,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№103
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.000.237
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 73, 16/06/2005

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №103

2005 წლის 15 ივნისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად:

მუხლი 1. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 2004 წ., №95, მუხლი 816) დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) სახელმწიფო ორგანოთა ან იმ საწარმოთა მიერ, რომლებშიც სახელმწიფო ფლობს აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50 პროცენტზე მეტს, დასადებ იმ ხელშეკრულებათა პროექტების ვიზირება, რომლებიც იდება არარეზიდენტ პირთან ან/და საჭიროებს პარტნიორთა კრების (საერთო კრების) ან სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობას.”.

2. 22-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) სახელმწიფო ორგანოთა ან იმ საწარმოთა მიერ, რომლებშიც სახელმწიფო ფლობს აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50 პროცენტზე მეტს, დასადებ იმ ხელშეკრულებათა პროექტების ვიზირებასთან დაკავშირებული მასალების სამართლებრივი ექსპერტიზა, რომლებიც იდება არარეზიდენტ პირთან ან./და საჭიროებს პარტნიორთა კრების (საერთო კრების) ან სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობას.”

3. ამოღებულ იქნეს 22-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტი.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                        ზ. ნოღაიდელი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.06.2005.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”“?
„,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”“ მიღებულია 15.06.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №103. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.030.10.003.000.237.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.06.2005 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”“, №103, 15.06.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.237 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.06.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/13312/