპერტიზის ჩატარებისა, რომლებიც არ ექვემდებარება სახელმწიფო კომპლექსურ ექსპერტიზას I. საერთო დებულებები 1. იმ პროექტთა ექსპერტიზას, რომლებიც არ ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო კომპლექსურ ექსპერტიზას, ახორციელებენ დამოუკიდებელი საექსპერტო ორგანიზაციები. 2. „მშენებლობის პროექტების სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზისა და დამტკიცების შესახებ” საქართველოს კანონის და საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სამშენებლო ნორმებისა და წესების თანახმად სავალდებულო სახელმწიფო კომპლექსურ ექსპერტიზას ექვემდებარება იმ ობიექტთა პროექტები, რომელთა სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 0,5 მილიონ ლარს და მეტს (მიუხედავად დაფინანსების წყაროსა და საკუთრების ფორმისა). აღნიშნულის გარდა, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ დამტკიცებულია ჩამონათვალი იმ ობიექტებისა, რომელთა მშენებლობის პროექტები ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო კომპლექსურ ექსპერტიზას მშენებლობის ღირებულების მიუხედავად, ფუნქციური დანიშნულების, განლაგებისა და სხვა ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით. II. მშენებლობის პროექტების დამოუკიდებელი ექსპერტიზის ორგანიზაციათა ჩამოყალიბება და სახელმძღვანელო დოკუმენტები 1. დამოუკიდებელ საექსპერტო ორგანოების შექმნა მშენებლობების იმ პროექტთა ექსპერტიზის განხორციელებლად, რომლებიც არ ექვემდებარება სახელმწიფო კომპლექსურ ექსპერტიზას, უნდა მოხდეს “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად განსაზღვრული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით. 2. ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანიზაციისათვის აუცილებელია, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, სათანადო სახელმწიფო ლიცენზიის მიღება. 3. მშენებლობის პროექტების ექსპერტიზის განმხორციელებელი დამოუკიდებელი ორგანიზაციები ხელმძღვანელობენ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს ნორმატიული აქტებით, სამშენებლო ნორმებითა და წესებით, სახელმწიფო სტანდატრებით და ამ წესებით. III. მშენებლობის პროექტების დამოუკიდებელი ექსპერტების მიზნები 1. მშენებლობის პროექტების ექსპერტიზის ჩატარების მიზანია: განსახილვევად წარმოდგენილ პროექტში მიღებულ გადაწყვეტილებათა შესაბამისობის დადგენა საქართველოს კანონებთან, საქართველოს სამშენებლო ნორმების, წესების და სახელმწიფო სტანდარტების მოთხოვნებთან, დოკუმენტაციის ხარისხის გაუმჯობესება, ნებისმიერი მოსალოდნელი შეცდომის ან უზუსტობის თავიდან აცილება, შენობის სეისმომედეგობის, კონსტრუქციული სიმტკიცისა და მდგრადობის საიმედოობის ამაღლება. მეცნიერებისა და ტექნიკის უახლეს მონაპოვართა პრაქტიკული გამოყენების შესაძლო გაფართოება, არქიტექტურულ-გეგმარებით და ქალაქთმშენებლობით გადაწყვეტილებათა გაუმჯობესება, ხანძარსაწინაღო და გარემოს დასაცავად გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეფასება, ობიექტის მშენებლობის ტექნიკური დასაბუთების, გამოსაშვები პროდუქციის კონკურენტუნარიანობა და სხვა სამშენებლო ნორმებითა და წესებით გათვალისწინებულ მაჩვენებელთა სისწორის გადამოწმება და ა. შ. 2. ექსპერტიზა ვალდებულია უარი თქვას ობიექტთა მშენებლობაზე. რომელთა განხორციელება და ექსპლუატაცია არ შეესაბამება სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნებს, ან ლახავს სახელმწიფოს, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირთა კანონით დაცულ უფლებებსა და ინტერესებს. 3. სამშენებლო ნორმებიდან და წესებიდან ყოველი გადახვევის აუცილებლობა და მიზანშეწონილობა დასაბუთებული უნდა იყოს პროექტით დაინტერესებულ ორგანიზაციებთან, სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა შესაბამისად. IV. მშენებლობის პროექტების დამოუკიდებელ ექსპერტთა მუშაობის ორგანიზაცია 1. საერთო პრინციპები 1. მშენებლობის პროექტის ექსპერტიზა ყვალა შემთხვევაში უნდა იყოს დამოუკიდებელი და შემოქმედებითი პროცესი, სრულიად თავისუფალი დაინტერესებულ პირთა ან ორგანიზაციათა რაიმე ზეგავლენისაგან; დოკუმენტაცია შესწავლილ და გაანალიზებულ უნდა იქნეს ყოველმხრივ, შემოწმდეს რამდენად შეესამება დოკუმენტაციის შინაარსი და შემადგენლობა დამკვეთის მიერ საპროექტო სამუშაოთა შესასრულებლად გაცემულ დავალებას. 2. ექსპერტიზის განხორციელებაში უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ მხოლოდ გამოცდილმა, მაღალკვალიფიციურმა სპეციალისტებმა. 3. ექსპერტიზის მიერ პროექტს წაეყენება როგორც მთავარი მოთხოვნა – მისი საიმედოობისა და მიღებულ გადაწყვეტილებათა მართებულობის შესახებ, – ობიექტთა ფუნქციონალური დანიშნულებით სწორი და მთლიანი ასახვა, ყველა იმ მოვლენათა შესახებ, რომელთა გადაწყვეტაც და შესრულებაც საჭირო იქნება მშენებლობის პროცესში და უზრუნველყოფს მომავალში მის ეფექტურ და უსაფრთხო ექსპლუატაციას. 2. პროექტის წარდგენა ექსპერტიზაზე, ვადები და ანაზღაურება 1. მშენებლობის პროექტის ექსპერტიზას დამოუკიდებელი საექსპერტო ორგანიზაცია ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს ოცდაათი დღისა (პროექტის მიღებიდან, კრებსითი საექსპერტო დასკვნის გაცემის დღემდე). 2. თუკი ხდება პროექტის (სამუშაო პროექტის) კორექტირების ან გადამუშავების შემდეგ ექსპერტიზაზე განმეორებით წარდგენა, დამოუკიდებელი საექსპერტო ორგანიზაცია, როგორც წესი, პროექტს განიხილავს როგორც ახალწარმოდგენილს. 3. დამოუკიდებელი საექსპერტო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული პროექტის (სამუშაო პროექტის) ექსპერტიზის ხარჯები პროექტის ღირებულების შემადგენელი ნაწილია და მათ, გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, ანაზღაურებას დამკვეთი, მიუხედავად დასკვნის ხასიათისა (დადებითი ან უარყოფითი). 4. დამოუკიდებელი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ექსპერტის სამუშაოთა ღირებულება განისაზღვრება ხელშეკრულებით. ღირებულებების განსაზღვრისას საორიენტაციო სახელმძღვანელოს წარმოადგენს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სათანადო ნორმები და წესები. 5. პროექტი ექსპერტიზის ჩასატარებლად დამკვეთის მიერ ექსპერტიზის ჩამტარებელ ორგანიზაციას წარედგინება ორ ეგზემპლიარად და უბრუნდება დამკვეთს ექსპერტიზის დამთავრების შემდეგ. მშენებლობის პროექტი განიხილება ექსპერტთა საბჭოს სხდომაზე, თუკი ექსპერტთა საბჭოს ჩამოყალიბებულია დამოუკიდებელ საექსპერტო ორგანიზაციასთან. V. მშენებლობის პროექტის საექსპერტო დასკვნის შემადგენლობა 1. პროექტის ექსპერტიზის დასკვნა უნდა მოიცავდეს: ა) პროექტის საერთო მოკლე დახასიათებას, ძირითად საპროექტო გადაწყვეტილებებს, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს, ასევე, თუ რამდენად შეესაბამება პროექტით მიღებული გადაწყვეტილებები მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებს, მათ შორის, ისეთებს, როგორიცაა გადაწყვეტილება სეისმომედეგობის, გარემოს დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნებისა და სხვა; ბ) კონკრეტულ შენიშვნებსა და წინადადებებს, რომლებიც შესაძლებელს გახდის საპროექტო გადაწყვეტილებათა გაუმჯობესებას. 2. ექსპერტიზის წინადადებები უნდა იყოს დასაბუთებული სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნებით, სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტებით, ანგარიშებით, და მითითებული უნდა იყოს მათი დანერგვის შედეგად მოსალოდნელი ეკონომიკური ეფექტი. VI. ლოკალური და კრებსითი საექსპერტო დასკვნები და დამკვეთსა და დამოუკიდებელ საექსპერტო ორგანიზაციას შორის დავის მოგვარება 1. ლოკალური დასკვნები პროექტს (სამუშაო პროექტს) ექსპერტიზა უტარდება ცალკეული შემადგენელი ნაწილებისა და თავების (კარების) მიხედვით, ცალკეული ლოკალური საექსპერტო დასკვნების შედგენით. ლოკალური დასკვნა განიხილავს პროექტის გარკვეულ ნაწილს (კარს). ახასიათებს მას, აანალიზებს, რამდენად შეესაბამება მიღებული გადაწყვეტილება მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესების მოთხოვნებს. 2. კრებსითი დასკვნები ლოკალური დასკვნების განხილვის შედეგად საექსპერტო ორგანოს მიერ საბოლოოდ მიღებული შენიშვნები და რეკომენდაციებიაუცილებელ ასახვას პოულობენ კრებსით საექსპერტო დასკვნაში. კრებსითმა საექსპერტო დასკვნამ საბოლოოდ უნდა განსაზღვროს წარმოდგენილი პროექტის დამტკიცებისადმი საექსპორტო ორგანიზაციის დამოკიდებულება. პროექტის (სამუშაო პროექტის) დასამტკიცებლად შედგენილი დამოუკიდებელი საექსპერტო ორგანიზაციის კრებსითი დასკვნა წარმოადგენს აუცილებელ სარეკომენდაციო დოკუმენტს დამკვეთისა და საპროექტო ორგანიზციისათვის. ისინი ვალდებული არიან ყურადღებით შეისწავლონ ამ დასკვნის მოთხოვნები და იქონიონ მხედველობაში პროექტის შესწორებისა და დამტკიცებისათვის, უარყონ დასკვნის მოთხოვნები, სათანადო არგუმენტაციით ან შესაბამისი ცვლილებები შეიტანონ მშენებლობის პროექტში, ან გადაამუშაონ პროექტი (სამუშაო პროექტი) კრებსითი დასკვნის მოთხოვნათა შესაბამისად. 3. დამკვეთსა და დამოუკიდებელ საექსპერტო ორგანიზაციას შორის წამოჭრილი დავის განხილვა დამოუკიდებელი საექსპერტო ორგანიზაციის კრებით დასკვნაში მოცემულ ტექნიკურ საკითხებზე დამკვეთს, დამპროექტებელსა და ექსპერტიზას შორის ურთიერთშეუთანხმლობის შემთხვევაში სადავო საკითხებს იხილავს სასამართლო. VII. დამოუკიდებლი საექსპერტო ორგანიზაციის უფლებები 1. დამოუკიდებელ საექსპერტო ორგანიზაციას უფლება აქვს: ა. გასცეს თავისი კომპეტენციის ფარგლებში დადებითი დასკვნა, მოითხოვოს წარმოდგენილი მშენებლობის პროექტის გადამუშავება, ხოლო ობიექტის მშენებლობის მიუღებლობის შემთხვევაში უარი თქვას, სათანადო დასაბუთების საფუძველზე, მის მშენებლობაზე წარმოდგენილი პროექტის მიხდვით ან საერთოდ. ბ. მოსთხოვოს საჭიროების შემთხვევაში დამკვეთს, რომელიც მას ექსპერტიზისათვის წარუდგენს მშენებლობის პროექტს (სამუშაო პროექტს), დამატებითი ანგარიშები ან სხვა მტკიცებულებანი მიღებულ საპროექტო გადაწყვეტათა დასადასტურებლად. VIII. დამოუკიდებელი საექსპერტო ორგანიზაციის მოვალეობები დამოუკიდებელი საექსპერტო ორგანიზაცია ვალდებულია: 1. აწარმოოს აღრიცხვა მის მიერ ჩატარებული ყოველი თვის, ნახევარი წლისა და წლის მუშაობის შედეგების მიხედვით, განხილულ პროექტთა (სამუშაო პროექტთა) ნუსხის სახით და სათანადო მაჩვენებელთა აღნიშვნით, სახელდობრ: – პროექტის (სამუშაო პროექტის) დასახელება; – დამკვეთი (ინვესტორი); – დამპროექტებელი; – დამოუკიდებელი საპროექტო ორგანიზაციის მიერ მომზადებული კრებსითი დასკვნის მოკლე შინაარსი (პროექტი რეკომენდებულია დასამტკიცებლად, ან დაბრუნებულია დასამუშავებლად, ან უარყოფილია მთლიანად); – წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით ობიექტის მთლიანი სახარჯთაღრიცხვო ღირებულება მიმდინარე ფასებში; – ექსპერტიზის წინადადების განხილვისა და მიღების შედეგად ობიექტის დაზუსტებული სახარჯთაღრიცხვო ღირებულება, ცვლილებები – შემცირება, ზრდა; – პროექტის ექსპერტიზის ღირებულება; – დასამტკიცებლად, რეკომენდაციის გარეშე დაბრუნების შემთხვევაში, პროექტის მთავარი ნაკლოვანებები, რომლებმაც განაპირობეს პროექტის გადასამუშავებლად დაბრუნება თუ მთლიანად მისი უარყოფა. 2. აღრიცხვის დოკუმენტი წარუდგინოს დამოუკიდებელი ექსპერტიზის ორგანიზაციის მუშაობის განმხილველ ორგანოს, მისი მოთხოვნის ან სხვა საჭიროების შემთხვევაში. 3. პროექტის (სამუშაო პროექტის, თუ პროექტის რომელიმე ცალკეული ნაწილის) ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებული მასალები, ექსპერტიზის ჩამტარებელ ორგანოში, სათანადოდ აკინძული შეინახოს ხუთი წლის განმავლობაში, რის შემდეგ, მუდმივი შენახვისათვის, გადასცეს ტექნიკურ არქივს. 4. ყოველ ნახევარწლიულად წარუდგინოს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს ინფორმაცია მის მიერ ჩატარებული სამუშაოების შესახებ ამ თავის I პუნქტში აღნიშნული მაჩვენებლების მიხედვით.