საქართველოს იუსტიციის მინისტრის სათათბირო ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საბჭოს შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 05.04.2002
ძალის დაკარგვა 21.06.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №187
სარეგისტრაციო კოდი 010240030.11.106.005233
გამოქვეყნების წყარო სსმ, 36, 17/04/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის სათათბირო ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საბჭოს შექმნის შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 12.03.2001
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის სათათბირო ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საბჭოს შექმნის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:1.0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:56.7pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:36.75pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 48.2pt 70.9pt 48.2pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.233
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №187
2002 წლის 5 აპრილი
ქ, თბილისი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის სათათბირო ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საბჭოს შექმნის შესახებ
„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების” 31-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი საკითხების კოლეგიალურად განხილვის მიზნით, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗. შეიქმნას საქართველოს იუსტიციის მინისტრის სათათბირო ორგანო – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საბჭო.
მუხლი 2🔗. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
1.როლანდ გილიგაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე;
2. კოტე კუბლაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე;
3. კახა კობერიძე – მინისტრის მოადგილე;
4. გიორგი წკრიალაშვილი – მინისტრის მოადგილე;
5. ირინე იმერლიშვილი – მინისტრის მოადგილე;
6. ზურაბ ეზუგბაია – მინისტრის მოადგილე;
7. ამირან ნაკაშიძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი;
8. სერგო თუნგია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი;
9. გიორგი ღვინიაშვილი – გენერალური ინსპექციის უფროსი;
10. პაატა მხეიძე – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე;
11. გიგლა აგულაშვილი – სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარე;
12. თინათინ დევდარიანი – საკადრო საკითხთა დეპარტამენტის უფროსი;
13. მაია ნიკოლეიშვილი – ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორი;
14. არჩილ ბორჯაძე – სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
15. გელა ბადრიაშვილი – მინისტრის აპარატის უფროსი;
16. მალხაზ ხულორდავა – ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი;
17. გიორგი ჯანაშია – სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი;
18. ზაზა მეიშვილი – მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის, იმიგრაციის საკითხთა და ნოტარიატის დეპარტამენტის უფროსი;
19. გიორგი გოგიბერიძე – პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართალშემოქმედებითი საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი.
მუხლი 3🔗. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის სათათბირო ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საბჭოს თანდართული დებულება.
მუხლი 4🔗. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 მარტის №95 ბრძანება „საქართველოს იუსტიციის მინისტრის სათათბირო ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საბჭოს შექმნის შესახებ.”
მუხლი 5🔗. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
რ. გილიგაშვილი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის სათათბირო ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საბჭოს დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრის სათათბირო ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საბჭოს (შემდგომში – საბჭო) კომპეტენციას, მისი შექმნისა და საქმიანობის წესს.
მუხლი 2🔗.
საბჭოს მიზანია იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროს მიკუთვნებული საკითხების კოლეგიალური განხილვის საფუძველზე სამართლებრივად სწორი და ოპტიმალური გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო პირობების შექმნა.
თავი II
საბჭოს კომპეტენცია
მუხლი 3🔗.
საბჭოს კომპეტენციას შეადგენს:
ა) სამინისტროში მომზადებული ან სამართლებრივ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი კანონპროექტების, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა;
ბ) სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების და საერთაშორისო კონვენციებთან საქართველოს მიერთების პრობლემატური საკითხების განხილვა;
გ) ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში საქართველოს გენერალური წარმომადგენლის სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის გაანალიზება;
დ) საააღსრულებო ბიუროების და სააღსრულებო პოლიციის ადგილობრივი განყოფილებების მუშაობის კოორდინაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა;
ე) ნოტარიუსებისა და ნოტარიუსთა პალატის საქმიანობის ზედამხედველობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა;
ვ) ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის მუშაობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა;
ზ) საქართველოს კანონთა წიგნისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალური გამოცემების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა;
თ) ნორმატიული აქტების რეგისტრაციის, კოდიფიკაციისა და სამართლებრივი ინფორმატიზაციის პრობლემატური საკითხების განხილვა;
ი) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუშაობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა;
კ) მოქალაქეობის, იმიგრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა;
ლ) სახელმწიფო რეგისტრაციის, ლიცენზირებისა და საჯარო რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა;
მ) იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების მუშაობისა და მათზე ზედამხედაველობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა;
ნ) იუსტიციის სამინისტროს სისტემის მოხელეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა;;
ო) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა;
პ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების, შემოქმედებითი კავშირებისა და ფონდების რეგისტრაციასთან დაკავშირებული დოკუმენტების შემოწმების, აგრეთვე რეგისტრირებული ორგანიზაციების საქმიანობაზე სამინისტროს მიერ კანონით დადგენილი წესით განხორციელებული კონტროლის შედეგების განხილვა;
ჟ) იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი ნებისმიერი სხვა საკითხის განხილვა.
თავი III
საბჭოს შემადგენლობა
მუხლი 4🔗.
საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.
მუხლი 5🔗.
საბჭოს შემადგენლობაში შედიან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრები.
მუხლი 6🔗.
მინისტრის გადაწყვეტილებით საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნენ სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები. სამინისტროს სხვა მოხელეები, აგრეთვე პირები, რომლებიც არ არიან სახელმწიფო მოხელეები, მათი წინასწარი თანხმობით.
თავი IV
საბჭოს სხდომის მოწვევისა და გადაწყვეტილების მიღების წესი
მუხლი 7🔗.
საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობს მინისტრი – საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი – მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრთან წინასწარი შეთანხმებით.
მუხლი 8🔗.
საბჭოს სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში მინისტრის გადაწყვეტილებით შეიძლება მოწვეულ იქნეს რიგგარეშე სხდომა.
მუხლი 9🔗.
სხდომის მოწვევის დროსა და სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს მინისტრი.
მუხლი 10🔗.
საბჭოს სხდომაზე, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა სამინისტროების, ორგანიზაციების წარმომადგენლები, დაინტერესებული პირები.
მუხლი 11🔗.
საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხების თაობაზე მომზადებული მასალები წარედგინება მინისტრის აპარატს სხდომის ჩატარებამდე 5 დღით ადრე. მინისტრის აპარატი სხდომაზე განსახილველ საკითხებს წინასწარ ათანხმებს მინისტრთან.
მუხლი 12🔗.
საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხების მომზადებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისა და მის მმართველობაში შემავალი სხვა სამსახურების ხელმძღვანელებს.
მუხლი 13🔗.
საბჭოს სხდომაზე გასატანად მომზადებულ მასალებში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მასალა მინისტრის აპარატის მიერ უბრუნდება მის მომზადებაზე პასუხისმგებელ სამსახურს.
მუხლი 14🔗.
სხდომის მომზადება და ოქმის გაფორმება ევალება სხდომის მდივანს, რომელიც არ არის საბჭოს წევრი, არ სარგებლობს ხმის მიცემის უფლებით და პასუხისმგებელია მხოლოდ სხდომის ოქმის სწორად წარმოებისათვის.
მუხლი 15🔗.
საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა.
მუხლი 16🔗.
საბჭოს მიერ განხილული საკითხების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.
მუხლი 17🔗.
საბჭო უფლებამოსილია განხილულ საკითხებს მისცეს შემდეგი შეფასება:
ა) დადებითად შეაფასოს განხილული საკითხი;
ბ) ცნოს არასაკმარისად განხილული საკითხის ირგვლივ გაწეული საქმიანობა;
გ) უარყოფითად შეაფასოს განხილული საკითხი;
დ) ცნობად მიიღოს შესაბამისი სამსახურის მიერ წარდგენილი მასალა (ანგარიში, ინფორმაცია, პროექტი და ა.შ.)
ე) განუხილველად დატოვოს სხდომაზე წარდგენილი საკითხი;
ვ) გადადოს საკითხის განხილვა;
ზ) დამატებით მოსამზადებლად დააბრუნოს განსახილველად წარდგენილი საკითხი.
მუხლი 18🔗.
საბჭოს სხდომა შეიძლება გადაიდოს მინისტრის გადაწყვეტილებით.
მუხლი 19🔗.
საბჭოს სხდომის მიმდინარეობა, განხილული საკითხები და მიღებული ვადა წყვეტილებები ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი. სხდომის ოქმზე მიეთითება თარიღი და რიგითი ნომერი.
თავი V
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 20🔗.
სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი დოკუმენტები და მასალები დაერთვება სხდომის ოქმს და ინახება სამინისტროს მთავარ კანცელარიაში, დადგენილი წესით.
მუხლი 21🔗.
საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას ახორციელებენ სამინისტროს შესაბამისი სამსახურები.
მუხლი 22🔗.
საბჭოს ლიკვიდაციის, აგრეთვე მის შემადგენლობაში და საბჭოს საქმიანობის წესში ცვლილებების შეტანის საკითხს წყვეტს მინისტრი.