⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (28.12.2006)
გაუქმებულია:

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, დემოგრაფიის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 12.03.2001
ძალის დაკარგვა 28.12.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №97/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470010000.11.119.004688
გამოქვეყნების წყარო სსმ, 23, 14/03/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,330 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.03.2001 მიღება
28.12.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, დემოგრაფიის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 56.7pt 28.4pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.11.119.004.688 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №97/ნ 2001 წლის 12 მარტი ქ. თბილისი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, დემოგრაფიის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის და “საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 დეკემბრის №687 ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, დემოგრაფიის დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. დემოგრაფიის დეპარტამენტის თავმჯდომარემ (ა. თოთაძე) თავისი საქმიანობა წარმართოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულებისა და აღნიშნული დებულების შესაბამისად. 3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან. ა. ჯორბენაძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დემოგრაფიის დეპარტამენტის დებულება 1. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დემოგრაფიის დეპარტამენტი (შემდეგში _ დეპარტამენტი) წარმოადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამგებლობაში მყოფ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, დემოგრაფიის საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებების, კონვენციების, საქართველოს კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებებისა და წინამდებარე დებულების მოთხოვნათა შასაბამისად.  3. დეპარტამენტის დებულებას, სტრუქტურასა და საშტატო განრიგს ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. 4. დეპარტამენტი ახორციელებს სახელმწიფო პროგრამებს პროფილის შესაბამისად. 5. დეპარტამენტს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, სახელმწიფო ხაზინაში ანგარიშსწორების ანგარიშები, მრგვალი ბეჭედი სახელმწიფო ღერბის გამოსახულებით და შტამპი საკუთარი სახელწოდებით, ბლანკები საკუთარი დასახელებით, სხვა აუცილებელი რეკვიზიტები და ატრიბუტები. 6. დეპარტამენტის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი. 2. დეპარტამენტის ამოცანები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. 1. დეპარტამენტის ამოცანებსა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს: ა) არსებული დემოგრაფიული ვითარების სისტემატური შესწავლის შედეგების საფუძველზე ერთიანი სახელმწიფო დემოგრაფიული პოლიტიკის ძირითადი მიზნების, მიმართულებების ღონისძიებათა სისტემისა და მათი განხორციელების ორგანიზაციული ფორმების შემუშავება და განსაზღვრა; ბ) ფიზიკურად, ფსიქიკურად და მორალურად ჯანსაღი თაობის განახლების პირობებში დემოგრაფიული განვითარების ოპტიმალური რეჟიმის უზრუნველყოფა; გ) შობადობის სტიმულირების, სიკვდილიანობის შემცირების, ოჯახის განმტკიცების, სიცოცხლის ხანგრძლივობის გადიდებისა და მიგრაციის გზით რაციონალური დემოგრაფიული განვითარების უზრუნველყოფა; დ) დემოგრაფიული ინფრასტრუქტურებისა და სტიმულირების შესაბამისი ინსტიტუტების შექმნა; ე) ეთნოდემოგრაფიული და ეთნოფსიქოლოგიული ფაქტორების გათვალისწინებით ადმინისტრაციულ-რეგიონული დემოგრაფიული პოლიტიკის შემუშავება; ვ) ოპტიმალური მიგრაციული პოლიტიკის შემუშავების მიზნით შიდა და გარე მიგრაციის მიმართულებების, მასშტაბებისა და მიზეზების შესწავლა; ზ) დემოგრაფიის სფეროში მომუშავე არასამთავრებო ორგანიზაციებისადმი მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა; თ) საერთაშორისო დემოგრაფიულ ორგანიზაციებთან და ფონდებთან, მდიდარი დემოგრაფიული გამოცდილების მქონე ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარება, პრიორიტეტების განსაზღვრა. საერთაშორისო დემოგრაფიულ სტრუქტურებთან ინტეგრირების, ერთობლივი პროგრამებისა და პროექტების მომზადება, მათი განხორციელების მხარდაჭერა და ხელშეწყობა; ი) დემოგრაფიული განვითარების მაჩვენებლების გაუმჯობესების მიზნით ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვისათვის ზრუნვა; კ) მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი შემადგენლობისა და მისი რეგიონული თავისებურებებით განპირობებულ სპეციფიკურ დაავადებათა, სიკვდილიანობის სტრუქტურისა და ინტენსივობის გამოვლენა, ნაადრევი სიკვდილიანობის დაძლევისათვის, ახალშობილთა, ბავშვთა და დედათა სიკვდილიანობის, მამაკაცების "ზესიკვდილიანობის" შემცირებისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის გადიდებისათვის ზრუნვა; ლ) ქვეყნის დემოგრაფიული უშიშროების უზრუნველსაყოფად, დემოგრაფიული ტევადობის გათვალისწინებით მოსახლეობის რაციონალური განსახლების შესახებ წინადადებების შემუშავება; მ) საოჯახო პოლიტიკის საფუძვლების შემუშავება, და სხვადასხვა ტიპის ოჯახის განვითარებაზე ზრუნვა; ნ) მოსახლეობის კვლავწარმოების რაციონალური რეჟიმის უზრუნველსაყოფად სასურველი რეპროდუქციული განწყობის ჩამოყალიბება და მისი შესაბამისი დემოგრაფიული ქცევის რეალიზაციისათვის პირობების შექმნა; ო) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სამედიცინო დაწესებულებებში (განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა) დემოგრაფიის სფეროში საერთო მეთოდოლოგიური და მეთოდური ხელმძღვანელობა; პ) დემოგრაფიულ პრობლემებთან დაკავშირებულ სამეურნეო, სამეცნიერო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) საქმიანობის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; ჟ) დაქორწინებული წყვილების და ცალკეული პირების რეპროდუქციული განწყობის რეალიზებისათვის ხელშეწყობა, ორსულობათა შორის ინტერვალების რეგულირება, უნაყოფობის პროფილაქტიკის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; რ) საქართველოში მცხოვრებ ეროვნებათა დემოგრაფიული ქცევის თავისებურებათა შესწავლა, დაბალი შობადობისა და მაღალი სიკვდილიანობის მქონე ეროვნებებისათვის ხელშეწყობა და დახმარება; ს) მოსახლეობის დემოგრაფიული განათლების დონის ამაღლება; ტ) მოსახლეობის სანიტარიულ-ჰიგიენური კულტურის დონის ამაღლება. კონტრაცეპტივების, როგორც აბორტის ალტერნატივის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება; უ) ქორწინებისა და მყარი ოჯახების პროპაგანდა, ქორწინებისა და ოჯახის შესახებ ლიტერატურის გამოცემა. უცოლო მამაკაცებისა და გაუთხოვარი ქალების დაქორწინებისათვის, აგრეთვე განქორწინებულთა და დაქვრივებულთა ხელმეორე დაოჯახებისათვის დადებითი საზოგადოებრივი აზრის შექმნა; ფ) დემოგრაფიული სიტუაციის შესაბამისი სწორი, ერთიანი საზოგადოებრივი აზრის შემუშავება, დემოგრაფიული პოლიტიკის ძირითადი მიზნების, მიმართულებათა და ღონისძიებათა შესახებ მოსახლეობის ფართო მასების სისტემატური ინფორმირება; ქ) დემოგრაფიული კადრების მომზადების თანამედროვე სისტემის შექმნა; ღ) მოსახლეობის აღწერებისა და მიმდინარე სტატისტიკის საფუძველზე ინფორმაციული ბანკის შექმნა. 3. დეპარტამენტის უფლებამოსილება 1. დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) ძირითადი ამოცანების შესასრულებლად თავისი კომპეტენციის ფარგლებში დადოს ხელშეკრულებები სამინისტროსთან შეთანხმებით; ბ) საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულ ყველა სამედიცინო დაწესებულებასა და ორგანიზაციას (მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა) მოთხოვოს საჭირო ინფორმაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაცია გაუწიოს სამედიცინო დაწესებულებების მიერ დემოგრაფიის სფეროში საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებას; დ) ისარგებლოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ინფორმაციით; ე) გამოსცეს წიგნები, ბროშურები, ბიულეტენები, დაამუშაოს, გამოსცეს და გაავრცელოს დადგენილი წესის მიხედვით სათანადი ინფორმაცია ძირითადი ამოცანების შესასრულებლად; ვ) მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო პროგრამების მართვასა და შესრულებაში, შეიმუშაოს დემოგრაფიის სფეროში სახელმწიფო პროგრამის პროექტები და დადგენილი წესით წარმოადგინოს დასამტკიცებლად; ზ) ორგანიზაცია გაუწიოს კადრების მომზადებასა და სტაჟირებას როგორც საქართველოში, ისე უცხოეთის ქვეყნებში; თ) ითანამშრომლოს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან საერთაშრისო ორგანიზაციებთან და ფონდებთან, გაატაროს მათთან ერთად ღონისძიებები, მოაწყოს სხვადასხვა სახის კონფერენციები, სიმპოზიუმები; ი) ქვეყანაში დემოგრაფიული სიტუაციის გასაუმჯობესებლად ახალი მეთოდებისა და მიმართულებების შემუშავების მიზნით მოიწვიოს მუშაობაში დასახმარებლად მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, მეცნიერები, ექსპერტები; კ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული და სხვა უფლებამოსილებანი. 4. დეპარტამენტის ვალდებულებები 1. დეპარტამენტი ვალდებულია: ა) მთელი თავისი საქმიანობა წარმართოს დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; ბ) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და კანონები, შეასრულოს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები, განკარგულებები, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებები და სხვა ნორმატიული აქტები; გ) შეასრულოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებები; 2. „დეპარტამენტი" ანგარიშვალდებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინაშე; 5. დეპარტამენტის მართვა 1. „დეპარტამენტს" ხელმძღვანელობს დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. თავმჯდომარე თავისი კომპეტენციის ფარგლებში დამოუკიდებლად წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას. 2. დეპარტამენტის თავმჯდომარე პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და მინისტრის მოადგილის წინაშე, რომელიც დადგენილი წესით კურირებას უწევს დეპარტამენტს; 3. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით. 4. დეპარტამენტის თანამშრომელთა შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის თავმჯდომარე; 5. დეპარტამენტის თავმჯდომარე ნიშნავს და ათავისუფლებს თანამდებობიდან დეპარტამენტის მუშაკებს. 6. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე და ასრულებენ მის ბრძანებებს. საჭიროების შემთხვევაში მოხსენებითი ბარათით მიმართავენ დეპარტამენტის თავმჯდომარეს და მისგან წერილობითი ნებართვის მიღების შემდეგ ასრულებენ შესაბამის ქმედებას; 7. დეპარტამენტის თავმჯდომარე თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს, რომელიც ინდივიდუალური ხასიათისაა; 8. დეპარტამენტის თავმჯდომარის არყოფნისას დეპარტამენტის საქმიანობას ხელმძღვანელობს თავმჯდომარის მოადგილე, დეპარტამენტის თავმჯდომარის დავალებით; 6. საფინანსო-ეკონომიკური ურთიერთობები 1. დეპარტამენტის შემოსავლის წყაროებია: ა) დეპარტამენტი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან; ბ) სახელმწიფო პროგრამების განხორციელებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრები; 2. დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 7. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დაგენილი წესით.