სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნომრიანი აგრეგატების სავალდებულო რეგისტრაციის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 28.02.2001
ძალის დაკარგვა 29.06.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №59
სარეგისტრაციო კოდი 310150000.11.118.004671
გამოქვეყნების წყარო სსმ, 19, 02/03/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნომრიანი აგრეგატების სავალდებულო რეგისტრაციის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:63.8pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-35.45pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:63.8pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-12.95pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:63.8pt 70.9pt 70.9pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.00.11.118.004.671
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №59
2001 წლის 28 თებერვალი
ქ. თბილისი
სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნომრიანი აგრეგატების სავალდებულო რეგისტრაციის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფოებრივი აღრიცხვის სისტემის მოწესრიგებისა და საქართველოს „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და მის შესასრულებლად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ინსტრუქცია „სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელების და ნომრიანი აგრეგატების სავალდებულო რეგისტრაციის წესის” შესახებ.
2. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარ სამმართველოს (კ. კობიაშვილი) უზრუნველყოს ამ წესით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელების და ნომრიანი აგრეგატების სავალდებულო რეგისტრაცია.
3. წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლამდე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებები, მათი მისაბმელები და ნომრიანი აგრეგატები დამატებით რეგისტრაციას არ ექვემდებარებიან.
4. ბრძანება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე.
5. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2000 წლის 18 აპრილის №146 ბრძანებით დამტკიცებული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელების და ნომრიანი აგრეგატების საგზაო პოლიციაში რეგისტრაციის წესები”.
კ. თარგამაძე
ინსტრუქცია სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელების და ნომრიანი აგრეგატების სავალდებულო რეგისტრაციის წესის შესახებ
I. ზოგადი დებულებები
1. ეს ინსტრუქცია საქართველოს კანონის „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” მე-9 მუხლის შესაბამისად ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციაში იმ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის წესს, რომელთა ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია და ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეებს, მოქალაქეობის არმქონე პირებს, უცხოეთის მოქალაქეებსა და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს – მიუხედავად მათი ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმისა და უწყებრივი კუთვნილებისა.
ამ წესების მოქმედება ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზეც, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სხვა სახელმწიფოებში და დროებით იქნენ შემოყვანილი საქართველოში სამ დღეზე მეტი ვადით.
ავტოამწეების რეგისტრაცია (გაფორმება, გადაფორმება, გადაკეთება) ხორციელდება საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურების მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე.
2. სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველო, საგზაო პოლიციის საქალაქო და რაიონული ქვედანაყოფები.
3. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს რეგისტრაციის განყოფილება უზრუნველყოფს ქვეყნის მასშტაბით სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის სამსახურების ფუნქციონირებას. შეიმუშავებს მათი საქმიანობის ძირითად მიმართულებას და წესს. კონტროლს უწევს ქვეყანაში დისლოცირებული სამხედრო ნაწილების, საქართველოს მოქალაქეებისა და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ შეძენილი სატრანსპორტო საშუალებების (მისაბმელების, აგრეგატების) რეგისტრაციის საკითხებს. გასცემს დასკვნებს თვითნაკეთი და გადაკეთებული სატრანსპორტო საშუალებების შს სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გამოსაცდელად გაგზავნაზე და გამოცდის შედეგების მიხედვით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. აწარმოებს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციას და აღრიცხვიდან მოხსნას, ყოველთვიურად აჯამებს ქვეყანაში რეგისტრაციის შედეგებს. განიხილავს რეგისტრაციის ხაზით შემოსულ განცხადება-საჩივრებს;
4. სატრანსპორტო საშუალებათა მესაკუთრეები, მათი შეძენის, საბაჟო გაფორმების, მათზე ნომრიანი აგრეგატების შეცვლისა და სხვა გარემოებების წარმოშობის შემდეგ, რომლებიც დაკავშირებულია რეგისტრირებული მონაცემების შეცვლასთან, ვალდებულნი არიან სატრანსპორტო საშუალებები რეგისტრაციაში გაატარონ 30 დღე-ღამის განმავლობაში.
5. მასალები, რომლებიც წარმოადგენენ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის აღრიცხვიდან მოხსნის ან რეგისტრაციაში ცვლილებათა შეტანის საფუძველს, ტარდება რეგისტრაციის ჟურნალში და სარეგისტრაციო ნიშნების მზარდი ნუმერაციით შედის კომპიუტერში. რეგისტრაციის საფუძვლად მიღებული პირველადი მასალები იკინძება ჟურნალში გატარებული მიმდევრობით, ინომრება და კომისიური წესით ნადგურდება საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს მიერ, დოკუმენტალური შემოწმებიდან ერთი წლის შემდეგ. ზონარგაყრილი, დანომრილი და დალუქული სარეგისტრაციო ჟურნალები ინახება 75 წელი.
6. სატრანსპორტო საშუალების მფლობელის მიერ მინდობის ხელშეკრულების საგზაო პოლიციაში რეგისტრაციისას პირველადი მასალებში ინახება დოკუმენტების ასლები, სატრანსპორტო საშუალების მოხსნისა და გადაფორმების შემთხვევაში კი ხელშეკრულების დედნები.
7. რეგისტრაციისათვის არ მიიღება სატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის, ნახევარმისაბმელი ნომრიანი აგრეგატების კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტების ქსეროასლები, ფანქრით შევსებული, შესწორებული და დაუმოწმებელი დოკუმენტები.
8. სატრანსპორტო საშუალებების ქარხანა-დამამზადებლები, სატრანსპორტო საშუალებებით სავაჭრო ორგანიზაციები და სხვა პირები სარეალიზაციოდ განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციას არ ახდენენ.
9. სარეგისტრაციო საქმის წარმოება, სარეგისტრაციო დოკუმენტების გაფორმება და სხვა დოკუმენტები, რომლებიც სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაიცემა, შევსებულ უნდა იქნეს ქართულ ენაზე საგზაო მოძრაობის შესახებ საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად. სარეგისტრაციო მოწმობის რეკვიზიტები აისახება ლათინური ალფავიტის ასოებით.
10. რეგისტრაციისათვის უცხო ენაზე წარმოდგენილი დოკუმენტები, რომლებითაც დასტურდება სატრანსპორტო საშუალებებზე მფლობელობის უფლება და სხვა დოკუმენტები, ექვემდებარებიან ქართულ ენაზე თარგმნასა და თარგმნის უტყუარობის მიზნით ნოტარიული წესით დამოწმებას.
11. ფიზიკურ პირებზე სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია ხდება საცხოვრებელი ადგილის, ხოლო იურიდიულ პირებზე – იურიდიული მისამართის მიხედვით.
12. ქვეყნის ფარგლებს გარედან დროებით შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია წარმოებს საბაჟო დეკლარაციაში მითითებული ვადით, ხოლო საბაჟო დეკლარაციის გარეშე, დროებითი აღრიცხვა, ხორციელდება ერთ წლამდე ვადით საგზაო პოლიციის მთავარ სამმართველოში, საქალაქო და რაიონულ დანაყოფებში. სატრანსპორტო საშუალებების დროებითი აღრიცხვის ბარათი მფლობელის ვინაობისა და საქართველოში მისი საცხოვრებელი ადგილის მითითებით იგზავნება შსს ინფორმატიზაციის სამმართველოში.
13. ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია ხდება შესაბამისი სამსახურების მიერ გაცემულ მოწმობებში მითითებული დროებითი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
14. სატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრეების პიროვნებასა და მათ საცხოვრებელ ადგილს საგზაო პოლიციის თანამშრომლები ადგენენ მოქალაქის პირადობის მოწმობით (პასპორტით), ან მათი შემცვლელი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.
15. წარმოდგენილი დოკუმენტებისა ან სახელმწიფო სარეგისტრაციო ნიშნების უზუსტობისას (სატრანსპორტო საშუალებებზე საქარხნო მარკირების შეცვლა, დოკუმენტებში აგრეგატების ნომრების ან სარეგისტრაციო მონაცემების შეუსაბამობა და იმ მონაცემების არსებობა, რომ სატრანსპორტო საშუალებები (ნომრიანი აგრეგატები) ან წარმოდგენილი დოკუმენტები დაკარგულია და იძებნება) სატრანსპორტო საშუალებები და დოკუმენტები ექვემდებარებიან შემოწმებას. კანონმდებლობით დადგენილი წესით შემოწმების დამთავრების შემდეგ რეგისტრაციაზე დადებული შეზღუდვები იხსნება.
16. რეგისტრაციაში ცვლილებათა შეტანა წარმოებს მესაკუთრის განცხადებით, ცვლილებათა შეტანის აუცილებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე.
17. რეგისტრაციაში გატარებულ სატრანსპორტო საშუალებებზე, კონსტრუქციის შესაბამისად გაიცემა წყვილი სარეგისტრაციო ნომერი და ერთი სარეგისტრაციო მოწმობა.
18. დაკარგული ან ვადაგასული უვარგისი სარეგისტრაციო მოწმობის და სარეგისტრაციო ნიშნების ნაცვლად გაიცემა ახალი, სატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრეთა განცხადებით მისი რეგისტრაციის ადგილზე.
19. სატრანსპორტო საშუალების, მისი მისაბმელის, ნახევარმისაბმელის კუთვნილება დასტურდება ერთ-ერთი დოკუმენტით, რომლებიც გასცეს:
ა) კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა (ერთობლივი განცხადება, ხელშეკრულება); ნომრიანი აგრეგატების (ძრავა, ძარა, კაბინა) რეგისტრაციისას ერთობლივი განცხადება, ცნობა-ანგარიში, ქვითარი, გასავლის ფაქტურა;
ბ) ქარხანა-დამამზადებელმა (მიღება-ჩაბარების აქტი);
გ) სამხედრო ნაწილებმა (ტექ. დათვალიერების აქტი, კრებითი აქტი, ანგარიშგანაწესი);
დ) საბაჟო სამსახურებმა (დეკლარაცია);
ე) საგადასახადო ორგანოებმა (ქონების გადაცემისათვის გადასახადის დეკლარაცია ან ცნობა);
ვ) სასამართლოებმა (გადაწყვეტილება, დადგენილება);
ზ) ნოტარიუსმა (საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები);
თ) სავაჭრო ორგანიზაციებმა (ცნობა, ანგარიში);
ი) საპრივატიზაციო კომისიამ (აუქციონის ოქმი);
კ) საგზაო პოლიციამ (ერთობლივი განცხადება);
ლ) შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა (მოწმობა თვითნაკეთი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების გამოცდაზე).
საგზაო პოლიციის სარეგისტრაციო სამსახურები, მისაბმელების, ნახევარმისაბმელების, ნომრიანი აგრეგატების გასხვისების რეგისტრაციას ახდენენ მხარეების ურთიერთშეთანხმებით, მათივე ხელმოწერებით დადასტურებული ერთობლივი განცხადების საფუძველზე.
სატრანსპორტო საშუალებების დროებით მფლობელობაში გადაცემისათვის შედგენილი ერთობლივი განცხადება არ იძლევა სატრანსპორტო საშუალებების გასხვისების ნებართვას.
21. თუ უცხო ქვეყნებიდან ჰუმანიტარული და სხვა გზით შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალებებზე საბაჟოს მიერ გაცემულ დეკლარაციაში მითითებულია: „გასხვისების უფლების გარეშე”, ამის შესაბამისად ჩანაწერი უნდა გაკეთდეს როგორც სარეგისტრაციო მოწმობაში, ასევე სააღრიცხვო ბარათში.
22. უცხოეთიდან საქართველოში უკან გაყვანის პირობით და გასხვისების უფლების გარეშე შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალებები შეიძლება გასხვისდეს მხოლოდ დაწესებული ბაჟის გადახდის შემდეგ გაცემული საბაჟოს ხელახალი დეკლარაციით.
23. საქართველოში მუდმივად ან დროებით მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს, დიპლომატიური კორპუსის საკონსულოს თანამშრომლებს, აკრედიტებული პრესის, რადიოს, ტელევიზიის, ასევე ბანკების, ფირმების, ავიაკომპანიების თანამშრომლებს, რომლებიც სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან, საქართველოში პირადი სარგებლობისათვის შემოყვანილი ან შეძენილი სატრანსპორტო საშუალებები რეგისტრაციაში უტარდებათ ამ წესების შესაბამისად.
24. უცხოეთში აღრიცხვიდან მოხსნილ და საქართველოში რეგისტრაციისათვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებს, ქვეყნის საგზაო პოლიციის სასაზღვრო საგუშაგოებზე ჩამოერთმევა უცხო ქვეყნის სატრანზიტო ნომრები, სანაცვლოდ გაიცემა საზღვრის გადაკვეთიდან 30 დღიანი ვადის მქონე საქართველოს სატრანზიტო სანომრე ნიშანი. სატრანზიტო ნომრების გაცემა აღირიცხება სპეციალურ ჟურნალში. უცხო ქვეყნის სატრანზიტო ნომრები ნადგურდება დაჭრით, რაზეც დგება ოქმი.
25. რეგისტრაციას ექვემდებარებიან სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა მფლობელი საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირია. ხოლო თვით ავტოსატრანსპორტო საშუალება რეგისტრაციის მომენტისათვის იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ, თუ საგზაო პოლიციაში წარმოდგენილი იქნება ამ ინსტრუქციის 21-ე პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი დოკუმენტი და პირის მიერ შედგენილი და ბეჭდით დამოწმებული სატრანსპორტო საშუალების რეკვიზიტების შემცველი დოკუმენტი.
რეგისტრაციის მონაცემები გადაეგზავნება საბაჟო ორგანოს, რათა განხორციელდეს მათი საბაჟო გაფორმების პროცედურა, როდესაც სატრანსპორტო საშუალებები გადმოკვეთენ საქართველოს საბაჟო საზღვარს.
26. საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა სამსახურების ხელმძღვანელების, ელჩების ავტომობილებზე გაიცემა მუქ წითელ ფონზე თეთრი წარწერებით CMD სერიის სარეგისტრაციო ნომრები, ზომებით 52X11 სმ.
27. საელჩოების და საკონსულოების დიპლომატიური სტატუსის მქონე თანამშრომლების ავტომანქანებზე გაიცემა მუქ წითელ ფონზე თეთრი წარწერებით D სერიის სარეგისტრაციო ნომრები, ზომებით 52X11 სმ.
28. საელჩოების ყველა სხვა თანამშრომლისა და ტექნიკური პერსონალის ავტომობილებზე გაიცემა მწვანე ფონზე თეთრი წარწერებით AS სერიის სარეგისტრაციო ნომრები, ზომებით 52X11 სმ.
29. საერთაშორისო ორგანიზაციების, ბანკების, ფირმების, ჰუმანიტარული ორგანიზაციების, ერთობლივი საწარმოების, აგრეთვე საქართველოში დროებით მომუშავე უცხოელი მოქალაქეების და აკრედიტებულ მასმედიის წარმომადგენლების ავტომობილებზე გაიცემა ყვითელ ფონზე FG სერიის სარეგისტრაციო ნომრები, ზომებით 52X11 სმ.
30. საქართველოში სარეგისტრაციო ნომრები მზადდება ალუმინის მასალის ნახევარფაბრიკატებზე, რომლებზეც გადაკრულია თეთრი ფერის შუქამრეკლი მასალა.
31. საქართველოში ამჟამად არსებობს შემდეგი ტიპის სანომრე ნიშნები:
ა) ავტოტრანსპორტისათვის ზომებით 520X110X1 მმ, მარცხენა ქვედა კუთხეში საქართველოს აღმნიშვნელი GEO სიმბოლოთი, სამი ასო ლათინური შრიფტით და სამი ციფრით, შუაში ტირე და ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამა;
ბ) მისაბმელისა და ნახევარმისაბმელებისათვის ზომებით 280X205X1 მმ, ორი ასო და სამი ციფრი;
გ) სატრანზიტო ნიშნები, მომზადებულია საქარე მინაზე გასაკრავი შუქამრეკლი მასალისაგან, ორი ასოთი და ოთხი ციფრით, შუაში წელიწადის და თვის აღნიშვნით, ზომებით 305X113 მმ;
დ) სარეგისტრაციო ნომერი სერიით TEST ორი ციფრით, ზომებით 520X110X1 მმ, გაიცემა გამოსაცდელ სატრანსპორტო საშუალებებზე გამოცდისათვის დადგენილი ვადით.
II. სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განსახორციელებელი მოქმედებები
32. სატრანსპორტო საშუალებების, მისაბმელების, ნახევარმისაბმელების, ნომრიანი აგრეგატების რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა) სატრანსპორტო საშუალებების, მისაბმელების, ნახევარმისაბმელების, ნომრიანი აგრეგატების კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) რეგისტრაციისათვის დადგენილი გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
გ) სატრანსპორტო საშუალება ან მისაბმელი ან ნახევარმისაბმელი ან ნომრიანი აგრეგატი ან მათი რეკვიზიტების შემცველი დოკუმენტი.
33. სარეგისტრაციო სამსახურები თავისი მოვალეობების შესრულებისას ახორციელებენ შემდეგ მოქმედებებს:
ა) რეგისტრაციაში ატარებენ სატრანსპორტო საშუალებებს, მისაბმელებს, ნახევარმისაბმელებს, ნომრიან აგრეგატებს, რათა მოხდეს მონაცემების შეტანა სარეგისტრაციო ჟურნალში და კომპიუტერულ სისტემაში;
ბ) მესაკუთრის განცხადების საფუძველზე აწარმოებენ სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანას, ჩამოწერას, აღრიცხვიდან მოხსნას და გასცემენ სატრანზიტო სანომრე ნიშნებს.
34. დასრულებული სარეგისტრაციო მოქმედების გაუქმება შესაძლებელია ნოტარიული წესით დამოწმებული მხარეთა შესაბამისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე.
35. სატრანსპორტო საშუალებათა გადაფორმება ხდება:
ა) მესაკუთრის (მფლობელის) შეცვლისას;
ბ) სატრანსპორტო საშუალების დგომის ადგილის ან მფლობელის საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას (საფუძველი: მფლობელის განცხადება, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა, პასპორტი ან მისი შემცვლელი დოკუმენტი);
გ) სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ან მფლობელის გარდაცვალების შემთხვევაში (ახალ მესაკუთრეზე ან მფლობელზე გადაფორმება ხდება ნოტარიუსის ან სასამართლოს მიერ გაცემული დოკუმენტების საფუძველზე);
დ) მესაკუთრის ან მფლობელის გვარის, სახელის შეცვლისას (საფუძველი: მფლობელის განცხადება, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა, პირის პასპორტი ან მისი შემცვლელი დოკუმენტი და გვარის, სახელის შეცვლის დამადასტურებელი საბუთი).
36. ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში, როცა სატრანსპორტო საშუალება მოხსნილია აღრიცხვიდან და არ არის რეგისტრირებული ახალ ადგილზე, შეცვლილია საცხოვრებელი ადგილი, სარეგისტრაციო მოწმობის დუბლიკატის გაცემა და ამავდროულად აღრიცხვიდან მოხსნა დასაშვებია სატრანსპორტო საშუალების პირველადი აღრიცხვის ადგილზე.
37. ამ ინსტუქციის 23-ე პუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის, ნახევარმისაბმელის და ნომრიანი აგრეგატის კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნეს დაკარგული დოკუმენტის დუბლიკატი.
38. სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნა წარმოებს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ადგილზე მისი მესაკუთრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით.
39. ქვეყნის ფარგლებში აღრიცხვიდან მოხსნილი სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო ნომერი ბარდება სარეგისტრაციო სამსახურს და სანაცვლოდ გაიცემა ათი დღის ვადის მქონე სარეგისტრაციო ნიშნები „ტრანზიტი”.
40. სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნისას, სააღრიცხვო ბარათში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი აღრიცხვიდან მოხსნის შესახებ ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლით:
ა) მფლობელის საცხოვრებელი ადგილის შეცვლა;
ბ) რეგისტრაციის ადგილის შეცვლა;
გ) სხვა მესაკუთრეზე რეგისტრირება;
დ) საქართველოს საზღვრებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გატანა;
ე) სატრანსპორტო საშუალების გასხვისება;
ვ) გაცვლა;
ზ) საწარმოოს საწესდებო ფონდში შეტანა;
თ) სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე სატრანსპორტო საშუალებების სხვა პიროვნების საკუთრებაში გადაცემა;
ი) სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ან საბაჟო ორგანოების დადგენილებით სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა.
41. კანონმდებლობით დადგენილი წესით ყადაღადადებული ან საკუთრების უფლების შეცვლაზე არსებული შეზღუდვების მქონე სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვიდან მოხსნა შეიძლება ყადაღისაგან გათავისუფლების ან შეზღუდვების მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ. დაგირავებული სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნა ხდება, შესაბამისად, დამგირავებლის მოთხოვნის და მოგირავნის წერილობითი თანხმობით, ასევე მოგირავნის წერილობითი მოთხოვნით.
42. სოცუზრუნველყოფის ორგანოების მიერ ინვალიდებისათვის გაცემული ავტომობილების გასხვისებისას აღრიცხვიდან მოხსნა ხდება ამ წესების შესაბამისად.
43. სახელმწიფო წარმოების წუნდებული (ჩამოსაწერი) სატრანსპორტო საშუალებები აღრიცხვიდან იხსნება წარმოდგენილი აქტისა და შესაბამისი მიმართვის საფუძველზე, ხოლო კერძო საკუთრებაში მყოფი სატრანსპორტო საშუალებები მესაკუთრის განცხადებით. ამასთან სარეგისტრაციო სამსახურს ბარდება სარეგისტრაციო მოწმობა და სარეგისტრაციო ნომერი.
44. გატაცებული ან მოპარული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვიდან მოხსნისათვის (ჩამოწერის მიზნით) საჭიროა შესაბამის შინაგან საქმეთა ორგანოდან გაცემული დოკუმენტი.
45. სახელმწიფო აღრიცხვიდან არ იხსნება:
ა) პირების კუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც მივლინებით გადიან სხვა ქვეყნებში;
ბ) კერძო საკუთრებაში მყოფი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები, თუ ისინი სარეგისტრაციო სამსახურის სამოქმედო ტერიტორიიდან გადიან სახელშეკრულებო ვალდებულებით ან დროებით მფლობელობაში ურთიერთშეთანხმების სარეგისტრაციო განცხადების საფუძველზე.
46. გადაკეთებულ სატრანსპორტო საშუალებათა ხელახალი რეგისტრაციისათვის, შეცვლილ ნომრიანი აგრეგატის სარეგისტრაციოდ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი უნდა იქნეს მათი კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
47. ნებადართულია სატრანსპორტო საშუალებიდან შეცვლილი გამოთავისუფლებული ნომრიანი აგრეგატების გასხვისება.
48. გადაკეთებულ სატრანსპორტო საშუალებებზე გაიცემა ახალი სარეგისტრაციო მოწმობა, გრაფაში გამოშვების წლად ჩაიწერება ძარის გამოშვების თარიღი.
49. სატრანსპორტო საშუალების ხელით სამართავ ავტომობილად გადაკეთების ნებართვა გაიცემა სარეგისტრაციო სამსახურის მიერ, ჯანმრთელობის მდგომარეობის სამედიცინო ცნობის საფუძველზე. მექანიზმების საიმედობა მოწმდება მოძრაობის უსაფრთხოების სამეცნიერო-კვლევით ცენტრში.
50. იმ შემთხვევაში, თუ გადაკეთებული სატრანსპორტო საშუალება (მისაბმელი) საჭიროებს ხანგრძლივი საგზაო გამოცდების ჩატარებას, საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველო გასცემს ნებართვას და სპეციალურ ნომრებს.
51. საგზაო პოლიცია გასცემს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიერ მართვის უფლების დროებით სარგებლობაში გადაცემის დამადასტურებელ დოკუმენტს და აწარმოებს ნოტარიუსების მიერ გაცემული სახელშეკრულებო ვალდებულების რეგისტრაციას.
52. საგზაო პოლიციის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების დროებით სარგებლობაში გადაცემის დოკუმენტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მისი აღრიცხვიდან მოხსნის საფუძვლად.
53. სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ან მფლობელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი მონაცემების ცვლილებისას, სარეგისტრაციო მოქმედებების შესასრულებლად საგზაო პოლიციაში წარდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა (მათი ტერიტორიული ორგანოების) და სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
54. წარმოშობილი გარემოებების გამო სატრანსპორტო საშუალების დასაყადაღებლად და ყადაღის მოსახსნელად ამ სატრანსპორტო საშუალების მფლობელმა (მესაკუთრე) კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა უნდა მიმართოს წერილობით საგზაო პოლიციას სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. დაყადაღებული და ყადაღამოხსნილი სატრანსპორტო საშუალების სააღრიცხვო ბარათი დაუყოვნებლივ იგზავნება შსს ინფორმატიზაციის სამმართველოში.
55. ხმარებაში ნამყოფი ძველი რუსულშრიფტიანი სახელმწიფო ნომრები ნადგურდება დაჭრით, რაზეც დგება შესაბამისი ოქმები. ეროვნული ლათინურშრიფტიანი სახელმწიფო ნომრები სათანადო აღრიცხვიანობის წარმოების შემდეგ, ახალი სახელმწიფო ნომრების მიღებისას ბარდება შსს მატერიალურ-ტექნკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტს. სანომრე ნიშნების დაკარგვის შემთხვევაში აღრიცხვიანობა წარმოებს სპეციალურ ჟურნალში, მფლობელის მიერ განცხადების თარიღის მითითებით.
56. ხმარებაში ნამყოფი სარეგისტრაციო ნომრის კვლავ გაცემისას თანხა არ ამოიღება.
57. სახელმწიფო ორგანიზაციის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების მეორე სახელმწიფო ორგანიზაციაზე დროებით ან უვადო ფორმით (უზუფრუქტი) გადაცემის შემთხვევაში სარეგისტრაციო მოწმობა გამოეწერება „მონათხოვრეს”, ამასთან, განსაკუთრებულ აღნიშვნებში მიეთითება – „უზუფრუქტით”, ძველი სახელმწიფო ნომერი და გადაცემის ვადა. „უზუფრუქტით” გადაცემული სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის პირველადი მასალები ინახება ცალკე დროებით გადაცემის ვადით.