საქართველოს იუსტიციის მინისტრის სათათბირო ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საბჭოს შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 12.03.2001
ძალის დაკარგვა 17.04.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №95
სარეგისტრაციო კოდი 010240010.11.106.004682
გამოქვეყნების წყარო სსმ, 23, 14/03/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,339 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.03.2001 მიღება
17.04.2002 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის სათათბირო ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საბჭოს შექმნის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:1.0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:56.7pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:36.75pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 73.35pt 70.9pt 63.8pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.010.11.106.004.682 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №95 2001 წლის 12 მარტი ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის მინისტრის სათათბირო ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საბჭოს შექმნის შესახებ „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 30 ოქტომბრის  №471 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების” 25-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი საკითხების კოლეგიალურად განხილვის მიზნით, ვბრძანებ: I. შეიქმნას საქართველოს იუსტიციის მინისტრის სათათბირო ორგანო – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საბჭო. II. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საბჭო შემდეგი შემადგენლობით: 1. მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საბჭოს  თავმჯდომარე; 2. კოტე კუბლაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 3. მარიამ ცაცანაშვილი – მინისტრის მოადგილე; 4. ირაკლი ოქრუაშვილი – მინისტრის მოადგილე; 5. ირინე იმერლიშვილი – მინისტრის მოადგილე 6. ზურაბ მელიქიშვილი – მინისტრის კაბინეტის უფროსი; 7. თინათინ დევდარიანი – საკადრო საკითხთა დეპარტამენტის უფროსი; 8. ბესიკ ლოლაძე – ნორმატიული აქტების ექსპერტიზისა და რეგისტრაციის  დეპარტამენტის უფროსი; 9. ბონდო ალასანია – სახელმწიფო რეგისტრაციისა და საჯარო რეესტრის წარმოების დეპარტამენტის უფროსი; 10. ლევან ქოჩქიანი – საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის თავმჯდომარე;              11. სერგო პეტროსიანი – ნორმატიული აქტების მომზადების, კანონმდებლობის სისტემატიზაციისა და სამართლებრივი ინფორმატიზაციის დეპარტამენტის უფროსი; 12. გიორგი წკრიალაშვილი – საერთაშორისი სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი; 13. ზურაბ ეზუგბაია – მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის, იმიგრაციის საკითხთა  და ნოტარიატის დეპარტამენტის უფროსი; 14. მარიკა ვერულაშვილი – პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი; 15. ციცო ბაიდარაშვილი – მთავარი კანცელარიის უფროსი; 16. მაკა ბულეიშვილი – სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი; 17. მერაბ რაფავა – შიდა კონტროლის სამსახურის სამსახურებრივი მოკვლევის, ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი; 18. დავით ასათიანი – შიდა კონტროლის სამსახურის, კონტროლისა და აუდიტის სამმართველოს უფროსი; 19. კონსტანტინე კორკელია – ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს გენერალური წარმომადგენლი (სამსახურის უფროსი); 20. ლევან ვარშალომიძე – სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარე; 21. მაია ჭალაგანიძე – საქართველოს კანონთა წიგნისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს რედაქციის მთავარი რედაქტორი; 22. დავით შარაშენიძე – იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი; 23. ზურაბ მსხვილიძე – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე; 24. ამირან ნაკაშიძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი; 25. სერგო თუნგია – აფხაზეთის იუსტიციის მინისტრი. III. დამტკიცდეს  საქართველოს  იუსტიციის  მინისტრის სათათბირო ორგანოს –  საქართველოს  იუსტიციის  სამინისტროს  საბჭოს თანდართული დებულება. IV. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მ. სააკაშვილი საქართველოს იუსტიციის მინისტრის სათათბირო  ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საბჭოს დებულება I. ზოგადი დებულებანი 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრის სათათბირო ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საბჭოს (შემდგომში – საბჭო) კომპეტენციას, მისი შექმნისა და საქმიანობის წესს. 2. საბჭოს მიზანია იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროს მიკუთვნებული საკითხების კოლეგიალური განხილვის საფუძველზე სამართლებრივად სწორი და ოპტიმალური გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო პირობების შექმნა. II. საბჭოს კომპეტენცია 3. საბჭოს კომპეტენციას შეადგენს: ა) სამინისტროში მომზადებული ან სამართლებრივ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი კანონპროექტების, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა; ბ) სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ  საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების და საერთაშორისო კონვენციებთან საქართველოს მიერთების პრობლემატური საკითხების განხილვა; გ) ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოსთან იუსტიციის სამინისტროს, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლის, ურთიერთობის შედეგების განხილვა-განზოგადება; დ) სასამართლო აღმასრულებლთა მუშაობის კოორდინაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა;  ე) ნოტარიუსებისა და ნოტარიუსთა პალატის საქმიანობის ზედამხედველობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა; ვ) იარაღის ლეგალური ბრუნვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა; ზ) სასამართლო ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა; თ) სამართლებრივ ინფორმატიკასა და იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა;                                                      ი) საქართველოს კანონთა წიგნისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალური გამოცემების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა; კ) ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეგისტრაციისა და სისტემატიზაციის პრობლემატური საკითხების განხილვა; ლ) სასჯელაღსრულების სისტემის მუშაობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა; მ) საქართველოს მოქალაქეობის, იმიგრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა;  ნ) ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის, საჯარო რეესტრის წარმოებისა და ინფორმაციის საჯაროობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა; ო) იუსტიციის სამინისტროს სისტემის მოხელეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა; პ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების, შემოქმედებითი კავშირებისა და ფონდების რეგისტრაციასთან დაკავშირებული დოკუმენტების შემოწმება, აგრეთვე რეგისტრირებული ორგანიზაციების საქმიანობაზე სამინისტროს მიერ კანონით დადგენილი წესით განხორციელებული კონტროლის შედეგების განხილვა; 4. იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი ნებისმიერი სხვა საკითხის განხილვა. III. საბჭოს შემადგენლობა 5. საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი. 6. საბჭოს შემადგენლობაში შედიან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრები. 7. მინისტრის გადაწყვეტილებით საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნენ სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები. IV. საბჭოს სხდომის მოწვევისა და გადაწყვეტილების მიღების წესი 8. საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობს მინისტრი – საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი – მინისტრის პირველი მოადგილე, რომელიც ამავე დროს არის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 9. საბჭოს სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში მინისტრის გადაწყვეტილებით შეიძლება მოწვეულ იქნეს რიგგარეშე სხდომა. 10. სხდომის მოწვევის დროსა და სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს მინისტრი. 11. საბჭოს სხდომაზე, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა სამინისტროების, ორგანიზაციების წარმომადგენლები, დაინტერესებული პირები. 12. მასალები საბჭოს სხდომაზე განსახილველად მომზადებული საკითხის თაობაზე წარედგინება მინისტრის კაბინეტს. მინისტრის კაბინეტი სხდომაზე განსახილველ საკითხებს წინასწარ ათანხმებს მინისტრთან. 13. საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხების მომზადებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისა და მის მმართველობაში შემავალი სხვა სამსახურების ხელმძღვანელებს. 14. საბჭოს სხდომაზე გასატანად მომზადებულ მასალებში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მასალა მინისტრის კაბინეტის მიერ უბრუნდება მის მომზადებაზე პასუხისმგებელ სამსახურს. 15. სხდომის მომზადება და ოქმის გაფორმება ეკისრება მთავარ კანცელარიას. 16. საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა. 17. საბჭოს ყოველი წევრი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით. 19. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. საბჭოს თავმჯდომარედ მინისტრის ყოფნის შემთხვევაში, იგი არ მონაწილეობს კენჭისყრაში. საბჭოს მიერ განხილული საკითხების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი. 20. სხდომას ჰყავს მდივანი, რომელიც იმავდროულად არ არის საბჭოს წევრი და არ სარგებლობს ხმის მიცემის უფლებით. იგი პასუხისმგებელია სხდომის ოქმის სწორად წარმოებისათვის. სხდომის ოქმის წარმოება და სხდომის მდივნის გამოყოფის საკითხის გადაწყვეტა ეკისრება მთავარ კანცელარიას. 21. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დადგენილების სახით. საბჭოს დადგენილებაში აღინიშნება დადგენილების მიღების თარიღი, რიგითი ნომერი (სხდომის რიგითობის მიხედვით) და გადაწყვეტილების შინაარსი. საბჭოს გადაწყვეტილებას ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე. 22. საბჭო უფლებამოსილია განსახილველ საკითხზე მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება: ა) მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება განსახილველად წარდგენილი საკითხის თაობაზე; ბ) ცნობად მიიღოს (დაამტკიცოს) შესაბამისი სამსახურის მიერ წარდგენილი მასალა (ანგარიში, ინფორმაცია, პროექტი და ა.შ.); გ)   მიიღოს უარყოფითი გადაწყვეტილება განსახილველად წარდგენილი საკითხის თაობაზე; დ) გადადოს საკითხის განხილვა; ე) განუხილველად დატოვოს სხდომაზე წარდგენილი საკითხი;                          ვ) დამატებით მოსამზადებლად დააბრუნოს განსახილველად წარდგენილი საკითხი; 23. საბჭოს სხდომა შეიძლება გადაიდოს მინისტრის გადაწყვეტილებით. 24. საბჭოს სხდომის მიმდინარეობა ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი. V. დასკვნითი დებულებანი 25. სხდომის ოქმი, აგრეთვე, სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი დოკუმენტები და სხვა მასალები დაერთვება სხდომის ოქმს და ინახება სამინისტროსმთავარ კანცელარიაში, დადგენილი წესით; 26. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას ახორციელებენ სამინისტროს შესაბამისი სამსახურები. 27. საბჭოს ლიკვიდაციის, აგრეთვე მის შემადგენლობაში და საბჭოს საქმიანობის წესში ცვლილებების შეტანის საკითხს წყვეტს მინისტრი.