📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

მსჯავრდებულ პირთა გადაცემისა და გადმოცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 05.09.2006
ძალის დაკარგვა 24.09.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №710
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.027.009182
გამოქვეყნების წყარო სსმ, 120, 05/09/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,634 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.09.2006 მიღება
24.09.2009 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

მსჯავრდებულ პირთა გადაცემისა და გადმოცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 63.0pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.22.027.009.182 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №710 2006 წლის 5 სექტემბერი ქ. თბილისი მსჯავრდებულ პირთა გადაცემისა და გადმოცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე „თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულ პირთა სასჯელის მოსახდელად იმ სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ, რომლის მოქალაქენიც ისინი არიან“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 19 ნოემბრის №754 ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს მსჯავრდებულ პირთა გადაცემისა და გადმოცემის წესის შესახებ თანდართული ინსტრუქცია. 2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. 3. ამ ბრძანების გამოქვეყნებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „მსჯავრდებულ პირთა გადაცემისა და გადმოყვანის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 1 მარტის №83 ბრძანება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 2001წ., №19, მუხ. 166). გ. ქავთარაძე ინსტრუქცია მსჯავრდებულ პირთა გადაცემის და გადმოცემის წესის შესახებ თავი I ზოგადი დებულებები 1. ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს მსჯავრდებულ პირთა დარჩენილი სასჯელის მოხდის მიზნით იმ სახელმწიფოში გადაცემის პირობებს, რომლის მოქალაქენიც ისინი არიან და საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის №754 ბრძანებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით დაწესებული ნორმების თანახმად და ადგენს ამ პირობების შესრულების წესს. 2. საქართველოს სასამართლოების მიერ მსჯავრდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გადაცემის (შემდგომში – გადაცემა) ან უცხო სახელმწიფოში მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქეთა გადმოცემის (შემდგომში – გადმოცემა) თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). 3. მსჯავრდებულ პირთა გადაცემისა და გადმოცემის ორგანიზება, ასევე მსჯავრდებულ პირთა ბადრაგირება ევალება იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს (შემდგომში – დეპარტამენტი). 4. მსჯავრდებულ პირთა გადაცემა ან გადმოცემა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მათ მიმართ სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. 5. მსჯავრდებულის გადაცემის (გადმოცემის) საქმის წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს: ა) იმ ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა (შემდგომში – შუამდგომლობა), რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული პირი; ბ) მსჯავრდებული პირის, მისი ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადება (შემდგომში – განცხადება). 6. მსჯავრდებულ პირთა გადაცემის (გადმოცემის) გადაწყვეტილების მისაღებად სავალდებულოა დეპარტამენტში წარმოდგენილ იქნეს შემდეგი დოკუმენტები: ა) კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამოწმებული ასლი; ბ) დოკუმენტი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ; გ) საქმეზე არსებული ზემდგომი სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) დოკუმენტი მსჯავრდებული პირის მიერ სასჯელის მოხდილი ნაწილის შესახებ; ე) დოკუმენტი მსჯავრდებული პირის მიერ სასჯელის მოუხდელი ნაწილის თაობაზე; ვ) სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლის ტექსტი, რომლის საფუძველზეც პირი იქნა მსჯავრდებული; ზ) მსჯავრდებული პირის წერილობითი თანხმობა გადაცემაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც მას არ შეუძლია გამოხატოს თავისი ნება – მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა; თ) ცნობა მსჯავრდებული პირის ჯანმრთელობის შესახებ; ი) მიმღები ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (არარსებობის შემთხვევაში მოიპოვება იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით); კ) საქართველოს გენერალური პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობა მსჯავრდებული პირის გადაცემის ან გადმოცემის თაობაზე. 7. ასეთი გადაცემა (გადმოცემა) არ განხორციელდება, თუ: ა) განაჩენის აღმასრულებელი სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით, ქმედება, რომლისთვისაც პირი მსჯავრდებულია, არ წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს, ან არ იწვევს სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით; ბ) არ არის მსჯავრდებული პირის თანხმობა, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც მას არ შეუძლია თავისუფლად გამოხატოს თავისი ნება ასაკის, ფიზიკური ან გონებრივი მდგომარეობის გამო, არ არსებობს მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა; გ) გადაცემის (გადმოცემის) შესახებ მოთხოვნის მიღების მომენტისათვის თავისუფლების აღკვეთის ვადა, რომელიც მსჯავრდებულმა პირმა უნდა მოიხადოს, შეადგენს 6 თვეზე ნაკლებს. გამონაკლის შემთხვევებში სახელმწიფოები შეიძლება შეთანხმდნენ გადაცემაზე (გადმოცემაზე) იმ შემთხვევაში, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა შეადგენს 6 თვეზე ნაკლებს; დ) თუ ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება მხარეთა შორის გადაცემის (გადმოცემის) თაობაზე; ე) დაინტერესებულ პირთა მიერ ბადრაგირების ხარჯების დასაფარავად აუცილებელი თანხის შეტანაზე უარის თქმის შემთხვევაში. 8. გადაცემაზე (გადმოცემაზე) განცხადება (შუამდგომლობა) შეიძლება არ დაკმაყოფილდეს, თუ: ა) გადაცემა (გადმოცემა) ეწინააღმდეგება საქართველოს საზოგადოებრივ მართლწესრიგს, უსაფრთხოებისა და უშიშროების ინტერესებს; ბ) გადატვირთულია საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებები; გ) მსჯავრდებულს არ მოუხდია მისჯილი სასჯელის ნახევარი. 9. დეპარტამენტი ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი დოკუმენტის ანალიზის საფუძველზე ამზადებს შემაჯამებელ დოკუმენტს დასკვნის სახით, მსჯავრდებული პირის გადმოცემის (გადაცემის) მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის თაობაზე; დასკვნას ამტკიცებს კურატორი მინისტრის მოადგილე. 10. დეპარტამენტი ადგენს მინისტრის ბრძანების პროექტს გადაცემაზე (გადმოცემაზე) ან ატყობინებს დაინტერესებულ პირებს უარყოფითი პასუხის საფუძვლებს. თავი II საქართველოს სასამართლოების მიერ მსჯავრდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გადაცემის წესი 11. შესაბამისი სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განუმარტავს მსჯავრდებულ უცხოელ მოქალაქეს მის უფლებას, მიმართოს განცხადებით დეპარტამენტს ან თავისი ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს, დარჩენილი სასჯელის მოხდის მიზნით იმ ქვეყნისათვის გადაცემის თაობაზე, რომლის მოქალაქეც ის არის. მსჯავრდებული პირის პირად საქმეს თან უნდა დაერთოს ცნობა განმარტების მიცემის შესახებ. 12. შემოსული შუამდგომლობის ან განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში დეპარტამენტი კომპეტენტური უწყებებიდან გამოითხოვს ამ ინსტრუქციის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს და ცნობას მსჯავრდებული პირის მიერ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზარალის დაფარვის თაობაზე. დოკუმენტები უნდა დამოწმდეს უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერითა და ბეჭდით და წარედგინოს დეპარტამენტს 10 დღის ვადაში. 13. აუცილებელი დოკუმენტების წარდგენიდან 15 დღის ვადაში დეპარტამენტი საქართველოს გენერალური პროკურატურიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვს ინფორმაციას მსჯავრდებული პირის გადაცემასთან დაკავშირებული ხელშემშლელი გარემოებების არსებობის თაობაზე. 14. დეპარტამენტი, მსჯავრდებული პირის განცხადების მიღების შემდეგ ადგენს შუამდგომლობას იმ ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიმართ, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული პირი. 15. დეპარტამენტი, მიღებული დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე, ადგენს შესაბამის დასკვნას, რომელსაც წარუდგენს კურატორი მინისტრის მოადგილეს. 16. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში მსჯავრდებული პირის გადაცემა მოხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე. 17. მსჯავრდებული პირის გადაცემის თაობაზე საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის შემთხვევაში დეპარტამენტი აცნობებს შუამდგომლობის აღმძვრელ მხარეს ან განმცხადებელს შუამდგომლობის ან განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 18. ბრძანების დამტკიცებიდან 5 დღის ვადაში დეპარტამენტი აყენებს სათანადო შუამდგომლობას იმ ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოსთან, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული პირი. 19. იმ ქვეყნის კომპეტენტური ორგანოდან, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული პირი, თანხმობის მიღებისთანავე დეპარტამენტი ათანხმებს მსჯავრდებული პირის გადაცემის ადგილს, დროს და წესს შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან. 20. გადაცემის ადგილზე მსჯავრდებული გადაიყვანება ბადრაგის თანხლებით შესაბამისი წესის მოთხოვნათა დაცვით. 21. გადასაცემი მსჯავრდებული პირის სახელმწიფო საზღვარზე გასვლის საფუძველს წარმოადგენს საიდენტიფიკაციო დოკუმენტი, რომელიც გაცემულია იმ სახელმწიფო სათანადო ორგანოს მიერ, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული პირი.    22. მსჯავრდებული პირის გადაცემის თაობაზე დეპარტამენტისა და შესაბამისი სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ დგება აქტი. აქტი დგება 4 ეგზემპლარად საქართველოსა და შესაბამის სახელმწიფოს შორის არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ენაზე, ორი ეგზემპლარი რჩება დეპარტამენტის წარმომადგენელს, ხოლო ორი – იმ სახელმწიფოს წარმომადგენელს, რომელსაც მსჯავრდებული პირი გადაეცა. 23. გადაცემული მსჯავრდებული პირის პირადი საქმე ინახება დეპარტამენტის არქივში. 24. დეპარტამენტი აქტის შედგენიდან 10 დღის ვადაში აცნობებს განაჩენის გამომტან სასამართლოს მსჯავრდებული პირის გადაცემის შესახებ. 25. თუ გადაცემული მსჯავრდებული პირის მიმართ საქართველოში გამოტანილი განაჩენი შეიცვალა ან გაუქმდა, ან ამ პირს შეეხო საქართველოში გამოცემული ამნისტია ან შეწყალების აქტი, დეპარტამენტმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს იმ სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, რომელსაც გადაეცა მსჯავრდებული პირი. 26. თუ განაჩენი გაუქმდა და დაინიშნა ხელახალი გამოძიება ან სასამართლო განხილვა, კომპეტენტური ორგანოს მიერ სათანადო შუამდგომლობის დაყენების შემთხვევაში დეპარტამენტი შესაბამისი გადაწყვეტილების ასლს და სხვა აუცილებელ დოკუმენტებს უგზავნის იმ ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს, რომელსაც გადაეცა მსჯავრდებული პირი. თავი III უცხო სახელმწიფოში მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქეთა გადმოცემის წესი 27. მსჯავრდებულ პირთა გადმოცემის თაობაზე შუამდგომლობა ან განცხადება დეპარტამენტს წარედგინება დაინტერესებული პირის ან უცხო ქვეყნის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ. 28. შუამდგომლობა განიხილება ამ ინსტრუქციის მე-6 პუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ. 29. დაინტერესებულ პირთა განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები: ა) კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ასლი; ბ) მსჯავრდებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) მსჯავრდებული პირის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 30. განცხადების მიღებიდან 15 დღის ვადაში დეპარტამენტი კომპეტენტური ორგანოებიდან გამოითხოვს ამ ბრძანების მე-6 პუნქტით და შესაბამისი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტებს. 31. დეპარტამენტი განცხადების მიღების შემდეგ დაინტერესებული პირისგან იღებს წერილობით დასტურს მსჯავრდებული პირის ბადრაგირების ხარჯების გაღების თაობაზე. 32. ბადრაგირების ხარჯთაღრიცხვა განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტით. ბადრაგირების თანხის გადახდა მოხდება სახელმწიფოს ბიუჯეტში. 33. დეპარტამენტი, მიღებული დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე, ამზადებს შესაბამის დასკვნას. 34. დეპარტამენტი, მსჯავრდებული პირის გადმოცემის თაობაზე საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ამზადებს მინისტრის ბრძანების პროექტს, ხოლო უარყოფითად გადაწყვეტის შემთხვევაში დეპარტამენტი დასაბუთებული პასუხით თავის გადაწყვეტილებას აცნობებს შუამდგომლობის აღმძვრელ მხარეს ან განმცხადებელს. 35. მინისტრის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დეპარტამენტი დაინტერესებულ პირს ბრძანების დამტკიცებიდან 5 დღის ვადაში მიმართავს ბადრაგირების თანხის გადახდის თაობაზე. დაინტერესებული პირი ვალდებულია წარმოადგინოს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი მიმართვიდან ერთი თვის ვადაში. 36. მსჯავრდებული პირის გადმოცემა ხდება ამ ინსტრუქციის 22-ე პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. 37. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 619-620-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად დეპარტამენტი აქტის მიღებიდან 3 დღის ვადაში უზრუნველყოფს უცხო სახელმწიფოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოში აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ორგანიზებას.     თავი IV მსჯავრდებულ პირთა ტრანზიტით გადაყვანა 38. საზღვარგარეთის ქვეყნის მიერ მესამე სახელმწიფოსათვის გადასაცემი მსჯავრდებული პირის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაყვანასთან დაკავშირებულ საკითხს წყვეტს იუსტიციის სამინისტრო. 39. მსჯავრდებული პირის ტრანზიტით გადაყვანის თაობაზე სამინისტროს შუამდგომლობით მიმართავს მსჯავრდებული პირის გადამყვანი ქვეყნის კომპეტენტური ორგანო. 40. საქართველოსათვის გადმოსაცემი მსჯავრდებული პირის სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ტრანზიტის თაობაზე ამ სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს მიმართავს სამინისტრო. 41. შუამდგომლობა ამგვარი გადაყვანის ნებართვის თაობაზე განიხილება იმავე წესით, როგორც გადაცემის მოთხოვნა. თავი V დასკვნითი დებულებები 42. გადაცემულ და გადმოცემულ მსჯავრდებულ პირთა პირადი საქმეები, დოკუმენტაცია და მიმოწერა ინახება საერთო წესის შესაბამისად. 43. ამ ინსტრუქციის გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.