მსჯავრდებულ პირთა გადაცემისა და გადმოყვანის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 01.03.2001
ძალის დაკარგვა 05.09.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №83
სარეგისტრაციო კოდი 100110000.11.106.004675
გამოქვეყნების წყარო სსმ, 19, 02/03/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,625 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.03.2001 მიღება
05.09.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

მსჯავრდებულ პირთა გადაცემისა და გადმოყვანის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:LitMtavrPS;} @font-face {font-family:SPAcademi;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:LitMtavrPS;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.25in; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:4.0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:62.35pt 77.9pt 56.75pt 79.4pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.11.106.004.675 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №83 2001 წლის 1 მარტი ქ. თბილისი მსჯავრდებულ პირთა გადაცემისა და გადმოყვანის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე ,,მსჯავრდებულ პირთა გადაცემის შესახებ” ევროპის საბჭოს კონვენციისა და ,,თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირთა სასჯელის მოსახდელად იმ სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ, რომლის მოქალაქენიც ისინი არიან” საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 19 ნოემბრის №754 ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს მსჯავრდებულ პირთა გადაცემისა და გადმოყვანის წესის შესახებ თანდართული ინსტრუქცია. 2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. მ. სააკაშვილი ინსტრუქცია მსჯავრდებულ პირთა გადაცემის და გადმოყვანის წესის შესახებ თავი I ზოგადი დებულებები 1. ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს მსჯავრდებულთა დარჩენილი სასჯელის მოხდის მიზნით იმ სახელმწიფოში გადაცემის პირობებს, რომლის მოქალაქენიც ისინი არიან და თანახმად საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის №754 ბრძანებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით დაწესებული ნორმებისა, ადგენს ამ პირობების შესრულების წესს. 2. საქართველოს სასამართლოების მიერ მსჯავრდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გადაცემის (შემდგომში – ,,გადაცემა”) ან უცხო სახელმწიფოში მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქეთა გადმოყვანის (შემდგომში – ,,გადმოყვანა”) თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში – ,,მინისტრი”). 3. მსჯავრდებულ პირთა გადაცემის და გადმოყვანის ორგანიზაცია ევალება იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთდახმარების სამმართველოს  (შემდგომში – სამმართველო). 4. მსჯავრდებულ პირთა ბადრაგირებას ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი (შემდგომში –  ,,დეპარტამენტი”). 5. მსჯავრდებულ პირთა გადაცემა ან გადმოყვანა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მათ მიმართ სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. 6. მსჯავრდებულთა გადაცემის (გადმოყვანის) გადაწყვეტილების მისაღებად სავალდებულოა იუსტიციის სამინისტროში წარმოდგენილ იქნეს შემდეგი დოკუმენტები: ა) განაჩენის დამოწმებული ასლი; ბ) დოკუმენტი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ; გ) საქმეზე არსებული ზემდგომი სასამართლო ინსტანციების გადაწყვეტილებების დამოწმებული ასლები; დ) დოკუმენტი მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდილი ნაწილის შესახებ; ე) დოკუმენტი მსჯავრდებულის სასჯელის მოუხდელი ნაწილის თაობაზე; ვ) ცნობა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზარალის დაფარვის თაობაზე, თუ იგი დანიშნული იყო; ზ) სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლის ტექსტი, რომლის საფუძველზეც პირი იქნა მსჯავრდებული; თ) მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობა გადაცემაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც მას არ შეუძლია გამოხატოს თავისი ნება – მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა; ი) ცნობა მსჯავრდებულის ჯანმრთელობის შესახებ; კ) მიმღები ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, (არარსებობის შემთხვევაში მოიპოვება იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით). 7. ასეთი  გადაცემა (გადმოყვანა) არ განხორციელდება, თუ: ა) განაჩენის აღმსრულებელი სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით, ქმედება, რომლისთვისაც პირი მსჯავრდებულია, არ წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს, ან არ იწვევს სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით; ბ) არ არის მსჯავრდებულის თანხმობა, ხოლო იმ შემთხვევაში როდესაც მას არ შეუძლია თავისუფლად გამოხატოს თავისი ნება ასაკის, ფიზიკური ან გონებრივი მდგომარეობის გამო, არ არსებობს მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა; გ) გადაცემის (გადმოყვანის) შესახებ მოთხოვნის მიღების მომენტისათვის თავისუფლების აღკვეთის ვადა, რომელიც მსჯავრდებულმა უნდა მოიხადოს, შეადგენს ექვს თვეზე ნაკლებს. გამონაკლის შემთხვევაში, საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ გადაცემაზე (გადმოყვანაზე) იმ შემთხვევაშიც, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა შეადგენს ექვს თვეზე ნაკლებს; დ) თუ ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება მხარეთა შორის გადაცემის (გადმოყვანის) თაობაზე; ე) დაინტერესებულ პირთა მიერ ბადრაგირების ხარჯების დასაფარავად აუცილებელი თანხის შეტანაზე უარის თქმის შემთხვევაში. 8. მსჯავრდებულის გადაცემის (გადმოყვანის) თაობაზე საქმის წარმოების საფუძველს წარმოადგენს: ა) საზღვარგარეთის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა (შემდგომში – “შუამდგომლობა”); ბ) მსჯავრდებულის, მისი ნათესავების ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადება (შემდგომში – ,,განცხადება”). 9. სამმართველო ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ ყველა აუცილებელი დოკუმენტის ანალიზის საფუძველზე ამზადებს შემაჯამებელ დოკუმენტს მიღებული დასკვნის სახით მსჯავრდებულის გადმოყვანის (გადაცემის) მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თაობაზე. 10. სამმართველო ადგენს მინისტრის ბრძანების პროექტს გადაცემაზე (გადმოყვანაზე) ან ატყობინებს დაინტერესებულ პირებს უარყოფითი პასუხის საფუძვლებს. თავი II საქართველოს სასამართლოების მიერ მსჯავრდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გადაცემის წესი 11. შესაბამისი სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განუმარტავს მსჯავრდებულ უცხოელ მოქალაქეს მის უფლებას, მიმართოს განცხადებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ან თავისი ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს, დარჩენილი სასჯელის მოხდის მიზნით იმ ქვეყნისათვის გადაცემის თაობაზე, რომლის მოქალაქეც ის არის. მსჯავრდებულის პირად საქმეს თან უნდა დაერთოს ცნობა განმარტების მიცემის შესახებ. 12. შუამდგომლობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარედგინება იმ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული. 13. სამმართველო შემოსული შუამდგომლობის ან განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში შესაბამისი დაწესებულებიდან (მსჯავრდებულის ადგილსამყოფელის მიხედვით) გამოითხოვს ამ ინსტრუქციის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს. 14. დოკუმენტები დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერით და ბეჭდით და წარედგინოს განყოფილებას 10 დღის ვადაში. 15. აუცილებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ სამმართველო საქართველოს პროკურატურიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დამატებით გამოითხოვს ინფორმაციას, მსჯავრდებულის გადაცემასთან დაკავშირებულ ხელისშემშლელი გარემოებების არსებობის თაობაზე. 16. სამმართველო, მსჯავრდებულის გადაცემის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ადგენს შუამდგომლობას იმ ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიმართ, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული,  ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც შუამდგომლობა აღძრულია საზღვარგარეთის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ, – ადგენს შეთანხმების წერილის პროექტს მსჯავრდებულის გადაცემის თაობაზე, რომელსაც ხელს აწერს კურატორი მინისტრის მოადგილე. 17. სამმართველო, მიღებული დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე, ადგენს შესაბამის დასკვნას, რომელსაც წარუდგენს კურატორ მინისტრის მოადგილეს. 18. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში მსჯავრდებულის გადაცემა მოხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე. 19. მსჯავრდებულის გადაცემის თაობაზე საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის შემთხვევაში სამინისტრო ამის შესახებ აცნობებს შუამდგომლობის აღმძვრელ მხარეს ან განმცხადებელს. 20. დეპარტამენტი მსჯავრდებულის გადაცემის თაობაზე მინისტრის ბრძანების მიღებისთანავე, ათანხმებს მსჯავრდებულის გადაცემის ადგილს, დროს და წესს საზღვარგარეთის ქვეყნის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოსთან, რის შესახებაც აცნობებს სამმართველოს ბადრაგის მივლინების ბრძანების ასლის მიწოდებით. 21. გადაცემის ადგილზე მსჯავრდებული გადაიყვანება ბადრაგის თანხლებით შესაბამისი წესის მოთხოვნათა დაცვით. 22. გადასაცემი მსჯავრდებულის სახელმწიფო საზღვარზე გასვლის საფუძველს წარმოადგენს საიდენტიფიკაციო დოკუმენტი, რომელიც გაცემულია იმ სახელმწიფოს სათანადო ორგანოს მიერ, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული. 23. მსჯავრდებულის გადაცემის თაობაზე დეპარტამენტისა და შესაბამისი საზღვარგარეთის ქვეყნის წარმომადგენლების მიერ დგება აქტი. აქტი დგება 4 ეგზემპლარად საქართველოსა და შესაბამის სახელმწიფოს შორის არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ენაზე. ორი ეგზემპლარი რჩება დეპარტამენტის წარმომადგენელს, ხოლო ორი – იმ ქვეყნის წარმომადგენელს, რომელსაც მსჯავრდებული გადაეცა. 24. გადაცემული მსჯავრდებულის პირადი საქმე ინახება დეპარტამენტის არქივში. პირად საქმესთან ერთად დეპარტამენტში რჩება გადაცემის შესახებ აქტის ერთი ეგზემპლიარი, ხოლო მეორე ეგზავნება სამმართველოს მსჯავრდებულის გადაცემიდან 3 დღის ვადაში. 25. დეპარტამენტი აქტის მიღებიდან 10 დღის ვადაში, აცნობებს განაჩენის გამომტან სასამართლოს, მსჯავრდებულის გადაცემის შესახებ. 26. თუ გადაცემული მსჯავრდებულის მიმართ საქართველოში გამოტანილი განაჩენი შეიცვალა ან გაუქმდა, ან ამ პირს შეეხო საქართველოში გამოცემული ამნისტია ან შეწყალების აქტი, სამმართველომ ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს იმ ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს, რომელსაც გადაეცა მსჯავრდებული. 27. თუ განაჩენი გაუქმდა და დაინიშნა ხელახალი გამოძიება, ან სასამართლო განხილვა, იუსტიციის სამინისტრო შესაბამისი გადაწყვეტილების ასლს და სხვა აუცილებელ დოკუმენტებს უგზავნის საზღვარგარეთის იმ კომპეტენტურ ორგანოს, რომელსაც გადაეცა მსჯავრდებული. თავი III უცხო სახელმწიფოში მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქეთა გადმოყვანის წესი 28. მსჯავრდებულთა გადმოყვანის თაობაზე შუამდგომლობა ან განცხადება სამმართველოს წარედგინება უშუალოდ დაინტერესებულ პირთა ან უცხო ქვეყნის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ. 29. შუამდგომლობა განიხილება ამ ინსტრუქციის მე-6 პუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ. 30. დაინტერესებულ პირთა განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები: ა) კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამოწმებული ასლი; ბ) მსჯავრდებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) მსჯავრდებულის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 31. განცხადების მიღების შემდეგ სამინისტრო გამოითხოვს განაჩენის გამომტანი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოდან შესაბამისი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტებს. 32. სამმართველო, განცხადების მიღების შემდეგ დაინტერესებული პირისაგან იღებს წერილობით დასტურს მსჯავრდებულის შეთანხმებული მარშრუტით ბადრაგირების ხარჯების გაღების თაობაზე. 33. ბადრაგირების ხარჯთაღრიცხვა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის მიერ, რაზედაც განმცხადებელს განემარტება სამმართველოს მიერ. 34. სამმართველო, უცხო ქვეყნის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ მსჯავრდებულის გადმოცემაზე დასტურის მიღების შემდეგ, მიმართავს განმცხადებელს სამინისტროს სალაროში ბადრაგირების თანხის გადახდის თაობაზე. ქვითარი წარედგინება სამმართველოს მიმართვიდან ერთი თვის ვადაში. 35. სამმართველო მიღებული დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე ამზადებს შესაბამის დასკვნას. 36. სამმართველო, მსჯავრდებულის გადმოყვანის თაობაზე საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ამზადებს მინისტრის ბრძანების პროექტს, ხოლო უარყოფითად გადაწყვეტის შემთხვევაში სამინისტრო დასაბუთებული პასუხით თავის გადაწყვეტილებას აცნობებს შუამდგომლობის აღმძვრელ მხარეს ან განმცხადებელს. 37. დეპარტამენტი, მსჯავრდებულის გადმოყვანის თაობაზე ბრძანების მიღებისთანავე მოქმედებს ამ ინსტრუქციის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული წესით. 38. დეპარტამენტის წარმომადგენელი მსჯავრდებულს საზღვარგარეთის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენლისაგან მიიღებს ამ ინსტრუქციის 23-ე პუნქტით გათვალისწინებული წესით. 39. სამმართველო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 619-620 მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად უზრუნველყოფს უცხო სახელმწიფოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოში აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ორგანიზაციას. თავი IV მსჯავრდებულთა ტრანზიტით გადაყვანა 40. საზღვარგარეთის ქვეყნის მიერ მესამე სახელმწიფოსათვის გადასაცემი მსჯავრდებულის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაყვანასთან დაკავშირებულ საკითხებს წყვეტს იუსტიციის სამინისტრო. 41. მსჯავრდებულის ტრანზიტით გადაყვანის თაობაზე სამინისტროს შუამდგომლობით მიმართავს მსჯავრდებულის გადამყვანი ქვეყნის კომპეტენტური ორგანო. 42. საქართველოსათვის გადმოსაყვანი მსჯავრდებულის სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ტრანზიტის თაობაზე ამ სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს მიმართავს სამინისტრო. 43. შუამდგომლობა ამგვარი გადაყვანის ნებართვის თაობაზე განიხილება იმავე წესით, როგორც გადაცემის მოთხოვნა. თავი V დასკვნითი დებულებანი 44. გადაცემულ და გადმოყვანილ მსჯავრდებულთა პირადი საქმეები, დოკუმენტაცია და მიმოწერა ინახება საერთო წესის შესაბამისად. 45. ამ ინსტრუქციის გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.