"საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისადა მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს კონსტიტუციის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის გამოქვეყნდეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი (№07-1/282, 13.05.2011) „საქართველოს კონსტიტუციაშიდამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი.
2. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 176-ე მუხლის პირველი, მე-2 და 21 პუნქტების შესაბამისად შეიქმნას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 20წევრისაგან, შემდეგი შემადგენლობით:
პავლე კუბლაშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულსაკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე(კომისიის თავმჯდომარ ე)
ლევან ვეფხვაძე –საქართველოს პარლამენტისთავმჯდომარის მოადგილე
პაატადავითაია – საქართველოს პარლამენტისთავმჯდომარის მოადგილე
აკაკი მინაშვილი – საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათაკომიტეტის თავმჯდომარე
ვახტანგ ბალავაძე– საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის,თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე
ხათუნა გოგორიშვილი– საქართველოს პ არლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე
პეტრე ცისკარიშვილი–საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი
გიორგი თარგამაძე –საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი
გია თორთლაძე– ფრაქცია „ძლიერისაქართველოს“ თავმჯდომარე
გიორგი ახვლედიანი–ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“თავმჯდომარე
ჩიორა თაქთაქიშვილი – საქართველოს პარლამენტისიურიდიულ საკითხთა კომიტეტისთავმჯდომარ ის პირველი მოადგილე
კახაბერ ანჯაფარიძე –საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარ ის მოადგილე
ნიკოლოზ ლალიაშვილი –ს აქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
რატი მაისურაძე–საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროებისკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
ჯონდო ბაღათურია –საქართველოს პარლამენტის წევრი
გია ხუროშვილი –საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი
დიმიტრი ძაგნიძე –საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
ირაკლი ბურდული–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი
დავით კერესელიძე–სამართლის დოქტორი, სრული პროფესორი
ქეთევან ქოქრაშვილი–სამართლის დოქტორი, სრული პროფესორი.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე დ. ბაქრაძე
თბილისი,
2011წლის 17 მაისი.
№4674–Iს
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პარლამენტს
საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლისა და 102-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოგიდგენთ „საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტს.
მ. სააკაშვილი
პროექტი
საქართველოს კონსტიტუციური კანონი
საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის შესახებ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის შესახებ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.12.2009, მუხ. 157) შეტანილი იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. საქართველოს კონსტიტუციას (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, №№31-33, მუხ. 668) დაემატოს შემდეგი შინაარსის 481 მუხლი:
„მუხლი 481
1. საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი.
2. საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფლის დროებით შეცვლა სხდომის ან სესიის მოწვევის მიზნით დასაშვებია მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის შესახებ 2009 წლის 24 სექტემბრის №1674-IIს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციას დაემატა 481 მუხლი, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი და ქ. ქუთაისი, ხოლო პარლამენტის პლენარული სხდომები იმართება მხოლოდ ქ. ქუთაისში. შესაბამისად, სრულყოფილი და სტაბილური საკანონმდებლო საქმიანობისთვის მნიშვნელოვანია პარლამენტი ფუნქციონირებდეს ერთ ქალაქში. კონსტიტუციური კანონი ითვალისწინებს, რომ პარლამენტი ქ. ქუთაისში შეიკრიბება და მუშაობას დაიწყებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მომდევნო საერთო საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია როგორც ხელისუფლების სამართლიანი დანაწილების პრინციპისთვის რეგიონალიზმის ელემენტების მინიჭება – პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებში რეგიონების როლის გაზრდა, ასევე საქართველოს უძველესი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის - ქუთაისის როლის მეტად წარმოჩინება, მისი სტატუსის ამაღლება და დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის პოლიტიკურ პროცესებში უფრო აქტიური ჩართვა. ამასთან, საკანონმდებლო აქტივობის მხოლოდ ერთ ქალაქში კონცენტრირება ხელს შეუწყობს საკანონმდებლო საქმიანობის სრულყოფილებას და სტაბილურობას, დედაქალაქსა და რეგიონებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული დამოკიდებულების ბალანსს, პარლამენტის როლის გაზრდას, კანონის პატივისცემის განმტკიცებას, დასავლეთ საქართველოში საჯაროსამართლებრივი მომსახურების ხარისხის და ადმინისტრაციული რესურსის გაუმჯობესებას, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას, საინვესტიციო სფეროს გაფართოებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის შესახებ 2009 წლის 24 სექტემბრის №1674-IIს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული 481 მუხლი ყალიბდება ახალი რედაქციით და საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელად განისაზღვრება ქალაქი ქუთაისი. ამასთან, პარლამენტი ქ. ქუთაისში შეიკრიბება და მუშაობას დაიწყებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მომდევნო საერთო საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან საქართველოს კონსტიტუციის 51-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება მსგავს ფინანსურ შედეგებს არ გამოიწვევს.
ბ.ვ) კანონპროექტის დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა გადასახდელის დაწესებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ახალი ვალდებულებები და იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწოფო ან/და საერთაშორისოორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაცმონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობისშემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონოპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს პრეზიდენტი.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პრეზიდენტი.