⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (15.10.2004)
გაუქმებულია:

საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.03.2001
ძალის დაკარგვა 15.10.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 300390000.11.104.004674
გამოქვეყნების წყარო სსმ, 19, 02/03/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,452 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.03.2001 მიღება
15.10.2004 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:21.3pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-21.3pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:1.0in 63.7pt 1.0in 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.11.104.004.674 საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის ბრძანება №22 2001 წლის 1 მარტი ქ. თბილისი საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 26 ივნისის №272 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დებულების 27-ე მუხლის „ბ" პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექციის თანდართული დებულება. 2. გაუქმდეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის 1998 წლის 11 სექტემბრის №60 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ფასების ინსპექციის დებულება". 3. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. ი. ჩხარტიშვილი საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექციის დებულება I. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექცია (შემდგომში – ინსპექცია) არის საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან (შემდგომში – სამინისტრო) არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. იგი შექმნილია „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე. ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს აღმასრულებელ ხელისუფლებას – წარმოადგენს საქართველოში ფასებისა და ფასწარმოქმნის შესახებ კანონმდებლობის დაცვის კონტროლის სახელმწიფო ორგანოს. 2. ინსპექცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის (შემდგომში _ მინისტრი) სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით. 3. ინსპექციის სრული ოფიციალური დასახელება: „საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექცია", შემოკლებული დასახელება: „ფასების სახელმწიფო ინსპექცია". 4. ინსპექციას აქვს ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, ანგარიშსწორების ანგარიში და სპეცსახსრების ანგარიში ხაზინაში და სხვა დამახასიათებელი ატრიბუტიკა. 5. ინსპექციის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 380008, ჭანტურიას ქ. №12. 6. ამ დებულების მოთხოვნები ვრცელდება ინსპექციის, როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ და ტერიტორიულ სტრუქტურებზე. II. ინსპექციის საქმიანობის სფერო, მიზანი და ამოცანები 7. ინსპექციის საქმიანობის სფეროა საქართველოში ფასების, ტარიფების (შემდგომში "ფასების") და ფასწარმოქმნის შესახებ კანონმდებლობის დაცვის კონტროლი. 8. ინსპექციის საქმიანობის მიზანია ფასების სახელმწიფო დისციპლინის დაცვა და ფასებისა და საქონლის (მომსახურების) ხარისხს შორის დადგენილი შესაბამისობის დაცვა. 9. ინსპექციის ამოცანებია: ა. არ დაუშვას მეურნე საბიექტებისა და მოქალაქეთა უფლებების შებღალვა როგორც თავისუფალი, ისე რეგულირებადი ფასების გამოყენების სფეროებში; ბ. უზრუნველყოს, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა, რომ ფასი განისაზღვროს თავისუფალი გარიგების მონაწილე მხარეთა ინტერესების შეხამებისა და ურთიერთსარგებლიანი შეთანხმების მიღწევის საფუძველზე; გ. დაიცვას რეგულირებადი ფასები და ტარიფები, გამოავლინოს და აღკვეთოს მონოპოლიურად მაღალი (დაბალი) ფასების, დემპინგური ფასების გამოყენება და ერთიანი ფასის დაწესების შესახებ გარიგებები; დ. უზრუნველყოს სახელმწიფო რეგულირებადი ფასების შესაბამისობა საქონლის (მომსახურების) ხარისხთან, რომელიც განისაზღვრება სახელმწიფო სტანდარტების ან სხვა ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებით; ე. დაიცვას საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობებში ფასწარმოქმნის საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებული პრინციპები; ვ. უზრუნველყოს ვაჭრობისა და მომსახურების გაწევის ადგილებში ობიექტების სამართლებრივი სტატუსისა და საკუთრებითი ფორმის მიუხედავად, ფასების სავალდებულო გამოცხადება; ზ. ხელი შიუწყოს ეროვნული ვალუტის ლარის დამკვიდრებასა და საქართველოში ფასებისა და ფასწარმოქმნის ყველა სფეროში მის ექსკლუზიურ გამოყენებას; თ. სახელმწიფო აუცილებლობის შემთხვევაში შეფასების სტანდარტების შემოღებისადმი ხელშეწყობა და მათი დაცვა. III. ინსპექციის უფლებამოსილებანი 10. ინსპექციის ორგანოებს და მის წარმომადგენლებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვთ: ა) განახორციელონ კონტროლი სახელმწიფო რეგულირებად ფასებზე (ტარიფებზე) მონოპოლისტი იურიდიული თუ ფიზიკური პირებისათვის რენტაბელობის ზღვრული დონის, ან ფიქსირებული ფასების გამოყენებაზე, ტარიფების დაცვაზე, სახელმწიფო ქონების რეალიზაციის დროს ფასების განსაზღვრის არსებული წესების შესრულებაზე; ბ) მოითხოვონ და მიიღონ მეწარმეებისაგან ფასების (ტარიფების) კონტროლისათვის საჭირო მასალები და მონაცემები (ინფორმაცია); გ) მისცენ ობიექტის ხელმძღვანელობას და მათი ზემდგომი ორგანოების თანამდებობის პირებს შესასრულებლად აუცილებელი წინადადებები ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დარღვევების აღმოფხვრის თაობაზე და დაუწესონ დარღვევების ლიკვიდაციის ვადები; დ) შეისწავლონ ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დაცვის მდგომარეობა სამინისტროებში, უწყებებში, საწარმოებში, ორგანიზაციებში და სხვა მეურნე სუბიექტებში; ე) ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დაცვაზე კონტროლის განხორციელებისას ხელის შეშლის (შესამოწმებლად არ დაშვება, მონაცემების წარმოუდგენლობა) შემთხვევაში შეადგინონ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და მასალები გადასცენ სასამართლოებს დადგენილი წესით; ვ) ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დამრღვევი ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ დადგენილი წესით გამოიყენონ „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული ეკონომიკური სანქციები, რომლის შესაბამისადაც ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დარღვევის შედეგად მიღებული მთელი უკანონო შემოსავალი, ასევე ამავე ოდენობის საჯარიმო თანხა ფასების ინსპექციის წარდგინებით სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხება საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის ბრძანების საფუძველზე; ზ) გამოიყენონ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ადმინისტრაციული ჯარიმა თანამდებობის პირების (მოქალაქეების) მიმართ, მათ მიერ ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობისა და ფასების რეგულირების ნორმატიული აქტების დარღვევის, ასევე რეგულირებადი ფასების დადგენისა და გამოყენების სისწორის შესამოწმებლად საჭირო მონაცემების წარმოუდგენლობის შემთხვევაში; თ) შეისწავლონ ბუნებრივი მონოპოლიების მიერ ფასების (ტარიფების) ან რენტაბელობის ზღვრული დონის დაცვის სისწორე; ი) შეისწავლონ ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ დადგენილი მონოპოლისტი იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ გამოშვებულ პროდუქციისა და გაწეული მომსახურების ფასების (ტარიფების) სისწორე; კ) მოამზადონ მასალები ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის ბრძანებისათვის, რათა „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად მონოპოლიურად მაღალი ფასების გამოყენებით მიღებული მთელი დამატებითი შემოსავალი და ამავე ოდენობის საჯარიმო თანხა ან მონოპოლიურად დაბალი, დემპინგური ფასების დაწესების შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანი და ამავე ოდენობის საჯარიმო თანხა ფასების ინსპექციის წარდგინებით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის ბრძანების საფუძველზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ლ) შეისწავლონ ბუნებრივ რესურსებზე (წიაღისეული და სხვა) და სახელმწიფო საკუთრებაში (რეზერვებში) არსებულ მატერიალურ ფასეულობებზე ფასების დადგენისა და გამოყენების სისწორე; მ) შეისწავლონ სამინისტროების, უწყებების, სამხარეო მმართველობითი ორგანოებისა და მეურნე სუბიექტების მიერ ფასწარმოქმნის სფეროში მიღებული სახელმძღვანელო გადაწყვეტილებების სისწორე და შესაბამისი წინადადება წარუდგინონ ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს; ნ) დააყენონ საკითხი საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს წინაშე ფასების (ტარიფების) უკანონო დაწესების აღმოსაფხვრელად თავისი კომპეტენციის ფარგლებში ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით; ო) აუცილებლობის შემთხვევაში ფასების სახელმწიფო დისციპლინის დარღვევის შესახებ მასალები გადაუგზავნონ სამართალდამცავ ორგანოებს; პ) დააწესონ კონტროლი ვაჭრობისა და მომსახურების ობიექტებში ფასების (ტარიფების) სავალდებულო გამოცხადებაზე, აუცილებლობიდან გამომდინარე გამოცხადებული ფასის (ტარიფების) სარგებლობის დადგენისათვის განახორციელონ საკონტროლო შესყიდვა; ჟ) საკონტროლო საქმიანობის კოორდინაციის მიზნით მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის სხვა მაკონტროლებელ ორგანოებთან ერთობლივ შემოწმებებში; რ) მოიწვიონ საკითხის შესწავლისათვის შესაბამისი სამინისტროებიდან, უწყებებიდან და ორგანიზაციებიდან სპეციალისტები; ს) მათ მიერ შესწავლილი საკითხების შედეგებზე შეადგინონ სათანადო აქტი ან ცნობა, რომელიც კომისიური განხილვის შემდეგ საფუძვლად ედება საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის ბრძანებას თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის შესახებ და თანხების ამოსაღებად "ფასებისა და ფასწარმოქმნის შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ეგზავნება საგადასახადო ინსპექციას; ტ) გამოიყენოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინსპექციის განკარგულებაში არსებული თანხები დადგენილი წესით; უ) კონსულტაციებისათვის მოიწვიოს ექსპერტები და სპეციალისტები, მათ შორის, უცხოეთიდან და აანაზღაუროს მათი მუშაობა ცალკეული ხელშეკრულებების საფუძველზე; ფ) მოამზადონ და უზრუნველყონ თათბირების, სემინარების, კონფერენციების ჩატარება მათ კომპეტენციაში შემავალი საკითხების ირგვლივ; ქ) დადგენილი წესით ხელი შეუწყოს სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებასა და გამოცდილების გაზიარებისათვის მათ მონაწილეობას თათბირებში, სემინარებსა და კონფერენციებზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ. IV. ინსპექციის საქმიანობის საფუძვლები, სტრუქტურა და ორგანიზაცია 11. ფასების სახელმწიფო ინსპექცია წარმოადგენს ფასწარმოქმნის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისადმი კონტროლის ერთიან სახელმწიფო ორგანოს. იგი ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს და შედგება ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკების, რეგიონული და ტერიტორიული ფასების ინსპექციის ორგანოებისაგან. 12. ინსპექციას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი. 13. ინსპექციის უფროსს ჰყავს მოადგილეები, მათ შორის ერთი პირველი, რომელთაც ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრთან შეთანხმებით ნიშნავს ინსპექციის უფროსი. 14. ინსპექციის ყველა მუშაკი მათი თანამდებობის მიუხედავად არის ფასების სახელმწიფო ინსპექციის ინსპექტორი. 15. ინსპექციის უფროსი ნიშნავს და ათავისუფლებს სამუშაოდან ინსპექციის თანამშრომლებს კანონმდებლობის შესაბამისად. 16. ინსპექციის უფროსი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქმედებს ინსპექციის სახელით, წარმოადგენს ინსპექციას სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში. უშუალოდ, აგრეთვე მოადგილეების, ინსპექციის სხვა მუშაკების მეშვეობით წყვეტს სამსახურის ამოცანებით, ფუნქციებითა და უფლებამოსილებით განსაზღვრულ საკითხებს. 17. ინსპექციის უფროსი უზრუნველყოფს ინსპექციის მიერ საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს და მისი ფუნქციონირების სფეროში სხვა შესასრულებლად აუცილებელი დადგენილებების, მითითებებისა და განკარგულებების შესრულებას დადგენილ ვადებში. 18. ინსპექციის განკარგულებაში კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლების ხარჯვის წესი განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის ბრძანებით. 19. ინსპექციის დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 20. ინსპექციის ხარჯთა ნუსხას სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს და მისი შესრულების კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 26 ივნისის №272 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დებულების მე-18 მუხლის „ე" პუნქტის შესაბამისად. 21. ინსპექციის საშტატო განრიგს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო. 22. ინსპექციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფროსის ფუნქციებს ასრულებს პირველი მოადგილე თუ არ არსებობს ინსპექციის უფროსის სპეციალური მითითება სხვა მოადგილეებზე ამ ფუნქციის დაკისრების შესახებ. 23. ინსპექცია თავის მუშაობას წარმართავს ინსპექციის უფროსის მიერ დამტკიცებული და ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული პერსპექტიული და ყოველკვარტალური გეგმების, ასევე საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ხელმძღვანელობის ოპერატიული დავალებების, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზაციებიდან და იურიდიული და ფიზიკური პირებიდან შემოსული წერილებისა და ინფორმაციების მიხედვით. რეგიონული და ტერიტორიული ფასების ინსპექციების სამუშაო გეგმებს, რომლებიც ეფუძნება საერთო გეგმას, ამტკიცებს ფასების სახელმწიფო ინსპექციის უფროსი. 24. ინსპექციის მიერ ფასების კანონმდებლობის შესრულების შესწავლა ხორციელდება მხოლოდ ინსპექციის უფროსის ან ავტონომიური რესპუბლიკების, ტერიტორიული და რეგიონული ფასების ინსპექციების უფროსების შესაბამისი ბრძანების საფუძველზე. 25. ფასების ინსპექცია თავისი საქმიანობას ახორციელებს ფუნქციურად მჭიდრო კოორდინაციაში საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ფასწარმოქმნის პოლიტიკის სტრუქტურულ ქვეგანაყოფთან, საქართველოს ანტიმონოპოლიურ სამსახურთან, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან, საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან. მათგან ღებულობს ფასწარმოქმნის სფეროში მიღებულ გადაწყვეტილებებს და სხვა ნორმატულ მასალებს სახელმწიფო რეგულირებადი ფასების, შეთანხმებული ტარიფების, ზღვრული რენტაბელობის, მონოპოლისტების და ა.შ. შესახებ. 26. ინსპექცია ახდენს თავისი საქმიანობის კოორდინაციას სხვა საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის ორგანოებთან საქართველოს კონტროლის პალატასთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს მეშვეობით "საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ" საქართველოს კანონის VIII თვის შესაბამისად. ამ მიზნით ფასების ინსპექციის სამუშაო გეგმები საჭიროების შემთხვევაში ეგზავნება მაკონტროლებელ ორგანოებს, რომელთა ფუნქციების გადაკვეთის არეშიც უწევს მუშაობა ფასების ინსპექციას. ამასთან, საქართველოს კონტროლის პალატის ცენტრალურ აპარატს და მის რეგიონულ სტრუქტურებს შესაბამისი ინსპექციების სამუშაო გეგმები ეგზავნება აუცილებელი წესით. 27. ინსპექცია საკონტროლო-საანალიზო სამუშაოების შესრულებისას საჭიროების შემთხვევაში მიმართავს ერთობლივ შემოწმებებს სხვა მაკონტროლებელ ორგანოებთან ერთად ხელშეკრულებების ან ერთობლივი ბრძანების საფუძველზე. 28. ფასების დისციპლინის დარღვევის ყველა გამოვლენილი ფაქტის შემთხვევაში ინსპექციები შესაბამის მასალებს ამ დებულების 34-ე მუხლით დადგენილ ვადებში წარადგენენ ფასების სახელმწიფო ინსპექციის ცენტრალურ ოფისში. 29. ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დარღვევის შედეგად მიღებული მთელი უკანონო შემოსავალი, ასევე იმავე ოდენობის საჯარიმო თანხა, აგრეთვე მონოპოლიურად მაღალი ფასების გამოყენების შედეგად მიღებული მთელი დამატებითი შემოსავალი და იმავე ოდენობის საჯარიმო თანხა ან მონოპოლიურად დაბალი, ან დემპინგური ფასების დაწესების შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანი (გადაუხდელი სახელმწიფო გადასახადების თანხა) და იმავე ოდენობის საჯარიმო თანხა ფასების ინსპექციის წარდგინებით სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხება საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ბრძანების საფუძველზე. 30. შესწავლის საფუძველზე შედგენილი ყველა აქტი განიხილება ინსპექციის უფროსის მიერ განსაზღვრული ექსპერტის, ან ექსპერტთა ჯგუფის მიერ, რომლის დასკვნის შესაბამისად მზადდება მინისტრის ბრძანების პროექტი. იმ შემთხვევაში, როდესაც გამოკვლეული ობიექტის ხელმძღვანელობას პრეტენზია არა აქვს ინსპექციის მიერ მონაკვლევ მასალასა და გადაწყვეტილებაზე მზადდება საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის ბრძანების პროექტი ექსპერტთა დასკვნისთანავე და ფასების ინსპექციის უფროსის მიერ წარედგინება მინისტრს ხელმოსაწერად. თუ მოკვლეული ობიექტის ხელმძღვანელობა არ ეთანხმება მოკვლევის შედეგებს, ასეთ შემთხვევაში შენიშვნები 10 დღის ვადაში განსახილველად წარედგინება ფასების სახელმწიფო ინსპექციის უფროსს. ფასების სახელმწიფო ინსპექციის უფროსი პრეტენზიების განხილვას ახორციელებს მის მიერ განსაზღვრული ექსპერტის, ან ექსპერტთა ჯგუფის მეშვეობით და ამ უკანასკნელის დასკვნის საფუძველზე ამზადებს მინისტრის ბრძანების პროექტს. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი. 31. ფასდარღვევის თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში ამოღების შესახებ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს გადაწყვეტილება შესასრულებლად ეგზავნება საქართველოს საგადასახადო ინსპექციას. 32. ფასების ინსპექციები ვალდებულნი არიან ყოველი კვარტლის მომდევნო თვის 10 რიცხვამდე ფასების ინსპექციაში წარადგინონ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშები და საბუხჰალტრო ბალანსები, ხოლო ფასდარღვევის თანხების ამოღებაზე აწესებენ კონტროლს და სისტემატურად წარუდგენენ ინფორმაციას ფასების ინსპექციის ხელმძღვანელობას. 33. ფასების ინსპექცია წლისა და წლის პირველი ნახევრის მიხედვით გაწეული მუშაობის შესახებ უდგენს ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო თვის ბოლომდე. 34. ფასების სახელმწიფო ინსპექციის ცენტრალური აპარატი და რეგიონალური ფასების სახელმწიფო ინსპექციები სისტემატურად ამოწმებენ სამინისტროების, უწყებების, მეურნე სუბიექტების (მიუხედავად საკუთრების ფორმისა) მიერ ფასწარმოქმნის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დაცვის მდგომარეობას: ა) სახავენ და ატარებენ ღონისძიებებს, როგორც სახელმწიფო რეგულირებადი, ასევე თავისუფალი (საბაზრო) ფასების ფორმირებისა და გამოყენების არსებული წესების (პირობების) დასაცავად; ბ) აწესებენ სისტემატურ კონტროლს მონოპოლისტი საწარმოების (ორგანიზაციების) მიერ გამოშვებულ პროდუქციისა და მომსახურების ფასებზე და ტარიფებზე, თავისუფალი (საბაზრო) ფასწარმოქმნის აუცილებელი პირობების დაცვაზე და მონოპოლურად მაღალ (დაბალ), დემპინგური ფასების დაწესების თავიდან ასაცილებლად და კონკურენციისათვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად ამუშავებენ წინადადებებს; გ) ფასების სახელმწიფო დისციპლინის დარღვევის ყოველი გამოვლენილი ფაქტის შემთხვევაში შემოწმების მასალებს წარადგენენ ფასების სახელმწიფო ინსპექციაში. 35. ფასების ინსპექციების უფლებამოსილ პირებს უფლება აქვთ: ა) მიიღონ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებიდან, სამინისტროებიდან, უწყებებიდან და მეურნე სუბიექტებიდან ფასების (ტარიფების) დადგენისა და გამოყენების სისწორის შესასწავლად, ასევე ფასების დონისა და დინამიკის ანალიზისათვის აუცილებელი ყველა მასალა, პირველადი დოკუმენტი და ინფორმაცია. ბ) შეისწავლონ დადგენილი წესით ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დაცვის საკითხები სამინისტროებში, უწყებებში და მეურნე სუბიექტებში (მიუხედავად საკუთრების ფორმისა) მათზე დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად; გ) ფასების სახელმწიფო დისციპლინის დაცვის კონტროლის, ფასწარმოქმნის ნებისმიერი საკითხის შესწავლაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროების შემთხვევაში მიიწვიოს სამინისტროების, უწყებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების სპეციალისტები; დ). მისცენ ცენტრალური, ავტონომიური და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს, მეურნე სუბიექტებს სავალდებულო მითითებები ფასების დისციპლინის დარღვევებისა და მათი წარმოქმნის მიზეზების აღმოსაფხვრელად; ე) გამოიყენონ ადმინისტრაციული ჯარიმები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მათ მიერ ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობისა და ფასების რეგულირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების დაღვევის, ასევე ფასების დადგენისა და გამოყენების დასაბუთებულობის შემოწმებისათვის საჭირო მონაცემების წარმოუდგენლობის შემთხვევაში; ვ) აუცილებლობის შემთხვევაში ფასების სახელმწიფო დისციპლინის დარღვევის შესახებ მასალები გადაუგზავნონ სასამართლოებს და საგამოძიებო ორგანოებს. 36. ფასების ინსპექციის უფლებამოსილ წარმომადგენლების მიერ თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისას, რაც შეიძლება გამოიხატოს ფასდარღვევის ფაქტების შემოწმების აქტებში შეგნებულად დაუფიქსირებლობით, ეკისრებათ პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამ ქმედებით გამოწვეული შედეგებიდან გამომდინარე. 37. ინსპექციის უფლებამოსილი პირები ვალდებულნი არიან შემოწმების შედეგებზე შეადგინონ სათანადო აქტი (ცნობა), გააცნონ იგი შემოწმებული (შესწავლილი) ობიექტის ხელმძღვანელებს. ეს უკანასკნელი ვალდებულია ხელი მოაწეროს აქტს (ცნობას), ხოლო უთანხმოების შემთხვევაში თან დაურთოს თავისი შენიშვნები. შენიშვნებს იხილავს ინსპექცია ამ დებულების 32-ე მუხლის შესაბამისად, რომლის შედეგები საბოლოო ასახვას ჰპოვებს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის ბრძანებაში. 38. იმ შემთხვევაში, თუ გამოკვლეული ობიექტის ხელმძღვანელობა არ ეთანხმება ფასდარღვევის საკითხებზე მინისტრის ბრძანებით მიღებულ გადაწყვეტილებას, იგი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. V. ინსპექციის ქონება 39. ინსპექციის ქონებას შეადგენს მის მფლობელობაში გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, სპეცსახსრებით შეძენილი ქონება. VI. დასკვნითი დებულებები 40. ინსპექციის დებულებას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი. 41. ინსპექციის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის ბრძანებით. 42. ინსპექციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია შეიძლება მოხდეს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის ბრძანების საფუძველზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.